გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2018
საქმის ნომერი
110210017002217437
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210017002217437

№ 2-----2017წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 იანვარი 2018 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბეღელაძე

მოსარჩელე _სს ,,ლ--------------’’;

წარმომადგენელი_ თ-----------------

მოპასუხე _ მ------------------, გ------------------- თ----------------- ნ------------------

დავის საგანი_ თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

მოპასუხეებს მ------------------ს, გ-------------------, თ-----------------ა და ნ------------------ სს ,,ლ--------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 8604.19 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 5288.22 ლარი, პროცენტი- 1615.97 ლარი და შემცირებული ჯარიმა 1700 ლარი.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2015 წლის 25 სექტემბერს სს „ლ---------------“ და მოქალაქე მ------------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2------- რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 7500 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 26% ოდენობით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მინიმალური შენატანის (თანდართული გრაფიკის მიხედვით) დაუფარავობის შემთხვევაში. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 25 სექტემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები თ----- კ--------ესთან, ნ------------------თან და გ-------------------თან, რომლთა საფუძველზეც მათ იკისრეს სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით დადგინდა მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 7725 ლარი.

 

მსესხებელი კრეედიტორის მხრიდან გაფრთხილებული იქნა აღნიშნული დავალიანების შესახებ, თუმცა მისი მხრიდან ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა. მას 2016 წლის 21 დეკემბრიდან თანხა არ გადაუხდია. 2017 წლის 27 ნოემბრისათვის ( დავალიანების ცნობის თარიღი) მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 12 756.04 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 5578.22 ლარი, პროცენტი- 1615.97 ლარი, ჯარიმა - 5508.28 ლარი.

 

მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეებს მ------------------ს, გ-------------------, თ-----------------ა და ნ------------------ სს ,,ლ--------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 8894.19 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 5578.22 ლარი, პროცენტი- 1615.97 ლარი და შემცირებული ჯარიმა 1700 ლარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა: მოპასუხეებს მ------------------ს, გ-------------------, თ-----------------ა და ნ------------------ სს ,,ლ--------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 8604.19 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 5288.22 ლარი, პროცენტი- 1615.97 ლარი და შემცირებული ჯარიმა -1700 ლარი. ასევე, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. 2015 წლის 25 სექტემბერს სს „ლ---------------“ და მ------------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2------- რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 7500 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 26% ოდენობით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო 1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულება გაფორმდა 36 თვით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2015 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის N-------- ხელშეკრულებას.

 

3.2. 2015 წლის 25 სექტემბერს სს „ლ---------------“ და თ-----------------, ნ------------------ა და გ-------------------თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლთა საფუძველზე მათ იკისრეს სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით დადგინდა მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 7725 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2015 წლის 25 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულებებს.

 

3.3. მსესხებელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან გადახდის გრაფიკი დაარღვია 2016 წლის 21 დეკემბრიდან და ამჟამად ხელშეკრულების პირობების მიხედვით ერიცხება დავალიანება 12 412.47 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 5288.22 ლარი, პროცენტი- 1615.97 ლარი, ჯარიმა - 5508.28 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2017 წლის 29 ნოემბრის დავალიანების ცნობა, ამონაწერს მსესხებლის პირადი ანაგარიშიდან, 2018 წლის 30 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სს ,,ლ---------------- ’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით; სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე , 361-ე, 417-ე და 418-ე 623-ე, 625-ე, 867-ე, 894-ე, 895-ე, 899-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებული ძირითადი თანხის – 5288 ლარისა და 22 თეთრის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, ამ ნაწილში სს ,, ლ----------------” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის)- უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 891 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.

 

სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირევლი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს სს „ლ---------------“ და თ----- კ--------ეს, ნ------------------ და გ-------------------თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლთა საფუძველზე მათ იკისრეს სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით დადგინდა მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 7725 ლარი.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან გადახდის გრაფიკი დაარღვია 2016 წლის 21 დეკემბრიდან და და ამჟამად ხელშეკრულების პირობების მიხედვით ერიცხება დავალიანება 12 412.47 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 5288.22 ლარი, პროცენტი- 1615.97 ლარი, ჯარიმა - 5508.28 ლარი.

 

ამდენად, მსეხებელი პირის ვალდებულებებზე თავდები პირების პასუხისმგებლობა განსაზღვრულია კანონითა და სს ,,ლ---------------’’ და მოპასუხეებს თ-----------------, ნ------------------ა და გ-------------------თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

2015 წლის 25 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.2.3 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 26% ოდენობით.

 

ამავე ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, პროცენტი იანგარიშება კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად წელიწადში 365 დღეზე გაანაგრიშებით, თუ ბ---- ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტს ამ ხელშეკრულებას, პროცენტის დარიცხვა გრძელდება და გადახდა ექვემდებარება იძულებით ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით აღსრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით, არსებული დავალიანების გადახდის მიზნით.

 

_ სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს სს „ლ---------------“ და მ------------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2------- რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 7500 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 26% ოდენობით.

 

ამდენად, საპროცენტო განაკვეთზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით და სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური 26% სრულად შეესაბამება ამჟამად საბანკო ბაზარზე არსებულ საკრედიტო საპროცენტო ოდენობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის პროცენტის თანხის 1615.97 ლარის დაკისრების ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.

 

პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

 

მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.

 

მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდეობასთან.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება.

 

შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს სს „ლ---------------“ და მ------------------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.2.6. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა გადახდის გრაფიკი დაარღვიეს 2016 წლის 21 დეკემბრიდან და სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ერიცხებათ ჯარიმა - 5508.28 ლარი, რომელიც მოსარჩელემ შეამცირა 1700 ლარამდე, თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯარიმის აღნიშნული ოდენობაც მაღალია და პირგასამტეხლოს თანხა, ნაცვლად ხელშეკრულებაში გათვალისწინებული 1 პროცენტისა უნდა დაანგარიშდეს 0,1 პროცენტის გათვალისწინებით, შესაბამისად, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის, ანუ ჯარიმის ოდენობა იქნება 550.82 ლარი, რომელიც მოპასუხეება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სარჩელზე გადახდილია ბაჟი 266.83 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ძირი თანხის 5288.22 ლარის ნაწილში, გადახდილი ბაჟიდან მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხების შესაბამისი ბაჟი 167 ლარი და 34 თეთრი. ვინაიდან მოპასუხებმა პროცენტისა და პირგასამტხელოს თანხის ნაწილში (1615.97+550.82) არ ცნეს სარჩელი, ამ თანხის ბაჟი 65 ლარი მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სოლიდარულად, ხოლო ბაჟის დარჩენილი ნაწილი 34 ლარისა და 49 თეთრის ოდენობით უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

სარეზოლუცო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ლ--------------ს '' (ს/კ 2--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს მ------------------ს (პ/ნ 1------------ გ------------------- (პ/ნ 1-------------------------------- (პ/ნ 0----------- და ნ------------------ (პ/ნ 1----------) სს ,,ლ--------------ს '' (ს/კ 2--------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 5 288 (ხუთი ათას ორას ოთხმოცდარვა) ლარისა და 22 (ოცდაორი) თეთრის, პროცენტის 1 615 (ათას ექვსას თხუთმეტი) ლარისა 97 (ოთხმოცდაჩვიდმეტი) თეთრის, პირგასამტეხლოს 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარისა და 82 (ოთხმოცდაორი) თეთრის, ჯამში 7 455 (შვიდი ათას ოთხას ორმოცდათხუთმეტი) ლარისა და 01 (ერთი) თეთრის გადახდა.

 

3.თავდებების - გ------------------- (პ/ნ 1-----------, თ------------------ (პ/ნ0----------- და ნ-----------------ს (პ/ნ 1----------) თითოეულის პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს 7725 (შვიდი ათას შვიდას ოცდახუთი) ლარით.

 

4. სს ,,ლ-------------- '' (ს/კ 2--------- უარი ეთქვას მოპასუხეებზე 1149 (ათას ას ორმოცდაცხრა) ლარისა და 18 (თვრამეტი) თეთრის დაკისრებაზე.

 

5. მოპასუხეებს მ------------------ს (პ/ნ 1----------) გ------------------- (პ/ნ 1-------------------------------- (პ/ნ0----------- და ნ------------------ (პ/ნ 1----------)

სს ,,ლ--------------ს '' (ს/კ 2--------- სასარგებლოდ დაეკისროთ 65 (სამოცდახუთი) ლარის გადახდა, 167 (ას სამოცდაშვიდი) ლარი და 34 (ოცდათოთხმეტი) თეთრი სს ,,ლ-------------- '' (ს/კ 2--------- დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან, ხოლო 34 (ოცდათოთხმეტი) ლარი და 49 (ორმოცდაცხრა) თეთრი დარჩეს ბიუჯეტში. ( საგადახდო დავალება N 5---------, თარიღი 2017 წლის 12 დეკემბერი, კოდი 3---------.

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

8.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მო9სამართლე: შოთა ნიკურაძე