განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2018
საქმის ნომერი
160100117002229617
დავის ტიპი
143 3 დ , 143 3 ა
თარიღი
28.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100117002229617

საქმე #1/280-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 თებერვალი 2018 წელი ქ.ბო-–----

 

ბო-–----ს რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი

სხდომის მდივანი - თამარ სისვაძე, ნათია მიქელაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნი--- პა--–---–-, გი------ ძი--------

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - სა---– იუ--------, დაბადებული 1993 წლის 06 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, პირადი №10001059766 ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბო-–---- სოფელი ნა--------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტი;

 

ბრალდებული - მუ------- ას-–-----ი, დაბადებული 1993 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, პირადი №10001070382 ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბო-–---- სოფელი ნა--------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტი;

 

ბრალდებული - ფა----- იუ--------, დაბადებული 1994 წლის 12 მაისს საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, პირადი №10001056097 ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბო-–---- სოფელი ნა--------ი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტი;

 

ბრალდებული - ალ---- შა---------, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, პირადი №1---------- ნასამართლები, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბო-–---- სოფელი ნა--------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტი;

 

ადვოკატი - ბა----- პა--------.

 

თარჯიმანი- ნა--–- იბ----------.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. სა---– იუ-------მა, ფა----- იუ-------მა, მუ------- ას-–-----მა და ალ---- შა--------მა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრ--ლწლოვან ურ-- გ---------- უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

 

1.2. 2017 წლის 03 ოქტომბერს დაახლოებით 14:30 საათზე ბო-–----ს რაიონის სოფელ ნა--------ში მდებარე სასაფლაოებთან სა---– იუ-------მა, ფა----- იუ-------მა, მუ------- ას-–-----მა და ალ---- შა--------მა, რომლებიც წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები სა---– იუ--------სათვის ცოლად შერთვის მიზნით, იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში 16 წლის ურ-- გა-------- და მისი ნების საწინააღმდეგოდ გაიტაცეს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის ურ-- გა--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ: არის 16 წლის და სწავლობს სოფელ ნა--------ის საშუალო სკოლის 11 კლასში, 2017 წლის 3 ოქტომბერს, სამშაბათ დღეს დაახლოებით სამის ნახევარზე აიგუნ მუსაევასთან ერთად სკოლიდან მოდიოდა სახლში. მის უკან ნელი სვლით მოძრაობდა ლურჯი ფერის, ბეემვეს მარკის ა/მანქანა, რომელმაც წინ გადაუსწრო და მასთან მიახლოების შემდეგ გაჩერდა. ა/მანქანის საჭესთან ფა----- იუ-------- იჯდა, ა/მანქანის სალონიდან გადმოვიდნენ სა---– იუ--------, მუ------- ას-–-----ი, ალ---- შა---------, იგი მათ იცნობდა რადგან ისინი მისი თანასოფლელები იყვნან. მიხვდა რაც ხდებოდა ყვირილი დაიწყო და გაიქცა, დაიჭირეს, სა---–მა ფეხებში მოკიდა ხელი, ალ----მა თმებში, მუ------- ას-–-----მა ხელებზე, და ცდილობდნენე მის ა/მანქანასი ჩასმას. როცა მანქანაში ჩასმას ცდილობდენ ტა---- კუ--------- შეეცადა მის დახმარებას. მათ ტა----ს ხელი კრეს და იგი იძულებით ჩასვევ ა/მანქანაში. მანქანიდან გადმოსვლას ცდილობდა, მაგრამ მათ იგი გააკავეს და პირზე ხელი ააფარეს. ყვირილის და განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ, თავი დახრილი ჰქონდა რადგან სა---– იუ-------ს ერთი ხელი თავზე ეჭირა ერთი ხელით კი მისი ხელი ჰქონდა გაკავებული. მიიყვანეს სოფელ დარბაზში, სახლში ერთი ასაკოვანი და ორი შუახნის ქალბატონი დახვდათ. ოთახში შევიდა ორ ქალბატონთან ერთად და კარები ჩაკეტეს, ასაკოვანმა ქალმა უთხრა, რომ მისმა მშობლებმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. შემდეგ სა---– იუ-------მა, მუ-------მ და ალ----მა ძალით გაიყვანეს მითითებული სახლიდან და მანქანაში ჩასვევს. სა---– იუ-------- მასთან სახლში იყო მისული მისი ხელის სათხოვნელად მაგრამ, მამამ უარი უთხრა, რადგან ის იყო პატარა და უნდოდა სწავლა. მისთვის ცნობილი იყო, რომ სა---–ს უნდოდა ცოლად. ამის შემდეგ გადაიყვანეს სოფელ გეტაში, სხლში დიასახლისი დახვდათ, ჭიშკარი გააღო და მანქანა ეზოში შეიყვანეს, ფა-----ი მანქანაში იჯდა სხვები გადმოვიდნენ. იქედან ის სა---– იუ-------თან და მის მამასთან-ელმურაზთან ერთად მივიდა პოლიციაში. ურ-- გა--------მ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სურს, რომ ბრალდებულები დაისაჯონ კანონის შესაბამისად.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ლო---- გა--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ: არის დაზარალებულ ურ-- გ---------- მამა, 2017 წლის 3 ოქტომბერს მისი შვილი ურ-- გა-------ა წავიდა სკოლაში. დაახლოებით სამის ნახევარზე მასთან მივიდა მის მეზობელი ტა---- კუ--------- და შეატყობინა, რომ მისი შვილი ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. მართალია ტა----ი ვერ მეტყველებს მაგრამ ვინაიდან ისინი ერთად გაიზარდნენ სრ--ლად იგებს მის საუბარს და ჟესტებს. ტა----მა უთხრა რომ ოთხნი იყვნენ და შეეძლო იმ პირების სახლში მიეყვანა. ჩასხდნენ მის ა/მანქანაში პირველად ფა----- ალიევის სხლში მივიდნენ, სახლში ფა-----ის დედა დახვდათ, კითხა სად იყო მისი შვილი, მან დაურეკა ფა-----ს, ფა-----მა უპასუხა რომ ჩაიხანაში იყო და მანქანა სა---– იუ-------ს ათხოვა. შემდეგ ტა----მა აჩვენა სა---– იუ--------ს, ფა----- იუ--------ს და მუ------- ას-–-----ის სახლები. ოთხივე ბრალდებული მისი ნათესავია. სა---–ის ოჯახშიც მივიდა და მისი ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მისი შვილი გაიტაცა სა---–მა, მათ უთხრა, რომ მისი შვილი დაებრ--ნებიათ. მათვე უთხრა, რომ თუ მის შვილს უვნებლად მოიყვანდნენ პოლიციაში არ იჩივლებდა. იგი მივიდა პოლიციაში და განაცხადა მომხდარის შესახებ, მანვე უთხრა პოლიციას მისი შვილის გამტაცებლების სახელი და გვარები. სა---– იუ-------- ერთი წლის წინ იყო მათთან მისული მისი შვილის ხელის სათხოვნელად, რა დროსაც მათ უარი უთხრა ურ--ს არასრ--ლწლოვნების და მისი სამომავლო გეგმების გამო. მისი განმარტებით ბრალდებულები მათი ქმედების გამო უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის გა-–--- ნა-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ: 2017 წლის 3 ოქტომბერს იმყოფებოდა ბო-–----ს რაიონის სოფელ გეტაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში. საღამო საათებში მასთან უცხო მარკის ლურჯი ფერის ა/მანქანით მოვიდა სა---–ი. კითხა მას მოსვლის მიზეზი, სა---–მა უპასუხა, რომ გოგო მოვიტაცეო. მან კითხა სა---–ს გოგო თანახმა იყო თუ არა მან კი უპასუხა რომ არაო. მივიდა მოტაცებულ გოგოსთან რომელიც ა/მანქანაში იჯდა ორ ახალგაზრდა ბიჭთან ერთად. გოგოს ა/ მანქანიდან გადმოსვლა უნდოდა მაგრამ ბიჭები არ უშვებდნენ. საჭესთან კიდევ ერთი ბიჭი იჯდა (მიუთითა ბრალდებულებზე). მან გოგოს კითხა უყვარდა თუ არა სა---–ი, გოგო ტიროდა და უპასუხა არაო. მან დაურეკა სა---–ის მამას- ელმურაზს და უთხრა, რომ სა---–მა გოგო მოიტაცა და მოსულიყო. ტელეფონით სა---–ის მამასთან საუბრის შემდეგ მასთან სხლში მხოლოდ სა---–ი და გოგო დარჩა. ელ----------სა---–ის მამა მივიდა ფორდის მარკის ა/მამქანით და წაიყვანა სა---–იც და გოგოც. ბეემვეს მარკის ა/მანქანა იქ დატოვეს, რომელიც მოგვიანებით პოლიციამ წაიყვანა ევაკუატორით. მათ სახლში განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვიანებით მოუყვა მეუღლეს შა---- მახმუდოვს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის შა---- მა----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ: 2017 წლის 3 ოქტომბერს იმყოფებოდა შვილთან ქ. თბილისში, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. სახლში ბრ--ნდებოდა, როცა სა---–მა დაურეკა და კითხა სად იმყოფებოდა, უპასუხა, რომ სახლში არ იყო. სახლში მოსვლისას დაინახა, რომ მისი სახლიდან ფორდის მარკის ა/მანქანით სა---–ი, მისთვის უცნობი გოგო და სა---–ის მამა ელ--------- გადიოდნენ. მეუღლისგან გა-–--- ნა-----საგან გაიგო, რომ სა---–მა და მისმა მეგობრებმა გოგო მოიტაცეს, შემდეგ სა---–ის მამა მოვიდა და გოგო და სა---–ი წაიყვანა. გოგო ბეემვეს მარკის ა/მანქანით მიუყვანიათ მის სახლში, რომელიც მოგვიანებით პოლიციამ გადაიყვანა ევაკუატორით.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

 

სასამართლო დაზარალებულის ურ-- გა--------ს, მოწმის - ლო---- გა--------ს, გა-–--- ნა-----ს და შა---- მა----------ს ჩვენებებს აფასებს მათი სანდოობის თვალსაზრისით და აღნიშნავს, რომ შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან, ასევე სასამართლოში წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან, შესაბამისად, მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები არ შეიცავს საეჭვო განმარტებებს, რაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა მათ სანდოობასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე არ იკვეთება რაიმე საეჭვო გარემოებები, რაც მიანიშნებდა მოწმეების მიკერძოებაზე და პირად დაინტერესებაზე ბრალდებულების სა---– იუ--------ს, ფა----- იუ--------ს, მუ------- ას-–-----ის და ალ---- შა---------ს საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვი---ს ბრალდების მოწმეები და გამოაძახები---ს და დააკითხვი---ს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრ--ლ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს, ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრ--ნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრ--ლი პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორ--ფლებიანობის პრინციპს ემსახურება.

 

ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორ--ფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრ--ლი შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარისმიერ წარმოდგენილი მოწმეები, რომლებიც სა---– იუ--------ს, ფა----- იუ--------ს, მუ------- ას-–-----ის და ალ---- შა---------ს წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებას. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრ--ლად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3)(დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა, ჯვარედინი დაკითხვის შედეგად მოწმეების - ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, მათი ჩვენებები არის თანმიმდევრ--ლი, დამაჯერებელი და ეჭვი მათ სანდოობასთან დაკავშირებით არ არსებობს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულებმა სა---– იუ-------მა, ფა----- იუ-------მა, მუ------- ას-–-----მა და ალ---- შა--------მა თავი დამნაშავედ ცნეს და სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები გარდა დაზარალებულ ურ-- გ----------, მოწმეების შა---- მა----------ს, ლო---- გა--------ს და გა-–--- ნა-----ს ჩვენებებისა სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგი---ს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).

 

სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულის და მოწმეების ჩვენება, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. სა---– იუ--------ს, ფა----- იუ--------ს, მუ------- ას-–-----ის და ალ---- შა---------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ გონივრ--ლ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკმარისია სა---– იუ--------ს, ფა----- იუ--------ს, მუ------- ას-–-----ის და ალ---- შა---------ს დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, ისინი დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სა---– იუ--------ს, ფა----- იუ--------ს, მუ------- ას-–-----ის და ალ---- შა---------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ასევე ბრალდებულების სა---– იუ--------ს, ფა----- იუ--------ს, მუ------- ას-–-----ის და ალ---- შა---------ს აღიარებით ჩვენებას.

 

ბრალდებულებმა სა---– იუ-------ნა, ფა----- იუ-------მა, მუ------- ას-–-----მა და ალ---- შა--------მა საბოლოო სიტყვაში განმარტეს, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დამაშაულს, ბოდიშს უხდიან დაზარალებულს მის ოჯახს, საკუთარი ოჯახის წევრებს და სასამართლოს სთხოვეს მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენება.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრ--ლ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრ--ლ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრ--ლ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრ--ლ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრ--ლ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ასევე დაზარალებილისა და მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია სა---– იუ--------ს, ფა----- იუ--------ს, მუ------- ას-–-----ის და ალ---- შა---------ს მიერ დანაშაულების ჩადენა.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნულის პარალელურად, სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადექვატური და რეალური შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს პრინციპის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოცანების დაცვით სასამართლომ ორივე მხარეს მისცა თანაბარი შესაძლებლობა მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა-გაბათილებაზე, ასევე დაცვის მხარეს მიეცა საკუთარი ინტერესების დაცვის გონივრ--ლი შესაძლებლობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით კრიმინალიზებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრ--ლწლოვნის მიმართ;

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდადებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდი---ს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრ--ნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა, მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (გარდა დაზარალებულ ურ-- გ----------, მოწმეების შა---- მა----------ს, ლო---- გა--------ს, გა-–--- ნა-----ს ჩვენებებისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულების ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ უდავო და სადავო მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულ ურ-- გ----------, მოწმეების შა---- მა----------ს, ლო---- გა--------ს, გა-–--- ნა-----ს ჩვენებებისა და სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით სასამართლოს მიერ ერთნაირი გულმოდგინებით შეფასებულ იქნა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან. გამოკვლეული მტკიცებულებების ერთიანი ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 03 ოქტომბერს დაახლოებით 14:30 საათზე ბო-–----ს რაიონის სოფელ ნა--------ში მდებარე სასაფლაოებთან სა---– იუ-------მა, ფა----- იუ-------მა, მუ------- ას-–-----მა და ალ---- შა--------მა, რომლებიც წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები სა---– იუ--------სათვის ცოლად შერთვის მიზნით, იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში 16 წლის ურ-- გა-------- და მისი ნების საწინააღმდეგოდ გაიტაცეს. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით. რის გამოც ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრ--ნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულების პიროვნება.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად წარმოაჩენს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთა, თავისთავად, არ არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, მაგრამ, თუ მსჯავრდებულისთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა აშკარად უსამართლო და ჩადენილი სიმძიმის დისპროპორციულია, ადგილი აქვს სწორედ, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი).

 

ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრ--ლი და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებებს, ინდივიდუალურ მახასიათებელებს. განსა---–ველ შემთხვევაში სასამართლო განიხილავს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ხასიათს, ხერხსა და სპეციფიკას, კერძოდ ბრალდებულების სა---– იუ--------ს, ფა----- იუ--------ს, მუ------- ას-–-----ისა და ალ---- შა---------ა მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. სასამართლოს მიაჩნია რომ, როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით უზრ--ნველყოფილ ისეთ ძირეულ უფლებას, როგორიცაა პირის თავისუფლება, მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება, რომელიც ილახება პირის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სასჯელი უნდა იყოს ზომიერად მკაცრი. ამასთან გასათვალისწინებელია დანაშაულებრივი ქმედების ძალადობრივი ხასიათი, კერძოდ დაზარალებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულის ასაკს, ამასთან ბრალდებულთა მიერ განხორციელებულ ქმედებას ჩადენილი ქმედების შემდგომ, ისინი ბრალის აღიარებით გამოცხადდნენ პოლიციაში,ითანამშრომლეს გამოძიებასთან, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ბოდიშს უხდიან როგორც დაზარალებულსა და მის ოჯახს ასევე საზოგადოებას, დაზარალებული საკუთარი ნებით დააბრ--ნეს მშობლებთან, ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბრალდებულები სადავოდ არ ხდიან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენება მიზანშეწონილია. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგი---ს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. სასამართლოს მიჩნია, რომ სა---– იუ--------ს, ფა----- იუ--------ს და მუ------- ას-–-----ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას სსკ-ის -50-ე მუხლის მე-5 ნაწით გათვალისწინებული შეღავათები და დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი ჩაეთვალოთ პირობით. ალ---- შა-------- კი არის ნასამართლევი, დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ალ---- შა--------- აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობდა გამოძებასთან, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათები.

 

სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ უპირატესი ღირებულება არის ადამიანი და მისი თავისუფლებისა და საკუთრების ხელშეუვალობა, რომ ყოველ მათგანს აქვს კონკრეტული ძირეული უფლებები და ისინი დაცული უნდა იქნეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯა არის დემონსტრირება, დეკლარირება იმისა, რომ ყველას, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ემუქრება იგივე სასჯელი, შედეგად, მას აქვს ერთგვარი წინაღობის ძალა დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ. მაშასადამე, ამა თუ იმ ქმედებისთვის დაწესებულ/კონკრეტულ შემთხვევაში შეფარდებულ სასჯელს აქვს უნარი, შეამციროს როგორც იგივე, ისე სხვა პირების მიერ ამ დანაშულის ჩადენა. სასჯელმა უნდა უზრ--ნველყოს როგორც დამნაშავის მიერ საკუთარი ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შეცვლა (მომავალში დანაშაულებრივ საქმიანობაზე უარის თქმა), ისე საზოგადოების დაცვა დამნაშავეთა აგრესიისგან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის აცილება, როგორც ზოგადი და კერძო პრევენცია, რაც ემსახურება საზოგადოების სიმშვიდეს, კრიმინალის შემცირებას. კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულებზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მომავალში აღარ ჩაიდი---ნ ახალი დანაშაული, ზოგადი პრევენცია როგორც წესი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ თუ ასეთ დანაშაულს ჩაიდენენ, მათ მიმართაც მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული. რაც შეეხება დამნაშავეთა რესოციალიზაციას, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნულმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მსჯავრდებულებს, გააცნობიერონ ჩადენილი ქმედებები და გამოიტანონ სათანადო დასკვნები, მოახდი---ნ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრებად დაუბრ--ნდნენ საზოგადოებას.

 

ბრალდებულების რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოების მხედველობაში მიღებით, ასევე დანაშაულებრივ ჯგუფში მათი ფუნქციების და როლების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სა---– იუ-------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ..დ“ ქვეპუნქტიებთ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად აღნიშნული სასჯელიან თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე საქართველოს სსკიის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

მუ------- ას-–-----ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ..დ“ ქვეპუნქტიებთ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად აღნიშნული სასჯელიან თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 8 თვის ვადით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 4 (ოთხი) თვე საქართველოს სსკიის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

ფა----- იუ-------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ..დ“ ქვეპუნქტიებთ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად აღნიშნული სასჯელიან თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 8 თვის ვადით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 4 (ოთხი) თვე საქართველოს სსკიის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

ალ---- შა--------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ..დ“ ქვეპუნქტიებთ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბო-–----ს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განაჩენით, დანიშნული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით და 2016 წლის 05 აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრ--ლებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი სბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრ--ლი პირობითი მსჯავრი 4 თვე და 3 დღე. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ალ---- შა--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

5. ნივთმტკიცების, ყადაღის, აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები: 2 ცალი CD დისკი და ორი ცალი DVD დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

BMW მარკის ავტომანქანა სახ.N AA866EE და ავტომანქანის გასაღები დაუბრ--ნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ურ-- გა--------ს, სა---– იუ--------ს, მუ------- ას-–-----ის, ფა----- იუ--------ს, ალ---- შა---------ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელები დაუბრ--ნდეს კანონიერ მესაკუთრეებს;

 

საქმეზე საექსპერტო კვლევისთვის აღებული ნიმუშები: ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ურ-- გა--------ს, სა---– იუ--------ს, მუ------- ას-–-----ის, ფა----- იუ--------ს, ალ---- შა---------ს სუნის, თმის და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული სამი ცალი მობილური ტელეფონი დაუბრ--ნდეს მის კანონიერ მესაკუთრეებს.

 

სა---– იუ--------ს და ალ---- შა---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მუ------- ას-–-----ის და ფა----- იუ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

გაუქმდეს, ბო-–----ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბერის განჩინებით მოქალაქე ელმადინ გუსეი---ვის (პ/ნ 10001029487) კუთვნილ ქონებაზე, მდებარე ბო-–----ს რაიონი სოფელი ცურტავში, საკადასტო კოდი N80.01.66.006. და 80.01.66.007 ბრალდებულის მუ------- ას-–-----ის მიმართ გამოყენებული გირაოს 15000 ლარის უზრ--ნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა.

 

გაუქმდეს, ბო-–----ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბერის განჩინებით მოქალაქე მანზარ იუ-------ას (პ/ნ 10001050501) კუთვნილ ქონებაზე, მდებარე ბო-–----ს რაიონი სოფელი ნა--------შიი, საკადასტო კოდი N80.02.63.317 ბრალდებულის ფა----- იუ--------ს მიმართ გამოყენებული გირაოს 15000 ლარის უზრ--ნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271- 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-279 -ე მუხლებით, სსკ-ის 50, 58, 59-ე, 63-67 მუხლით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სა---– იუ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტიებთ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად აღნიშნული სასჯელიან თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე საქართველოს სსკიის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

სა---– იუ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 04 ოქტომბრიდან

 

სა---– იუ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მუ------- ას-–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტიებთ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად აღნიშნული სასჯელიან თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 8 თვის ვადით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 4 (ოთხი) თვე საქართველოს სსკიის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

მუ------- ას-–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

გაუქმდეს, ბო-–----ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბერის განჩინებით მოქალაქე ელმადინ გუსეი---ვის (პ/ნ 10001029487) კუთვნილ ქონებაზე, მდებარე ბო-–----ს რაიონი სოფელი ცურტავში, საკადასტო კოდი N80.01.66.006. და 80.01.66.007 ბრალდებულის მუ------- ას-–-----ის მიმართ გამოყენებული გირაოს 15000 ლარის უზრ--ნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა.

 

მუ------- ას-–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრ--ლების მიზნით, მისი დაკავების მომენტიდან და სასჯელის მოხდის მიზნით იგი მოთავსებული იქნას საქართველოს სასჯელაღსრ--ლებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

მუ------- ას-–-----ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 6 ოქტომბრიდან 2017 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით.

 

ფა----- იუ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტიებთ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად აღნიშნული სასჯელიან თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 8 თვის ვადით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 4 (ოთხი) თვე საქართველოს სსკიის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

ფა----- იუ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

გაუქმდეს, ბო-–----ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბერის განჩინებით მოქალაქე მანზარ იუ-------ას (პ/ნ 10001050501) კუთვნილ ქონებაზე, მდებარე ბო-–----ს რაიონი სოფელი ნა--------შიი, საკადასტო კოდი N80.02.63.317 ბრალდებულის ფა----- იუ--------ს მიმართ გამოყენებული გირაოს 15000 ლარის უზრ--ნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა.

 

ფა----- იუ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრ--ლების მიზნით, მისი დაკავების მომენტიდან და სასჯელის მოხდის მიზნით იგი მოთავსებული იქნას საქართველოს სასჯელაღსრ--ლებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

ფა----- იუ-------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 6 ოქტომბრიდან 2017 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით.

 

ალ---- შა--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტიებთ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბო-–----ს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განაჩენით, დანიშნული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით და 2016 წლის 05 აგვისტოს საქართველოს სასჯელარსრ--ლების სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი სბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრ--ლი პირობითი მსჯავრი 4 თვე და 3 დღე.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ალ---- შა--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

ალ---- შა--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 09 ოქტომბრიდან

 

ალ---- შა---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრ--ლების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულების სა---– იუ--------ს, ფა----- იუ--------ს და მუ------- ას-–-----ის განაჩენის აღსრ--ლებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრ--ლებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულებს სა---– იუ-------ს, ფა----- იუ-------ს და მუ------- ას-–-----ს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალომ მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები: 2 ცალი CD დისკი და ორი ცალი DVD დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

BMW მარკის ავტომანქანა სახ.N AA866EE და ავტომანქანის გასაღები დაუბრ--ნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ურ-- გა--------ს, სა---– იუ--------ს, მუ------- ას-–-----ის, ფა----- იუ--------ს, ალ---- შა---------ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელები დაუბრ--ნდეს კანონიერ მესაკუთრეებს;

 

საქმეზე საექსპერტო კვლევისთვის აღებული ნიმუშები: ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ურ-- გა--------ს, სა---– იუ--------ს, მუ------- ას-–-----ის, ფა----- იუ--------ს, ალ---- შა---------ს სუნის, თმის და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული სამი ცალი მობილური ტელეფონი დაუბრ--ნდეს მის კანონიერ მესაკუთრეებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბო-–----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ჯემალ კოპალიანი