გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.01.2018
საქმის ნომერი
090310017002046035
კატეგორია
დავის ტიპი
აღიარებით სარჩელთან დაკავშირებით
თარიღი
17.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №(3/27–20-7) 0-03100-70--046035

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17.0-. 20-8 წელი ქ.ამბროლაური

 

შესავალი ნაწილი

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი ქ------- არჩვაძე

 

მოსარჩელე - სსი--–--------–---------------ი

წარმომადგენელი - შ----- კ-----–--–---–-

 

მოპასუხე - შპს,,მ-----------’’ ( ს/კ 2--------);

წარმომადგენელი– დ-------- გ----–---

 

მოპასუხე – შპს ,,მ–------–-’’ (ს/კ 4--------);

 

მოპასუხე – ლ---- ს------–--- (პ/ნ 0----------);

წარმომადგენელი– დ-------- გ----–---

 

მოპასუხე – გ------- ს------–--- (პ/ნ 0----------);

წარმომადგენელი – რ---- გ--–-–---–-

 

მოპასუხე – რ----- მ---–---–- (პ/ნ 0----------),წარმომადგენელი – რ---- გ--–-–---–-

 

მოპასუხე – ლ--–- კ-------- (პ/ნ 0----------),წარმომადგენელი – რ---- გ--–-–---–-

 

მოპასუხე – ხ------- გ------ (პ/ნ 0----------),წარმომადგენელი – რ---- გ--–-–---–-

 

მოპასუხე – ლ-–- მ----–---–- (პ/ნ 0----------)

წარმომადგენელი – რ---- გ--–-–---–-

 

მოპასუხე – გ-------– ბ-----–---–- (პ/ნ 5----------)

წარმომადგენელი – რ---- გ--–-–---–-

 

მოპასუხე – ნ-------- მ---–---–- (პ/ნ 1----------)

წარმომადგენელი – ქ------- ბ-----–---–-

 

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. შპს,,მ-----------’’( ს/კ 2--------); შპს ,,მ–------–-’’ (ს/კ 4--------); ლ---- ს------–--- (პ/ნ 0----------); გ------- ს------–--- (პ/ნ 0----------); ნ-------- მ---–---–- (პ/ნ 1----------), რ----- მ---–---–-(პ/ნ 0----------), ლ--–- კ-------- (პ/ნ 0----------), ხ------- გ------ (პ/ნ 0----------), ლ-–- მ----–---–- (პ/ნ 0----------), გ-------– ბ-----–---–- (პ/ნ 5----------) სასამართლომ აღიაროს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

მოსარჩელის განმარტებით, შემ------–---------------ის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, შპს ,,მ-----------’’–ს ერიცხება აღიარებული საგადასახდო დავალიანება 12600---84 ლარის ოდენობით.

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, შპს ,,მ-----------’’ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2--- წლის 10----------ს, რომლის დირექტორი და 100% წილის მფლობელია ლ---- ს------–---. საქმიანობის სფერო სამშენებლო სარემონტო (კეთილმოწყობის) სამუშაოები. შპს ,,მ-----------’’–ის საგადასახდო დავალიანება წარმოშობილია დეკლარაციების და საგადასახდო შემოწმების საფუძველზე. 2006 –20-2 წლებში რეგისტრირებულია საგადასახდო გირავნობის /იპოთეკის უფლება. 2----–-–-------------ოს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ, გამოიცა N------- ბრძანება შპს ,,მ------2---’’ –ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებულია, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შპს ,,მ-----------’’ –ს საკუთრებაში ერიცხება ოთხი ერთეული სატრანსპორტო საშუალება, მათგან დირექტორის წარმომადგენლის გ------- ს------–--ის მიერ, წარმოდგენილი იქნა 3 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, მობილური ქვის სამსხვრევი დანადგარი R-------------------------------- რომელიც შეფასდა 23020- ლარად, სპეციალიზებული A--------------------------------- და ექსკავატორი ბორბლიანი K--------------------------------- ყადაღადადებულია და გადაცემულია შეფასებაზე, ხოლო მერსედეს ბენცი, სა------------ გადაცემულია ძებნა – დაკავებაზე.

 

2----–-–---------–--- რეგისტრირდება შპს ,,მ–------–-’’ რომლის ერთ – ერთი დირექტორი და 50% წილის მფლობელია ნ-------- მ---–---–---ნ ერთად, გ------- ს------–--- ლ---- ს------–--ის შვილი. საქმიანობის სფერო – სამშენებლო სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ 20-1 წლიდან, შპს ,,მ-----------’’–ი მის საკუთრებაში არსებულ ქონებას იჯარით გადასცემდა შ------–------–-’’, რომელზეც გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურები ჯამში – 12190-3 ლარის. ამ პერიოდის განმავლობაში, შპს ,,მ–------–-’’ იღებდა ჩათვლას, ხოლო შპს ,,მ-----------’’ –ს მიღებულ შემოსავალზე გადასახადები ბიუჯეტში არ გადაუხდია, შპს ,,მ–------–-’’– ს რეგისტრაციის შემდეგ, ფაქტობრივად შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა. ა-------–------------------–--------------–---------–-–----- აგვისტოს განჩინებით, ნ-------- მ---–---–-- სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული, საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონება გაასხვისა და გადასცა შვილს – რ----- მ---–---–-, სიდედრს – ლ--–- კ--------ს, მეუღლეს –ხ------- გ------ს, ლ-–- მ----–---–- და გ-------– ბ-----–---–ს, რის გამოც, შეუძლებელი გახდა აღნიშნული განჩინების აღსრულება, გასხვისებული ქონების ნაწილში.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემ------–---------------ის მიერ განხორციელებული გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს დავალიანების დაფარვას, რის გამოც, ითხოვს შპს ,,მ-----------’’– ის, შპს ,,მ–------–-’’–ს, ლ---- ს------–--ის, გ------- ს------–--ის, ნ-------- მ---–---–-ს, რ----- მ---–---–-ს, ლ--–- კ-------------------------------–--------------------------------------------------------------–----------- პირებად ცნობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - შპს ,,მ–------–-“-ს დირექტორებმა გ------- ს------–---მ, ნ-------- მ---–---–-- და მისმა წარმომადგენელებმა შესაგებლებითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით, სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს , რომ შპს ,,მ-----------’’– მა შ------–------–-’’ სადავო პერიოდში გაუწია 12190-3 ლარის მომსახურება, რომლის ნაწილი შპს ,,მ–------–-ს’’ მიერ, შპს ,,მ----------- ‘’ –სათვის ანაზღაურებული იქნა. შ------–------–-’’ შპს ,, მ------სათვის’’ საქონლის მიწოდება, ან/და მომსახურების გაწევა არ განუხორციელებია. შპს მ-----------’’ –სა და გ------- ს------–---ს შორის რაიმე სახის პირდაპირი კავშირი არ ყოფილა, რაც შეეხება, შ-------–------–--ან’’ გ------- ს------–--ის ურთიერთობას, აღნიშნული შემოიფარგლება 20-6 წლის 1-----------დან – შპს,, მ–------––ი’’ 50 % – იანი წილის ფლობით. საქონლის/ მომსახურების მიწოდებას, რაიმე სახის ანაზღაურება/ კომპენსაციას ან/და დივიდენდის მიღებას ადგილი არ ჰქონია, ზემოთაღნიშნული გარემოებები ნათლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ცრუმაგიერი ფლობელობის არსებობის თეორიული შესაძლებლობაც კი, შპს ,, მ-----------’’–ს, შპს ,, მ–------–-- და გ------- ს------–--ის შორის არ არის მოცემული. ასევე, შპს ,,მ------2--- ‘’ სა და ნ-------- მ---–---–- შორის, რაიმე სახის პირდაპირი კავშირი, არ ყოფილა. (საქონლის/ მომსახურების მიწოდების, რაიმე სახის ანაზღაურება/ კომპენსაციის მიღების), რაც შეეხება, შპს,, მ–------–-----’ ნ-------- მ---–---–-ს ურთიერთობას, აღნიშნული შემოიფარგლება 20-6 წლის 1-----------დან – შპს,, მ–------––ი’’ 50%–იანი წილის ფლობით, საქონლის მიწოდებას, რაიმე სახის ანაზღაურება/ კომპენსაციას, ან/დივიდენდის მიღებას ადგილი არ ჰქონია. შპს ,,მ-----------’’– მა შ------–------–-’’ სადავო პერიოდში გაუწია 12190-3 ლარის მომსახურება, რომლის ნაწილი შპს ,,მ–------–-ს’’ მიერ, შპს ,,მ----------- ‘’ –სათვის ანაზღაურებული იქნა. შ------–------–-’’ შპს ,, მ------სათვის’’ საქონლის მიწოდება, ან/ და მომსახურების გაწევა არ განუხორციელებია.

 

2.2 მოპასუხე ლ---- ს------–---მ და მისმა წარმომადგენელმა შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით, სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ შპს ,,მ-----------’’ –სა და ლ---- ს------–---ს შორის იმგვარი კავშირი, რაც შეუძლებელს გახდიდა შპს ,,მ-----------’’– სა და ლ---- ს------–--ის ქონებების ერთმანეთისაგან განსხვავებას, არ განხორციელებულა. ლ---- ს------–--- ხელფასის დარიცხვის უწყების საფუძველზე, შპს ,,მ-----------’’ –ისაგან იღებდა ხელფასს, ხოლო პარტნიორთა კრების ოქმების საფუძველზე, დივიდენდს, ისევე, როგორც ამას აკეთებენ საზოგადოების პარტნიორები. აღნიშნული ქმედებები კი, შპს ,,მ-----------’’– ისა და ლ---- ს------–--ის ქონებების განსხვავების შეუძლებლობას არ წარმოშობს. შპს მერანს’’ რაიმე სახის საქონელი ლ---- ს------–--ისათვის არ მიუწოდებია.

 

2.3. მოპასუხეების გ-------– ბ-----–---–-ს, ლ-–- მ----–---–-ს, ხ------- გ-------, რ----- მ---–---–-ს, ლ--–----------ის წარმომადგენელმა - რ---- გ--–-–---–მა სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიდგომა იმის შესახებ, რომ ვინაიდან გ------- ს------–--- და ლ---- ს------–--- არიან მამა – შვილი, ამის გამო, ცრუმაგიერად უნდა იქნან ცნობილი– არასწორია. მათ არანაირი წინასწარი განზრახვა არ ჰქონიათ, ქონების გასხვისებისა. არსებობს დოკუმენტები, რომ არაერთი ტექნიკა იყო დაყადაღებული მთელი რვა წლის განმავლობაში და რატომ არ მოახდინა რეალიზაცია შემ------–---------------მა. 20-1 წლიდან გასულია 6–7 წელი და დავალიანება შესაბამისად გაიზარდა. სამართლებრივად სხვა ფორმით და სხვა კუთხით უნდა მოხდეს აღნიშნული დავალიანების ამოღება. შპს ,,მ–------–-----’ ნ-------- მ---–---–- დირექტორად ფიქსირდება 20-6 წლის 9 აგვისტოდან, ხოლო მოგვიანებით, სამი დღის შემდეგ, 12 აგვისტოს თანადამფუძნებლად. გარდა ამისა, არსებობს ცნობა, სადაც შ------–------–-’’ არა აქვს დავალიანება და უფრო მეტიც, მას აქვს ზედმეტობა. ნ-------- მ---–---–-ს მიმართ, გ------- ს------–---ს და ლ---- ს------–---ს გააჩნიათ სასესხო დავალიანება, ზუსტად ეს იყო წინაპირობა და გ------- და ლ---- ს------–---ებმა შესთავაზეს ნ-------- მ---–---–- ვალის სანაცვლოდ, წილის გადაფორმება. ისინი სხვა ვითარებაში აღმოჩნდნენ , სხვა რაიმე სახის გარიგებებს ადგილი არ ჰქონია. ის, რომ ნ-------- მ---–---–-- ქონების დაყადაღების შემდგომ გაასხვისა ქონება, სინამდვილეს არ შეესაბამება. ავტომანქანები ჰქონდა მას ადრე გადაცემული ლ-–- მ----–---–--ე და გ-------– ბ-----–---–ზე, ხოლო გადაფორმება მოხდა მოგვიანებით. გარდა ამ ავტომობილებისა, კიდევ ჰქონდა სხვა უფრო ბევრად ღირებული ქონებები, რა შეუშლიდა ხელს ადგებოდა და მასაც გაასხვისებდა. რაც შეეხება ლ--–- კ--------ს არის ნ-------- მ---–---–-ს სიდედრი, იგი წლებია ცხოვრობს რუსეთში. წლების მანძილზე აგზავნიდა ფულად გზავნილებს შვილის – ხ------- გ------- ანგარიშზე და ასევე, მეორე ქალიშვილის ანგარიშზე და შესაბამისად, ხდებოდა უძრავი ქონებების შეძენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემ------–---------------ის სარჩელი არის უსაფუძვლო და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.4 მოპასუხე ნ-------- მ---–---–-- და მისმა წარმომადგენელმა ქ------- ბ-----–---–-- სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ შ------–------–-’’ არანაირი დავალიანება არ გააჩნია,უფრო მეტიც, მას აქვს ზედმეტობა– 8568.54 ლარის ოდენობით. ს------–---ების ოჯახს ჰქონდა ვალი ნ-------- მ---–---–-ს მიმართ და ამიტომ მოხდა წილის გადაფორმება. მიაჩნიათ, რომ ნ-------- მ---–---–- არ უნდა იქნას ცრუმაგიერ პირად ცნობილი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,მ-----------“, 20-1 წლის 22 ივლისიდან, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი 2--------. ამონაწერით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ასახავს რეგისტრირებული პირის მონაცემებს, დგინდება, რომ შპს ,,მ------ 2---“-ის დამფუძნებელი, 100% წილის მფლობელი და ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ლ---- ს------–---, ამასთან, იურიდიული მისამართია: ამბ-----–------------------------–---------–---

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი.

 

3.1.2. შპს ,,მ–------–-“, 20-1 წლის 05 ივლისიდან, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი 4--------. ამონაწერით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ასახავს რეგისტრირებული პირის მონაცემებს, დგინდება, რომ შპს ,,მ–------–-“-ს დამფუძნებელი, 100% წილის მფლობელი და ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია გ------- ს------–---. ამასთან, იურიდიული მისამართია: თ---–-------–-------------–-----------------------–----------------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი.

 

3.1.3. შპს ,,მ–------–-“, 20-6 წლის 1-----------დან, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი 4--------. ამონაწერით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ასახავს რეგისტრირებული პირის მონაცემებს, დგინდება, რომ შპს ,,მ–------–-“-ს 50% წილის მფლობელი და ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია გ------- ს------–--- და ასევე, 50% წილის მფლობელი და ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ნ-------- მ---–---–-. ამასთან, იურიდიული მისამართია: თ---–-------–-------------–-----------------------–----------------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი.

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილი შედარების აქტის თანახმად, შპს ,,მ-----------“-ს ერიცხება საგადასახადო დავალიანება: საიდანაც ძირითადი დავალიანება არის - 728858.2 ლარი, ჯარიმა - 35999.95 ლარი, საურავი - 495161.69 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20---–-–---------------- შედარების აქტი.

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილი შემ------–---------------ის იძულებითი ღონისძიების უფროსის 2----–-–-------------ოს N0----- ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს ,,მ-----------“-ის ქონებას – მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემ------–---------------ის იძულებითი ღონისძიების უფროსის 20-3 წლის 19 აგვისტოს N------- ბრძანება.

 

3.1.6. საქმეში წარმოდგენილი სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მ------------------ 20---–-–---------–---ს წერილით დასტურდება, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, ლ---- ს------–--- და გ------- ს------–--- არიან მამა –შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20---–-–---------–---ს N0------ წერილი.

 

3.1.7. საქმეში წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათით დასტურდება, რომ ნ-------- მ---–---–-ს საკუთრებაში ირიცხებოდა სატრანსპორტო საშუალებები 1)-------------------------------------------------------------------------------------------------------- და უძრავი ქონებები. სსიპ ა--------–----------------–--------ოს 0-.0-.2----–-–---------------------- წერილით ირკვევა, რომ ქუ-------------–----------------–--- მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი , რომლის თანახმადაც, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა უნდა დადებოდა აღნიშნულ ქონებებს, რომელი ქონებებიც, ნ-------- მ---–---–-- გადაუფორმა მეუღლეს ხ------- გ------ს (--------------------------, შვილს რ----- მ---–---–- (უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით საკ.კოდი 0-.1----.0--.0--), სიდედრს ლ--–- კ--------ს( უძრავი ქონება საკუთრების უფლებით საკ.კოდი 0-------------------------), ლ-–- მ----–---–- ( M-----------------------------------) და გ-------– ბ-----–---–ს( L----------------------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20-7 წლის 21------------ს სამსახურებრივი ბარათი;

– 20-7 წლის 0- სექტემბრის N------------------ წერილი

 

3.1.8. საქმეში წარმოდგენილია შსს ს-----------–----------–-----------------------------------------–----–-----------------------------------–----------------------------–--ს უფროსის წერილი და მასზე დართული ინფორმაცია ცხრილის სახით, ნ-------- მ---–---–-ს სახელზე რიცხული და შემდეგ გასხვისებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20-7 წლის 19 სე---------ს წერილი და მასზე დართული ინფორმაცია ცხრილის სახით.

 

.

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა – განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. დადგენილია, რომ აღიარებითი სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების, ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე, ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამ მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ ურთიერთობათა ჩამონათვალს, რომელიც განეკუთვნება განსაკუთრებულ ურთიერთობებს. კერძოდ, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირი საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან. ხოლო მე-3 ნაწილში კი განსაზღვრულია იმ პირთა ჩამონათვალი, ვინ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის, ან აქციების 20 პროცენტის ფლობას. ხოლო, მე-6 ნაწილი განმარტავს, რომ ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი საგადასახადო მიზნებისათვის გვთავაზობს ურთიერთდამოკიდებული პირების ცნებას. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სახელმწიფოს შემოსავლები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გადასახადები დამოკიდებული არ უნდა იყოს გადასახადის გადამხელთა ერთმანეთს შორის ურთიერთობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პირებს კოდექსი განიხილავს ურთიერთდამოკიდებულ პირებად.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ, განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

ამდენად, ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირად დადგენა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ უნდა დაადგინოს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან მისი გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან, მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო, პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელი ამ სხვა პირის მიერ, გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რომ საწარმოს არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა იგი დამოკიდებულია სხვა პირზე, ანუ ამ შემთხვევაში, დამფუძნებელი (პარტნიორი) არ განიხილავს მის მიერ დაფუძნებულ პირს, როგორც დამოუკიდებელ და მისგან განცალკევებულ სუბიექტს. ამდენად, კომპანიის დამფუძნებელი მის მიერ დაფუძნებული კომპანიის ქონებას აღიქვამს, როგორც საკუთარ ქონებას. უფრო კონკრეტულად კი, დამფუძნებელი (პარტნიორი) უნდა იყოს გამიჯნული მის მიერ დაფუძნებული პირისაგან, რომელიც ითვლება დამოუკიდებელ იურიდიულ პირად და მას ეკისრება პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარი ვალდებულებებზე და არა დამფუძნებლის ვალდებულებებზე.

 

აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნული ნორმის მიზნებისათვის ურთიერთდამოკიდებულება არ გულისხმობს და არ მოიცავს იმას, რომ დამფუძნებელს - პარტნიორს გააჩნია გარკვეული წილი კონკრეტულ საწარმოში და ურთიერთდამოკიდებულება უნდა მოიცავდეს იმ გარემობასაც, რომ გადასახადის გადამხდელი სხვა პირის მიერ, გამოყენებული იქნეს გადასახადების გადახდევინებისათვის თავის არიდების მიზნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ დამფუძნებელი (პარტნიორი) არ არის გამიჯნული საწარმოსაგან, ანუ დამფუძნებელი მოქმედებს ისე, თითქოს საწარმო არ წარმოადგენს მისგან განცალკევებულ იურიდიულ პირს, სასამართლო დაადგენს, რომ დამფუძნებელი და საწარმო ერთი და იგივე პირია, შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი მმართველი შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული კომპანიასთან არავითარი დოკუმენტური კავშირებით, არ იყოს კომპანიის დამფუძნებელი (პარტნიორი). ამასთან, ფაქტობრივ მმართველად პირის მიჩნევისათვის საჭიროა ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებს ამგვარი ფაქტის არსებობას (რაიმე სახის დოკუმენტაცია, ან/და მოწმეთა ახსნა-განმარტება).

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას, სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამასთან, მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლომ საქმის განხილვისას, უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არ არსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ, ისეთი გარემოების არსებობის, ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს ,,მ-----------’’ და შპს ,,მ–------–-’’ ეწეოდა ერთი და იგივე სამეწარმეო საქმიანობას (სამშენებლო სარემონტო სამუშაოები), შპს,, მ-----------’’ რეგისტრირებულია 2--- წლის 10----------ს. დირექტორი და 100% წილის მფლობელია ლ---- ს------–---. შემდეგ, 2----–-–---------–--- დარეგისტრირდა შპს ,,მ–------–-’’ რომლის დირექტორი და 100% წილის მფლობელი რეგისტრაციის დროს იყო გ------- ს------–--- ლ---- ს------–--ის შვილი. 20-6 წლის 1-----------ს ცვლილებით 50 % იანი წილის მფლობელი გახდა ნ-------- მ---–---–- და 20-1 წლიდან შპს ,,მ-----------’’ მის საკუთრებაში არსებულ ქონებას იჯარით გადასცემდა შპს,, მ–------–ს’’, რომელზეც გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურები ჯამში –12190-3 ლარის. ამ პერიოდის განმავლობაში, შპს ,, მ–------–-’’ იღებდა ჩათვლას, ხოლო შპს ,,მ-----------’’–ს მიღებულ შემოსავალზე გადასახადები ბიუჯეტში არ გადაუხდია. შპს,, მ–------–-ს’’ რეგისტრაციის შემდეგ, ფაქტობრივად შეწყვიტა საქმიანობა. შპს ,,მ-----------’’–ს საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდეგ, ახალი საწარმო შპს,,მ–------–-’’ დარეგისტრირდა, რომლის ერთ – ერთი დირექტორი და 50 % წილის მფლობელი ნ-------- მ---–---–---ნ ერთად, არის გ------- ს------–---, შპს,, მ-----------’’–ს დირექტორის და მფლობელის ლ---- ს------–--ის შვილი. ძირითადი საშუალებების გაქირავება ახალ საწარმოზე ( რის შედეგადაც შპს,, მ–------–მა’’ მიიღო ჩათვლა, ხოლო შპს ,,, მ-----------’’–მა დაადეკლარირა და არ გადაიხადა დავალიანება), საქმიანობის შეჩერება და იგივე საქმიანობის გაგრძელება ახალი საწარმოს მეშვეობით, ასევე ნ-------- მ---–---–-ს მიერ, დაყადაღებული უძრავ/მოძრავი ქონების გასხვისება გამოყენებული იქნა იმ მიზნით, რომ შპს,, მ-----------’’–ს თავი აერიდებინა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახდის გადამხდელის განსხვავება სხვა პირებისაგან და ეს პირები გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით, რითაც სახეზე გვაქვს საქმის საგადასახადო კოდექსის 246 –ე მუხლის შემადგენლობა.

 

ამდენად, ქონების გასხვისება მოხდა მას შემდეგ, რაც სუბიექტებისათვის ცნობილი იყო საგადასახადო დავალიანების არსებობის შესახებ. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–---------------------------------) გადაწყვეტილება).

 

სასამართლო ვერ გაიზარებს ნ-------- მ---–---–-ს და წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქონება მას არ გაუსხვისებია მისი დაყადაღების შემდეგ, ვინაიდან ლ-–- მ----–---–--ე და გ-------– ბ-----–---–ზე ავტომაქანები მას გადაცემული ჰქონდა ადრეულ პერიოდში და მხოლოდ დაყადაღების შემდგომ მოხდა ოფიციალური გადაფორმება, შემდეგ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს კანონის ,, საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ’’ მე –9.1 მუხლის –,,მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა’’ თანახმად ,, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.’’

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ნ-------- მ---–---–-სა და მისი წარმომადგენლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ნ-------- მ---–---–--, მართალია უძრავი ქონება მისი დაყადაღების შემდეგ გადაუფორმა თავის სიდედრს ლ--–- კ--------ს, მაგრამ მანამდე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ლ--–- კ-------- ქვეყნის საზღვრების გარედან რიცხავდა სოლიდურ თანხებს, რის მეშვეობითაც მოხდა ამ უძრავი ქონების აშენება, აღნიშნულის გამო მიაჩნია, რომ მოცემული ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრაციამდე ფაქტობრივად ეკუთვნოდა ლ--–- კ--------ს. სასამართლოს კი მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183–ე მუხლის თანახმად, ,,უძრავი ქონების შესაძენად, აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმის დადება და შემძენზე, ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში’’, რის გამოც, სასამართლო ვერ გაიზიარებს ნ-------- მ---–---–-სა და მისი წარმომადგენლის მოსაზრებას.

 

სასამართლო ასევე ვერ გააზიარებს მოპასუხეთა წარმომადგენლების განმარტებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან გ------- და ლ---- ს------–---ებს გააჩნდათ სასესხო დავალიანება ნ-------- მ---–---–---ნ, ამის გამო, ვალის სანაცვლოდ, მოხდა წილის გადაფორმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

გ------- და ლ---- ს------–---ებს ნ-------- მ---–---–-ს მიმართ, სასესხო დავალიანება გააჩნდათ როგორც ფიზიკურ პირებს, რის გამოც შპს–ს წილის გადაფორმებას გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მიზნებისათვის, მოპასუხეები აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში, სსკ-ის 246-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს. მათ შორის განხორციელებული ოპერაცია შედეგობრივად მიმართული იყო მნიშვნელოვანი ქონების გარიდების გზით, კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობისაკენ და გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდებისაკენ. შესაბამისად, შპს,,მ-----------’’, შპს ,,მ–------–-’’ , ლ---- ს------–---, გ------- ს------–---, ნ-------- მ---–---–-, რ----- მ---–---–-, ლ--–- კ--------, ხ------- გ------, ლ-–- მ----–---–-, გ-------– ბ-----–---–- წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. ამ პირებს შორის არსებულმა განსაკუთრებულმა ურთიერთობამ გავლენა მოახდინა მათი საქმიანობის პირობებზე და ეკონომიკურ შედეგებზე, კერძოდ, ერთობლივად შექმნა იმგვარი გარემოება, რომ ერთ საწარმოს დაუტოვეს მხოლოდ ვალდებულებები, რომელთა უზრუნველყოფაც შეუძლებელი გახდა, საწარმოდან ქონების გატანის გამო, ხოლო მეორე საწარმო ფაქტობრივად აგრძელებს პირველი საწარმოს საქმიანობას, ბიუჯეტის წინაშე, ყოველგვარი დავალიანების გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ შეამოწმა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა საქმის მასალებთან და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით იქნა დადასტურებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, რის გამოც, სსი--–--------–---------------ის სარჩელი მოპასუხეების - შპს ,,მ--------------, შპს ,,მ–------–-“-ს, ლ---- ს------–--ის, გ------- ს------–--ის, ნ-------- მ---–---–-ს, რ----- მ---–---–-ს, ლ--–----------ის, ხ------- გ-------, ლ-–- მ----–---–-ს და გ-------– ბ-----–---–-ს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით: საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელზე გადასახადის, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების შესახებ, აგრეთვე, განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემ------–---------------ი ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამდენად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსი--–--------–---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. შპს,,მ-----------’’( ს/კ 2--------); შპს ,,მ–------–-’’ (ს/კ 4--------); ლ---- ს------–--- (პ/ნ 0----------); გ------- ს------–--- (პ/ნ 0----------); ნ-------- მ---–---–- (პ/ნ 1----------), რ----- მ---–---–-(პ/ნ 0----------), ლ--–- კ-------- (პ/ნ 0----------), ხ------- გ------ (პ/ნ 0----------), ლ-–- მ----–---–- (პ/ნ 0----------), გ-------– ბ-----–---–- (პ/ნ 5----------) აღიარებული იქნან ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.

 

2. მოპასუხეებს, შპს,,მ-----------’’–ს ( ს/კ 2--------); შპს ,,მ–------–-’’–ს (ს/კ 4--------); ლ---- ს------–---ს (პ/ნ 0----------); გ------- ს------–---ს (პ/ნ 0----------); ნ-------- მ---–---–- (პ/ნ 1----------), რ----- მ---–---–- (პ/ნ 0----------), ლ--–- კ--------ს (პ/ნ 0----------), ხ------- გ------ს (პ/ნ 0----------), ლ-–- მ----–---–- (პ/ნ 0----------), გ-------– ბ-----–---–ს (პ/ნ 5----------) დაეკისროთ სოლიდარულად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, 100 ლარის ოდენობით.

 

3. უცვლელად დარჩეს ამბ-----–-------------------–-------------–---------–-–-------------------------------------------------- და 20---–-–----------------------------------------------------- განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ.ამბროლაური, კოსტავას ქუჩა N13), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან – 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე