გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/698-17
N200210017002100585
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2018 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - თ----- ბ----–---–ი
წარმომადგენელი – ა-–------------–--------–---–ი
მოპასუხე - ნ------- ჭ--------ა
წარმომადგენელი – ლ---–------------–---–ი
დავის საგანი – თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა 1.1. მოპასუხე ნ-------ა ჭ--------ას (პ/ნ 0----------), თ----- ბ----–---–ის (პ/ნ 2----------) სასარგებლოდ 10271 (ათიათას ორას სამოცდათერთმეტი) ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხე ნ-------ი ჭ--------ას აქვს მისი ვალი, შემდეგი ოდენობით: 5000ლარი, 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და 600 ევროს ეკვივალენტი ლარში. 2014 წლის 8 აგვისტოს სესხი გადასცა მას ახლობლური დამოკიდებულების გათვალისწინებით ყოველგვარი სარგებლის გარეშე. შესაბამისად ამავე დღეს შეადგინეს სესხის ხელწერილი.ამავე ხელწერილში მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანხას დაუბრუნებდა ეტაპობრივად 2014 წლის ოქტომბრის ბოლოდან 100 დოლარის ექვივალენტის ოდენობით. მისი კეთილგანწყობა მან გამოიყენა თავის სასარგებლოდ და დღემდე ნებაყოფლობით თანხას არ უნაზღაურებს. იძულებული გახდა და მიმდინარე წელს დახმარებისათვის მიმართა შსს კ------------–-–--------------------------–---------------–-------------–ოს. მისი განცხადების საფუძველზე მოკვლევის შედეგად მიიღო 2017 წლის 10 ივნისის წერილი რითაც აცნობა რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სამოქალაქო დავის საგანს და დახმარებისათვის მოემართა თელავის რაიონული სასამართლოსთვის. აღნიშნული ვალის თანხა ლარში გადაყვანით საერთო ჯამში შეადგენს 10271 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მას არანაირი თანხა არ მართებს მოსარჩელის მიმართ და ადასტურებს იმას, რომ ა/წ 10 ივნისს შსს კ------------–-–--------------------------–---------------–--------------–------------------------------------–მა შეადგინა მისი გამოკითხვის ოქმი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები: უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1. 2017 წლის 05 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა შსს კ------------–-–--------------------------–---------------–-------------–ოს. ამ განცხადების საფუძველზე მოკვლევის შედეგად 2017 წლის 10 ივნისის წერილით ეცნობა რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სამოქალაქო დავის საგანს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - პასუხი (იხ. ს.ფ. 18) 3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- ბ----–---–ს მოპასუხე ნ------- ჭ--------ას შორის არ არის დადებული სესხის ხელშეკრულება და შესაბამისად მოსარჩელე თ----- ბ----–---–ს მოპასუხე ნ-------ა ჭ--------ასათვის არ გადუცია სარჩელით მოთხოვნილი თანხა 10271 (ათიათას ორას სამოცდათერთმეტი) ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: -შსს კ------------–-–--------------------------–---------------–-------------–ოდან მიღებული ნ-------ი ჭ--------ას გამოკითხვის ოქმი(ს.ფ.54) -მოპასუხე მხარის ახსნა განმარტება(ოქმი) სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- ბ----–---–ს მოპასუხე ნ------- ჭ--------ასათვის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 10271.00 ლარი არ გადაუცია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ხოლო ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოპასუხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, ასეთი მტკიცებულებები კი მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებს 2014 წლის 08 აგვისტოს ხელწერილის ასლზე, რომლიდანაც არ იკითხება ვის მიერ არის შედგენილი და ხელმოწერილი ხელწერილი, თვით მოსარჩელე მხარის განმარტებით თანახმად კი მას ხელწერილის დედანი აღარ აქვს, რადგან მოპასუხემ დახია კამათის დროს, თუმცა იმის დამადასტრუებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხე მხარის მიერ იქნა განადგურებული ხელწერილის დედანი, ასევე არ წარმოუდგნია მოსარჩლე მხარეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის ხელშეკრულებაში მტკიცების განაწილების სტანდარტის მიხედვით, თ----- ბ----–---–მა ვერ შეძლო დაედასტურებინა მოპასუხისათვის სესხის თანხის გადაცემის ფაქტი. სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317; 327-ე, 328-ე, 623-ე, 625-ე მუხლები 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზისა და სესხის ხელშეკრულების, როგორც რეალური ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე ნ------- ჭ--------ას შორის არ არსებობს სასესხო ხელშეკრულება და შესაბამისად მოსარჩელეს მოპასუხისათვის სარჩელით მოთხოვნილი თანხა 10271.00 ლარი არ გადაუცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ- სამართლებრივი საფუძვლები. 7. საპროცესო ხარჯები. 7.1. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე - თ----- ბ----–---–ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 300.00(სამასი) ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისიება გამოყენებული არ ყოფილა სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ იტ ა: 1. თ----- ბ----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300.00 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად; 3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს (მის: თელავი, დ. აღმაშენებლის №41) მეშვეობით; 4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე: მარინე ცერცვაძე