გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2543-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.01.2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე თ----- შ-----–-ა
წარმომადგენელი ეკატერინე მიშველიძე
მოპასუხეები მ--- ს---–--ე
გ--–- ს---–--ე
დავის საგანი მამობის დადგენა
II აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2011 წლის 7 ივლისს დაბადებული ლ---- შ-----–-ას მამად 2017 წლის 30 ივლისს გარდაცვლილი მიხეილ ს---–--ის აღიარება.
მოსარჩელის განმარტებით,თ----- შ-----–-ა და მიხეილ ს---–--ე წლების მანძილზე ცხოვრობდნენ იტალიაში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2010 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2011 წლის 7 ივლისს დაიბადა ლ---- ს---–--ე, ხოლო 2013 წლის 27 სექტემბერს დაიბადა სალომე ს---–--ე. ლ----ს დაბადების დროს მიხეილ ს---–--ეს არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, რის გამოც დაბადების მოწმობაში ვერ მოხდა ბავშვის მამის მონაცემების მითითება. მეუღლეები ერთად ზრუნავდნენ ბავშვების აღზრდაზე, მიხეილ ს---–--ე აპირებდა სამოქალაქო რეესტრში ბავშვის დაბადების მოწმობაში მამად მისი ვინაობის მითითება მოეთხოვა, მაგრამ მოულოდნელად 2017 წლის 30 ივლისს გარდაიცვალა. მარჩენალის გარდაცვალების გამო ვერ ხერხდება პენსიის დანიშნვა, რის გამოც საჭიროა მამობის დადგენა.
2. მოპასუხის პოზიცია
მ--- ს---–--ემ წერილობით შესაგებელში და სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო და განმრტა, რომ მისი გარდაცვლილი შვილი მიხეილ ს---–--ე არის არასრწლოვან ლ---- ს---–--ის მამა.
სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა გ--–- ს---–--ე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. მიხეილ ს---–--ე და თ----- შ-----–-ა 2010 წლიდან ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ხოლო ქორწინება რეგისტრირებული არ ჰქონდათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
1. სარჩელი (ს.ფ 2-7. )
2. შესაგებელი (ს.ფ. 37-39 )
3. მოპასუხის განმარტება (25.01.2018 წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.1.2. მიხეილ ს---–--ე გარდაიცვალა 2017 წლის 9 ოქტომბერს. მოპასუხეები მ--- ს---–--ე და გ--–- ს---–--ე არიან მისი მშობლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
4. დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 22-23 )
5. გარდაცვალების მოწმობის ასლი (ს.ფ. 21. ტომი 1)
3.1.3. მიხელ ს---–--ესა და თ----- შ-----–-ას ჰყავთ ორი შვილი. 2013 წლის 27 სექტემბერს დაბადებული სალომე ს---–--ე, რომლის მამად დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებულია მიხეილ ს---–--ე. მიხეილ ს---–--ის და თ----- შ-----–-ას შვილია 2011 წლის 7 ივლისს დაბადებული ლ---- ს---–--ე, რომლის დაბადების მოწმობაში მამის ვინაობა მითითებული არ არის. მოპასუხე ცნობს ამ მოთხოვნას, რის გამოც მამობის ფაქტი მხარეებს შორის სადაო გარემოებას არ წარმოადგენს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
6. დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. )
7. შესაგებელი (ს.ფ. )
8. მოპასუხის განმარტება (25.01.2018 წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა მამობის დადგენის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1190-ე მუხლები
- გაეროს ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთ უფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მიხედვით, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. 4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.
”ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ” ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ქორწინების გარეშე დაბადებული თითოეული ბავშვის მამობის დადგენა შეიძლება დამყარდეს ან დადგინდეს ნებაყოფლობითი აღიარებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით.
განსახილველ შემთხვევაში ლ---- მს---–--ის მამობა მამის განცხადებით დადგენილი არ არის, რადგან დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის ვინაობა მითითებული არ არის. მიხეილ ს---–--ე გარდაიცვალა, ხოლო მისი პირველი რიგის მემკვიდრეების, მშობლების მხრიდან სადაო არ არის ის გარემოება, რომ თ----- შ-----–-ას და მიხეილ ს---–--ის შვილია ლ---- ს---–--ე. გ--–- ს---–--ეს წერილობითი შესაგაბელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადდა, ხოლო მეორე მოპასუხე მიხეილ ს---–--ის დედა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ლ---- ს---–--ე არის მისი შვილიშვილი.
ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ამ უფლებათა განხორციელებას საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის შესატყვისად და თავისი მოვალეობების შესრულებას ამ სფეროში შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუკი სხვაგვარად ბავშვს არ ექნება მოქალაქეობა.
ბავშვის უფლებების შესახებ არსებული აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, ბავშვის უფლებაა რამდენადაც ეს შესაძლებელია იცნობდეს თავის მშობლებს, გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. აღნიშნულ ნორმის დებულება, რომ რამდენადაც ეს შესაძლებელია ბავშვი უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს, ნიშნავს ბავშვის უფლებას იცოდეს მისი ბიოლოგიური წარმოშობის, ბიოლოგიური მშობლების შესახებ,‘ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის” და ”ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ” ევროპული კონვენციის მიხედვით მამობის დადგენისა და უარყოფის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია დადგინდეს ბავშვთან ბიოლოგიური ნათესაობის ფაქტი, რაც განსახილველ საქმეში სადაო არ არის.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და “ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, მამობის დადგენისას უპირველესი მიზანია ბავშვის ინტერესების დაცვა, დადგინდეს მისი წარმოშობა და მშობლების ვინაობა.
მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ 2011 წლის 7 ივლისს დაბადებული ლ---- ს---–--ის მამა არის 2017 წლის 30 ივლისს გარდაცვლილი მიხეილ ს---–--ე, რის გამოც ბავშვი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს მამობის დადგენა, რადგან მამობის დადგენის შედეგად რეალიზებული იქნება მარჩენალდაკარგულის პენსიის მიღების უფლება.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხე მ--- ს---–--ემ წერილობით შესაგებელში ცნო სარჩელი, რის გამოც მოსარჩელეს უდნა დაუბრუნდეს ამ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში სახაზინო კოდი 300063150. ბანკის კოდი TRESGE22.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველსო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგაან თავიუსფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ვინაიდან, სარჩელი შეეხება არასრულწლოვანის მამობის დადგენას, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს თ----- შ-----–-ას სარჩელი;
2. 2001 წლის 7 ივლისს დაბადებული ლ---- შ-----–-ას (პირადი N01317064555) მამად აღიარებული იქნეს 2017 წლის 9 ოქტომბერს გარდაცვლილი მიხეილ ს---–--ე (პირადი N35001123882) ;
3. თ----- შ-----–-ას დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 8 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი. თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში სახაზინო კოდი 300063150. ბანკის კოდი TRESGE22 (სალაროს შემოსავლის ორდერი N1/11771);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დ. გოგატიშვილი