გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010224017002070036
№2-3366/2017წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
განმცხადებელი - მ----------------ე
მხარდაჭერის მიმღები პირი - ზ-----------------
მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატი - ზ-----------------ე
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოცილაური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი -- ლ-–--------–--ე
მოთხოვნის არსი - მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა, მხარდამჭერად დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის მოთხოვნა
1.1. ზ-----------------ს მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა;
1.2. მ----------------ის ზ-----------------ს მხარდამჭერად ცნობა;
1.3. ზ-----------------ს მხარდამჭერი პირის მ----------------ის მხარდაჭერის ფარგლებისა და მხარდამჭერის უფლება მოვალეობების განსაზღვრა.
2. მხარდაჭერის მიმღები პირის, მისი ადვოკატისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია:
მხარდაჭერის მიმღები პირი ზ----------------- სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, მხარდამჭერის მიმღები პირის ზ-----------------ს ადვოკატმა ზ-----------------ემ მოთხოვნას მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი სრული მოცულობით დაკმაყოფილება.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა განმცხადებლის მოთხოვნას მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი იმ მოცულობით, რაც განცხადებაშია მითითებული.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 მ----------------ე არის ზ-----------------ს დედა, ზ-----------------ს აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი, რომელსაც არ შესწევს უნარი დამოუკიდებლად განახორციელოს მისი უფლებები და მოვალეობები. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ----------------ის განცხადება დაკმაყოფილდა, რის საფუძველზეც მ----------------ის შვილი ზ----------------- აღიარებული იქნა ქმედუუნაროდ, რის საფუძველზეც 2013 წლის 16 დეკემბრის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილებით მ----------------ე დაინიშნა ქმედუუნაროდ აღიარებული შვილის ზ-----------------ს მეურვედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-პირადობის მოწმობის ასლი;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. 02.12.2013წ.
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხი განცხადებაზე;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი ცნობა.
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება მ----------------ის მეურვედ დანიშვნის თაობაზე.
3.2.2. სასამართლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 03 იანვრის ამბულატორიული სასამართლო ფსიქო-სოციალური ექსპერტიზის №000026518 დასკვნით დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ-----------------ს აქვს მყარი ფსიქიკური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებებთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ზ-----------------ს ფსიქიკური დარღვევების ხარისხი მკვეთრადაა გამოხატული. ზ-----------------ს გარემოსთან ურთიერთობა შეზღუდულია მკვეთრად. მისი მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა მკვეთრად შეზღუდულია. მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრადაა დაქვეითებული. ზ-----------------ს მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მინიმალურია. აღნიშნული დასკვნის თანახმად ზ-----------------ს ესაჭიროება მხარდამჭერი შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სოციალური პაკეტით სარგებლობის სფეროებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელის განმარტება.
- ექსპერტიზის დასკვნა.
- ადვოკატის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
- ექსპერტების განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2.3. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ----------------- საჭიროებს მხარდაჭერას და მისი დედა მ----------------ე თანახმაა იყოს მისი მხარდამჭერი. ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მ----------------ეს გააჩნია ყველა ის ნიშან-თვისება, რაც აუცილებელია ჰქონდეს მხარდამჭერს და არ არსებობს მისი მხარდამჭერად დანიშვნის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელის განმარტება.
- ექსპერტიზის დასკვნა.
- ადვოკატის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
- ცნობა ნასამართლეობის არ ქონის შესახებ;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა რა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოუსმინა განმცხადებელს, ზ-----------------ს, უფლებების დამცველ ადვოკატს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ასევე 2018 წლის 03 იანვარს ამბულატორიული სასამართლო ფსიქო-სოციალური ექსპერტიზის №000026518 დასკვნის შემდგენ ექსპერტებს და მიიჩნევს, რომ მ----------------ის განცხადება ზ-----------------ს მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის, მისი ზ-----------------ს მხარდამჭერად ცნობის და მხარდამჭერი პირისათვის მხარდაჭერის ფარგლებისა და მხარდამჭერის უფლება მოვალეობების განსაზღვრის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე, 12771-ე, 1280-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე, 36315-ე, 36319-ე, 36321-ე, 36324-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12771-ე მუხლის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.
განსახილველ საქმეზე ზ----------------- საჭიროებს მხარდაჭერას და მას უნდა დაენიშნოს მხარდამჭერი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილით თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მხარდაჭერის მიმღები სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული – ამ დაწესებულების წარმომადგენელს.
განსახილველ საქმეზე მხარდაჭერის მიმღები პირის, ზ-----------------ს მხარდამჭერად უნდა დაინიშნოს მისი ოჯახის წევრი - დედა განმცხადებელი მ----------------ე, რომელიც თანახმაა იყოს ზ-----------------ს მხარდამჭერი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ.
ამავე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ განმცხადებელი მ----------------ე არის მხარდაჭერის მიმღები პირის ზ-----------------ს დედა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს: ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეიტანება განცხადება; ბ) სფერო, რომელშიც პირს მხარდაჭერა სჭირდება, აგრეთვე პირის მხარდაჭერის საჭიროება მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით; გ) ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი ამყარებს თავის მოთხოვნას; დ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებებს და იმ ფაქტს, რომ პირს აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ე) განმცხადებლის მოთხოვნა, რაც დაცულია განმცხადებლის მიერ.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით განმცხადებელმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და სოციალური ექსპერტის დასკვნები პირის ფსიქიკური მდგომარეობის და სოციალური ადაპტაციის შესახებ, არსებობის შემთხვევაში.
განსახილველ საქმეზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 03 იანვრის ამბულატორიული სასამართლო ფსიქო-სოციალური ექსპერტიზის №000026518 დასკვნით დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ-----------------ს აქვს მყარი ფსიქიკური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებებთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ზ-----------------ს ფსიქიკური დარღვევების ხარისხი მკვეთრადაა გამოხატული. ზ-----------------ს გარემოსთან ურთიერთობა შეზღუდულია მკვეთრად. მისი მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა მკვეთრად შეზღუდულია. მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრადაა დაქვეითებული. ზ-----------------ს მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მინიმალურია. აღნიშნული დასკვნის თანახმად ზ-----------------ს ესაჭიროება მხარდამჭერი შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სოციალური პაკეტით სარგებლობის სფეროებში. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა განისაზღვროს ხუთი წლით.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36319-ე მუხლით, პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი, რითაც განსახილველ საქმეზე უზრუნველყოფილი იყო მხარდაჭერის მიმღები ზ-----------------.
6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36321-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნის საფუძველია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს: ა) უფლება, რომლით სარგებლობისთვისაც უწესდება პირს მხარდაჭერა, აგრეთვე მხარდაჭერის ფარგლები; ბ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლებები და მოვალეობები; გ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს; დ) მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს; ე) პირის მხარდაჭერისათვის აუცილებელი სხვა გარემოებები.
6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36324-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსის 36321-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება ამავე კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე 257-ე, 36314-ე, 36315-ე, 36319-ე, 36321-ე, 36324-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ----------------ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. ზ----------------- (---------------- დაბ: 18.07.1977წ.) ცნობილ იქნას მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: წვრილმანი გარიგების დადება, შრომითი საქმიანობა, სამეწარმეო საქმიანობა, სოციალური პაკეტით (პენსია, დახმარება, და სხვა) სარგებლობა, წარმომადგენლობის უფლებამოსილების განხორციელება საპენსიო ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანოებში, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა, უძრავი ქონების მართვა/განკარგვა (გარდა იპოთეკით დატვირთვის და გასხვისებისა).
3. ზ----------------- (---------------- დაბ: 18.07.1977წ.) მხარდამჭერად დაენიშნოს დედა - მ----------------ე (--------------- დაბ 19.04. 1959), რომლის მხარდაჭერის ფარგლები განისაზღვროს შემდეგი მოცულობით:
ა)მიენიჭოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, მათ შორის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, სს ,,ლიბერთი ბანკში”, ნებისმიერ სხვა საბანკო დაწესებულებაში, მისი კუთვნილი სოციალური პაკეტის (პენსია ან სხვა სოციალური დახმარება) დანიშვნა-ცვლილებებთან დაკავშირებით, მიეცეს უფლება მიმართოს განცხადებით, მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტაცია (მათ შორის პირის პერსონალური მონაცემები), გაუხსნას ანგარიში ბანკში, ზ-----------------ს ნებართვის გარეშე დამოუკიდებლად მიიღოს პლასტიკური ბარათი, აიღოს მისი კუთვნილი პენსია, დახმარება ან/და სხვა ფულადი თანხები, განაცხადოს თანხმობა მკურნალობაზე, დაიცვას ზ-----------------ს სხვა კანონიერი უფლებები, რაც პირდაპირ არ არის მინიჭებული გადაწყვეტილებით, თუმცა გამომდინარეობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შინაარსიდან, ასევე დადოს წვრილმანი გარიგება, გარდა უძრავი ქონების განკარგვისა (გაჩუქება, გაყიდვა, იპოთეკით დატვირთვა), განსაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი და შრომითი საქმიანობა.
ბ) დაევალოს სრულყოფილად იზრუნოს მხარდამჭერის მიმღებ პირზე - ზ-----------------ზე, დაიცვას მისი კანონიერი ინტერესები, იყოს მზრუნველი და გაუწიოს ყველა აუცილებელი დახმარება, კეთილსინდისიერად გამოიყენოს მინიჭებული უფლებამოსილება კანონიერი ინტერსების დაცვის მიზნებისათვის.
4. მ----------------ე დაინიშნოს ზ-----------------ს მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭოს უფლებამოსილება თვითონ განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.
5. დაევალოს ზ-----------------ს მხარდამჭერ პირს, მ----------------ეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ყოველ 6 თვეში წარუდგინოს ანგარიში სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ.
6. ზ-----------------სთვის მხარდაჭერის ვადა განისაზღვროს 5(ხუთი) წლით და მ----------------ეს როგორც მხარდამჭერის უფლებამოსილება გადაისინჯოს ხუთი წლის თავზე, 2022 წლის 20 თებერვლამდე.
7. მხარდამჭერი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
8. მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.
9. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.
10. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.
11. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმიური შემოწმებით, რომელიც ტარდება ა) 6 თვეში ერთხელ; ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით; გ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით.
12. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.
13. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);
14. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
15. განმცხადებელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის გადახდისაგან.
16. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30).
17. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე