გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210017002140524
2/271 -17 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31.01.2018 წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: თ-------- ტ------ე
წარმომადგენელი: ც------- ფ----------ე
მოპასუხეები: ლ---–- კ------ე
წარმომადგენელი: თეა მ------–-–---–ი
დავის საგანი: მამობის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე თ-------- ტ------ემ -(პ/ნ 5---------- მის, წ---–-------, სოფელი ფ---–----------) მოპასუხე - ლ---–- კ------ის ( პ/ნ 5----------), მიმართ და მოითხოვა მამობის დადგენა.
მოსარჩელე განმარტავს, რომ დედამისი აწ გარდაცვლილი მ--------- ტ------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1986 წლიდან აწ. გარდაცვლილ ჯ------- რევაზის- ძე თ--------–---–თან, რომელიც ცხოვრობდა ჭიათურაში მოპასუხის მისამართზე, მაშინდელი გიუნაშვილის ქუჩა. შემდეგ სწორედ მის საპატივცემულოდ ეწოდა ამ ქუჩას მისი მამის სახელი, რომელიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. იგი განმარტავს, რომ ერთად ცხოვრების პერიოდში მოხდა მისი ჩასახვა და დაიბადა 22.12.1987 წელს, დედამისის საცხოვრებელ მისამართზე ქ. წ---–-------ში. ხოლო დაბადების რეგისტრაცია მოხდა ოდნავ გვიან 06.01.1988 წელს. როგორც მისთვის ცნობილია გადმოცემით; მისი დაბადების მომენტისთვის მისი მამა ჯ------- თ--------–---–ი იმყოფებოდა საბჭოთა ჯარში. ჯარი დაასრულა 1987 წლის ბოლოს. ხოლო დედამ იმ დროისათვის მამად მიუთითა არარსებული პიროვნება, მაშინდელი სოციალური პირობების გავლენის გამო. მამის ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ისინი ვცხოვრობდნენ ჭიათურაში მამის სახლში, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. ისინი ერთად ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას მის აღსაზრდელად. შემდეგ ისევ დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა მამას მათთან არ გაუწყვეტია ურთიერთობა, ხოლო გვარის მოცემასთან დაკავშირებით უთქვამს, რომ ცოტა მაცალე, მუშაობას დავიწყებ თორემ ალიმენტს და სხვა შეზღუდვებს დამიწესებენო. რაც იმ დროისთვის იყო კიდეც კანონით დადგენილი. შესაბამისად დღემდე ატარებს დედის გვარს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მამა ჯ------- რევაზის-ძე თ--------–---–ი დაბადებული 15.10.1968 წელს ახმეტაში, იბრძოდა აფხაზეთის ომში და გმირულად დაიღუპა საბრძოლო შეტაკების დროს ახალდაბაში, აფხაზეთში, 24 სექტემბერს 1993 წელს. მას კი როგორც სრულწლოვანი და სრულფასოვანი მოქალაქე უნდა ატაროს მამის გვარი. მამის შესახებ კი მონაცემები არ წერია დაბადების მოწმობაში. მიმართა ს.ს.გ. სააგენტოს, სადაც განმარტეს სააქტო ჩანაწერის შესახებ და სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე. მამა რომ ცოცხალი იყოს არ დასჭირდებოდა სასამართლო. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ურთიერთობა აქვს მოპასუხესთან და მისი ოჯახის წევრებთან, რომლებმაც ასევე იციან მისი დაბადების, არსებობის და ურთიერთობის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია მათი პოზიცია, მოსარჩელის ინფორმაციით ისინი არ არიან წინააღმდეგნი. რადგან სხვა გზა არ არსებობს მომართა სასამართლოს წინამდებარე სარჩელით, კანონისმიერი მემკვიდრის ანუ მშობლის წინააღმდეგ, მათთან ინახება ფოტომასალაც.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანა მოპასუხე ლ---–- კ------ემ , სადაც მიუთითებს , რომ სარჩელს არ ცნობს და განმარტავს აწ გარდაცვლილი შვილი ჯ------- თ--------–---–ი არავისთან და მათ შორის აწ/ გარდაცვლილ მ--------- ტ------ესთან არც რეგისტრირებულ და არც არარეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა.
მოპასუხის განმარტებით, მისთვის უცნობია რა ურთიერთობა ჰქონდათ აწ გარდაცვლილებს ერთმანეთთან , მისი შვილი იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში და როდესაც ის დაბრუნდა სახლში გამოეცხადათ პატარა ბავშვით მ--------- ტ------ე, რომელმაც აწ/ გარდაცვლილ ჯ------- თ--------–---–ს უთხრა, რომ ბავშვი იყო მისი, რაზედაც ჯ------- თ--------–---–ი გაბრაზდა და უთხრა რომ მე შენთან არანაირი ურთიერთობა არ მქონიაო და გააგდო სახლიდან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ იმ პერიოდისათვისაც, როდესაც მ--------- ტ------ე მათთან სახლში მოვიდა კვლავ ფეხმძიმედ იყო ვიღაცისგან, რაც იყო დამატებითი მიზეზი მისი სახლიდან გაგდებისა. მოპასუხე განმარტავს, რომ მისი შვილი ისე გარდაიცვალა, არც აწ/ გარდაცვლილი მ--------- ტ------ე და არც მისი შვილი არ უნახავს. სახლიდან გაგდების შემდეგ კი არც მას და არც მის ოჯახს არ მოუკითხავთ და არ უთქვამთ რატომ არ მიიღეს მ---------ი და მისი შვილი.
მოპასუხე მიუთითებს, რომ მისი აწ/ გარდაცვლილი შვილი მემკვიდრე ნამდვილად არის. მისი შვილის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა მასთან ახალგაზრდა ბიჭი თ-------- ტ------ე, მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი წინააღმდეგი იყო მის მიღებაზე და თავის დროზე არ მიიღო, მაინც მიიღო, როგორც შვილის შვილი უნდოდა აწ/ გარდაცვლილი შვილის სახელზე ჰყოლოდა მისი მემკვიდრე, მაგრამ შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა დიდი ეჭვები გააჩინა და სწორედ ამის გამო ამბობს უარს , რომ მას არა გონია, რომ აწ. გარდაცვლილი შვილის შვილი იყოს მოსარჩელე . მას მხოლოდ სხვა ინტერესები ამოძრავებს, რადგან მას მიღებული აქვს მისი აწ/ გარდაცვლილი შვილის სამკვიდრო ქონება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ მოსარჩელე თ-------- ტ------ე დაბადებულია 1987 წლის 22 დეკემბერს წ---–-------ში დედის გრაფაში მითითებულია მ--------- ტ------ე, ხოლო მამის გრაფაში მითითებულია ჯონდო ტ------ე დაბადება რეგისტრირებულია 1988 წლის 6 იანვარს. დადგენილია, რომ მოსარჩელის დედა მ--------- ტ------ე დაბადებული 1969 წლის 28 ოქტომბერს გარდაიცვალა წ---–-------ში 2016 წლის 30 მაისს .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა(ს.ფ.13)
გარდაცვალების მოწმობა(ს.ფ.12)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია, რომ ჯ------- თ--------–---–ი დაბადებული 1968 წლის 15 ოქტომბერს ახმეტაში გარდაიცვალა 1993 წლის 24 სექტემბერს . დადგენილია, რომ ჯ------- თ--------–---–ი გმირულად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში აფხაზეთის ტერიტორიაზე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 13)
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 14)
- ცნობა (ს.ფ.12)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. დადგენილია, რომ აწ. გარდაცვლილი ჯ------- თ--------–---–ის დედა არის მოპასუხე ლ---–- კ------ე, ხოლო მამა იყო რევაზ თ--------–---–ი. დედის - ლ---–- კ------ის მიერ მიღებულია ჯ------- თ--------–---–ის დანაშთი სამკვიდრო, რაც დადასტურებული კიდეც სამკვიდრო მოწმობით და რეესტრის ამონაწერით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 43)
-რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.17-21)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. დადგენილია, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლოს ინიციატივით დაინიშნებოდა ექსპერტიზა. დადგენილია, რომ ჯ------- თ--------–---–ს დედმამისშვილებიც ყავს, რომელთაც საკუთარი ოჯახებიც გააჩნიათ. მოპასუხე ლ---–- კ------ის განმარტებით მისთვის უცნობია რა ურთიერთობა ჰქონდათ აწ გარდაცვლილებს ერთმანეთთან , მისი შვილი იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში და როდესაც ის დაბრუნდა სახლში გამოეცხადათ პატარა ბავშვით მ--------- ტ------ე, რომელმაც აწ/ გარდაცვლილ ჯ------- თ--------–---–ს უთხრა, რომ ბავშვი იყო მისი, რაზედაც ჯ------- თ--------–---–ი გაბრაზდა და უთხრა რომ მე შენთან არანაირი ურთიერთობა არ მქონიაო და გააგდო სახლიდან, მოპასუხე მიუთითებს, რომ იმ პერიოდისათვისაც, როდესაც მ--------- ტ------ე მათთან სახლში მოვიდა კვლავ ფეხმძიმედ იყო ვიღაცისგან, რაც იყო დამატებითი მიზეზი მისი სახლიდან გაგდებისა. მოსარჩელე განმარტავს, რომ მისი შვილი ისე გარდაიცვალა, არც აწ/ გარდაცვლილი მ--------- ტ------ე და არც მისი შვილი არ უნახავს. სახლიდან გაგდების შემდეგ კი არც მას და არც მის ოჯახს არ მოუკითხავთ და არ უთქვამთ რატომ არ მიიღეს მ---------ი და მისი შვილი. დადგენილია, რომ თ-------- ტ------ეს მისივე განმარტებით სხვა დედმამიშვილებიც ჰყავს.
მოწმე ინდირა აბესაძის ჩვენებით ის და მ---------ი ერთად სწავლობდნენ ტექნიკუმში. იყვნენ მეგობრები. ჯ------- თ--------–---–ი მ---------ისაგან გაიცნო . მ---------ი და ჯ-------ი ერთმანეთს ხვდებოდნენ. როცა ტექნიკუმს ამთავრებდნენ მ---------მა უთხრა რომ ორსულად იყო. მათ ერთად უთხრეს ჯ-------ს და მან დაიმორცხვა. ნოემბერში ჯ-------ი ჯარში წავიდა თ-------- კი დაიბადა დეკემბერში. მოწმე განმარტავს, რომ მისთვის უცნობია ჯ-------ი და მ---------ი ერთად ცხოვრობდნენ თუ არა ორსულობის პერიოდში. გარკვეული ხნის შემდგომ მ---------ი ისევ ნახა და მან უთხრა, რომ ჭიათურაში იმყოფებოდა გარკვეული ხანი და კონფლიქტის გამო წამოვიდა. ჯარში მიწერილი წერილის გამო ჯ-------ი ეჭვიანობდა. მოწმე განმარტავს, რომ იგი არის თ--------ს ნათლია. იგი მონათლა მის ქორწილამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (ოქმი)
- მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ თ-------- ტ------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს გარემოებები, რომლებიც თან უნდა ახლდეს აღნისნული სარჩელის დაკმაყოფილებას არ არის სახეზე. მოსარჩელის მიერ ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი ექსპერტიზა, რომელიც სავსებით შესაძლებელია ჩატარდეს კანონით დადგენილი წესით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187--ე , 1190-ე მუხლებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102--ე , 106-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102--ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის შესაბამისად მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების შესაბამისად. სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს.
ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით.
მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს.
მოსარჩელემ ექსპერტიზის ჩატარება განსახილველ შემთხვევაში გამორიცხა, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნული მტკიცებულების გამოყენებით იმსჯელოს მამობის დადგენაზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.
ამ შემთხვევაში სასამართლომ გაანალიზა მოსარჩელის და მოპასუხის მიერ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი პოზიციები, გარემოებები , მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე მხოლოდ ზოგადი დასაბუთებით ცდილობს მოსარჩელე ამტკიცოს კონკრეტული ფაქტი . დაუდგენელია საერთო მეურნეობის წარმოება ბავშვის დაბადებამდე. ასევე დაუდგენელია ბავშვის ერთად აღზრდის ფაქტი. არ არსებობს სხვა გარემოებები , რომელიც უტყუარად გახდიდა სარწმუნოს ჯ------- თ--------–---–ის აღიარებას მოსარჩელის მამად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა კანონით განსაზღვრული წესით ასევე შეიძლება დაადგინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას.
ასეთ სამართლებრივ ურთიერთობას მოცემული პერიოდისათვის ადგილი არ აქვს
6.4. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.5.ამდენად სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე თ-------- ტ------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ-------- ტ------ის სარჩელი მამობის დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: /ივანე ყიფიანი/