გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2018
საქმის ნომერი
020210017002118409
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №0--21001700-1-8409 (2/1766-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 თებერვალი, 2-18 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - სს ,,ლი------------ი’’

წარმომადგენელი - თა-----------–-ძე

 

მოპასუხეები: თო-------–-----–ია, ირ---–-------–ია

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე თო-------–-----–იასათვის მოსარჩელე სს „ლი------------ი"-ს სასარგებლოდ 2----–-–---------------–---------------------------––-------–-----------------------------–------------------–----- გადახდის დაკისრება;

 

1.2.მოპასუხე თო-------–-----–იასათვის მოსარჩელე სს „ლი------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–-----------------------------------------––-------–-----------------------------–---------------–-----------------------------

 

1.3.მოპასუხე თო-------–-----–იას და ირ---–-------–იას მოსარჩელე სს „ლი------------ი"-ს სასარგებლოდ 2----–-–-------------------------------------------––-------–-----------------------------–----------------- ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე თო-------–-----–იას საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არ სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულა, რის გამოც მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.

 

2.2.მოპასუხე ირ---–-------–იამ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი ცნო მხოლოდ ძირი თანხის დაკისრების ნაწილში. რაც შეეხება პროცენტსა და პირგასამტეხლოს, მისი განმარტებით მათი გადახდის მატერიალური საშუალება მას არ გააჩნია, ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არის

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.2----–-–----------------–- მოსარჩელე ს-----–----------------- და მოპასუხე თო-------–-----–იას შორის გაფორმდა სა--------------------თ მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თო-------–-----–იამ 2-.1-.2--- წლიდან 2-.1-.2----–-–----- ვადით მიიღო ს----------–----- ოდენობით, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა - 2---------–-----------------–-------------–-------------------– ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-ხელშეკრულება (ს.ფ. 17);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 0-.0-.2-18 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.2.2--- წლის 0- ნოემბერს მოსარჩელე ს-----–----------------- და მოპასუხე თო-------–-----–იას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის - ოვერდრაფტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თო-------–-----–იასათვის გადასაცემი კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 6----–----- ოდენობით 1-.0-.2----–-–-----, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთად შეთანხმებულ იქნა - 2---------–-----------------–-------------–-------------------– ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-ხელშეკრულება (ს.ფ. 27-2-);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 0-.0-.2-18 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.3.2--- წლის 2-------------- მოსარჩელე ს-----–----------------- და მოპასუხე თო-------–-----–იას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თო-------–-----–იამ 2-.0--2-18 წლამდე მიიღო კრედიტი 4-----–--------------------------------–-–--------------–------------------------------------------ ხოლო პირგასამტეხლოდ - დავალიანების 0--- ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და რომლის მიხედვითაც მოპასუხე მხარეს უნდა განეხორცილებენიდა კრედიტის დაფარვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-ხელშეკრულება, გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 19-24);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 0-.0-.2-18 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.4. 2-.0--2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2--- წლის 2--------------, სს ,,ლი------------მა” ირ---–-------–იასთან გააფორმა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც აღნიშნული თავდები პირის პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე განისაზღვრა 6----1- ლარით. თავდებობის ხელშეკრულებით ირ---–-------–იამ აიღო სრული პასუხისმგებლობა უზრუნველყოს მსესხებლის თო-------–-----–იას საკრედიტო ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-ხელშეკრულება (ს.ფ. 25);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 0-.0-.2-18 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.5.მსესხებლმა თო-------–-----–იამ დაარღვია ინდივიდუალურად მასთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რაც გამოიხატა მასთან შეთანხმებულ ვადებში კრედიტის გადაუხდელობაში.

 

ასევე, მის მიერ 2-.0-.2-16 წლიდან დაირღვა 2-.0--2--- წელს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით კრედიტის დაფარვის თაობაზე, ეს სოლიდარული ვალდებულება თანამოპასუხის ირ---–-------–იას მხრიდანაც არ იქნა შესრულებული.

 

ხელშეკრულებათა დარღვევის გამო მოპასუხე მხარეს ერიცხება შემდეგი სახის დავალიანება:

 

1)2-1- წლის 1-----------–-- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7----- ლარი, საიდანაც ძ--------------------–-----------–---------------–----------–-----------------–------------–---ი;

 

2)2--- წლის 0- ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6----–----- რაც წარმოადგენს ძირ თანხას;

 

3)2--- წლის 2- სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4923,56 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 2-48-----–-----------–----------------–----------–-----------------–-----------–----. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და მიზანშეწონილია მისი შემცირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-ხელშეკრულებები;

-ცნობები დავალიანების შესახებ (ს.ფ. 46-48);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 0-.0-.2-18 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა რეალიზაციის შედეგია ს-----–----------------- მოპასუხეებს შორის საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებების არსებობა. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. დადგენილია, რომ თო-------–-----–იას სასარგებლოდ სამი ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა კრედიტი პროცენტისა და პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, რომელთაგან ერთ-ერთი უზრუნველყოფილია მოპასუხე ირ---–-------–იასთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამრიგად, ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, რითაც მან აიღო ვალდებულება შეასრულოს ისინი, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა და მასზე დასარიცხი პროცენტი, რომელიც არ სცდება გონივრულობის ფარგლებს. ნაკისრი ვალდებულება მ-----–---------- მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს ძირი თანხისა და პროცენტის, ასევე 1--0-.2-1- წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდევინება, მისი მოთხოვნა დასაბუთებულია, თანხის ოდენობა არ სცილდება გონივრულობის ფარგლებს. ამასთან, რამდენადაც სახეზეა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ირ---–-------–იას ვალდებულება გადაიხადოს დავალიანება, შესაბამისად, მისგან გამომდინარე თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც ძალაში რჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ ირ---–-------–იასა და თო-------–-----–იას მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაფუძნებულია კანონზე. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სარჩელებში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, ანუ მას ეკისრება იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომ ასეთი ურთიერთობა არსებობს და დადგა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დრო, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ფაქტები, რომლებიც, კანონის თანახმად, აბრკოლებენ ამ ურთიერთობის წარმოშობას. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ – დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე №ა-----------2-1-, 3- აგვისტო, 2-1- წელი). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების, ამონაწერის და დავალიანების შესახებ ცნობის შინაარსის ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხეს გააჩნია შემდეგი სახის დავალიანება: 1)2-1- წლის 1-----------–-- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7----- ლარის ოდენობით, საიდანაც ძ--------------------–-----------–---------------–----------–-----------------–------------–---ი; 2)2--- წლის 0- ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6----–----- ოდენობით, რაც წარმოადგენს ძირ თანხას; 3)2--- წლის 2- სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4--------–----------------------------–--------------------------–----------–--------–----------------–----- საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (---------------–--------------------------–---------–-------–----------------------- აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - P-------------------------––-------–-----------–-------–------ გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესაგებლით მოპასუხემ ირ---–-------–იამ ცნო სარჩელი სოლიდარული ვალდებულებიდან ძირი თანხის - 2-48--- ლარის ნაწილში, რაც დადასტურდა სასამართლოს მთავარ სხდომაზეც. ეს გარემოება კი წარმოადგენს მის მიმართ სარჩელის მითითებულ ფარგლებში დაკმაყოფილების საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-8-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოპასუხის მიერ სარჩელის ზემოთ მითითებულ ნაწილში ცნობა მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან. 6.3.მოპასუხე მხარემ სადავო გახადა 2-.0--2--- წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ძირი თანხისა და პროცენტის მსგავსად, მხარეთა შორის წერილობით შეთანხმების მიღწევაა აუცილებელი პირგასამტეხლოზეც, თუმცა ამ ინსტიტუტთან მიმართებით კანონმდებლის მიერ დადგენილია სპეციალური დებულება, კერძოდ, საუბარია სამოქალაქო კოდექსის 42--ე მუხლზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ კუთხით სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამდენად, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 0--- ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 1----, ხოლო წელიწადში 1------ რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ 2-.0--2--- წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დარღვეულია 2-.0-.2-16 წლიდან, ხოლო პირგასამტეხლო დარიცხულია 2--- წ-–------------------ მდგომარეობით. კრედიტის გადაუხდელობის პერიოდიდან გონივრულ ვადაში, რაც სჭირდება მოპასუხე მხარისათვის გაფრთხილების წერილების გაგზავნას და დამატებითი ვადის მიცემას, მოსარჩელეს წარმოეშვა უფლება შეეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა მოპასუხე მხარესთან. მოსარჩელეს კი საკრედიტო ურთიერთობა არ შეუწყვეტია და პირგასამტეხლოს დარიცხვას აგრძელებდა 25---/2--- წლამდე. შესაბამისად, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა ისედაც მაღალი პროცენტული მაჩვენებლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დარიცხვა, რამაც უდავოდ გამოიწვია მისი ოდენობის შეუსაბამოდ გაზრდა. მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო, მინიმალური ზიანის და მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს მითითებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 2-0 ლარის გადახდა. 6.4.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

7. საპროცესო ხარჯები

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, ასევე მოპასუხე ირ---–-------–იას მიერ სარჩელის ძირი თანხის ნაწილში ცნობის პირობებში, მოპასუხე თო-------–-----–იას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბ-–---------------------------–------------------, საიდანაც მოპასუხეებს თო-------–-----–იასა და ირ---–-------–იას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2------–----- გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სს ,,ლი------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1.მოპასუხე თო-------–-----–იას სს „ლი------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–---------------–---------------------------––-------–-----------------------------–------------------–----- გადახდა;

 

1.2.მოპასუხე თო-------–-----–იას სს „ლი------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2--- წლის 0- ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6----–----- გადახდა;

 

1.3.მოპასუხე თო-------–-----–იას და ირ---–-------–იას სს „ლი------------ი"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2--- წლის 2- სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 2-48--- ლარის, პროცენტის - 6-------–------------------------–-----------–----- გადახდა;

 

2.მოპასუხე თო-------–-----–იას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბ-–---------------------------–------------------, საიდანაც მოპასუხეებს თო-------–-----–იასა და ირ---–-------–იას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2------–----- გადახდა;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 1- დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №1-) მეშვეობით;

 

4.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 3- დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა