გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2018
საქმის ნომერი
200210117002103905
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/700-17

N2002-0117002-03905

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2018 წელი ქ. თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

 

მოსარჩელე - ი-----–--ა მ-----–---ი

წარმომადგენელი - ი-–-----------–---–ი

 

მოპასუხე - შ--–-- ა-–------–---–ი

წარმომადგენელი - ნ----- გ--–----–---–ი

 

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს 2014 წლის 30 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება ი-----–--ა მ-----–---სა და შ--–-- ა-–------–---–ს შორის უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ა-----აში, ე-----ე ნ----–---–-ს ქ/№2--ში, საკადასტრო კოდით №5----------- და აღსდგეს მასზე მისი საკუთრების უფლება.

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად:

 

ი-----–--ა მ-----–-----ი ს----------ში იმყოფება სამუშაოდ. 2000 წელს შეიძინა უძრავი ქონება- მიწის ნაკვეთი და სახლი ქ.ა-----აში, ნ----–---–-ს 1. №2--ში, იმ მიზნით, რომ ქ.ა-----აში ჰქონოდა სახლი ეზოთი, სადაც ზაფხულში ჩამოვიდოდა, დაისვენებდა და როდესაც საქართველოში დაბრუნდებოდა ეცხოვრა. რამდენიმე წელი ეს ქონება აღრიცხული იყო მის სახელზე. სახლი და მიწის ნაკვეთი უპატრონოდ რომ არ ყოფილიყო და არ გაპარტახებულიყო მოუვლელობით, ნება დართო თავის დის შვილს მინდია ა-–------–---–ს ეცხოვრა თავისი ცოლშვილით ამ სახლში. 2014 წელს გადაწყვიტა ქონება ეჩუქებინა მინდიას არასრულწლოვანი შვილისათვის-შ--–-- ა-–------–---–ისათვის, რათა ქონებას მეტი გულისყურით მოპყრობოდნენ და მოევლოთ.. ამასთან შეუთანხმდა, რომ როდესაც მოუნდებოდა ი-----–--ა მ-----–---ისს ჩამოვიდოდა და იცხოვრებდა. 2014 წლის 30 დეკემბერს მასსა და შ--–-- ა-–------–---–ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება და ქონება გადავიდა შ--–-- ა-–------–---–ის საკუთრებაში. მიმდინარე წელს, ი-----–--ა მ-----–---ისის მიერ პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, შ--–-- ა-–------–---–ისა და მისი ოჯახის წევრებისაგან დაიწყო ი-----–--ა მ-----–---ისის მიმართ შეურაცხყოფები ლანძღვისა და უცენზურო სიტყვების სახით, რითიც მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს ი-----–--ა მ-----–---ისს და მის მიმართ გამოხატეს დიდი უმადურება. ამის შემდეგ ი-----–--ა მ-----–---ისმა შეიტყო, რომ შ--–-- ა-–------–---–ი აპირებს ამ უძრავი ქონების გაყიდვას, რაც ი-----–--ა მ-----–---ისს მოუსპობს შესაძლებლობას ჰქონდეს საქართველოში ჩამოსვლისა და შემდგომში ცხოვრების უფლება.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მას ბებიამისს ი-----–--ა მ-----–---ისთან ყოველთვის თბილი ურთიერთობა ჰქონდა და აქვს ამჟამადაც. ამდენად მისთვის უცხო და გაუგებარია, ბებიის ი-----–--ა მ-----–---ისაგან ამგვარი ბრალდება მის მიმართ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ი-----–--ა მ-----–---ისმა 2000 წელს შეიძინა უძრავი ქონება ქ. ა-----აში, ნ----–---–-ს ქ.№2--ში,რომელიც 2014 წლის 30 დეკემბერს უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქა შ--–-- ა-–------–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 15-16, ს.ფ. 18);

-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. შ--–-- ა-–------–---–მა მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა ი-----–--ა მ-----–---ისს სოციალური ქსელით მიმოწერისას და მის მიმართ გამოიჩინა დიდი უმადურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაბეჭდები ი-----–--ა მ-----–-----ა და შ--–-- ა-–------–---–ის მიმოწერიდან (ს.ფ.19-21);

- მოსარჩელის განმარტება(იხ.ოქმი)

3.2.2. მოსარჩელე ი-----–--ა მ-----–-----ს სხვა უძრავი ქონება არ გააჩნია ა-----აში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი(ს.ფ. 1-16);

- მოსარჩელის განმარტება

-

3.2.3.მოპასუხე შ--–-- ა-–------–---–სა და მის ოჯახს აქვს საცხოვრებელი სახლი ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ შ--------–აში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე ლ--–- რ------–---–ის ჩვენება(იხ.ოქმი 2018 წელი 13 თებერვალი, 11:30:25)

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას და ასევე მოწმე ლ--–- რ------–---–ის(შ--–-- ა-–------–---–ის დედის) ჩვენებას, რომ მოპასუხე შ--–-- ა-–------–---–ს არ მიუყენებია მძიმე შეურაცხყოფა და მის მიერ არ არის მიწერილი შეურაცხმყოფელი წერილები და ლანძღვა-გინება ი-----–--ა მ-----–---ისათვის სოციალური ქსელით და რომ სოციალურ ქსელში შ--–-- ა-–------–---–ის ,,ფეისბუქში" მისი სახელით მისწერა ლ--–- რ------–---–მა, რის დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულბა მოპასუხე მხარეს არ წარმუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს 2014 წლის 30 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება ი-----–--ა მ-----–---სა და შ--–-- ა-–------–---–ს შორის უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ა-----აში, ე-----ე ნ----–---–-ს ქ/№2--ში, საკადასტრო კოდით №5----------- და სადაო ქონებაზე აღსდგეს 2014 წლის 30 დეკემბრამდე, ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე, არსებული სამართლებრივი მდგომარეობა.

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე,525-ე და 529-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. სსკ-ის კოდექსის 525-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე ხელშეკრულება დადებულად ითვლება ნივთის გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულებით გამჩუქებელი დასაჩუქრებულს საკუთრებაში გადასცემს ნივთს. ჩუქების ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში ბრუნვის ობიექტს წარმოადგენს და რომელის კანონის საფუძველზე ბრუნვიდან არ არის ამოღებული. იმ შემთხვევაში, თუ ჩუქების საგანს უძრავი ქონება წარმოადგენს, მაშინ ხელშეკრულების წერილობით ფორმით დადება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 30 დეკემბერს დაიდო ჩუქების ხელშეკრულება ი-----–--ა მ-----–---სა და შ--–-- ა-–------–---–ს შორის უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ა-----აში, ე-----ე ნ----–---–-ს ქ/№2--ში, საკადასტრო კოდით №5----------- და შ--–-- ა-–------–---–ი საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა.

ამდენად, მხარეთა შორის დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან მოპასუხე ამ ქონების ერთადერთ მესაკუთრედ აღირიცხა. მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, მოპასუხის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის და უმადურობის გამოჩენის, აგრეთვე გამჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის საფუძვლით მოითხოვს. შესაბამისად, განსახილველი საქმე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმის, კერძოდ 529-530-ე მუხლთან მიმართებით უნდა გადაწყდეს.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს, ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს, მითითებული ნორმით, დასაჩუქრებულის მიერ მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დიდი უმადურობის გამოჩენა ან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება წარმოადგენს. აღნიშნული ნორმის მეორე ნაწილით კი, თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი მჩუქებლისგან ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ მიღების სანაცვლოდ დასაჩუქრებულს ზნეობრივი ქცევის ვალდებულებას აკისრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ზნეობრივ ფასეულობათა დაცვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებით ხდება, რასაც თან ახლავს სათანადო სამართლებრივი შედეგი – მჩუქებლისათვის გაჩუქებული ნივთის საკუთრებაში დაბრუნება.

ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა [...] „მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას, ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“ (იხ. სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი)

ამდენად, ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა. თუ რა სახის შეურაცხყოფაა პირისათვის მძიმე ან რას მიიჩნევს დიდ უმადურობად, ეს მოსარჩელის განსასაზღვრია და სასამართლოს მხრიდან შეფასების საგანია, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შ--–-- ა-–------–---–ის მხრიდან ი-----–--ა მ-----–---ის მიმართ.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.

სასამართლო განმარტავს, რომ გარდა სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლში მითითებული გარემოებებისა (მძიმე შეურაცხყოფა, დიდი უმადურობა) ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი შეიძლება ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ გამჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენა გახდეს.

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 526-ე და 530-ე მუხლებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე განმარტა შემდეგი [..] ,,მითითებული მუხლის მიზნებისათვის, ქონების გაჩუქების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქონება არის გამჩუქებლის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების საარსებო წყარო, ანუ, ამ ქონების მეშვეობით გამჩუქებელი შემოსავალს უნდა იღებდეს და გაჩუქების შემდეგ აღარ უნდა რჩებოდეს შემოსავლის სხვა წყარო, რომელიც მისი აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თავისთავად, არ გულისხმობს საარსებო წყაროს მოსპობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, თუ ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი, უხეშად რომ ითქვას, ქუჩაში რჩება, მას ხელშეკრულების გაუქმება შეუძლია, მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე და არა 526-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, ქონების გაჩუქების შემდეგ იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, 526-ე მუხლი კი, ეხება შემთხვევას, როდესაც, ქონების გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი შემოსავლის გარეშე რჩება, ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 530-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ გამჩუქებელს, 526-ე მუხლის საფუძველზე კი, გამჩუქებლის კმაყოფაზე მყოფ პირებსაც.“ (იხ. სუსგ №ას-257-247-2013, 2013 წლის 10 ივლისი)

სასამართლო ყურადღებას მხარეთა განმარტებაზე ამახვილებს, რომლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულების დადებით მოსარჩელისთვის ფაქტობრივი მდგომარეობა საცხოვრებელი სახლით სარგებლობასთან მიმართებით არ უნდა შეცვლილიყო და რომ ჩუქების დადების დროს არსებობდა შეთანხმება, რომ საქართველოში ჩამოსვლისას მათთან ერთად უნდა ეცხოვრა.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქებულს მოსთხოვოს გაჩუქებული, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. მითითებული ნორმა დასაშვებად თვლის ჩუქების გაუქმებას, შემდეგი ფაქტობრივი წანამძღვრების არსებობისას: ა) თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, მისი განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე; ბ) თუ რეალურად არსებობს გაჩუქებული ნივთი; და გ) თუ გაჩუქებულის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.

მოცემულ შემთხვევაში არსებობს გაჩუქებული ნივთი, მოსარჩელეს არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი სახლი ა-----აში, მოპასუხეს აქვს საცხოვრებელი სახლი ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ შ--------–აში.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შ--–-- ა-–------–---–ს უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100(ასი) ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ი-----–--ა მ-----–----- სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-----–--ა მ-----–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. გაუქმდეს 2014 წლის 30 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება ი-----–--ა მ-----–---ისა და შ--–-- ა-–------–---–ს შორის უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ა-----აში, ე-----ე ნ----–---–-ს ქ. №2--ში, საკადასტრო კოდით №5----------- და აღსდგეს მასზე ი-----–--ა მ-----–----- საკუთრების უფლება.

2. მოპასუხე შ--–-- ა-–------–---–ს დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100(ასი) ლარის ანაზღაურება, მოსარჩელე ი-----–--ა მ-----–---ის სასარგებლოდ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარინე ცერცვაძე