გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2018
საქმის ნომერი
030210017001957764
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№030210017001957764

№2/494-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 იანვარი, 2018 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი

მოსარჩელე ე---------

წარმომადგენელი ლ---------ე

ადვოკატი ნ-------------------ა

მოპასუხე ტ--------------–---–ი

წარმომადგენელი დ-------------ე

მესამე პირი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო

წარმომადგენელი შ--------------ა

დავის საგანი მშობლის უფლების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.დაზუსტებული მოთხოვნით მოთხოვნილია ა---------------–---–ის მამას ტ--------------–---–ს შეეზღუდოს მშობლის უფლება სასკოლო არდადეგების პერიოდში, 18 წლამდე, ა---------------–---–ის საქართველოს საზღვრებს გარეთ დედასთან (ე---------) გაყვანის ნაწილში.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე 2----–ლის 9 თებერვლიდან ტ--------------–---–თან იმყოფეობოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2----–-–---------------- მათ შეეძინათ ქალიშვილი ა---------------–---–ი. მოსარჩელე და მოპასუხე 2006 წლიდან ერთად არ ცხოვრობენ. 2011 წლიდან ა---------------–---–ი იზრდება მოსარჩელის დის ლ---------ის ოჯახში, ბავშვის მამა ტ--------------–---–ი მონაწილეობას არ ღებულობს ბავშვის აღზრდაში. 2013 წლის 12 სექტემბერს ტ--------------–---–ი დახელწერილებული იქნა იმის თაობაზე, რომ ბავშვის ნახვისას მოიქცეოდა ზნეობრივი ნორმის ფარგლებში. მოსარჩელე იმყოფება ს----------–-, მუშაობს და სტაბილური შემოსავალი გააჩნია. არდადეგების პერიოდში მას აქვს შესაძლებლობა მისი შვილი ა---------------–---–ი წაიყვანოს ს----------–- დასასვენებლად, ა----- ჩასული იყო ს----------–- ნახა დედა, საოცარი შეხვედრა ქონდად დედა-შვილს, არდადეგების დასრულებისას ბავშვი დაბრუნდა საქართველოში. ისინი წინააღმდეგნი არ არიან მამა-შვილს შორის ჩამოყალიბდეს ნორმალური ურთიერთობა, რასაც შეუზღუდავი ხასიათი უნდა ქონდეს, შეუწყობენ ხელს კიდეც, მაგრამ საჭიროა მამამ შვილთან მოაწესრიგოს ურთიერთობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ე--------- და ტ--------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში 2----–ლიდან იმყოფებიან, თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ქალიშვილი ა---------------–---–ი, მეუღლეთა ერთობლივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ. ქუთაისი, ბ--–------------–------------, სადაც დაიბადა და წლების მანძილზე იზრდებოდა ა---------------–---–ი. 2004 წელს ე--------- სამუშაოდ წავიდა უცხოეთში, კერძოდ, ს----------–-, ა---------------–---–ი დაბადებიდან 2----–ლიდან 2011 წლის ჩათვლით იზრდებოდა მამის ოჯახში, ბავშვს აღზრდა - განვითარებისთვის ჰქონდა ყველა პირობა. 2011 წელს დეიდის - ლ---------ის თხოვნით ბავშვი დედის ოჯახში ა--–-ს რაიონის, სოფელ ქ---–-------–- გაუშვეს, მას შემდეგ ბავშვი მამისეულ ოჯახში არ დააბრუნეს, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კონფლიქტი, მოსარჩელის ე--------ის და ლ---------ე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა არასწრულწლოვან ა---------------–---–ზე, აძულებდა მას მამას და მამის ოჯახს, არ აძლევდა მამას ბავშვის ნახვის საშუალებას, ტ--------------–-ლს არ ეძლევა საშუალება ურთიერთობა ჰქონდეს თავის შვილთან.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მესამე პირის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2017 წლის 16 აგვისტოს N04-09-09/1273 დასკვნის მიხედვით, ორივე მშობელმა, ასევე, იმ გარემომ, სადაც ამჟამად უხდება ცხოვრება ა---------------–---–ს, უნდა გააცნობიეროს, რომ მშობლებთან სისტემატური კონტაქტი, უპირველესად ბავშვის ემოციური წონასწორობისთვის, მისი შემდგომი განვითარებისთვის არის საჭირო. ამრიგად, თუ ბავშვის მშობლებს, მათ ახლო ნათესავებს სურთ, ა---------------–---–ის განვითარება ნორმალურად წარიმართოს, მათ უნდა დაივიწყონ წყენა, შეუქმნან ბავშვს ემოციური კომფორტის განცდა და ორივე მშობელთან თანაბრად შეუზღუდავად ურთიერთობის საშუალება, ბავშვის მამასთან ურთიერთობის აღდგენა და სრულფასოვანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება მომავალში ბავშვის ა----- ბ--------––---–-ს ფიზიკურ, ემოციურ, კოგნიტურ და სოციალურ გავითარებას ხელს შეუწყობს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ე---------ს და ტ--------------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------------- შეეძინათ შვილი, ა---------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა

 

4.1.2. მხარეები, ე--------- და ტ--------------–---–ი რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2017 წლის 16 აგვისტოს N04-09-09/1273 დასკვნის მიხედვით, ორივე მშობელმა, ასევე, იმ გარემომ, სადაც ამჟამად უხდება ცხოვრება ა---------------–---–ს, უნდა გააცნობიეროს, რომ მშობლებთან სისტემატური კონტაქტი, უპირველესად ბავშვის ემოციური წონასწორობისთვის, მისი შემდგომი განვითარების თვის არის საჭირო. ამრიგად, თუ ბავშვის მშობლებს, მათ ახლო ნათესავებს სურთ, ა---------------–---–ის განვითარება ნორმალურად წარიმართოს, მათ უნდა დაივიწყონ წყენა, შეუქმნან ბავშვს ემოციური კომფორტის განცდა და ორივე მშობელთან თანაბრად შეუზღუდავად ურთიერთობის საშუალება, ბავშვის მამასთან ურთიერთობის აღდგენა და სრულფასოვანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება მომავალში ბავშვის ა---------------–---–ის ფიზიკურ, ემოციურ, კოგნიტურ და სოციალურ გავითარებას ხელს შეუწყობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2017 წლის 16 აგვისტოს N04-09-09/1273 დასკვნა.

 

4.2.2. 2013 წლის 12 სექტემბრის ხელწერილის თანახმად, ტ---- ბ---------–- ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელ ი-–---- ფ---–---–---ს წინაშე დებს პირობას, რომ მისი შვილის - ა---------------–---–ს, რომელიც ცხოვრობს დეიდასთან - ლ---------ესთან ქ. ფოთი, ე-–----ს ქ.N----ში, არ მიაყენებს შეურაცხყოფას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 12 სექტემბრის ხელწერილი

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, "ბავშვთა უფლების შესახებ" კონვეცია (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში)

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ე---------სა და ტ--------------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------------- ივნისს შეეძინათ შვილი, ა---------------–---–ი. მხარეები 2006 წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არასრულწლოვანი ა---------------–---–ი ცხოვრობს დეიდასთან ლ---------ესთან ერთად. ლ---------ის საცხოვრებელ სახლში შექმნილია ბავშისათვის უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემო. ოჯახის წევრები ზრუნავენ ბავშვის კოგნიტურ და ემოციურ განვითარებაზე.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას, შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა და მოსარჩელისათვის მოპასუხის თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი ა---------------–---–ის საზღვარგარეთ დროებით გაყვანის უფლების მინიჭება.

 

,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად: 1. 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. 31. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

 

მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენცია (21.04.1994წ.), რომლის მე-3 მუხლის თანახმად,1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.

 

ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე N41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.

 

სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას აღნიშნავს, რომ საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას, სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

მშობლები უნდა ცდილობდნენ უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის მშვიდი გარემო. მშობლებს ეკისრებათ პასუხიმგებლობაც მათი კონფრონტაციის ასახვის გამოც ბავშვის ფსიქიკასა და შესაბამისად მის განვითარებაზეც. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინტერესებისათვის მიზანშეწონილია მისი გამგზავრება დედასთან საზღვარგარეთ. სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას იცხოვროს შვილთან, წარმოადგინოს ბავშვის ინტრესები, მაგრამ აღნიშნულ უფლებათა განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება ბავშვის ინტერესებს.

 

სასამართლოს არაერთი ძალისხმევა საქმე მორიგებით დაესრულებინა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა მხარეებისათვის, უშედეგოდ დასრულდა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ა---------------–---–ის მამას - ტ--------------–---–ს შეეზღუდოს მშობლის უფლება სასკოლო არდადეგების პერიოდში 18 წლამდე ბავშვის ა---------------–---–ის საზღვარგარეთ დედასთან - ე---------სთან გაყვანის ნაწილში.

 

ამდენად, არასრულწლოვანი ა---------------–---–ის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, მოპასუხე ტ--------------–---–ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, რაც შეესაბამება არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს და კანონით დაცულ უფლებებს. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილებთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მოპასუხე ტ--------------–---–ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, ტ. ბ--------–---–ს ე--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის წარმომადგენლის ნ-------------------ას მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14, 38-ე, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ე--------ის (დაზუსტებული) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ა---------------–---–ის მამას - ტ--------------–---–ს შეეზღუდოს მშობლის უფლება სასკოლო არდადეგების პერიოდში 18 წლამდე ბავშვის ა---------------–---–ის საზღვარგარეთ დედასთან - ე---------სთან გაყვანის ნაწილში.

 

3. მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე