გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1534-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წი ლ ი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
მოსარჩელე - ტ------– მ--–--------
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის
პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემა.
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
დაეკისროს მოპასუხეს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული ნ--–- მ-------ის პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემა 2000 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ნ--–- მ-------ე აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1.2. დადგენილია, რომ ნ--–- მ-------ე გარდაიცვალა 2010 წლის 06 მაისს, ხოლო მისი მეუღლე ო---- მ--–-------- გარდაიცვალა1977 წლის 15 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობები
3.1.3. დადგენილია, რომ ტ------– მ--–-------- არის ნ--–- მ-------ის შვილი და მისი პირველი რიგის მემკვიდრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვის შედეგად, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. საქართველოს ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა 1950 წლის ევროპული კონვენცია;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ განჩინებაში კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა საკანონმდებლო ვაკუუმის პრობლემა და მიუთითა საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე, რათა 1997 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლში გათვალისწინებულ პირებს მიეცეთ აღნიშნული დებულებით გარანტირებული უფლებით ეფექტური სარგებლობის შესაძლებლობა (განჩინების 85-ე პარაგრაფი); სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს განჩინება არ უთითებს ასანაზღაურებელი კომპენსაციის კონკრეტულ ოდენობაზე, არამედ უთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე განჩინებით განსაზღვრულ ღონისძიებათა ფარგლებში და საკუთარი დისკრეციის შესაბამისად, უზრუნველყოს საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოთ აღნიშნული განჩინების აღსრულების მიზნით, განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები 1997 წლის საქართველოს კანონში ”საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში.
ამასთან, 2014 წლის 31 ოქტომბრის განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით (ცვლილება ამოქმედდა 2015 წლის 1 იანვრიდან) ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
1. პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია. ამ პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს მის პირველი რიგის მემკვიდრეს.
2. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენ--–- წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განიხილება ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ”საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენ--–- ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რეპრესირებული პირის/მისი პირველი რიგის მემკვიდრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამ თავის მიზნებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სასარჩელო განცხადებისათვის დასართავი დოკუმენტების ნუსხას და განსაზღვრავს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს: ა) პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) პირველი რიგის მემკვიდრის მიერ სარჩელის წარდგენისას − მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, თუ არსებობს რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრე და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას ეს მემკვიდრეები თმობენ ერთი ან რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში მათზე გაიცემა ერთიანი ფულადი კომპენსაცია.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამ მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენ--–- ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რეპრესირებული პირის/მისი პირველი რიგის მემკვიდრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამ თავის მიზნებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს. ამავე კოდექსის 2129 მუხლის თანახმად: ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას მოპასუხეა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგო----ეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით; ფულადი კომპენსაციის ოდენობაა არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა.
სასამართლო მიუთითებს, რომ იმოქმედა რა ევროპული სასამართლოს განჩინების 85-ე პარაგრაფში ჩამოყალიბებული სამი ძირითადი ასპექტით (საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ზომები) საქართველოს სახელმწიფომ უზრუნველყო საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორება, კომპენსაციის გაცემის ეფექტური მექანიზმის შექმნა და მისი რეალური ამოქმედება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვიდა ევროპული კონვენციითა და ევროსასამართლოს პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებთან.
6.2. ნ--–- მ-------ე აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, რაც დადგენილია, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 14 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მისი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე.
რაც შეეხება ფულადი კომპენსაციის ოდენობას, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:
კლაუს და იური კილაძეების საქმეზე ევროსასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში საუბარია სახელმწიფოს ვალდებულებაზე უზრუნველყოს არსებული საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრა; კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით შემოღებული რეგულაციების პირობებში სადღეისოდ დადგენილია კომპენსაციის ზღვრული ოდენობა, რომელთა კონკრეტული მოსარჩელისათვის მიკუთვნებისას სასამართლო ეყრდნობა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ’’ კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესს, კერძოდ: ფულადი კომპენსაციის ოდენობას, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგო----ეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ადგენს სასამართლო. ფულადი კომპენსაციის ოდენობაა არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ფულადი კომპენსაციის განსაზღვრისას ითვალისწინებს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს ფულადი კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით, ასევე რეპრესირებული პირის მიმართ გამოყენებულ მდგო----ეობას და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება, ამასთან სასამართლო აცნობიერებს, რომ პოლიტიკური რეპრესიების უშუალო მსხვერპლთა მიერ რეალურად განცდილი უსამართლობისა და ტანჯვის გათვალისწინებით პრაქტიკულად შეუძლებელია ზემოაღნიშნულმა ღონისძიებებმა, მათ შორის მიკუთვნებულმა კომპენსაციამ სრულად აანაზღაუროს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ განცდილი ზიანი. შესაბამისად, კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე გაცემულ კომპენსაციას სიმბოლური ხასიათი ენიჭება.
სასამართლო ასევე, მოიხმობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2014 წლის 31 ოქტომბრის №2763-Iს კანონის პირველ მუხლს, რომლის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს/მისი პირველი რიგის მემკვიდრეს, რომლის მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღო გადაწყვეტილება და რომლისთვის მიკუთვნებული ფულადი კომპენსაციის ოდენობაც ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ზღვარზე ნაკლებია, უფლება აქვს, ხელახლა მიმართოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით და მოითხოვოს ფულადი კომპენსაციის ამ კანონით დადგენილი ოდენობის ფარგლებში მიკუთვნება. ამ შემთხვევაში საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
სასამართლო ასევე მიუთითებს, ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” 1997 წლის კანონის პრეამბულაზე, რომლის მიხედვითაც ქართული სახელმწიფო აღიარებს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ განცდილ მორალურ და ფიზიკურ ზიანს, რომელიც არ შეერაცხება ქართულ სახელმწიფოს, ასევე მათ მიერ შეტანილ წვლილს თავისუფალი საქართველოს შექმნის საქმეში.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო, მხედველობაში იღებს რა მითითებული კანონის 9.4 მუხლში მითითებულ ყველა გარემოებას, კერძოდ, მოსარჩელის მშობლის მიმართ განხორციელებული ქმედების სიმძიმეს, მოსარჩელის ასაკს, ზემოხსენებულ ობიექტურ ფაქტორებს, განსაზღვრავს ერთიან ფულად კომპენსაციას ტ------– მ--–--------ს, როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის ნ--–- მ-------ის პირველი რიგის მემკვიდრის სასარგებლოდ - 1150 (ათასას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 331-ე მუხლების თანახმად, უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა – ფულადი კომპენსაციის გაუცემლობა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას მიიღოს კუთვნილი ფულადი კომპენსაცია.
7. საპროცესო ხარჯები
”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”უ” ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2129-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმეზე გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 24-ე, 2129-ე 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ტ------– მ--–--------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელე ტ------– მ--–--------ს სასარგებლოდ ერთიანი ფულადი კომპენსაციის გაცემა 1150 (ათასას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი