განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-28-18
(№012150316001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნუგზარ მახათაძე
დაცვის მხარე: ბრალდებული - მზია სულაქველიძე, პირადი ნომერი 35001083905, დაბადებული 1968 წლის 29 აპრილს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული ქ.რუსთავი, თოდრიას ქუჩა, N17/76 და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, 21-ე მ/ რ-ნი, კორპუსი N21, ბინა N33.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტი - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
მზია სულაქველიძე მუშაობდა რა სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკში’’ უნივერსალური ბანკირის პოზიციაზე, სხვადასხვა კლიენტების დეპოზიტით უზრუნველყოფილი სასესხო ხელშეკრულებების გაყალბების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მითითებული ბანკის 53-ე სერვის ცენტრის მენეჯერის, შალვა სახელაშვილისა და მისი მოადგილის, თამარ დემეტრაშვილის მოტყუებით, რომლებმაც მის მიერ გაყალბებულ სასესხო ხელშეკრულებებზე გააკეთეს ხელმოწერა სესხის დამტკიცების შესახებ, ერთიანი განზრახვითა და მიზნით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დაეუფლა საქართველოს ბანკის კუთვნილ თანხას, კერძოდ:
1. 2015 წლის 26 იანვარს, მან იცოდა რა სამსახურიდან გამომდინარე როგორც მითითებული ბანკის მომხმარებლის რეკვიზიტები (დემოგრაფიული და სხვა პირადი მონაცემები), ეთერ ხარებოვას სახელით შეადგინა დეპოზიტით (ანაბრით) უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება, სადაც ხელმოწერა გააკეთა თვითონ ეთერ ხარებოვას სახელით. მან მითითებული ყალბი ხელშეკრულება დადებული სააქციო საზოგადოება საქართველოს ბანკსა და ეთერ ხარებოვას სახელით, წარუდგინა შალვა სახელაშვილს, რომელიც შეიყვანა რა შეცდომაში, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იყო ეთერ ხარებოვას მიერ შესრულებული, მითითებული ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გზით დაამტკიცა კრედიტი 4 500 აშშ დოლარის ოდენობით, შალვა სახელაშვილმა. გაცემული კრედიტი მზია სულაქველიძემ გადარიცხა თავის მფლობელობაში არსებულ, ლია კვატაშიძის სახელზე გაცემულ სადებეტო ბარათზე ანგარიშის ნომერით GE09BG0000000712573900USD, საიდანაც მზია სულაქველიძემ გამოიტანა და დაეუფლა აღნიშნული ბანკის კუთვნილ 4 500 აშშ დოლარს, რომელიც ზიანის ანაზღაურების დროს საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით შეადგენდა 10794,15 ლარს.
2. 2015 წლის 23 თებერვალს, მან იცოდა რა სამსახურიდან გამომდინარე როგორც მითითებული ბანკის მომხმარებლის რეკვიზიტები (დემოგრაფიული და სხვა პირადი მონაცემები), ეთერ ხარებოვას სახელით შეადგინა დეპოზიტით (ანაბრით) უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება, სადაც ხელმოწერა გააკეთა თვითონ ეთერ ხარებოვას სახელით. მან მითითებული ყალბი ხელშეკრულება დადებული სააქციო საზოგადოება საქართველოს ბანკსა და ეთერ ხარებოვას სახელით, წარუდგინა შალვა სახელაშვილს, რომელიც შეიყვანა რა შეცდომაში, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იყო ეთერ ხარებოვას მიერ შესრულებული, მითითებული ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გზით დაამტკიცა კრედიტი 7000 აშშ დოლარის ოდენობით შალვა სახელაშვილმა. გაცემული კრედიტი მზია სულაქველიძემ გადარიცხა თავის მფლობელობაში არსებულ, ლია კვატაშიძის სახელზე გაცემულ სადებეტო ბარათზე, ანგარიშის ნომერით GE09BG0000000712573900USD, საიდანაც მზია სულაქველიძემ გამოიტანა და დაეუფლა აღნიშნული ბანკის კუთვნილ 7000 აშშ დოლარს, რომელიც ზიანის ანაზღაურების დროს საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით შეადგენდა 16790,9 ლარს.
3. 2015 წლის 20 აპრილს მან იცოდა რა სამსახურიდან გამომდინარე როგორც მითითებული ბანკის მომხმარებლის რეკვიზიტები (დემოგრაფიული და სხვა პირადი მონაცემები), ლიდია ოგანესიანის სახელით შეადგინა დეპოზიტით (ანაბრით) უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება, სადაც ხელმოწერა გააკეთა თვითონ ლიდია ოგანესიანის სახელით. მან მითითებული ყალბი ხელშეკრულება დადებული სააქციო საზოგადოება საქართველოს ბანკსა და ლიდია ოგანესიანის სახელით წარუდგინა შალვა სახელაშვილს, რომელიც შეიყვანა რა შეცდომაში, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იყო ლიდია ოგანესიანის მიერ შესრულებული, მითითებული ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გზით დაამტკიცა კრედიტი 1500 ლარის ოდენობით შალვა სახელაშვილმა. გაცემული კრედიტი მზია სულაქველიძემ გადარიცხა თავის მფლობელობაში არსებულ, თამარ დეკანოსიძის სახელზე გაცემულ საკრედიტო ბარათზე, ანგარიშის ნომრით GE65BG0000000389782500GEL, საიდანაც მზია სულაქველიძემ გამოიტანა და დაეუფლა აღნიშნული ბანკის კუთვნილ 1500 ლარს.
4. 2015 წლის 23 აპრილს მან იცოდა რა სამსახურიდან გამომდინარე როგორც მითითებული ბანკის მომხმარებლის რეკვიზიტები (დემოგრაფიული და სხვა პირადი მონაცემები), ფრიდონ კენკებაშვილის სახელით შეადგინა დეპოზიტით (ანაბრით) უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება, სადაც ხელმოწერა გააკეთა თვითონ ფრიდონ კენკებაშვილის სახელით. მან მითითებული ყალბი ხელშეკრულება დადებული სააქციო საზოგადოება საქართველოს ბანკსა და ფრიდონ კენკებაშვილის სახელით წარუდგინა შალვა სახელაშვილს, რომელიც შეიყვანა რა შეცდომაში, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იყო ფრიდონ კენკებაშვილის მიერ შესრულებული, მითითებული ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გზით დაამტკიცა კრედიტი 900 ევროს ოდენობით შალვა სახელაშვილმა. გაცემული კრედიტი მზია სულაქველიძემ გადარიცხა მის მიერ ფრიდონ კენკებაშვილის სახელით გაკეთებული განაცხადის საფუძველზე მიღებული და თავის მფლობელობაში არსებულ, ფრიდონ კენკებაშვილის სახელზე გაცემულ სადებეტო ბარათზე, ანგარიშის ნომრით GE08BG0000000916924400GEL და GE08BG0000000916924400USD საიდანაც მზია სულაქველიძემ გამოიტანა და დაეუფლა აღნიშნული ბანკის კუთვნილ 900 ევროს, რომელიც ზიანის ანაზღაურების დროს საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით შეადგენდა 2379.69 ლარს.
5. 2015 წლის 13 აგვისტოს მან იცოდა რა სამსახურიდან გამომდინარე როგორც მითითებული ბანკის მომხმარებლის რეკვიზიტები (დემოგრაფიული და სხვა პირადი მონაცემები), ლენა ოგანესიანის სახელით შეადგინა დეპოზიტით (ანაბრით) უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება, სადაც ხელმოწერა გააკეთა თვითონ ლენა ოგანესიანის სახელით. მან მითითებული ყალბი ხელშეკრულება დადებული სააქციო საზოგადოება საქართველოს ბანკსა და ლიდია ოგანესიანის სახელით წარუდგინა თამარ დემეტრაშვილს, რომელიც შეიყვანა რა შეცდომაში, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იყო ლენა ოგანესიანის მიერ შესრულებული, მითითებული ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გზით დაამტკიცა კრედიტი 4200 აშშ დოლარის ოდენობით თამარ დემეტრაშვილმა. გაცემული კრედიტი მზია სულაქველიძემ გადარიცხა თავის მფლობელობაში არსებულ, ლია კვატაშიძის სახელზე გაცემულ სადებეტო ბარათზე, ანგარიშის ნომერით GE09BG0000000712573900USD, საიდანაც მზია სულაქველიძემ გამოიტანა და დაეუფლა აღნიშნული ბანკის კუთვნილ 4200 აშშ დოლარს რომელიც ზიანის ანაზღაურების დროს საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით შეადგენდა 10074,54 ლარს.
6. 2015 წლის 04 ივლისს მზია სულაქველიძეს, როგორც ბანკის წარმომადგენელს, ნანა სხირტლაძის მინდობილმა პირმა, რამაზ სხირტლაძემ მზია სულაქველიძეს გასაუქმებლად დაუტოვა ნანა სხირტლაძის საკრედიტო ბარათი, რომელზეც დარიცხული იყო 1900 ლარი, რის შემდგომ მზია სულაქველიძემ გაააქტიურა მითითებული ბარათი 2015 წლის 6 ივლისსა და 30 ივლისს და 1900 ლარი გადარიცხა თავის მფლობელობაში არსებულ, ლია კვატაშიძის სახელზე გაცემულ სადებეტო ბარათზე, საიდანაც მზია სულაქველიძემ გამოიტანა და დაეუფლა აღნიშნული ბანკის კუთვნილ 1900 ლარს.
2015 წლის 03 ნოემბერს ზემოაღნიშნულ მოქალაქეებს სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკმა“ საკუთარი სახსრებით სრულად დაუფარა მითითებული თანხები ზემოაღნისნულ მოქალაქეებს. მზია სულაქველიძის ამ დანაშაულებრივი ქმედებით სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკ“-ს მიადგა 43285.53 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ მზია სულაქველიძე მუშაობდა რა სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკში’’ უნივერსალური ბანკირის პოზიციაზე, სხვადასხვა კლიენტების დეპოზიტით უზრუნველყოფილი სასესხო ხელშეკრულებების გაყალბების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მითითებული ბანკის 53-ე სერვის ცენტრის მენეჯერის, შალვა სახელაშვილისა და მისი მოადგილის, თამარ დემეტრაშვილის მოტყუებით, რომლებმაც მის მიერ გაყალბებულ სასესხო ხელშეკრულებებზე გააკეთეს ხელმოწერა სესხის დამტკიცების შესახებ, ერთიანი განზრახვითა და მიზნით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დაეუფლა საქართველოს ბანკის კუთვნილ თანხას. 2015 წლის 03 ნოემბერს მოქალაქეებს სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკმა“ საკუთარი სახსრებით სრულად დაუფარა თანხები. მზია სულაქველიძის ამ დანაშაულებრივი ქმედებით სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკ“-ს მიადგა 43285.53 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის მზია სულაქველიძის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ალექსი ხიზანიშვილის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს თაღლითობის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით, ანუ სხვისი ქონების დასაუფლებლად, დამნაშავე იყენებს მასსა და დაზარალებულს შორის არსებულ ნდობას და ქონებას ეუფლება მოტყუების გზით. მოტყუებაში იგულისხმება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება ანდა გარკვეული გარემოებების განზრახ დაფარვას აქვს ადგილი, ორივე შემთხვევაში კი შედეგად მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. თაღლითობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით ქონების მესაკუთრის მიერ, რომელიც რეალურად შეცდომაშია შეყვანილი. მითითებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში კი სახეზეა კანონით გათვალისწინებული ქმედების, ანუ თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობას, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად და არა მხოლოდ მხარეთა სუბიექტური მოსაზრებები უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. თაღლითობა განზრახ ჩადენილ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, თავის მხრივ პირდაპირი განზრახვით ქმედების ჩადენა გულისხმობს როდესაც პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვლისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულს მიადგა 43285.53 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ მზია სულაქველიძეს საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” პუნქტით უნდა დაედოს მსჯავრი.
ამასთან, თაღლითობის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებად მოცემულია თაღლითობა, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. აქ დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს არა მარტო სახელმწიფო მოხელე, არამედ კომერციული სტრუქტურის წარმომადგენელიც, რომელიც სხვის ნივთს მოტყუებით დაეუფლა. იმის გათვალისწინებით, რომ მზია სულაქველიძე მუშაობდა სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს ბანკში’’ უნივერსალური ბანკირის პოზიციაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ მზია სულაქველიძეს საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” პუნქტით უნდა დაედოს მსჯავრი.
შესაბამისად მზია სულაქველიძის მიმართ ბრალად წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ნაწილით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს თაღლითობას, ჩადენილს დიდი ოდენობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ბრალდებულ მზია სულაქველიძის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ბრალდებულ მზია სულაქველიძის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ნაწილი - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით - სასჯელის სახით აწესებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით, რომ მზია სულაქველიძეს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, ქმედების ჩადენის მოტივს და მიზანს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს და ბრალდებულის დღევანდელ მატერიალურ მდგომარეობას, მის მისწრაფებას, რომ აანაზღაუროს ზიანი, შესაბამისად მისთვის სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
მზია სულაქველიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე სს საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
_ ნინო ავრამიდისის განაცხადი დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის მიღების თაობაზე და ხელშეკრულება N2291776 (12ფ); ლიდია ოგანესიანის განაცხადი დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის მიღების თაობაზე და ხელშეკრულება N2553252 (14ფ); ფრიდონ კენკებაშვილის განაცხადი დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის მიღების თაობაზე და ხელშეკრულება N2558732 (14ფ); დონარა შინჯიკაშვილის განაცხადი დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის მიღების თაობაზე და ხელშეკრულება N1740505 (12ფ); დალი ჩიხლაძის განაცხადი დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის მიღების თაობაზე და ხელშეკრულება N1717337 (12ფ); ეთერ ხარებოვას განაცხადი დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის მიღების თაობაზე და ხელშეკრულებ N2469208 (13 ფ); ეთერ ხარებოვას განაცხადი დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის მიღების თაობაზე და ხელშეკრულებ N2426040 (13ფ) (სულ 90 ფურცელი - აღნიშნული შეადგენს ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას) დალუქული ერთ პაკეტად შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს N2 ლუქით, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
_ გიგა ლაფაჩიშვილის საგადახდო დავალება 22.09.2015 წ. N3841095889 (1ფ); ლენა ოგანესიანის საბანკო გადარიცხვა 13.08.2015 წ # PM 195707837 და PM 195707033 (2ფ); ნინო ფარქოსაძის საკრედიტო ბარათის განაცხადი 11.05.2015 წ. #6021629 (1ფ);ლიდია ოგანესიანის საგადახდო დავალება 20.04.2015 წ #3459943943 (1ფ);ეთერ ხარებოვას საბანკო გადარიცხვა 23.02.2015 წ # PM 193763614; 26.01.2015 წ PM193506963 (2ფ);ირაკლი ბარბაქაძის საკრედიტო ბარათის განაცხადი 31.08.2007 წ; (4 ეგზ.) და პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N1309528; 05.12.2013 წ N4157206; 24.12.2014 წ N4974958 და პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N3361999 (15 ფ);თამარ დეკანოსიძის საკრედიტო ბარათის განაცხადი 22.08.2007 წ (3 ეგზ) საკრედიტო ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N1215180; N1604486; თამარ დეკანოსიძის საკრედიტო ბარათის განაცხადი და პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი 15.07.2010 წ N3069047, საკრედიტო ბარათის განაცხადი და პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების ატი N2393736, საკრედიტო ბარათის განაცხადი და პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N1965583, თ. დეკანოსიძის საკრედიტო ბარათის განაცხადი და პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N5067927; საკრედიტო ბარათის განაცხადი და პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N4018399 (19 ფ);დონარა შინჯიკაშვილის განაცხადი საბანკო მომსახურების შესახებ 25.05.2012 წ N2840578 დანართით, პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი; დონარა შინჯიკაშვილის განაცხადი საბანკო მომსახურების შესახებ N5204407, პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი ; განაცხადი საბანკო მომსახურეობის შესახებ N4747018 (8ფ);ნინო ფარქოსაძის საკრედიტო ბარათის განაცხადი 25.09.2007 წ პლასტკური ბარათის და პინ კოდის მიღების აქტი N1268409, საკრედიტო ბარათის განაცხადი, პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N2238677; საკრედიტო ბარათის განაცხადი, პლასტიკური ბარათის და პინ კოდის მიღების აქტი N1668850; საკრედიტო ბარათის განაცხადი და პლასტიკური ბარათის, პინ კოდის და პაროლის მიღების აქტი N3040847; საკრედიტო ბარათის განაცხადი N4018084, პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი; საკრედიტო ბარათის განაცხადი, პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N4924340. (14ფ);ლია კვატაშიძე საკრედიტო ბარათის განაცხადი 09.10.2007 წ, პლასტიკური ბარათის და პინ კოდის მიღების აქტი N1283165; საკრედიტო ბარათის განაცხადი და პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N2238672; საკრედიტო ბარათის განაცხადი, პლასტიკური ბარათის და პინ კოდის მიღების აქტი N1658500; საკრედიტო ბარათის განაცხადი 09.10.2007 წ. საკრედიტო ბარათის განაცხადი და პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N3333690; საკრედიტო ბარათის განაცხადი და პლასტიკური ბარათის, პინ კოდის და პაროლის მიღების აქტი N3941488; საკრედიტო ბარათის განაცხადი, პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N4778501 (15 ფ);ფრიდონ კენკებაშვილის განაცხადი საბანკო მომსახურების შესახებ 29.06.2006 წ; განაცხადი საბანკო მომსახურების შესახებ, პლასტიკური ბარათის, პინ კოდის და პაროლის მიღების აქტი N5190784; (5ფ);ილია კევლიშვილის მიერ ბარათის მიღება ჩაბარების აქტი 24.03.2011 წ (7ფ);ნანა სხირტლაძის განაცხადი საბანკო მომსახურების შესახებ N4431583 (1ფ) დალუქული ერთ პაკეტად შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს N2 ლუქით, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
_ მზია სულაქველიძის მიერ შესრულებული მ. სულაქველიძის, ე. ხარებოვას, ლიდია ოგანესიანის, ლენა ოგანესიანის, ფ. კენკებაშვილის, დ. შინჯიკაშვილის, დ. ჩიხლაძის, ნ. ავრამიდისის, თ. დეკანოსიძის, ლ. კვატაშიძის, ნ. ფარქოსაძის, ი. ბარბაქაძის, გ. ლაფაჩიშვილის, შ. ალიევის ხელმოწერის ნიმუშები სულ 42 ფურცლად, დალუქული ერთ პაკეტად შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს N2 ლუქით, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
_ ნ. ფარქოსაძის, ე. ხარობავას, ი. ბარბაქაძის, ლენა ოგანესიანის, ლიდია ოგანესიანის, გ. ლაფაჩიშვილის, თ. დეკანოსიძის, დ. შინჯიკაშვილის, ლ. კვატაშიძის, ფ. კენკებაშვილის, დ. ჩიხლაძის ხელმოწერის ნიმუშები, სულ 33 ფურცლად, დალუქული ერთ პაკეტად შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს N2 ლუქით, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
_ შირვან ალიევის ხელმოწერის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს N2 ლუქით, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
_ ს/ს „საქართველოს ბანკიდან“ გადმოგზავნილი დისკი დალუქული ერთ პაკეტად შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს N2 ლუქით, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მზია სულაქველიძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. მზია სულაქველიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე სს საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
- ნინო ავრამიდისის განაცხადი დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის მიღების თაობაზე და ხელშეკრულება N2291776 (12ფ); ლიდია ოგანესიანის განაცხადი დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის მიღების თაობაზე და ხელშეკრულება N2553252 (14ფ); ფრიდონ კენკებაშვილის განაცხადი დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის მიღების თაობაზე და ხელშეკრულება N2558732 (14ფ); დონარა შინჯიკაშვილის განაცხადი დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის მიღების თაობაზე და ხელშეკრულება N1740505 (12ფ); დალი ჩიხლაძის განაცხადი დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის მიღების თაობაზე და ხელშეკრულება N1717337 (12ფ); ეთერ ხარებოვას განაცხადი დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის მიღების თაობაზე და ხელშეკრულებ N2469208 (13 ფ); ეთერ ხარებოვას განაცხადი დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის მიღების თაობაზე და ხელშეკრულებ N2426040 (13ფ) (სულ 90 ფურცელი - აღნიშნული შეადგენს ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას) დალუქული ერთ პაკეტად შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს N2 ლუქით, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- გიგა ლაფაჩიშვილის საგადახდო დავალება 22.09.2015 წ. N3841095889 (1ფ); ლენა ოგანესიანის საბანკო გადარიცხვა 13.08.2015 წ # PM 195707837 და PM 195707033 (2ფ); ნინო ფარქოსაძის საკრედიტო ბარათის განაცხადი 11.05.2015 წ. #6021629 (1ფ);ლიდია ოგანესიანის საგადახდო დავალება 20.04.2015 წ #3459943943 (1ფ);ეთერ ხარებოვას საბანკო გადარიცხვა 23.02.2015 წ # PM 193763614; 26.01.2015 წ PM193506963 (2ფ);ირაკლი ბარბაქაძის საკრედიტო ბარათის განაცხადი 31.08.2007 წ; (4 ეგზ.) და პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N1309528; 05.12.2013 წ N4157206; 24.12.2014 წ N4974958 და პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N3361999 (15 ფ);თამარ დეკანოსიძის საკრედიტო ბარათის განაცხადი 22.08.2007 წ (3 ეგზ) საკრედიტო ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N1215180; N1604486; თამარ დეკანოსიძის საკრედიტო ბარათის განაცხადი და პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი 15.07.2010 წ N3069047, საკრედიტო ბარათის განაცხადი და პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების ატი N2393736, საკრედიტო ბარათის განაცხადი და პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N1965583, თ. დეკანოსიძის საკრედიტო ბარათის განაცხადი და პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N5067927; საკრედიტო ბარათის განაცხადი და პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N4018399 (19 ფ); დონარა შინჯიკაშვილის განაცხადი საბანკო მომსახურების შესახებ 25.05.2012 წ N2840578 დანართით, პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი; დონარა შინჯიკაშვილის განაცხადი საბანკო მომსახურების შესახებ N5204407, პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი ; განაცხადი საბანკო მომსახურეობის შესახებ N4747018 (8ფ);ნინო ფარქოსაძის საკრედიტო ბარათის განაცხადი 25.09.2007 წ პლასტკური ბარათის და პინ კოდის მიღების აქტი N1268409, საკრედიტო ბარათის განაცხადი, პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N2238677; საკრედიტო ბარათის განაცხადი, პლასტიკური ბარათის და პინ კოდის მიღების აქტი N1668850; საკრედიტო ბარათის განაცხადი და პლასტიკური ბარათის, პინ კოდის და პაროლის მიღების აქტი N3040847; საკრედიტო ბარათის განაცხადი N4018084, პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი; საკრედიტო ბარათის განაცხადი, პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N4924340. (14ფ);ლია კვატაშიძე საკრედიტო ბარათის განაცხადი 09.10.2007 წ, პლასტიკური ბარათის და პინ კოდის მიღების აქტი N1283165; საკრედიტო ბარათის განაცხადი და პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N2238672; საკრედიტო ბარათის განაცხადი, პლასტიკური ბარათის და პინ კოდის მიღების აქტი N1658500; საკრედიტო ბარათის განაცხადი 09.10.2007 წ. საკრედიტო ბარათის განაცხადი და პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N3333690; საკრედიტო ბარათის განაცხადი და პლასტიკური ბარათის, პინ კოდის და პაროლის მიღების აქტი N3941488; საკრედიტო ბარათის განაცხადი, პლასტიკური ბარათის, პინ-კოდის და პაროლის მიღების აქტი N4778501 (15 ფ);ფრიდონ კენკებაშვილის განაცხადი საბანკო მომსახურების შესახებ 29.06.2006 წ; განაცხადი საბანკო მომსახურების შესახებ, პლასტიკური ბარათის, პინ კოდის და პაროლის მიღების აქტი N5190784; (5ფ);ილია კევლიშვილის მიერ ბარათის მიღება ჩაბარების აქტი 24.03.2011 წ (7ფ);ნანა სხირტლაძის განაცხადი საბანკო მომსახურების შესახებ N4431583 (1ფ) დალუქული ერთ პაკეტად შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს N2 ლუქით, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
_ მზია სულაქველიძის მიერ შესრულებული მ. სულაქველიძის, ე. ხარებოვას, ლიდია ოგანესიანის, ლენა ოგანესიანის, ფ. კენკებაშვილის, დ. შინჯიკაშვილის, დ. ჩიხლაძის, ნ. ავრამიდისის, თ. დეკანოსიძის, ლ. კვატაშიძის, ნ. ფარქოსაძის, ი. ბარბაქაძის, გ. ლაფაჩიშვილის, შ. ალიევის ხელმოწერის ნიმუშები სულ 42 ფურცლად, დალუქული ერთ პაკეტად შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს N2 ლუქით, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
_ ნ. ფარქოსაძის, ე. ხარობავას, ი. ბარბაქაძის, ლენა ოგანესიანის, ლიდია ოგანესიანის, გ. ლაფაჩიშვილის, თ. დეკანოსიძის, დ. შინჯიკაშვილის, ლ. კვატაშიძის, ფ. კენკებაშვილის, დ. ჩიხლაძის ხელმოწერის ნიმუშები, სულ 33 ფურცლად, დალუქული ერთ პაკეტად შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს N2 ლუქით, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
_ შირვან ალიევის ხელმოწერის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს N2 ლუქით, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- ს/ს „საქართველოს ბანკიდან“ გადმოგზავნილი დისკი დალუქული ერთ პაკეტად შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს N2 ლუქით, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი