1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.
2. თუ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაესწროს სასამართლო სხდომას, მისი მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ პირთან მოსამართლის პირდაპირი კონტაქტი. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სასამართლო სხდომის ვიდეოფაილის სახით ჩაწერა. სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს სხდომაში პირის კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით მონაწილეობის შესახებ.
3. იმ პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, სასამართლო ვალდებულია საქმის განხილვა სხვა დროისთვის გადადოს. ამ შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
4. განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3340
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(230)
- საქმე №ას-1325-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2025
…და მზრუნველს უტოლდება (სირდაძე/პაპიძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი VII, თბილისი, 2021 წელი, მუხ.12771, ველი 5). 11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოცემული დავის საპროცესო მხარეზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318 და 36320 მუხლებით დადგენილია სასამართლოს ვალდებულება, მხარდაჭერის საკითხი გადაწყვიტოს მხარდაჭერის მიმღების აუცილებელი მონაწილეობით, ამასთან, სასამართლოს…
- საქმე №ას-691-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2025
…წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის არაკვალიფიციური და დაუსაბუთებელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე. 46. კასატორები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი საკასაციო…
- საქმე №ას-1025-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2022
…დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინამძღვრები. 31. კასატორი სსსკ-ის 36318 მუხლის მე-4 ნაწილით წინამდებარე საქმეზე გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო…
- საქმე №ას-136-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
…განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს. 35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და…
- საქმე №ას-1173-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
…სააპელაციო პალატამ უარყო აპელანტთა შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. განჩინების თანახმად, მხარეები ვერ ადასტურებდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის წინაპირობების არსებობას, რაც შეეხებოდა ე.მ–ს, ამავე კოდექსის 36318 მუხლის თანახმად, იგი მხოლოდ მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეზე შეიძლებოდა ყოფილიყო გათავისუფლებული სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ…
- საქმე №ას-211-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2020
- საქმე №ას-541-505-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2017
- საქმე №ას-982-914-2017(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2017
- საქმე №140224016001272584 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 14.05.2018
- საქმე №330224017001995944 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.02.2019
- საქმე №210224016001484982 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.02.2018
- საქმე №100224020003453110 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 24.04.2020
- საქმე №180224019003206720 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 26.03.2020
- საქმე №180224019002793268 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 26.03.2020
- საქმე №180224019003067518 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 26.03.2020
- საქმე №180224019003036205 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 26.03.2020
- საქმე №180224019003048765 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 26.03.2020
- საქმე №180224019003160978 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 26.03.2020
- საქმე №010224019003264990 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003329060 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003224065 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003246345 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003270247 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003320935 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003273029 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №010224019003175986 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 09.03.2020
- საქმე №010224019003172727 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 09.03.2020
- საქმე №080224019002995147 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080224019003238389 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080224019003292792 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080224019003017730 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080224019003149821 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080224019003261659 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №080224019002830109 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
- საქმე №100224018002577894 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 27.02.2020
- საქმე №100224019003030672 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 27.02.2020
- საქმე №100224019003366557 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 27.02.2020
- საქმე №080224019003037454 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 24.02.2020
- საქმე №100224019003342340 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 17.02.2020
- საქმე №100224019003302969 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 17.02.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 230-დან.