გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2018
საქმის ნომერი
210210017002080504
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017002080504

საქმე №2/734-17წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14.02.2018 წ. ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი მარი მირიანაშვილი

მოსარჩელე: ბ----ი ბ--–--–---–ი;

მოპასუხეები: შპს „ ი--- ვ---- კ-------–ი “ ; ზ-----ი ბ--–--–---–ი;

დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული №16062549 სააღსრულებო საქმეზე კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ სიღნაღის რაიონ სოფელ ქვემო მაჩხაანში 2017 წლის 21 აგვისტოს შედგენილ ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ქონება, კერძოდ მაცივარი - TOSHIBA, სარეცხი მანქანა - BEKO.

 

სარჩელის დასაბუთება:

 

მოსარჩელემ სარჩელში განმარტა, რომ მის ძმას ზ-----ი ბ--–--–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა გარკვეული თანხის გადახდა შპს „ ი--- ვ---- კ-------–ის “ სასარგებლოდ. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით 2017 წლის 21 აგვისტოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მოსარჩელის ოჯახში აღწერა და დააყადაღა მისი კუთვნილი მოძრავი ნივთები (მაცივარი შავი ფერის - TOSHIBA და სარეცხი მანქანა - BEKO-ს ფირმის), რომლებიც მის ძმას ზ----- ბ--–--–---–ი არ ეკუთვნის და მოსარჩელის განმარტებით მისი ძმა ამ მისამართზე 10 წელია აღარ ცხოვრობს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ ი--- ვ---- კ-------–ი “ -ს წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და სადავოდ არ გახადა დაყადაღებული ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი.

 

მოპასუხე ზ-----ი ბ--–--–---–ი სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოპასუხე ზ-----ი ბ--–--–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა თანხის გადახდა შპს „ ი--- ვ---- კ-------–ის “ სასარგებლოდ. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით 2017 წლის 21 აგვისტოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მოსარჩელის ბ----ი ბ--–--–---–ის სახლში აღწერა და დააყადაღა მისი კუთვნილი მოძრავი ნივთები (მაცივარი შავი ფერის - TOSHIBA და სარეცხი მანქანა - BEKO-ს ფირმის), რომლებიც არ წარმოადგენს ზ-----ი ბ--–--–---–ის საკუთრებას და ეკუთვნის ბ----ი ბ--–--–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაყადაღების არტი;

- მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- სასამართლომ იხელმძღვანელა „ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ “ კანონის 32-ე, 44-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ “ კანონის 32-ე მუხლის (მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ) თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, სარჩელი წარედგინება აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც ქონება გადაეცათ. რეალიზებული ქონების დაბრუნების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დავა ქონების შემძენს, კრედიტორსა და მოვალეს შორის განიხილება სასამართლო წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ისევე როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის (კრედიტორის) წარმომადგენელმა სარჩელი ცნო სრულად და შესაბამისად სარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის ცნობის საფუძვლით. საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილი იქნა, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის აქტით დაყადაღებული მოძრავი ქონება განთავსებულია მოსარჩელის სახლში, სადაც მოპასუხე ზ-----ი ბ--–--–---–ი არ ცხოვრობს და ეს ნივთები საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელეს. ამ გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 (ასი) ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ი ნაწილის „ ლ “ პუნქტის თანახმად: საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე; სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, – სარჩელებზე მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახადების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე. ამავე მუხლის უ) პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ შესაგებელში და მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო მოპასუხე თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეს დაუბრუნდება გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და შეჩერდა ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოძრავი ქონების - რეალიზაცია. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ამ ეტაპზე არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

1.1.ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული №16062549 სააღსრულებო საქმეზე კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ სიღნაღის რაიონ სოფელ ქვემო მაჩხაანში 2017 წლის 21 აგვისტოს შედგენილ ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ქონება, კერძოდ მაცივარი - TOSHIBA, სარეცხი მანქანა - BEKO.

 

2. მოსარჩელე ბ----ი ბ--–--–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 (ასი) ლარი.

 

საგადასახადო დავალება N14130263, გადახდის თარიღი 11.09.2017 წელი, გადამხდელის ბანკი სს "-–-------ი ბანკი", სახაზინო კოდი: 300523150, გადასახადის გადამხდელი ბ---- ბ--–--–---–ი პირადი N 40001035143, გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარი;

 

საგადასახადო დავალება N14130273, გადახდის თარიღი 11.09.2017 წელი, გადამხდელის ბანკი სს "-–-------ი ბანკი", სახაზინო კოდი: 300523150, გადასახადის გადამხდელი ბ---- ბ--–--–---–ი პირადი N 40001035143, გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარი;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მი---ვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: პაატა ნოზაძე