განაჩენი

სისხლის სამართლის 22.02.2018
საქმის ნომერი
010100113268991
დავის ტიპი
180 2 ბ
თარიღი
22.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010100113268991

საქმე N1-566/13

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

15 სექტემბერი, 2017 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - პ----- ც-–--–--ე

ადვოკატი - ხ------ა ხ----–--–--ა

 

ბრალდებული: გ------- გ-------ე

მამის სახელი: შ--–-ა

პირადი ნომერი: 6----------

დაბადების თარიღი: 1--01.1--- წელი

მოქალაქეობა: ს----------–-----------–---

განათლება: ს-–----–----------–-----------

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-

რეგისტრირებული მისამართი: ხ--–----------------–----–----------------–-----------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------–--------------------

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი

 

[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ------- გ-------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: გ------- გ-------ემ მოატყუა მ------ მ–------ე და უთხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი მას 3 თვის ვადით მისცემდა სესხად 2--- აშშ დოლარს, თანხის დაბრუნებამდე დაუტოვებდა ა/მანქანა „მ-------------–-----------“ (სახ. ნომერიY------). 2012 წლის 12 იანვარს გ------- გ-------ემ მ------ მ–------ისგან მოტყუებით მიიღო 2--- აშშ დოლარი, რის შემდეგ თვალის ახვევის მიზნით, გაუფორმა მინდობილობა და გარკვეული პერიოდი ა/მანქანა დატოვა მ------ მ–------ესთან. 2012 წლის თებერვლის თვეში გ------- გ-------ემ მოტყუებით წაიყვანა ა/მანქანა და გაასხვისა, ხოლო მ------ მ–------ეს, მიუხედავად მისი არაერთი თხოვნისა, არ აუნაზღაურა მიყენებული მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა გ------- გ-------ემ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ------- გ-------ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

ა) მოწმის სახით დაკითხული მ------ მ–------ის (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, გ------- გ-------ემ 2--- აშშ დოლარის ოდენობით სესხის სანაცვლოდ, ქ. ბათუმში, მ------ მ-------ის სანოტარო ბიუროში მ------ მ–------ეს გაუფორმა გენერალური მინდობილობა და თავისი კუთვნილი ავტომანქანა ,,მ----------“ დაუტოვა პუშკინისა და გრიბოედოვის კვეთაში მდგარი ხუთსართულიანი სახლის ეზოში. 2012 წლის თებერვლის ბოლოს მასთან მივიდა გ------- გ-------ე და გამოართვა მანქანის გასაღები, რის შემდეგაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ავტომანქანა გაიყვანა ეზოდან და უკან აღარ დაბრუნებულა. გ------- გ-------ემ გააუქმა მინდობილობა და მანქანა გადააფორმა სხვა პირზე, ხოლო ნასესხები თანხა არ დაუბრუნებია.

 

ბ) 2012 წლის 12 იანვარს, ქ. ბათუმში მ------ მ-------ის სანოტარო ბიუროში შედგენილი სანოტარო აქტის (მინდობილობა) თანახმად, გ------- გ-------ემ მ------ მ–------ეს მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ავტომანქანა „მ-------------–-----------“ და მინდობილ პირს მიანიჭა ავტომანქანის განკარგვის უფლება.

 

გ) დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 24 იანვარს, მ------ მ–------ემ ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა გ------- გ-------ის მიერ შესრულებული ხელწერილი ერთ ფურცელზე, რომელიც დათარიღებულია 2012 წლის 12 იანვრით.

 

დ) მოწმე ლ-------- ა---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ------- გ-------ის მეუღლის, შ------- მ----------ის მიერ სტამბოლიდან გამოგზავნილი კონვერტი, რომელშიც სხვა საბუთებთან ერთად მოთავსებული იყო გ------- გ-------ის წერილობითი ახსნა-განმარტება, 2013 წლის 26 აპრილს წარადგინა ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში.

 

ე) გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით (ექსპერტის დასკვნა Nგრ-11, 12.06.13) და ექსპერტ ნ---- ბ---–----ის ჩვენებით დასტურდება, რომ მ------ მ–------ის მიერ ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში წარდგენილი გ------- გ-------ის მიერ შესრულებული ხელწერილი ერთ ფურცელზე და ლ-------- ა---------ის მიერ წარდგენილი გ------- გ-------ის ახსნა-განმარტება ერთი და იგივე პირის მიერ არის შესრულებული.

 

ვ) გ------- გ-------ის მიერ მ------ მ–------ისათვის მიცემული ხელწერილით დასტურდება, რომ გ------- გ-------ემ მ------ მ–------ისაგან ვალად აიღო 2--- აშშ დოლარი, ხოლო ვალის გასტუმრებამდე მასთან დატოვა მისი კუთვნილი ,,მ----------ს“ მიკრო ავტობუსი, იმ პირობით, რომ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, მანქანა რჩებოდა მ------ მ–------ეს, ხოლო გ------- გ-------ეს პრეტენზია არ ექნებოდა.

 

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2013 წლის 1 თებერვალს გაცემული დოკუმენტით დასტურდება, რომ გ------- გ-------ემ მისი კუთვნილი ავტომანქანა „მ-------------–-’’ (სახ. ნომერიY------), 2012 წლის 03 მარტს გაასხვისა ინგა მუმლაძეზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- გ-------ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის დანიშვნა და მისი მოხდისაგან გათავისუფლება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

 

აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა.

 

სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოში წარმოდგენილი იქნა დაზარალებულის - მ------ მ–------ის ნოტარიალურად დამოწმებული ხელწერილი, რომლის თანახმად, გ------- გ-------ემ სრულად დაუბრუნა მას ნასესხები თანხა და იგი თანახმაა, რომ გ------- გ-------ის მიმართ გავრცელდეს - ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ გ------- გ-------ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დაენიშნოს სასჯელი, ხოლო ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 და მე-18 მუხლების საფუძველზე გათავისუფლდეს მისი მოხდისაგან.

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე- 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 და მე-18 მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ------- გ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

2. გ------- გ-------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო: 2017 წლის 21 თებერვლიდან 2017 წლის 19 ივნისის ჩათვლით.

 

3. მსჯავრდებული გ------- გ-------ე ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 და მე-18 მუხლების საფუძველზე, სრულად გათავისუფლდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით შემდგომი მოხდისაგან.

 

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.

 

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გამოყენებული - პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულება გაუქმდეს და ჩამორთმეული პასპორტი - დაუბრუნდეს გ------- გ-------ეს.

 

6. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - გ------- გ-------ის ხელწერილი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი