განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002242531
1-1/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ირინე მაკარაძე
პროკურორი - შ----------–--ლი
ბრალდებულები - ი-----–- ქ------ძე, ე-–---რ ა----ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
გამოძიების საქმის ნომერი №171161117005
1. ბრალდებული: ე-–---რ ა----ძე
მამის სახელი: რ------
დაბადებული: 05.09.1----–--–---------–--------------------–------------------------------------------------–------------------–----------------------–-------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი
ბრალდების არსი: ცემა, ჩადენილი ჯგუფურად რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. ბრალდებული: ი-----–- ქ------ძე
მამის სახელი: გ---------
დაბადებული: 20.0-.1----–--–-----------------------------------------–--------------------–----------------–------------------–--------------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი
ბრალდების არსი: ცემა, ჩადენილი ჯგუფურად რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ე-–---რ ა----ძის მიმართ
2017 წლის 16 ნოემბერს დაახლოებით 18:00 საათზე ქ.ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N120 მდებარე კლუბ "დუბაის" მიმდებარე ტერიტორიაზე ე-–---რ ა----ძემ და ი-----–- ქ------ძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნო–----ან ო--------ვს, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ი-----–- ქ------ძის მიმართ
2017 წლის 16 ნოემბერს დაახლოებით 18:00 საათზე ქ.ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N120 მდებარე კლუბ "დუბაის" მიმდებარე ტერიტორიაზე ე-–---რ ა----ძემ და ი-----–- ქ------ძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნო–----ან ო--------ვს, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ცემა, ჩადენილი ჯგუფურად რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდებულებმა ე-–---რ ა----ძემ და ი-----–- ქ------ძემ თავი დამნაშავედ სცნეს, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ მიაჩნიათ და ეთანხმებიან აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების მ--------------------–-------------------------–------------–-------------–------------------------------–---- გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ე-–---რ ა----ძემ და ი-----–- ქ------ძემ ჩაიდინეს ცემა, ჯგუფურად რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულების ე-–---რ ა----ძისა და ი-----–- ქ------ძის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ცემა, ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ე-–---რ ა----ძისა და ი-----–- ქ------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
ე-–---რ ა----ძესა და ი-----–- ქ------ძეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ე-–---რ ა----ძესა და ი-----–- ქ------ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ ჯარიმის გამოყენება არის მიზანშეწონილი, რადგან ჯარიმის გამოყენება გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ე-–---რ ა----ძისა და ი-----–- ქ------ძის რესოციალიზაციისათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ბრალდებული ე-–---რ ა----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
ე-–---რ ა----ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გია აბაშიძის მიერ სს „საქართველოს ბანკში“ 2018 წლის 08 იანვარს - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა გირაოს პირობების დარღვევის გამო გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბრალდებული ი-----–- ქ------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
ი-----–- ქ------ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს .
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ორი ცალი კომპაქტდისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, ხის ჯოხი განადგურდეს; ხოლო დაზიანებული სათვალე დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი