გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.02.2018
საქმის ნომერი
020310017002120783
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020310017002120-83 (3/204-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - ეკა---------–------ია

წარმომადგენელი - ას-----------ია

 

მოპასუხეები: სა---------–-----------–------------------------–-–------------------------------------------------------------------–-----------------------------------------–-----------–------------------------–-–-------------------------------------------

წარმომადგენელი - გო--------------ია

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

 

აღწ----ლობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.საქ--------–-----------–------------------------–-–------------------------------------------------------------------–--------------ის სამსახურის 28.0-.2--- წლის №02---------8 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.2.საქარ-----–-----------–------------------------–-–-----------------------თარების სააგენტოს 0-.09.2--- წლის №0-------0/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.3.საქ--------–-----------–------------------------–-–------------------------------------------------------------------–--------------ის სამსახურისათვის ე--------------------- დაბადების სააქტო ჩა--–---–-----------------------ს 1----/1--- წლით შესწორების შეტანის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება საქმეში არ არის

 

3.2.1.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.ეკა---------–------ია დაიბადა 1--- წლის 1-----------ს ქ. ზუგდიდში, სოფელი რ------ მისი მშობლები იყვნენ: მამა - ჭი------–------ია და დედა - მარ----–------ია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-განცხადება პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ (ს.ფ. 105);

-საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (ს.ფ. 10);

-პროფკავშირული ბილეთი (ს.ფ. 12);

-საქართველოს პრეზიდენტის 23.08.2--- წლის №7-- ბრძანებულება (ს.ფ. 104);

-სამ------–---------------–--------ის 04.09.2--- წლის №3------68 წ----ლი და საკომლო ჩანაწ---- (ს.ფ. 146, 178);

-ექსპერტის დასკვნა №0-------7 და ფოტოილუსტრაცია (ს.ფ. 78-80);

-დაბადების სააქტო ჩანაწ---- (ს.ფ. 205);

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 23.01.2----–-–--------------–--------------------

 

3.2.2.სამ------–---------------–--------ის 04.09.2--- წლის №3------68 წ----ლის და საკომლო ჩანაწ----ს თანახმად, სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცული ზუ-----------------ს სოფელ რ----- სასოფლო საბჭოს 1----1953 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ირიცხება ჭიჭ------------რეს ძე ცი-----ია და მასთან ერთად კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან მეუღლე მარ----–------ია და შვილები, მათ შორის, 1--- წელს დაბადებული გუ-–----ი ცი-----ია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სამ------–---------------–--------ის 04.09.2--- წლის №3------68 წ----ლი და საკომლო ჩანაწ---- (ს.ფ. 146, 178);

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 23.01.2----–-–--------------–--------------------

 

3.2.3.მოსარჩელის ზედმეტსახელია ,,გუ-–----ი’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-25.0-.2--- წლის ოქმი (ს.ფ. 108);

-სამ------–---------------–--------ის 04.09.2--- წლის №3------68 წ----ლი და საკომლო ჩანაწ---- (ს.ფ. 146, 178);

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 23.01.2----–-–--------------–--------------------

 

3.2.4.დადგენილია, რომ მოსარჩელეს დაბადების სააქტო ჩანაწერში დაშვებულია უზუსტობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ჩანაწერში ნაცვლად ე--------------------- ნამდვილი დაბადების თარიღისა - ,,1--- წელი’’, მიეთითა თარიღი - ,,---- წელი’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-განცხადება პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ (ს.ფ. 105);

-საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (ს.ფ. 10);

-პროფკავშირული ბილეთი (ს.ფ. 12);

-საქართველოს პრეზიდენტის 23.08.2--- წლის №7-- ბრძანებულება (ს.ფ. 104);

-სამ------–---------------–--------ის 04.09.2--- წლის №3------68 წ----ლი და საკომლო ჩანაწ---- (ს.ფ. 146, 178);

-ექსპერტის დასკვნა №0-------7 და ფოტოილუსტრაცია (ს.ფ. 78-80);

-დაბადების სააქტო ჩანაწ---- (ს.ფ. 205);

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 23.01.2----–-–--------------–--------------------

 

3.2.5.მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე 03.0-.2--- წელს სსგს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაიცა №2---------- დაბადების მოწმობა, რომელშიც ეკატერინე ცი-----იას დაბადების თარიღად მითითებულ იქნა 1-----------ს, 19-- წელი, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე და დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანის მოთხოვნით მიმართა ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა სააქტო ჩანაწერში 19-- წლის 1--- წლით შესწორება.

 

28.0-.2--- წელს №02---------8 გადაწყვეტილებით ე--------------------- უარი ეთქვა დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანაზე იმ მიზეზით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი და ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მოძიებული დოკუმენტების საფუძველზე უტყუარად არ დასტურდება ე--------------------- 1--- წელს დაბადების ფაქტი. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ საქმეში განხილული არქივის წ----ლის მიხედვით, 1----53 წწ. კომლის ჩანაწერების თანახმად, მოსარჩელე დაბადებულია 19-- წელს და რომ დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის თაბადების თარიღი ფიქსირდება ყოველგვარი გადასწორების გარეშე, პირვენდელი სახით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-დაბადების სააქტო ჩანაწ---- (ს.ფ. 205);

-დაბადების მოწმობა (ს.ფ. 101);

-განცხადება (ს.ფ. 177);

-20.0-.2--- წლის ცნობა (ს.ფ. 166-169);

-გასაჩივრებული გადაწყვეტილება (ს.ფ. 21);

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება (იხ. 23.01.2----–-–--------------–--------------------

 

3.2.6.მოსარჩელემ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2--- წლის 08 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრითა გაასაჩივრა საქარ-----–-----------–------------------------–-–-----------------------თარების სააგენტოში გაასაჩივრა სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 28.0-.2--- წელს №02---------8 გადაწყვეტილება.

 

სააგენტოს 2--- წლის 0- სექტემბრის №0-------0/გ გადაწყვეტილებით ე--------------------- უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 127);

-გასაჩივრებული გადაწყვეტილება (ს.ფ. 17);

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება (იხ. 23.01.2----–-–--------------–--------------------

 

3.2.7.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ უზრუნველყო მისი დაბადების თარიღის კანონიერ მონაცემად 1--- წლის მიჩნევის თაობაზე სარჩელში და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც ნიშნავს იმას, რომ გასაჩივრებული აქტები, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს დაბადების სააქტო ჩა--–---–-----------------------ს შესწორებაზე, ეწინააღმდეგება კანონს, რამდენადაც აღნიშნულ პირობებში, ისინი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოცემულია საქმის სათანადოდ გამოკვლევის გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-განცხადება პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ (ს.ფ. 105);

-საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (ს.ფ. 10);

-პროფკავშირული ბილეთი (ს.ფ. 12);

-საქართველოს პრეზიდენტის 23.08.2--- წლის №7-- ბრძანებულება (ს.ფ. 104);

-სამ------–---------------–--------ის 04.09.2--- წლის №3------68 წ----ლი და საკომლო ჩანაწ---- (ს.ფ. 146, 178);

-ექსპერტის დასკვნა №0-------7 და ფოტოილუსტრაცია (ს.ფ. 78-80);

-დაბადების სააქტო ჩანაწ---- (ს.ფ. 205);

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 23.01.2----–-–--------------–--------------------

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

5.ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი’’.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი სახეა დაბადება. იმავე მუხლის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტების თანახმად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია ხორციელდება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით და გაიცემა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა, რაც წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწ----ს საფუძველზე გაცემული დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას.

 

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ერთ-ერთ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. კერძოდ, მის უფლებამოსილებას განეკუთვნება პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტის დადგენა, აგრეთვე სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა. ამასთან, შესწორება ნიშნავს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლას.

 

თუ აღნიშნულ სამართლებრივ მსჯელობას გადავიტანთ სადავო ფაქტობრივი გარემოებების სივრცეში, ნათელი გახდება, რომ წინამდებარე სარჩელით დასადგენ გარემოებას წარმოადგენს დაშვებულ იქნა თუ არა უზუსტობა მოსარჩელის სახელზე შედგენილ №1-- დაბადების აქტის ჩანაწერში, როდესაც მასში ე--------------------- დაბადების თარიღად მიეთითა 19-- წელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ზუსტი მონაცემების მითითება ემსახურება როგორ იმ პირის ინტერესებს, რომლის შესახებაცაა გაკეთებული ჩანაწ----, ისე ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკის მიზანს, ხელი შეუწყოს რეალურ მონაცემებზე აგებული სამართლებრივი ურთიერთობის განვითარებას და სტაბილურობას.

 

შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ წარსულში არც თუ ისე იშვიათი იყო დოკუმენტებში პირის პერსონალური მონაცემების მცდარად წარმოჩინების შემთხვევები. სწორედ ამან განაპირობა საქართველოს კანონმდებლობაში, კონკრეტულად კი სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონში სათანადო ორგანოს მიერ აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის ინსტიტუტის დანერგვა.

 

მოსარჩელე თავისი დაბადების აქტის ჩანაწერში არასწორად მიიჩნევს დაბადების თარიღად 19-- წლის მითითებას და თვლის, რომ მისი დაბადების შესახებ ნამდვილი, კანონიერი მონაცემია 1--- წელი, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე გამომდინარე იქედან, რომ მისი მოსაზრებით აღნიშნულ თარიღში მოსარჩელის დაბადების ფაქტი უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა საგამონაკლისოდ ადგენს მტკიცების ტვირთის განსხვავებულ სტანდარტს, რასაც ცხადყოფს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. კანონმდებლის მიერ მითითებული შინაარსით დებულების რეგლამენტაცია განპირობებულია იმით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს მაღალი პასუხისმგებლობა სტანდარტის ვალდებულება, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

ამ კუთხით კი სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

თავდაპირველად ყურადსაღებია, რომ მოპასუხე მხარემ დაბადების აქტის ჩანაწერში შესწორების შესახებ მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე ხელშემშლელ ფაქტორად სასამართლოს მიუთითა საკომლო ჩანაწერების შეუსაბამობაზე, სახელდობრ, მასზედ, რომ სამ------–---------------–--------ის მიერ 04.09.2--- წელს და 20.0-.2--- წელს გაცემული ცნობების შესაბამისად აღნიშნული საკომლო ჩანაწერების მიხედვით, მოქალაქის დაბადების თარიღად ფიქსირდება როგორც 1--- წელი, ისე 19-- წელი, თუმცა სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე მხარეს მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ №1-- დაბადების აქტის ჩანაწ----ს თანახმად, მოსარჩლე დაბადებულია ზუ-----------------ს სოფელ რ----- და რომ ამ სოფლის შესახებ საკომლო ჩანაწერების მონაცემებით მისი დაბადების თარიღია სწორედ 1--- წელი. რაც შეეხება მეორე, სამ------–---------------–--------ის 20.0-.2--- წლის ცნობის შესაბამისად გაცემულ საკომლო ჩანაწერს, რომელსაც დაეყრდნო გასაჩივრებული გადაწყვეტილებები, იგი ეხება წალ-----------------ს სოფელ ეწ----ს კომლს ანუ სხვა ტერიტორიული ერთეულის მონაცემებს. შესაბამისად, ასეთი ჩანაწ---- წინააღმდეგობაში მოდის მოსარჩელის №1-- დაბადების აქტის ჩანაწერთან და მისი გაზიარება გაუმართლებელია. ამრიგად, საკომლო ჩანაწერების შეუსაბამობა გავლენას ვერ მოახდენს იმ ფაქტზე, რომ სამ------–---------------–--------ის მიერ 04.09.2--- წელს გაცემული ცნობის თანახმად, მოსარჩელის დაბადების თარიღად მიჩნეულ იქნეს 1--- წელი.

 

გასაჩივრებული აქტებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის შემდეგი არგუმენტია ის, რომ ე--------------------- დაბადების აქტის ჩანაწერში მისი დაბადების თარიღი ფიქსირდება ყოველგვარი გადასწორების გარეშე, პირვანდელი სახით, რაც სასამართლოს მოსაზრებით სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაბადების აქტის ჩანაწერში უზუსტობა არ არის, რასაც ცხადყოფს სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის დებულება, რომლითაც პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. ამდენად, შესაძლებელია აქტი შევსებული იყოს დადგენილი ფორმის დაცვით, თუმცა იგი არ შეიცავდეს მოქალაქის ნამდვილ მონაცემს, რაც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით.

 

მართალია, რომ აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნით სარჩელის აღძვრისას, მოპასუხის მხრიდან აქტის მართლზომიერების დადასტურებამდე მოსარჩელე გარკვეულწილად გათავისუფლებულია მტკიცების ტვირთისაგან, თუმცა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ანიჭებს მას უფლებას საქმის განხილვის დროს წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები. სწორედ ამ უფლებამოსილების ფარგლებში მოსარჩელის შუამდგომლობით სასამართლოს სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები, კერძოდ, და - ნა----------–ია, თანაკლესელი - რო-–----------ია, ნათესავები - ზა------------–---–ია და ნათ--–-----------–ია, რომლებმაც დაადასტურეს სარჩელში მითითებული და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არსებითი გარემოებები. კერძოდ, მათი ჩვენებით ირკვევა, რომ მოსარჩელე დაბადებულია არა 19-- წელს, არამედ 1--- წელს. აქვე ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მოწმეთა ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გამოვლენილა, რამდენადაც ყველა მოწმის ჩვენება დავის ძირითად საკითხზე - თაბადების თარიღთან დაკავშირებით თანხვედრაშია, დადასტურებულია, რომ მოწმის სახით დაკითხული პირები არიან მოსარჩელის ახლობლები, რომლებთანაც ე--------------------- ჰქონდა სისტემატიური ურთიერთობა. აღნიშნული გარემოებები კი, მოწმეთა ჩვენებას იმის შესახებ, რომ მათ იციან ეკა---------–------ისას 1--- წელს დაბადების ფაქტის თაობაზე, ანიჭებს დამაჯერებელობის ხასიათი.

 

გასაჩივრებული აქტების დასაბუთებულობას გამორიცხავს ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი №0-------7 ექსპერტის დასკვნა. ამ დოკუმენტის, ასევე მოწმეების ნა------–---–--სა და ნათ--–-----------–იას მიერ მიცემულ ჩვენებების ერთობლივი შეფასებით დადგენილია, რომ ფოტოსურათი, რომელზედაც დაფიქსირებულია მოსარჩელე მშობლებთან და დასთან ერთად, გადაღებულია 19-- წელს. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მსჯელობას მასზედ, რომ სურათზე ასახული, დედის კალთაში მჯდომი მოსარჩელე ეკა---------–------ია გარეგნილად ნამდვილად არ ჰგავს 19-- წელს დაბადებულს, რამეთუ სურათზე მოსარჩელეს ჩვილი ბავშვის იერი არა აქვს, რაც ასევე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეკა---------–------ია დაბადებულია არა 19-- წელს, არამედ უფრო ადრე - 1--- წელს.

 

და ბოლოს, 1--- წელს მოსარჩელის დაბადება დგინდება პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ განცხადებით, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით, პროფკავშირული ბილეთით და საქართველოს პრეზიდენტის 23.08.2--- წლის №7-- ბრძანებულებით. აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ მითითებული დოკუმენტაცია, რომლებშიც მოსარჩელის დაბადების თარიღად დაფიქსირებულია 1--- წელი, საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელემ მიიღო ყოველგვარი წინაღობის გარეშე. აქვე უნდა ითქვას, რომ პირადობის მოწმობა გაცემულია თავად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შესაბამისად ეს გარემოებები ზემოთ მითითებულ გარემოებებთან ერთობლიობაში ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან აღიარებულია ფაქტი მოსარჩელის 1--- წელს დაბადების შესახებ და რომ ამ ფაქტს 2--- წლამდე ხელი არ შეუშლია მოსარჩელსათვის სამართლებრივ ურთიერთობებში გამოსვლისას, ასევე აღნიშნული ფაქტით არც სახელმწიფო ინტერესები იქნა დაზიანებული.

 

6.3.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აქვე ყურადსაღებია, რომ ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ზეპირი განხილვის შედეგად, სასამართლო მიდის იმ დასკვნამდე, რომ №1-- დაბადების აქტის ჩანაწერში მოსარჩელის 19-- წელს დაბადების შესახებ მონაცემი მცდარია ანუ ჩა--–---–----------------------- უზუსტოა, რადგან უტყუარად დგინდება, რომ მოსარჩელე ეკა---------–------ია დაბადებულია 1--- წელს. ეს ფაქტი კი არის ერთადერთი, შემდეგი რეზულტატის საფუძველი: მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სათანადოდ არ იქნა შესწავლილი დავის ფაქტობრივი გარემეობები და მოპოვებული მტკიცებულებები, რამაც გამოიწვია მოსარჩელისათვის დაუსაბუთებლად დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორებაზე უარის თქმა. ამდენად, სახეზეა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოების მხრიდან სზაკ-ის 96-ე მუხლის დარღვევით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, რის შედეგად მიღებულია კანონსაწინააღმდეგო ანუ ბათილი აქტები, რამეთუ ადმინისტრაციული ორგანოებს არ შეუსრულებიათ მითითებული მატერიალური ნორმით რეგლამენტირებული ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლიათ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღოთ ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული ნორმა ცალსახად დაუშვებლად მიიჩნევს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესაძლებლობას ისე, რომ მას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მსგავსი შინაარსისაა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი’’-ს 58-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს შესწორებაზე უარის თქმის შესახებ უნდა მიეღო მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

 

6.4.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით; თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2--- წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი’’-ს 59-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერში შესწორების, ცვლილების და/ან დამატების შეტანას ახორციელებს გადაწყვეტილების მიმღები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო, ხოლო მატერიალური ფორმით დაცულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ტერიტორიული სამსახური, შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწ----ს შენახვის ადგილის მიხედვით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც გასაჩივრებული აქტები ეწინააღმდეგება კანონს, ხოლო მოსარჩელის დაბადების თარიღია არა 19-- წელი, როგორც ეს დაბადების აქტშია აღნიშნული, არამედ - 1--- წელი, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, კერძოდ, საქ--------–-----------–------------------------–-–------------------------------------------------------------------–--------------ის სამსახურს უნდა დაევალოს, რომ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე--------------------- დაბადების სააქტო ჩა--–---–-----------------------ს 1----/1--- წლით შესწორების შეტანის თაობაზე.

 

6.5.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1.დადგენილია, რომ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი. სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე და 53-ე მუხლებისა, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე-23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ე--------------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი საქ--------–-----------–------------------------–-–------------------------------------------------------------------–--------------ის სამსახურის 28.0-.2--- წლის №02---------8 გადაწყვეტილება;

 

1.2.ბათილად იქნეს ცნობილი საქარ-----–-----------–------------------------–-–-----------------------თარების სააგენტოს 0-.09.2--- წლის №0-------0/გ გადაწყვეტილება;

 

1.3.საქ--------–-----------–------------------------–-–------------------------------------------------------------------–--------------ის სამსახურს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე--------------------- დაბადების სააქტო ჩა--–---–-----------------------ს 1----/1--- წლით შესწორების შეტანის თაობაზე;

 

2.მოპასუხეების მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).

 

მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა