გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210117002165831 (2/2014-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი’’
წარმომადგენელი - ბე----------ვა
მოპასუხეები: რუ--–----------–ავა, ბე---------ა, ლო-----–-–უა
წარმომადგენელი - ხ----------------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხეებს რუ--–----------–ავას, ბე---------ას და ლო-----–-–უასათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2----–-–------------------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1761.80 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება;
1.2.მოპასუხე რუ--–----------–ავასათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 20---–-–----------------ს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 922.39 ლარის გადახდის დაკისრება;
1.3.მოპასუხე რუ--–----------–ავასათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2--- წლის 05 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 509.61 ლარის გადახდის დაკისრება;
1.4.მოპასუხე რუ--–----------–ავასათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2--- წლის 23 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1001.62 ლარის გადახდის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ დავალიანების არსებობის ფაქტი, მისი დაანგარიშების სისწორე, თუმცა მოითხოვეს პირგასამტეხლოს შემცირება (---------------–-–--------------–---------------------
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.2--- წლის 26 სექტემბერს სს ,,მ-----------------------------–-----------სა’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,კრ----------ი’’) და მოპასუხე რუ--–----------–ავას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 1600 აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, 2----–-–------------------- ჩათვლით. ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის სახით განისაზღვრა 2,75 %, ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელს დაერიცხება დაგვიანებული, გადაუხდელი ძირი თანხის 5% პირგასამტეხლო, მაგრამ არანაკლება 5 ლარისა, ხოლო დარჩენილ მომდევნო ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,27 %-ის ოდენობით.
ხელშეკრულების 3.2. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გრაფიკის მიხედვით, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. გრაფიკებში გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას.
ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები - 3,87 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-მოსარჩელის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 55);
-26.09.2--- წლის სესხის ხელშეკრულება და თანდართული სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 19-23);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------–---------------------
3.1.2.რუ--–----------–ავასთან 26.09.2--- წელს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ბე---------ასა და ლო-----–-–უასთან სს ,,მ-----------------------------–-----------’’-ს (უფლებამონაცვლე - სს ,,კრ----------ი’’) მიერ დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, რომლის 3.1. და 3.2. პუნქტებით, თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ; თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს მსესხებლის გადასახდელი თანხა.
თავდები პირების სოლიდარული პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვრა 1961,62 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 41-45);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------–---------------------
3.1.3.მსესხებელმა რუ--–----------–ავამ 2----–-–----------- თვიდან შეწყვიტა სესხის გადახდა, აგრეთვე სოლიდარული მოვალეების მხრიდან არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 02.11.2--- წლის მდგომარეობით სოლიდარულად მათი დავალიანება სს ,,კრ----------ი’’-ს, როგორც სს ,,მ-----------------------------–-----------’’-ს უფლებამონაცვლის წინაშე შეადგენს ძირი თანხის სახით - 1133,99 აშშ დოლარს, პროცენტის სახით - 142,05 აშშ დოლარს, ხოლო სიცოცხლის დაზღვევის სახით - 26,62 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-02.11.2--- წლის ამონაწერი ელექტრონული პროგრამიდან (ს.ფ. 62);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 09.02.2--- წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.4.2--- წლის 19 დეკემბერს სს ,,მ-----------------------------–-----------სა’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,კრ----------ი’’) და მოპასუხე რუ--–----------–ავას შორის ასევე გაფორმდა სესხის ხელშეკრულება საქონლის განვადებით შესაძენად, რომლითაც რუ--–----------–ავამ მოსარჩელისაგან ისესხა 669 ლარი, 12 თვის ვადით, 2018 წლის 05 იანვრის ჩათვლით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელს დაერიცხება დაგვიანებული, გადაუხდელი ძირი თანხის 5% პირგასამტეხლო, მაგრამ არანაკლება 5 ლარისა, ხოლო დარჩენილ მომდევნო ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,27 %-ის ოდენობით.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გრაფიკის მიხედვით, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. გრაფიკებში გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას.
ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები - 1,78 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-სესხის ხელშეკრულება და სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 24-29);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------–---------------------
3.1.5.მსესხებელმა რუ--–--------–---მ 2----–-–----------- თვიდან შეწყვიტა 19.12.2--- წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის გადახდა, რის გამოც 02.11.2--- წლის მდგომარეობით მისი დავალიანება სს ,,კრ----------ი’’-ს, როგორც სს ,,მ-----------------------------–-----------’’-ს უფლებამონაცვლის წინაშე შეადგენს შემდეგს ძირი თანხის სახით - 669 ლარს, ხოლო სიცოცხლის დაზღვევის სახით - 12,46 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-02.11.2--- წლის ამონაწერი ელექტრონული პროგრამიდან (ს.ფ. 63);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------–---------------------
3.1.6.2--- წლის 05 იანვარს სს ,,მ-----------------------------–-----------სა’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,კრ----------ი’’) და მოპასუხე რუ--–----------–ავას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 387 ლარის ოდენობით, 06 თვის ვადით, 2--- წლის 05 ივლისის ჩათვლით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელს დაერიცხება დაგვიანებული, გადაუხდელი ძირი თანხის 5% პირგასამტეხლო, მაგრამ არანაკლება 5 ლარისა, ხოლო დარჩენილ მომდევნო ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,27 %-ის ოდენობით.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გრაფიკის მიხედვით, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. გრაფიკებში გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას.
ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები - 1,03 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-სესხის ხელშეკრულება და სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 30-35);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------–---------------------
3.1.7.მსესხებელმა რუ--–--------–---მ 2----–-–----------- თვიდან შეწყვიტა 05.01.2--- წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის გადახდა, რის გამოც 02.11.2--- წლის მდგომარეობით მისი დავალიანება სს ,,კრ----------ი’’-ს, როგორც სს ,,მ-----------------------------–-----------’’-ს უფლებამონაცვლის წინაშე შეადგენს შემდეგს ძირი თანხის სახით - 322,50 ლარს, ხოლო სიცოცხლის დაზღვევის სახით - 4,85 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-02.11.2--- წლის ამონაწერი ელექტრონული პროგრამიდან (ს.ფ. 64);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------–---------------------
3.1.8.2--- წლის 23 იანვარს სს ,,მ-----------------------------–-----------სა’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,კრ----------ი’’) და მოპასუხე რუ--–----------–ავას შორის გაფორმდ სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 600 ლარის ოდენობით, 06 თვის ვადით, 2--- წლის 05 აგვისტოს ჩათვლით. ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის სახით განისაზღვრა 4,17 %, ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელს დაერიცხება დაგვიანებული, გადაუხდელი ძირი თანხის 5% პირგასამტეხლო, მაგრამ არანაკლება 5 ლარისა, ხოლო დარჩენილ მომდევნო ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,27 %-ის ოდენობით.
ხელშეკრულების 3.2. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გრაფიკის მიხედვით, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. გრაფიკებში გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას.
ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები - 1,60 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-სესხის ხელშეკრულება და თანდართული სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 36-39);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------–---------------------
3.1.9.მსესხებელმა რუ--–--------–---მ 2----–-–----------- თვიდან არ გადაიხადა 23.01.2--- წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხი, რის გამოც 02.11.2--- წლის მდგომარეობით მისი დავალიანება სს ,,კრ----------ი’’-ს, როგორც სს ,,მ-----------------------------–-----------’’-ს უფლებამონაცვლის წინაშე შეადგენს შემდეგს ძირი თანხის სახით - 600 ლარს, პროცენტის სახით - 100,48 ლარს, ხოლო სიცოცხლის დაზღვევის სახით - 9,60 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-02.11.2--- წლის ამონაწერი ელექტრონული პროგრამიდან (ს.ფ. 65);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------–---------------------
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოება
3.2.1.მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რაც დარიცხულია ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შემდეგი სახით:
1)2----–-–------------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სოლიდარული ვალდებულება) პირგასამტეხლოს ოდენობაა 459,14 აშშ დოლარი;
2)20---–-–----------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობაა 239,93 ლარი;
3)2--- წლის 05 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობაა -182,26 ლარი;
4)2--- წლის 23 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობაა - 291,55 ლარი.
სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ არსებობს, რამეთუ იგი შეუსაბამოდ მაღალი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი და შესაგებელი;
-ხელშეკრულებები თანდართული გრაფიკებით;
-02.11.2--- წლის ამონაწერები ელექტრონული პროგრამიდან;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–--------------–---------------------
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. იმავე კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა); მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა თავისუფლად რეალიზაციის შედეგია მათ შორის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების არსებობა. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სესხი, რაც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის მეცხრე თავში. მითითებული ნორმატიული აქტის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 634-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სესხი ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა. იგი შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, აგრეთვე, კანონმდებელი აძლევს შესაძლებლობას მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულება დადონ ზეპირად ან მათივე შეთანხმებით წერილობით. ასევე, სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო. უსასყიდლო ხელშეკრულებისას მხარეები არ თანხმდებიან სარგებელზე - პროცენტზე. ხელშეკრულების ცალმხრივობა ნიშნავს იმას, რომ მსესხებელი კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი გააჩნია შესაბამისი უფლება _ მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება, ხოლო რეალურობა გამოიხატება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან (კონსესუალური ხელშეკრულება), არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს - ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს. ასევე, რამდენადაც სახეზეა სოლიდარული ვალდებულება, ყურადსაღებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. დადგენილია, რომ რუ--–----------–ავას სასარგებლოდ გაიცა სასყიდლიანი სესხი. მსესხებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს უნდა მიეღო ასევე სიცოცხლის დაზღვევის თანხა და პროცენტი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამრიგად, ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, რუ--–----------–ავა, რითაც მან აიღო ხელშეკრულების პირობების შესრულების ვალდებულება, დათქმულ დროს გადაიხადონ ძირი თანხა, მასზე დარიცხული პროცენტი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (---------------–--------------------------–---------–-------–---------------------- აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს). კონკრეტულ ვითარებაში, ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს ძირი თანხის, პროცენტის, სიცოცხლის დაზღვევის თანხების გადახდევინება, ამდენად, მისი მოთხოვნა დასაბუთებულია. ამასთან, რამდენადაც სახეზეა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რუ--–----------–ავას ვალდებულება გადაიხადოს დავალიანება, შესაბამისად, მისგან გამომდინარე თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც ძალაში რჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ სოლიდარული მოვალეების (მოპასუხეების) ბე---------ასა და ლო-----–-–უას მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა მითითებული დავალიანების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაფუძნებულია კანონზე. 6.3.მოპასუხეებმა სადავო გახადეს პირგასამტეხლოს ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ძირი თანხისა და პროცენტის მსგავსად, მხარეთა შორის წერილობით შეთანხმების მიღწევაა აუცილებელი პირგასამტეხლოზეც, თუმცა ამ ინსტიტუტთან მიმართებით კანონმდებლის მიერ დადგენილია სპეციალური დებულება, კერძოდ, საუბარია სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ კუთხით სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რუ--–----------–ავას მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2----–-–----------- თვიდან, ხოლო პირგასატეხლო დაანგარიშებულია 2--- წლის 02 ნოემბრის მდგომარეობით, სასამართლო მხედველობაში იღებს თითოეულ ხელშეკრულებაზე წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში მითითებულ პირგასამტეხლოს ოდენობებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს მითითებული ოდენობებით დარიცხვით მოსარჩელის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი არ არის, რის გამოც იგი სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ. 6.4.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს რუ--–----------–ავას, ბე---------ა და ლო-----–-–უას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების საფასურის - 15,50 ლარის და საჯარო რეესტრში აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის საფასურის - 21 ლარის ანაზღაურება. რაც შეეხება ინდივიდუალური ვალდებულების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების გამო პროცესის ხარჯს, ამ კუთხით, მოპასუხე რუ--–----------–ავა ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 131-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.სს ,,კრ----------ი”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1.მოპასუხეებს რუ--–----------–ავას, ბე---------ა და ლო-----–-–უას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2----–-–------------------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1761.80 აშშ დოლარის გადახდა;
1.2.მოპასუხე რუ--–----------–ავას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–----------------ს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 922.39 ლარის გადახდა;
1.3.მოპასუხე რუ--–----------–ავას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2--- წლის 05 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 509.61 ლარის გადახდა;
1.4.მოპასუხე რუ--–----------–ავას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2--- წლის 23 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1001.62 ლარის გადახდა;
2.მოპასუხეებს რუ--–----------–ავას, ბე---------ა და ლო-----–-–უას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების საფასურის - 15,50 ლარის და საჯარო რეესტრში აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის საფასურის - 21 ლარის ანაზღაურება;
3.მოპასუხე რუ--–----------–ავას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;
5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა