გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080210016001297340
№ 2/560-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 იანვარი 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - შპს „ე--------------- +“
წარმომადგენელი - თ---რ გე----ე
მოპასუხე - მ----კა ჩ----ძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მ----კა ჩ----ძეს შპს „ე--------------- +“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხა - 635 ლარი;
1.2. მოპასუხე მ----კა ჩ----ძეს შპს „ე--------------- +“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი - 263,57 ლარი;
1.3. მოპასუხე მ----კა ჩ----ძეს შპს „ე--------------- +“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო - 91 ლარი;
1.4. მოპასუხე მ----კა ჩ----ძეს შპს „ე--------------- +“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაფარვის საკომისიო - 130 ლარი;
1.5. მოპასუხე მ----კა ჩ----ძეს შპს „ე--------------- +“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური 50 ლარის ოდენობით;
1.6. მოპასუხე მ----კა ჩ----ძეს შპს „ე--------------- +“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯი 200 ლარი.
1.7. ზემოაღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით, ანუ მოპასუხემ პასუხი აგოს მთელი თავისი ქონებით;
1.8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის 04 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა „საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N112511/კ“ და „სესხის ხელშეკრულება 112511/კ“, რომელთა საფუძველზე მოასრჩელემ მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 1 300 ლარის ოდენობით.
მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 12 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა გიორგი ჯავახაძის (პ.ნ. 60003001364) კუთვნილი ავტომობილი - „მიცუბიში ქარიზმა“.
მიუხედავად მოსარჩელე მხარის არაერთი კანონიერი მოთხოვნისა, მოპასუხის მხრიდან ჯეროვნად არ გადახდილა გრაფიკით გათვალისწინებული გადასახადი. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის დღისთვის მოპასუხეს შპს „ე--------------- +“-ის მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება:
ა. სესხის ძირი თანხა 635 ლარი;
ბ. სარგებელი - 2015 წლის 04 აგვისტოს გადაუხდელი სარგებლის ნაწილი 15,93 ლარი და ყოველი მომდენო თვის 4 რიცხვისათვის სესხის თანხის 5%, რაც შეადგენს 31,75 ლარს, შესაბამისად, 04.08.2015წ. გადააუხდელ 15,93 ლარს დამატებული მომდევნო სრული შვიდი თვისა (04.09.2015წ; 04.10.2015წ; 04.11.2015წ; 04.12.2015წ; 04.01.2016წ; 04.02.2016წ; 04.03.2016წ.) და ოცდაოთხი კალენდარული დღის (2016 წლის 04 მარტიდან 2016 წლის 28 მარტამდე) რიცხული სარგებელი შეადგენს 263,57 ლარს (კერძოდ: 15,93+(7X31,75)+ოცდაოთხი დღის სარგებელი 25,39 ლარი).
გ. პირგასამტეხლო - სესხის დარჩენილი ნაწილის 0.3%-ის ოდენობით (რაც შეადგენს 1,905 აშშ დოლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) 2015 წლის 04 აგვისტოდან(რამდენადაც ვალდებულების დარღვევის თარიღია 04.08.2015წ.) ვინაიდან 2015 წლის 04 აგვისტოდან 2016 წლის 28 მარტამდე გასულია 237 კალენდარული დღე პირგასამტეხლო შეადგენს 451,485(1,905X237) ლარს, თუმდა გამსესხებლის გადაწყვეტილებით იგი შემცირდა 91 ლარამდე.
დ. სესხის დაფარვის საკომისიო 130 ლარი.
არსებული მოთსოვნის დაკმაყოფილების მიზნით ხელშეკრულებით დადგენილი წესით მოითხოვეს დაგირავებული ავტომობილის გადაცემა, თუმცა მიუხედავად ამგვარი ვალდებულებისა, მოპასუხემ არ უზრუნველყო მისი შესრულება, რის გამოც ავტომობილის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2015 წლის 13 ნოემბერს შსს „მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზე 2015 წლის 18 დეკემბრიდან დაწყებულია სააღსრულებო წარმოება. ავტომობილი იძებნება, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ვერ მოხერხდა მისი მოძიება არსებობს ვარაუდი, რომ იგი შეიძლება აღარც არსებობდეს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ----კა ჩ----ძემ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი სრულად ცნო;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 04 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა „საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N112511/კ“.
2014 წლის 04 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N112511/კ“.
მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო მოითხოვეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაგირავებული ავტომობილის გადაცემა, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც 2015 წლის 13 ნოემბერს შსს „მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა.
2015 წლის 18 დეკემბრიდან გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 301-ე, 316-317-ე, 361-ე, 417-418-ე, 455-ე, 463-465-ე, 867-868-ე, 873-ე,895-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი. სარჩელის ცნობა სრულად შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებულ დისპოზიციურობის პრინციპს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთ გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო განმარტავას, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან.
უდავოა, რომ 2014 წლის 04 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა „საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N112511/კ“ და „სესხის ხელშეკრულება 112511/კ“, რომელთა საფუძველზე მოასრჩელემ მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 1 300 ლარის ოდენობით.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაფარვის გრაფიკი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
შესაბამისად, მოპასუხე მ----კა ჩ----ძეს შპს „ე--------------- +“-ის სასარებლოდ 1369,57 ლარის გადახდა, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირი თანხაა - 635 ლარი, სარგებელი - 263,57 ლარი, პირგასამტეხლო - 91 ლარი, სესხის დაფარვის საკომისიო - 130 ლარი, გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური - 50 ლარი, გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯი 200 ლარი;
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მისი საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების მქონე მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემა. მოგირავნის მოთხოვნა მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2811-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგირავნეს უფლება აქვს სასამართლოს გარეშე, სააღსრულებო დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, მოითხოვოს დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით მის მფლობელობაში გადაცემა.
უდავოა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა გიორგი ჯავახაძის (პ.ნ. 60003001364) კუთვნილი ავტომობილი - „მიცუბიში ქარიზმა“. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ხელშეკრულებით დადგენილი წესით მოითხოვეს დაგირავებული ავტომობილის გადაცემა, თუმცა მიუხედავად ამგვარი ვალდებულებისა, მოპასუხემ არ უზრუნველყო მისი შესრულება, რის გამოც ავტომობილის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2015 წლის 13 ნოემბერს შსს „მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზე 2015 წლის 18 დეკემბრიდან დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, ავტომობილი იძებნება, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ვერ მოხერხდა ავტომობილის მოძიება არსებობს ვარაუდი, რომ იგი შეიძლება აღარც არსებობდეს. .
6.3. აღსრულების წესის განსაზღვრა - მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკმა იძულებითი გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის კუთვნილ ნებისმიერ (მათ შორის არაუზრუნველყოფილ) ქონებაზე, ბანკის გადაწყვეტილებით შესაძლებელია იძულებითი აღსრულება თავდაპირველად დაიწყოს მსესხებლის კუთვნილ სხვა ქონებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში. მოსარჩელის მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. განსახილველ შემთხვევაში შპს „ე---------------+“-სსა და მოპასუხე მ----კა ჩ----ძეს შორის დადებული „საკერდიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად; შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია;
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე,, შპს „ე--------------- +“-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 28 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ე--------------- +“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დაეკისროს მოპასუხე მ----კა ჩ----ძეს შპს „ე--------------- +“-ის სასარებლოდ 1369,57 ლარის გადახდა, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირი თანხაა - 635 ლარი, სარგებელი - 263,57 ლარი, პირგასამტეხლო - 91 ლარი, სესხის დაფარვის საკომისიო - 130 ლარი, გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური - 50 ლარი, გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯი 200 ლარი;
3. ზემოაღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით, ანუ მოპასუხემ პასუხი აგოს მთელი თავისი ქონებით;
3. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „ე--------------- +“-სს 2016 წლის 28 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად;
5. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე