გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2018
საქმის ნომერი
150210017002132823
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
22.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

150210017002132823

საქმე # 2/222-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 იანვარი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე _ მა-–---- ენ-----ე

სხდომის მდივანი _ და---- მე-–----ე

მოსარჩელე _ არ------ აი-------ი

წარმომადგენელი - ად-- აი-------ი

მოპასუხეები _ ვა--------– ხა-----------ი, გო----- ქთ-----ი

თარჯიმანი - გა-–-------- გა-----–-–---–ი

დავის საგანი _ საიჯარო ქირის დაკისრება, დაკავებული ფართის გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე - ვა--------– ხა-----------ს მოსარჩელე არ------ აი-------ის სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირისა და დანამატის გადახდა 195 (ას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;

1.2. მოპასუხე - გო----- ქთ-----ს მოსარჩელე არ------ აი-------ის სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირისა და დანამატის გადახდა 195 (ას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს აქვს ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმებული მოპასუხე ვა--------– ხა-----------თან, აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, რომ ყოველ თვე ერთი ადგილისათვის გადაიხდიდა 30 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვალდებული იყო გადაუხდელი თანხის 30% გადაეხადა დ--ატების სახით. მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებითაც მოპასუხეს დაეკისრა დავალიანების გადახდა, მიუხედავად ამისა მოსარჩელის არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხე კვლავ განაგრძობს დაკავებული ფართის გამოყენებას და ხუთი თვეა არ იხდის საიჯარო ქირას, 2017 წლის აპრილის თვიდან 2017 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით. მისმა დავალიანებამ შეადგინა150 ლარი, ასევე დანამატი - 45 ლარი.

მოსარჩელეს აქვს ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმებული მოპასუხე გო----- ქთ-----თან, აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, რომ ყოველ თვე ერთი ადგილისათვის გადაიხდიდა 30 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვალდებული იყო გადაუხდელი თანხის 30% გადაეხადა დ--ატების სახით. მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებითაც მოპასუხეს დაეკისრა დავალიანების გადახდა, მიუხედავად ამისა მოსარჩელის არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხე კვლავ განაგრძობს დაკავებული ფართის გამოყენებას და ხუთი თვეა არ იხდის საიჯარო ქირას, 2017 წლის აპრილის თვიდან 2017 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით. მისმა დავალიანებამ შეადგინა150 ლარი, ასევე დანამატი - 45 ლარი.

3. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეები თავიანთ შესაგებელში არ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავენ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და სასამართლოს მიერ არ უნდა დაკმაყოფილდეს. მათი განმარტებით მათ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის #2/26-17 გადაწყვეტილება სრულად შეასრულეს. გადაწყვეტილების გამოტანიდან მეორე დღეს ანუ 2017 წლის 21 აპრილს ისინი წავიდნენ სამუშაოდ, თუმცა ად-- აი-------მა სკანდალი მოაწყო და განუცხადათ რომ აღარ დაუშვებდა მათ სამუშაო ადგილებზე. 2017 წლის 28 აპრილს მოსარჩელემ წერილობით აცნობათ, რომ მათი შრომითი უფლებები შეწყვეტილია და 2017 წლის 1 მაისიდან უნდა გაეთავისუფლებინათ ადგილები. 2017 წლის 21 ივნისს მოპასუხეებმა წერილობით აცნობეს ად-- აი-------ს, რომ თანახმა იყვნენ გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად გადაეხადათ საიჯარო ქირა, თუმცა იგი უარს აცხადებდა თანხის მიღებაზე. მოპასუხეებმა ად-- აი-------ის უკანონო ქმედების გამო არაერთხელ მიმართეს რაიონულ პროკურატურას. მოპასუხეებსა და მოსარჩელეს შორის არსებობს ხელშეკრულება, რომ ყოველთვიურად ვა--------– ხა-----------სა და გო----- ქთ-----ს უნდა გადაეხადათ ადგილზე 30 ლარი. მოსარჩელეს მოპასუხეებთან ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმებია და მათთვის უცნობია თუ როგორ აღმოჩნდა, რომ არ------ აი-------თან არსებულ ხელშეკრულებაში გადასახდელი თანხა მითითებულია 60 ლარი.

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. 2015 წლის 30 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ------ აი-------ს ორი წლის ვადით იჯარით გადასცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ვ.ვანციანის სახელობის პარკის ქონება (ბაზრობა), მდებარე ქ.ახალქალაქი, მიკოიანის ქუჩაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 20-21);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 105-109; 126-129).

3.2.2. 2015 წლის 01 სექტემბერს ვ.ვანციანის სახელობის პარკის ქონების მოიჯარე არ------ აი-------მა ვა--------– ხა-----------თან და გო----- ქთოაინთან ცალ-ცალკე ორი წლის ვადით გააფორმა ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც ვა--------– ხა-----------მა და გო----- ქთ-----მა აიღეს ვალდებულება სავაჭრო ადგილისათვის ყოველთვიურად გადაეხადათ 30 ლარი. აღნიშნული თანხის თვის ბოლომდე გადაუხდელობის შემთხვევაში მოპასუხეებმა აიღეს ვალდებულება მომდევნო თვიდან გადაეხადათ ყოველთვიური თანხა 30%-იანი დანამატით.

ამასთან აღსანიშნავია, რომ გო----- ქთ-----თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მოიჯარის სახელი მითითებულია სუსან ქთ-----ი, თუმცა მხარეები სადავოდ არ ხდიან და ადასტურებენ, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით მოიჯარე გო----- ქთ-----ია და ხელშეკრულებაში მისი სახელი არასწორად არის მითითებული.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართ- ლოსათვის არა----არ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

მოსარჩელე მხარის განმარტებით 30 ლარი წარმოადგენს ერთი სავაჭრო ადგილისათვის გადასახდელ თანხას. თავდაპირველად, როდესაც მოპასუხეებთან გააფორმა ხელშეკრულებები, მათში დაფიქსირდა ერთი სავაჭრო ადგილისათვის ყოველთვიური გადასახდელი თანხა 30 ლარი, ხოლო ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეებს დაკავებული ჰქონდათ ორ-ორი სავაჭრო ადგილი, შესაბამისად მან მასთან არსებული, მოპასუხეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების ეგზემპლარებში ორი სავაჭრო ადგილის გათვალისწინებით გადაასწორა თანხა 30 ლარი 60 ლარზე, ისე რომ ამაზე მოპასუხეებთან დ--ატებით არ შეთანხმებულა და რაიმე დ--ატებითი ხელშეკრულება არ დაუდია.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 01 სექტემბრის ხელშეკრულებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი ს.ფ. 105-109; 126-129)

 

3.2.3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2017 წლის 20 აპრილის # 2/260-17 გადაწყვეტილებით არ------ აი-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ვა--------– ხა-----------ს არ------ აი-------ის სასარგებლოდ დაეკისრა 147 ლარი; გო----- ქთ-----ს არ------ აი-------ის სასარგებლოდ დაეკისრა 108 ლარი. ვა--------– ხა-----------ს არ------ აი-------ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 25 ლარის გადახდა. გო----- ქთოინას არ------ აი-------ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 25 ლარის გადახდა. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელეს სასამართლოს მიერ დაკისრებული იჯარის ქირა გადაუხადეს 2017 წლის მარტის თვის ჩათვლით, ხოლო აპრილის ქირის თანხა მათ არ გადაუხდიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2017 წლის 20 აპრილის # 2/260-17 გადაწყვეტილება. (იხ.დანართი: ს.ფ. 24-30);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები. (იხ.დანართი: სხდომის ოქმი ს.ფ. 105-109; 126-129)

 

5. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

5.1. მოსარჩელის არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეები ხუთი თვის განმავლობაში -2017 წლის აპრილის თვიდან 2017 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით კვლავ განაგრძობდნენ დაკავებული ფართის გამოყენებას არ იხდიან საიჯარო ქირას, მათმა დავალიანებამ შეადგინა150 ლარი, ასევე დანამატი - 45 ლარი. გადაუხდელობის გამო 2017 წლის 28 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხეები წერილობით გააფრთხილა გადაეხადათა არსებული დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული იქნებოდა მოეთხოვა მათთვის გაეთავისუფლებინათ დაკავებული ადგილები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებები. (იხ.დანართი: სხდომის ოქმი ს.ფ. 105-109);

- ად-- აი-------ის მიერ მოპასუხეებისათვის მიწერილი 2017 წლის 28 აპრილის წერილი (იხ.დანართი: ს.ფ. 78).

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად და ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება მათ მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებულია სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დ--ტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. მოცემულ შემთხვევაში სადავოა მხარეებს შორის არსებული იჯარის ხელშეკრულბიდან გამომდინარე საიჯარო ქირის გადახდის ფაქტი, შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი დაამტკიცოს, რომ მოპასუხეებს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მის მიმართ ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებიათ, ხოლო მოპასუხეებს ეკისრებათ მტკიცების ტვირთი დაამტკიცონ, რომ მოსარჩელის წინაშე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია ჯეროვნად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დ--ტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოტივაციო ნაწილი

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

6.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ არ------ აი-------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 581-ე, 361-ე მუხლები;

8. სამართლებრივი შეფასება

8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1. მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან.

8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არაა, რომ 2015 წლის 30 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ------ აი-------ს ორი წლის ვადით იჯარით გადასცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ვ.ვანციანის სახელობის პარკის ქონება (ბაზრობა), მდებარე ქ.ახალქალაქი, მიკოიანის ქუჩაზე. 2015 წლის 01 სექტემბერს ვ.ვანციანის სახელობის პარკის ქონების მოიჯარე არ------ აი-------მა ვა--------– ხა-----------თან და გო----- ქთოაინთან ცალცალკე ორი წლის ვადით გააფორმა ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც ვა--------– ხა-----------მა და გო----- ქთ-----მა აიღეს ვალდებულება სავაჭრო ადგილისათვის ყოველთვიურად გადაეხადათ 30 ლარი. აღნიშნული თანხის თვის ბოლომდე გადაუხდელობის შემთხვევაში მოპასუხეებმა აიღეს ვალდებულება მომდევნო თვიდან გადაეხადათ ყოველთვიური თანხა 30%-იანი დანამატით. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით შეთანხმება მოხდა ყოველთვიურ გადასახდელ თანხაზე 30 ლარის ოდენობით, რასაც მოაწერეს ხელი მხარეებმა. ყოველთვიური გადასახდელი თანხის გაზრდაზე მხარეებს შორის დ--ატებით შეთანხმება არ შემდგარა, შესაბამისად სასამართლო ვერ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას მასზედ, რომ მოპასუხეთა ყოველთვიური გადასახდელი თანხა თითოეულზე 60 ლარს შეადგენდა. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2017 წლის 20 აპრილის # 2/260-17 გადაწყვეტილებით არ------ აი-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ვა--------– ხა-----------ს არ------ აი-------ის სასარგებლოდ დაეკისრა 147 ლარი; გო----- ქთ-----ს არ------ აი-------ის სასარგებლოდ დაეკისრა 108 ლარი. ვა--------– ხა-----------ს არ------ აი-------ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 25 ლარის გადახდა. გო----- ქთოინას არ------ აი-------ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 25 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეთა მიერ აღსრულებული იქნა, მათ გადაწყვეტილებით დაკისრებული სამი თვის ქირა გადაიხადეს აგვისტოს თვეში. ამასთან, წარმოდგენილი 2017 წლის 28 აპრილის წერილისა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აპრილის თვეში მოპასუხეები - ვა--------– ხა-----------ი და გო----- ქთ-----ი მუშაობდნენ იჯარით აღებულ სავაჭრო ადგილებზე და ისინი ხელშეკრულების თანახმად ვალდებულნი იყვნენ ხელშეკრულების თანახმად აპრილის თვის დასაწყისში გადაეხადათ იჯარის ქირა 30-30 ლარი, რაც არ გადაუხდიათ. ასევე ვადის გადაცილებისათვის აღნიშნული თანხის 30%, ე.ი. 9 ლარი, სულ თითოეულს აპრილის თვის იჯარის ქირა უნდა გადაეხადა 39 ლარის ოდენობით. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ იჯარის ხელშეკრულება ცალმხრივად მოსარჩელის ინიციატივით შეწყდა 2017 წლის 28 აპრილის წერილის საფუძველზე და სწორედ ამის შემდეგ აღარ მოხდა მოპასუხეთა დაშვება მათ სავაჭრო ადგილებზე სამუშაოდ. რაც შეეხება მოპასუხეთა მიერ დანარჩენი ოთხი თვის (მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო) საიჯარო ქირის გადაუხდელობის ფაქტს მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას ამ ნაწილში ვერ ასაბუთებს და შესაბამისად, აღნიშნული თანხის დაკისრების ნაწილში არ------ აი-------ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. სარჩელის ფასი ამ შემთხვევაში იყო 390 (სამას ოთხმოცდაათი) ლარი, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახილი აქვს 100 (ასი) ლარი. ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეებს - ვა--------– ხაჩატრიანსა (პ/ნ 0----------) და გოჰარ ქთ-----ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე არ------ აი-------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 5-5 (ხუთ-ხუთი) ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელე არ------ აი-------ს (პ/ნ 0----------) უნდა დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის ად-- აი-------ის (პ/ნ 0----------) მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე,364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე არ------ აი-------ის (პ/ნ 0----------) წარმომადგენლის ად-- აი-------ის (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2. მოპასუხე - ვა--------– ხაჩატრიანს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე არ------ აი-------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირის - 39 (ოცდაცხრამეტი) ლარის გადახდა;

3. მოპასუხე - გო----- ქთ-----ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე არ------ აი-------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირის - 39 (ოცდაცხრამეტი) ლარის გადახდა;

4. მოსარჩელე არ------ აი-------ს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის ად-- აი-------ის (პ/ნ 0----------) მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

4. მოპასუხეებს - ვა--------– ხაჩატრიანსა (პ/ნ 0----------) და გო----- ქთ-----ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე არ------ აი-------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროთ 5-5 (ხუთ-ხუთი) ლარის გადახდა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მა-–---- ენ-----ე