გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.02.2018
საქმის ნომერი
820210018002245502
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820210018002245502

№2-06/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05.02.2018 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

მოსარჩელე - შპს ,,ჰ-----------”

მოსარჩელის წარმომადგენელი - დ----- ფ----------ე

მოპასუხე - ი-----–- ც-–--–--ე (არ გამოცხადდა)

მოპასუხის წარმომადგენელი - თ----- ც-–--–--ე

მოპასუხის ადვოკატი - მ--- ჭ----–-–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი-----–- ც-–--–--ეს შპს ,,ჰ------------” სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის, 5 429 076,29 ლარის გადახდა.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

1.1.1. შპს ,,ჰ-----------” (ს/ნ 2--------) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია 2009 წლის 18 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100 %-იანი წილით. პარტნიორის უფლებამოსილებას დაფუძნებიდან ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. აღნიშნული სამინისტროს მინისტრის 2014 წლის 02 სექტემბრის Nს-517 ბრძანებით შპს ,,ჰ------------ს“ დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ი-----–- ც-–--–--ე, რომელიც მასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, აღნიშნულ პოზიციას იკავებდა 2017 წლის 22 თებერვლამდე.

 

1.1.2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 08 დეკემბრის №ს-719 3 ბრძანებით შპს ,,ჰ------------ს“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი თანხა 600000 ლარის ოდენობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2015 წლის 26 მარტის №ს-142 ბრძანებით საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი თანხა 3 011 040 ლარის ოდენობით, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2016 წლის 28 მარტის №ს-142 ბრძანებით საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი თანხა 4 400 000 ლარის ოდენობით.

 

1.1.3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2016 წლის 28 მარტის №ს-142 ბრძანებით შპს ,,ჰ------------ს“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა 4 400 00 ლარი სახელმწიფო ხაზინის ანგარიშიდან შპს ,,ჰ------------ს“ სს ს----------–--------–ი არსებულ მიმდინარე ანგარიშზე ჩაირიცხა 2016 წლის 28 მარტს. 2016 წლის ივნისის თვეში შპს ,,ჰ------------ს“ სს ს----------–--------–ი გახსნილ ანგარიშზე არსებული 620 00 ლარი და მასზე დარიცხული სარგებლის თანხა 55443,49 ლარი გადარიცხული იქნა შპს ,,ჰ------------ს“ სს ს----------–--------–ი გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე, რომელზეც 2016 წლის 28 მარტს სახელმწიფო ხაზინის ანგარიშიდან ჩარიცხული იყო 4 400 00 ლარი. ბანკთან მიღებული შეთანხმების თანახმად, ანგარიშზე არსებულ ნაშთ თანხას ყოველთვიურად ერიცხებოდა სარგებელი - წლიური 12 %. ი-----–- ც-–--–--ემ როგორც შპს ,,ჰ------------ს“ დირექტორმა, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შპს ,,ჰ------------ს“ სს ს----------–--------–ი არსებულ მიმდინარე ანგარიშზე განთავსებული, ქ------–----ს მუნიციპალიტეტში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის განკუთვნილი აჭარის არ რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრებიდან, 2016 წლის მარტიდან 2017 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში, ეტაპობრივად, ნაღდი ანგარიშსწორებით გამოიტანა 4 984 200 ლარი (რომლის განაღდებისთვის დარიცხულმა საკომისიომ შეადგინა 19 988,27 ლარი). აღნიშნული ფულადი სახსრები შპს ,,ჰ------------ს“ დირექტორს ი-----–- ც-–--–--ეს კომპანიის მიზნებისთვის არ გამოუყენებია და მიითვისა მართლსაწინააღმდეგოდ, რითაც სახელმწიფოს (აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას) მიაყენა 5 004 178,27 ლარის ზიანი.

 

1.1.4. შპს ,,ჰ------------ს" საწესდებო კაპიტალში შეტანილი 4 400 00 ლარი სახელმწიფო ხაზინის ანგარიშიდან შპს ,,ჰ------------ს" სს ს----------–--------–ი არსებული მიმდინარე ანგარიშზე ჩაირიცხა 2016 წლის 28 მარტს, ამ დროიდან 2017 წლის 14 თებერვლამდე დარიცხული პროცენტი შეადგენდა 369476,54 ლარს, რომ არა ი-----–- ც-–--–--ის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება კომპანია მიიღებდა აღნიშნულ თანხას და ეს იქნებოდა მისი მოგება სარგებელი პროცენტიდან. ი-----–- ც-–--–--ის მოქმედებით კომპანიას მიადგა სხვა სახის ზიანიც, კერძოდ, კომპანია რომელიც პროცენტის სახით ღებულობს მოგებას მან შესაბამისად ეს მოგება ბუღალტრულად უნდა ასახოს შემოსავალში, ხოლო მიღებულ შემოსავალში უნდა გადაიხადოს მოგების გადასახადი 15%, რომელმაც 369476,54 შეადგინა 5542148 ლარი, რომელიც კომპანიისათვის წარმოადგენს ზიანს.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

2.1.1. სარჩელში მითითებული თანხების მითვისების გამო იგი მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მაისის განაჩენით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად არამართებულად მიიჩნია პარალელურად ზიანის ანაზღაურების დაკისრება. ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელის განმარტებას, რომ აღნიშნული თანხები არამიზნობრივად იყო გამოყენებული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,ჰ-----------” (ს/ნ 2--------) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია 2009 წლის 18 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100 %-იანი წილით. პარტნიორის უფლებამოსილებას დაფუძნებიდან ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. აღნიშნული სამინისტროს მინისტრის 2014 წლის 02 სექტემბრის Nს-517 ბრძანებით შპს ,,ჰ------------ს“ დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ი-----–- ც-–--–--ე, რომელიც მასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, აღნიშნულ პოზიციას იკავებდა 2017 წლის 22 თებერვლამდე

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 56);

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მაისის განაჩენი (ს.ფ. 17-30);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

_სარჩელი და შესაგებელი

 

3.1.2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 08 დეკემბრის №ს-719 3 ბრძანებით შპს ,,ჰ------------ს“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი თანხა 600000 ლარის ოდენობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2015 წლის 26 მარტის №ს-142 ბრძანებით საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი თანხა 3 011 040 ლარის ოდენობით, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2016 წლის 28 მარტის №ს-142 ბრძანებით საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი თანხა 4 400 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მაისის განაჩენი (ს.ფ. 17-30);

- სარჩელი და შესაგებელი

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5 429 076, 29 ლარის ოდენობით.

 

3.2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მაისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2016 წლის 28 მარტის №ს-142 ბრძანებით შპს ,,ჰ------------ს“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა 4 400 00 ლარი სახელმწიფო ხაზინის ანგარიშიდან შპს ,,ჰ------------ს“ სს ს----------–--------–ი არსებულ მიმდინარე ანგარიშზე ჩაირიცხა 2016 წლის 28 მარტს. 2016 წლის ივნისის თვეში შპს ,,ჰ------------ს“ სს ს----------–--------–ი გახსნილ ანგარიშზე არსებული 620 00 ლარი და მასზე დარიცხული სარგებლის თანხა 55443,49 ლარი გადარიცხული იქნა შპს ,,ჰ------------ს“ სს ს----------–--------–ი გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე, რომელზეც 2016 წლის 28 მარტს სახელმწიფო ხაზინის ანგარიშიდან ჩარიცხული იყო 4 400 00 ლარი. ბანკთან მიღებული შეთანხმების თანახმად, ანგარიშზე არსებულ ნაშთ თანხას ყოველთვიურად ერიცხებოდა სარგებელი - წლიური 12 %. ი-----–- ც-–--–--ემ როგორც შპს ,,ჰ------------ს“ დირექტორმა, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შპს ,,ჰ------------ს“ სს ს----------–--------–ი არსებულ მიმდინარე ანგარიშზე განთავსებული, ქ------–----ს მუნიციპალიტეტში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის განკუთვნილი აჭარის არ რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრებიდან, 2016 წლის მარტიდან 2017 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში, ეტაპობრივად, ნაღდი ანგარიშსწორებით გამოიტანა 4 984 200 ლარი (რომლის განაღდებისთვის დარიცხულმა საკომისიომ შეადგინა 19 988,27 ლარი). აღნიშნული ფულადი სახსრები შპს ,,ჰ------------ს“ დირექტორს ი-----–- ც-–--–--ეს კომპანიის მიზნებისთვის არ გამოუყენებია და მიითვისა მართლსაწინააღმდეგოდ, რითაც სახელმწიფოს (აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას) მიაყენა 5 004 178,27 ლარის ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მაისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი (ს.ფ. 17-30);

 

3.2.3. შპს "ბათაუდიტის" დასკვნის,ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მაისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ შპს ,,ჰ------------ს" საწესდებო კაპიტალში შეტანილი 4 400 00 ლარი სახელმწიფო ხაზინის ანგარიშიდან შპს ,,ჰ------------ს" სს ს----------–--------–ი არსებული მიმდინარე ანგარიშზე ჩაირიცხა 2016 წლის 28 მარტს, ამ დროიდან 2017 წლის 14 თებერვლამდე დარიცხული პროცენტი შეადგენდა 369476,54 ლარს, კომპანია რომელიც პროცენტის სახით ღებულობს მოგებას, შესაბამისად ეს მოგება ბუღალტრულად უნდა ასახოს შემოსავალში, ხოლო მიღებულ შემოსავალში უნდა გადაიხადოს მოგების გადასახადი 15%, რომელმლის ოდენობაა 369476,54 ლარი. სულ კომპანიის მიერ განცდილი ზიანი კი შეადგენს 5 54 2148 ლარს.

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მაისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი (ს.ფ. 17-30);

-აუდიტის დასკვნა(ს.ფ. 31-55);

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მან განიცადა ზიანი მოპასუხის ქმედების შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

 

ამდენად, სახეზეა მოსარჩელისადმი მიყენებული ზიანი, რაც გამოწვეულია ი-----–- ც-–--–--ის დანაშაულებრივი ქმედებით და მოსარჩელეს აძლევს უფლებას მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.

 

დისპოზიციურობის პრინციპი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპთან მიმართებაში მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი. მტკიცების ტვირთის ვალდებულების მქონე სუბიექტია პროცესის მონაწილე ის მხარე, რომლის უფლებებსა და ვალდებულებებზე შესაძლოა იმოქმედოს სასამართლო გადაწყვეტილებამ. მტკიცებულებათა გადანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ შეძლო მისი დასამტკიცებელი გარემოების, ზიანის მიყენების ფაქტის, ისევე როგორც მიყენებული ზიანის ოდენობის დადასტურება. აღნიშნულის საწინააღმდეგო მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. უდავოა, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი გამოიწვია მოპასუხის მიერ როგორც თანხების მითვისებამ, ისე მოსარჩელის მიერ განცდილმა ზიანმა დარიცხული პროცენტებისა და მიუღებელი შემოსავლების გამო, რაც მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სრულად განახორციელა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, რის გამოც მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე,412-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოშობილია ზიანის მიყენების საფუძვლიდან.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მართლსაწინააღმდგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული ზიანის მიმყენებლის ცნობიერების ხასიათზე, სხვანაირად იმაზე, აცნობიერებდა თუ არა ზიანის მიმყენებელი თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით სახელშეკრულებო ურთიერთობებში მოვალე ძირითადად კრედიტორის შეფარდებით (რელატიურ) უფლებებს არღვევს, მაშინ როცა არასახელშეკრულებო (დელიქტურ) ურთიერთობებში ზიანის მიმყენებლის მოქმედებით ირღვევა აბსოლუტური უფლებები.

 

ზიანი სამოქალაქო სამართალში არის პირის უფლებების ან კეთილდღეობის დამცირება, განადგურება. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით დოქტრინა და სასამართლო პრაქტიკა განასხვავებს სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. სახელშეკრულებო ზიანი შედეგად მოჰყვება სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას, მაშინ როდესაც არასახელშეკრულებო ზიანი ძირითადად წარმოიშობა უშუალოდ მართლსაწინააღმდეგო მოქმედებიდან, როდესაც მხარეები არ იმყოფებიან სახელშეკრულებო ვალდებულებით ურთიერთობებში, ამიტომ მას დელიქტურ ზიანსაც უწოდებენ. თუ არ არსებობს ზიანი, მაშინ საერთოდ არ არსებობს დელიქტური ვალდებულება. როცა სიკეთე ერთდროულად რელატიურ და აბსოლიტურ უფლებათა ობიექტია, მაშინ ეს უკანასკნელი ფარავს პირველს. არასახელშეკრულებო ზიანი წინასწარ შეუფასებელი ზიანია და მისი ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება იმის მიხედვით, თუ რა ფასეულობის სიკეთე იქნება ხელყოფილი.

 

ზიანი წარმოადგენს პირის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების მისი ნების გარეშე ხელყოფას, რისი ანაზღაურებაც აღიარებულია ბრუნვის წეს-ჩვეულებებით და შეზღუდული არ არის კანონმდებლობით. სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მხარეს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, რომელიც `მიუღებელია~ ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. ზიანის ანაზღაურების ოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამას არ მოჰყვეს რომელიმე მხრის უსაფუძვლო გამდიდრება. ზიანის ანაზღაურების უმნიშვნელოვანეს დათქმას უსაფუძვლო გამდიდრების აკრძალვა წარმოადგენს.

 

ზიანის მიმყენებლის ბრალი - პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ–ერთ პირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის ბრალი. მოქმედებდა თუ არა ზიანის მიმყენებელი ბრალეულად, განხილული უნდა იქნეს ცალკეული შემთხვევიდან გამომდინარე.

 

ბრალეულობა სამართალდარღვევის შემადგენლობის უმნიშვნელოვანესი სუბიექტური ელემენტია. ბრალეულობის ცნებაში ამოსავალია სამოქალაქო ბრუნვისათვის ჩვეული ყურადღებიანობის მოთხოვნების დაცვა. ბრალეულობა შეიძლება გამოხატული იქნეს განზრახ ან გაუფრთხილებელი სახით. განზრახ მოქმედებს ის, ვინც აცნობიერებს თავისი მოქმედების როგორც შედეგს, ისე მისი მოვალეობისადმი წინააღმდეგობას და ამას აკეთებს საკუთარი სურვილით. გაუფრთხილებლად მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ყურადღებიანობას.

 

მიზეზშედეგობრივი კავშირი - დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ასევე საჭიროა, რომ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობდეს მიზეზ–შედეგობრივი კავშირი. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის აუცილებელი ერთ–ერთი ელემენტია.

 

სწორედ აღნიშნული წინაპირობების არსებობაა სავალდებულო დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის.

 

სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რაც გამოწვეულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით, კერძოდ, მოსარჩელის კუთვნილი თანხების მითვისებით.

 

მხარეები ვალდებული არიან წარმოადგინონ სასამართლოში სარჩელში ან/და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ არ დადგეს მათ მიმართ მათ მიერვე მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დაუდასტურებლობით გამოწვეული არახელსაყრელი მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო სარწმუნოდ დაესაბუთებინა სასამართლოსათვის ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარეს მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად ზიანი არ მიუღია. ამასთან, მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, მათ შორის ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით შესაბამისად, სასამართლო მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე დადასტურებულად მიიჩნევს, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლოს ხარჯები შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილს თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. ამავე კოდექსის თანახმად, ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლიც დაკმაყოფილებულია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები

 

8.1. მოცემულ სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებითა და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ჰ-----------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ი-----–- ც-–--–--ეს, მოსარჩელე შპს ,,ჰ-----------” ( ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 5 429 076, 29 /ხუთი მილიონ ოთხასოცდაცხრა ათას სამოცდათექვსმეტი ლარის და ოცდაცხრა თეთრი/ ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ი-----–- ც-–--–--ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 5000 /ხუთი ათასი/ ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი № 358) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი