განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2018
საქმის ნომერი
020100118002250317
დავის ტიპი
116 1
თარიღი
26.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002250317

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/9-18 26 თებერვალი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი დ------------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული დ--------------–----------–---------------------–-------–-–--------------------------------–----------–------------------------------–----–----------–----------------------–--------------–------------------–---------------------------------------------------–------------------------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით

ქმედების შემადგენლობა: სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით

 

2.2. ადვოკატი ნ----–---------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

201--–-–------------------ს, დაახლოებით 13:30 საათზე წ--–--------------–----–------ის სოფელ ფ-----–--ში განთავსებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მ-------------------–-------- საგუშაგოს ტერიტორიაზე, აღნიშნული სამმართველოს ს–-------------------------------–----------–--–მა (ვადიანი სამხედრო მოსამსახურე) დ----------–-------მ, ზემოთ აღნიშნული სამმართველოს მოიერიშე მეორე ასეულის სნაიპერთა ოცეულის ჩ--------–--------------–----ის სახელზე რიცხულ ნომერ H----------- სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან - პისტოლეტიდან გასროლით, გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე ამავე სამმართველოს ს–-------------------------------–----------–--– (ვადიანი სამხედრო მოსამსახურე) ბ----------ას.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. სიცოცხლის მოსპობა

 

ბრალად წარდგენილი ქმედების ობიექტურ შემადგენლობასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ის მოიცავს ქმედებას, შედეგს და მიზეზობრივ კავშირს. საქმის მასალების თანახმად, წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდაოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.

ბრალდებულის ქმედებით დაზარალებულ ბ----------ას სიცოცხლის მოსპობის ფაქტი, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდაო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში საქმის არსებით განხილვაზე უდაოდ ცნობილი მტკიცებულებების გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ მოწმეების: ა-–--------------–----ის, გ-----------–---–-ას, დ------------ას, მ---------–----–---–ის, ბ---------------ას, ნ------------–---–ის, ვ--–----------------–--ის, გ---------–---–-ას გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ დ----------–-------ს ჩვენებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, ამოღებული ნივთებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ დ----------–------- დაინტერესდა პისტოლეტით, აიღო ის და ათვალიერებდა, გადატენა, რა დროსაც შევიდნენ ჯიხურში დაზარალებული და მოწმე. ბრალდებული მობრუნდა, რა დროსაც ტყვია გავარდა და სიცოცხლე მოუსპო ბ----------ას.

 

2.2. გაუფრთხილებლობა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა. ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც. გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

ის, რომ ბრალდებულს არ სურდა დაზარალებულის სიკვდილი, მაგრამ ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობა მას, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან, იარაღის თავისებურებიდან, იარაღში მჭიდის არსებობიდან გამომდინარე უნდა გაეთვალისწინებინა, შეეძლო და ევალებოდა კიდეც აღნიშნულის გათვალისწინება, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში საქმის არსებით განხილვაზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ მოწმეების: ა-–--------------–----ის, გ-----------–---–-ას, დ------------ას, მ---------–----–---–ის, ბ---------------ას, ნ------------–---–ის, ვ--–----------------–--ის, გ---------–---–-ას, მამუკა აბაშიას, გივი კვარაცხელიას გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ დ----------–-------ს ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ დ----------–-------სა და ბ----------ას შორის რაიმე კონფლიქტი არ ყოფილა, ისინი მეგობრობდნენ, უშუალოდ გასროლას წინ რაიმე დაძაბულობა არ უძღოდა, გასროლა მოხდა მოულოდნელად, გასროლისთანავე ბრალდებული გაშეშდა, გაფითრდა, მასთან მყოფებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ მას, მისი ქმედების გამო შეიძლებოდა საკუთარი თავისთვის რამე დაეშავებინა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის მოქმედებდა გაუფრთხილებლობით.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საერთაშორისო აქტებით, მათ შორის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით დაცულია სიცოცხლის უფლება. სამართლის მიერ სიცოცხლის უფლების დაცვა ხდება სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით. მათ შორის ერთ-ერთია სიცოცხლის მოსპობის დასჯად ქმედებად გამოცხადება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის უნდა არსებობდეს, სუბიექტური მხრივ, გაუფრთხილებლობა (ნებისმიერი ფორმის), ობიექტური მხრივ - აღნიშნულისკენ მიმართული (ნებისმიერი სახის) ქმედება, სასიკვდილო შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და სიკვდილს შორის. სსკ-ის 116-ე მუხლის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე. მისი ხელყოფა გამოიხატება თავის ტვინის ნერვული ელექტრონული აქტივობის უკუუბრუნებელ შეწყვეტაში. სსკ-ის 116-ე მუხლი მიეკუთვნება მატერიალურ დანაშაულებს, რის გამოც მის დამთავრებულად ცნობისთვის აუცილებელია შედეგი. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ქმედებასა და შედეგს შორის.

განსახილველ საქმეში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ბრალდებულის მიერ სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის სრულად განხორციელება.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ დ----------–-------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც დ----------–------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

დ----------–-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან თავიდანვე აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

დ----------–-------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ცეცხლსასროლ იარაღთან მოპყრობასთან დაკავშირებული სიფრთხილის ვალდებულების დარღვევა იმ პირის მიერ, ვისი ყოველდღიური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მას ცეცხლსასროლ იარაღთან მოპყრობის წესის დაცვის სხვებზე მეტად გაძლიერებული უნარის გამომუშავება მოეთხოვება.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ცეცხლსასროლ იარაღთან მოპყრობასთან დაკავშირებული სიფრთხილის ვალდებულების დარღვევა იმ პირის მიერ, ვისი ყოველდღიური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მას ცეცხლსასროლ იარაღთან მოპყრობის წესის დაცვის სხვებზე მეტად გაძლიერებული უნარის გამომუშავება მოეთხოვება), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (ოთახში, სხვა პირების თანდასწრებით საბრძლო მდოგმარეობაში მოყვანილი ცეცხლსასროლი იარაღის დათვალიერებისას უყურადღებობის გამოჩენა, რისი თავიდან აცილებაც მას მოეთხოვებოდა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (მეგობრის სიცოცხლის მოსპობა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარებს, განიცდის და ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური გამოძიებისა და მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულის პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლი პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

მართალია, ბრალდებული აღიარებს ჩადენილს, თუმცა, საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ასევე დამამძიმებელ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სასჯელის ზომად გამოყენებულ უნდა იქნეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. განსაკუთრებით საყურადღებოა განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის პრევენციის მიზანი. სასჯელმა უნდა იქონიოს ისეთი გავლენა ბრალდებულსა და მისი მსგავსი სამსახურებრივი მდგომარეობის მქონე ადამიანებზე, რომ მათ გაუჩნდეთ განცდა, რომ მათ მიერ ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვლენილი უყურადღებობის ყოველი ფაქტი შესაძლოა უმძიმესი ტრაგედიით დასრულდეს, რაზე პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც სხვათა სიცოცხლის, სამშობლოს ინტერესების დაცვას ემსახურებიან და პატივისცემას იმსახურებენ, მაგრამ მათთვის დაკისრებული ვალდებულებების მათ მიერ უხეშად დარღვევის ყოველი ფაქტი უარყოფითად აისახება მათდამი რწმენასა და მათი პატივისცემის ხარისხზე, მით უმეტეს, როცა ასეთ უპასუხისმგებლო ქმედებებს ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასის - სიცოცხლის მოსპობა მოჰყვება. ასეთი ფაქტები აძნელებს დაჯერებას, რომ სახელმწიფოსა და მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე მზრუნველი ყოველი პირი სანდო პროფესიონალია. ვინაიდან განსახილველი შემთხვევა სპეციფიკურია და ის სამხედრო პირებს შეეხება, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის შეფარდება იქნება სასჯელის მიზნების, განსაკუთრებით კი ახალი დანაშაულის პრევენციის მიზნის მიღწევასთან შეუსაბამო მოქმედება, ის ვერ შეუწყობს ხელს როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა სამხედრო პირების მიერ საკუთარი მოქმედებებისთვის პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის შეძენაზე ზრუნვას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელი არ უნდა ჩაითვალოს პირობითად.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეს ერთვის ნივთმტკიცებები: სისხლის ნიმუში, მასრა, ანაწმენდები, ბრომლებსაც რაიმე ღირებულება არ გააჩნია, რის გამოც ისინი უნდა განადგურდეს. საქმეს ასევე ერთვის ტანსაცმელი და ფლოსტები, რომლებიც ეკუთვნის დაზარალებულს, ბრალდებულს და მოწმეს, რის გამოც ისინი უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ხოლო პისტოლეტი მჭიდით და ვაზნებით უნდა დაუბრუნდეს შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ----------–------- საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ----------–-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 27 ოქტომბრიდან.

საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: სისხლის ნიმუში, მასრა, ანაწმენდები განადგურდეს; დ------------ას ტანსაცმელი დაუბრუნდეს დ------------ას; ბ----------ას ტანსაცმელი და ფოსტლები დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს; დ----------–-------ს ტანსაცმელი გადაეცეს ბრალდებულის ოჯახს; პისტოლეტი, 1 მჭიდი და ვაზნები გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია