განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2018
საქმის ნომერი
020100118002267565
დავის ტიპი
344 2 ა
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020100118002267565(1/27-18)

განაჩენი

საქართველოს სახელით

20 თებერვალი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას

 

ბრალდების მხარე: პროკურორი-დი---------------ს

ადვოკატ -ნი----------ს

ბრალდებულების- ოქ---------------- და ხა---–------------ს

თარჯიმან -ლი------------

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: ოქ---------------- მიმართ

მამის სახელი: ჰი--------

დაბადებული: 0-.0-.1--7 წელს

აზ-----------ს მოქალაქე

საშუალო -ტექნიკური განათლების მქონე

დაოჯახებული

მისამართი: აზ----------------------–-------------------------------------------------------

რეგისტრირებული: აზ----------------------–--------------------------------------------------------

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.

 

2.ბრალდებული: ხა---–------------ს მიმართ

მამის სახელი: ალ-----------

დაბადებული: 1-.0-.1--- წელს

აზ-----------ს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

დაოჯახებული

მისამართი: აზ----------------------–-----------–-----------------------–----------–ი

რეგისტრირებული: აზ----------------------–-----------–-----------------------–----------–ი

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ოქ---------------- მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოქ--------------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ჯგუფურად.

 

აზ----------------------–---ს მოქალაქე ოქ---------------, 2017 წლის 7 დეკემბერს, სა---------–-----------------ს სახელმწიფო საზღვარზე არსებული ”წი----–-------ს” სასაზღვრო -გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სათანადო ნებართვის გარეშე, აზ-----------ს რესპუბლიკის მოქალაქე ხა---–-----------თან ერთად, ჯგუფურად უკანონოდ შემოვიდა საქართველოში, კერძოდ მა-------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ კი------------–--ს ტერიტორიაზე.

 

ხა---–------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ხა---–-----------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ჯგუფურად.

 

აზ----------------------–---ს მოქალაქე ხა---–------------, 2017 წლის 07 დეკემბერს, სა---------–-----------------ს სახელმწიფო საზღვარზე არსებული ”წი----–-------ს” სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სათანადო ნებართვის გარეშე, აზ-----------ს რესპუბლიკის მოქალაქე ოქ--------------თან ერთად, ჯგუფურად უკანონოდ შემოვიდა საქართველოში, კერძოდ მა-------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ კი------------–--ს ტერიტორიაზე.

 

2018 წლის 20 თებერვალს არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდა ბრალდებულების ჩვენებისა, მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (0-.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).

 

ოქ---------------- და ხა---–------------ს მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე გამოკვლეული და პრეიუდიციული ძალის მქონე, ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარი და რელევანტური მტკიცებულებებით.

 

ბრალდებულმა ოქ--------------მა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შერაცხულ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2017 წლის 7 დეკემბერს ქალაქ ყა-----დან ჩამოვიდა საქართველოში, მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა მარტო, სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით და ტაქსით წავიდა ქალაქ თბ--–--ში, მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო ბიზნეს საქმიანობა და დაუკავშირდა მეგობრებს. იმავე დღეს, საღამოს დაურეკა ნაცნობმა ხა---–-----------მა და ერთმანეთს შეხვდნენ ორ------–-ში, რესტორანში. მოისურვეს სვანეთის დათვალიერება და მეგობრებთან ერთად წამოვიდნენ მე-----ში, სადაც პოლიციის მუშაკებმა დააკავეს. მას გაცნობიერებული აქვს, რომ უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მაგრამ ის საქართველოში ხა---–-----------თან ერთად არ ჩამოსულა.

 

ბრალდებულმა ხა---–-----------მა თავი დამნაშავედ ცნო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში და განმარტა, რომ ბა------ნ ჩამოვიდა საქართველოში. ფეხით, შემოვლითი გზით გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და მიკროავტობუსით ჩამოვიდა თბ--–--ში, დაურეკა ოქ--------------ს და ერთმანეთს შეხვდნენ კაფეში, მივიდნენ ოქ----ს მეგობრებთან, სადაც ცხრა დღე დაყვეს და შემდეგ, როგორც სტუმარი წაიყვანეს მე-----ში. ის ოქ--------------თან ერთად არ ჩამოსულა საქართველოში, რის გამოც ჯგუფურად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში თავს არ ცნობს დამნაშავედ.

 

2018 წლის 18 თე------–-ს ოქმით ოქ---------------- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შესახებ. (სფ:26-33/

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 დე-------ს განჩინებით ოქ---------------- მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების-პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის თაობაზე. (სფ:87-89)

 

2018 წლის 18 თე------–-ს ოქმით ხა---–------------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შესახებ. (სფ:26-33/

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 დე-------ს განჩინებით ხა---–------------ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების-პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის თაობაზე. (სფ:83-85)

 

საქართველოს შსს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 19 დე-------ს MI------------4 მომართვით (სფ 95)

 

ინფორმაციით საზღვრის კვეთის შესახებ (სფ: 96)

 

საქართველოს შსს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის 2017 წლის 19 დე-------ს N MI--------------0 მომართვით (სფ:97)

 

მოწმეების ლე------------------------------–------–-----------–---–--------–----------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულებმა ოქ--------------მა და ხა---–-----------მა თავი დამნაშავედ ცნეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში და განმარტეს, რომ ქვეყნის საზღვარი ერთდროულად არ გადმოუკვეთიათ და საქართველოში ჩამოვიდნენ სხვადასხვა დროს და შემდეგ შეხვდნენ თბ--–--ში, ხოლო ბრალდების მხარის მიერ ოქ---------------- და ხა---–------------ს ჩვენებების გასაბათილებლად და მათ მიერ საქართველოს სახელმწიფიო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და მხოლოდ ის გარემოება, რომ ხა---–-----------მა აზ--------------–ის გარდა სხვა ენა არ იცის და მას ჰქონდა კომუნიკაციის პრობლემა, რის გამოც ოქ--------------თან ერთად შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, არის ბრალდების მხარის ვარაუდი, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს წარმოდგენილი კვალიფიკაციით მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნებით და ძირითადი პრინციპებით:

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამეტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-40-ე მუხლის მესამე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების (საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) 44-ე პუნქტის თანახმად საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ოქ---------------- და ხა---–------------ს ქმედებას უნდა მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაჭრაში, რაც შეიძლება განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალებით, საჰაერო ხომალდით, ცურვით, ფეხით და ა.შ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა შესაძლებელია როგორც საქართველოდან გასვლით, ისე შემოსვლით სათანადო დოკუმენტების და ნებართვის გარეშე ან არასათანადო ადგილას. აღნიშნული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია და მის ობიექტს ასევე წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დე-------ს მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციით და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

 

ბრალდებულები ოქ--------------- და ხა---–------------ დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდნენ პირდაპირი განზრახვით, მათ გაცნობიერებული ჰქონდათ ქმედების მართლწინააღმდეგობა და ხასიათი და სურდათ საზღვრის კვეთის დადგენილი წესის დარღვევით საქართველოში შემოსვლა.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)

 

ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ოქ--------------მა და ხა---–-----------მა ჩაიდინეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მათ უნდა დაედოთ მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ოქ--------------ს და ხა---–-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ოქ--------------ს და ხა---–-----------ს უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ოქ--------------ს და ხა---–-----------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, მათ პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად.

 

ნივთიერი მტკიცებულება, ოქ---------------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ”IPHONE”-ს ფირმის ”IPHONE” 4-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ოქ---------------- ოჯახს.

 

ნივთიერი მტკიცებულება, ხა---–------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, პირადობის მოწმობა №AB-------0 და მართვის მოწმობა AZ---------3 გაცემული ხა---–--------------ს სახელზე. მწვანე ფერის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ხა---–------------ს ოჯახს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ოქ---------------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

2. ცნობილი იქნას დამნაშავედ ოქ--------------- საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

3. ოქ--------------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 18 დე-------ს 00:33 საათიდან.

 

4. ოქ---------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

5. ხა--–-----------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

6.ცნობილი იქნას დამნაშავედ ხა---–------------ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

7. ხა---–-----------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 18 დე-------ს 00:33 საათიდან.

 

8. ხა---–------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

9.ნივთიერი მტკიცებულება, ოქ---------------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ”IPHONE”-ს ფირმის ” IPHONE ” 4-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ოქ---------------- ოჯახს.

 

10.ნივთიერი მტკიცებულება, ხა---–------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, პირადობის მოწმობა №AB-------0 და მართვის მოწმობა AZ---------3 გაცემული ხა---–--------------ს სახელზე, მწვანე ფერის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ხა---–------------ს ოჯახს.

 

11.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

12.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი გრ. ქობალიას ქუჩა №12)

 

მოსამართლე: ნატრული აკობია