გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.02.2018
საქმის ნომერი
041210017002117377
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 041210017002117377

N 2/103

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

0- თებერვალი, 2018 წელი ქ. თერჯოლა

შესავალი ნაწილი

თერჯოლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი თ----- აბულაძე, ნათია ლუტიძე

მოსარჩელე - მ------ ბ----–---;

მოპასუხე - ნ----- ბ------–-–---–-;

წარმომადგენელი - ც------ ფ-----------;

თანამოპასუხე - ლ---- ბ----–---,ნ--- ბ----–---,საპროცესო წარმომადგენელი - თ----- კ------–---–-;

მესამე პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის განყოფილება

წარმომადგენელი - გ------- მ--------

დავის საგანი - შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.

შეგებებული სარჩელით:

მოსარჩელე - ნ----- ბ------–-–---–-;

წარმომადგენელი - ც------ ფ-----------;

მოპასუხე - მ------ ბ----–---;

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება და მიღებული სოციალური დახმარების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1 სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი სარჩელით.

მოსარჩელე მ------ ბ----–---მ ითხოვა შვილების - 2--- წლის 3 ა-----–- დაბადებული ლ---- ბ----–---- და 2--- წლის 28 ა--------- დაბადებული ნ--- ბ----–---- ნახვის უფლება და მათთან ურთიერთობის დროის განსაზღვრა შემდეგი სახით: ყოველი კვირის შაბათი დღის 10 საათიდან კვირა დღის 18 საათამდე მონახულებისა და თავისთან წაყვანით, ღამე დარჩენით. ზამთრის და ზაფხულის არდადეგების მთელი პერიოდის მოსარჩელესთან გატარება.

1.2.შეგებებული სარჩელის მოთხოვნა.

შვილების - 2--- წლის 3 ა-----–- დაბადებული ლ---- ბ----–---- და 2--- წლის 28 ა--------- დაბადებული ნ--- ბ----–---- რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის თანხის - თითოეულ ბავშვზე 150-150 ლარის დაკისრება მოპასუხე მ------ ბ----–---ზე.

სოციალური დახმარების თანხის 400 ლარის დაკისრება.

ძირითადი სარჩელით მოსარჩელის პოზიცია:

მოსარჩელესა და მოპასუხე ნ----- ბ------–-–---–- ერთად ცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 3 ა-----–- დაბადებული ლ---- ბ----–--- და 2--- წლის 28 ა--------- დაბადებული ნ--- ბ----–---. 2017 წლის ა--------- თვიდან მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა, რის შემდეგაც მოპასუხე საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან. დაშორების შემდეგ, მოპასუხე არ აძლევს შვილებთან ურთიერთობის უფლებას. მოსარჩელეს არ ეძლევა შვილების თავისუფლად ნახვისა და მათთან ურთიერთობის საშუალება. მ. ბ----–---- მოთხოვნაა შვილები გარკვეული დროით თავისთან წაიყვანოს ხოლმე სახლში, ღამით მასთან დარჩენით. ასევე სარჩელით მოითხოვა ბავშვებმა ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების ნახევარი გაატარონ მასთან. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების გარკვეული დროით თავისთან წაყვანა სახლში, ღამით მასთან დარჩენით. ხოლო ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების არა ნახევარი, არამედ მთელი პერიოდი გაატარონ მასთან.

შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პოზიცია

მ------ ბ----–---სთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2009 წლის 29 ს--------------. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 3 ა-----–- დაბადებული ლ---- ბ----–--- და 2--- წლის 28 ა--------- დაბადებული ნ--- ბ----–---. 2017 წლის ივნისიდან მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ. ნ----- ბ------–-–---–- შვილებთან ერთად ცხოვრობს თავისი მშობლების სახლში. მამა ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს შვილების აღზრდაში, რაც გამოხატული უნდა იქნას კონკრეტული თანხით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ალიმენტი, რომელიც მოხმარდება ბავშვების კეთილდღეობას.

ბ----–---ების ოჯახს დანიშნული ჰქონდა სოციალური დახმარება, საიდანაც ბავშვების კუთვნილი თანხა შეადგენდა თითოეულ ბავშვზე 50-50 ლარს. მათი დაშორების შემდეგ ბავშვების კუთვნილი სოციალური დახმარება 2017 წლის 1 აგვისტოდან აიღო მოპასუხემ და შვილებისათვის არ მიუცია. ვინაიდან შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი სოციალური დახმარების თანხის ნაწილი აუნაზღაურა მოპასუხემ, სასამართლო სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს დარჩენილი თანხა 400 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1 ძირითადი სარჩელით მოპასუხის პოზიცია:

ნ----- ბ------–-–---–-- სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მას არასოდეს უთქვამს უარი მამის შვილებთან ურთიერთობაზე. მოპასუხე თანახმაა მამამ შვილები მოინახულოს ბავშვების საცხოვრებელ ადგილას, ანუ მის საცხოვრებელ ადგილზე, ჰქონდეს მათთან სისტემატური ურთიერთობა, წინააღმდეგია ბავშვები წაიყვანოს მოსარჩელემ თავის საცხოვრებელ ადგილზე ღამით დარჩენით, რადგან არ სურს ბავშვებთან ურთიერთობა ჰქონდეს მოსარჩელის ოჯახის წევრებს.

 

2.2. თანამოპასუხეების პოზიცია

თანამოპასუხეებად ჩართული ლ---- და ნ--- ბ----–---ები თანახმა არიან იქონიონ მამასთან მ------ ბ----–---სთან ურთიერთობა.

 

მესამე პირის პოზიცია

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი გ------- მ-------- დაეთანხმა მოსარჩელე მ------ ბ----–---- სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მამას უნდა ჰქონდეს შვილებთან თავისუფალი ურთიერთობის საშუალება. სოციალური აგენტის მიერ შემოწმებული იქნა მ------ ბ----–---- საყოფაცხოვრებო პირობები და დადებითად შეფასდა ოჯახში არსებული გარემო. დასკვნის მიხედვით ბავშვების მამასთან ყოფნის დროს მათთვის შექმნილი იქნება უსაფრთხო და მზრუნველი გარემო.

 

2.3. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია.

 

მ------ ბ----–---მ ნაწილობრივ ცნო ნ----- ბ------–-–---–-ს შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ ამ ეტაპზე არის უმუშევარი, მის შემოსავალს წარმოადგენს მხოლოდ სოციალური დახმარება. იგი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად გადაიხდის ალიმენტს - თითოეულ ბავშვზე 50 -50 ლარს. რაც შეეხება სოციალური დახმარების მოთხოვნის ნაწილში შეგებებული სარჩელი ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელე მ------ ბ----–--- და მოპასუხე ნ----- ბ------–-–---–- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2009 წლის 29 ს--------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.2. ერთად ცხოვრების პერიოდში მ------ ბ----–---ს და ნ----- ბიუღლიშვილს შეეძინათ ორი შვილი - 2--- წლის 3 ა-----–- დაბადებული ლ---- ბ----–--- და 2--- წლის 28 ა--------- დაბადებული ნ--- ბ----–---, რომლებიც 2017 წლის ივნისამდე იზრდებოდნენ ორივე მშობელთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლ---- ბაილაძის დაბადების მოწმობა;

- ნ--- ბ----–---- დაბადების მოწმობა;

- მხარეთა განმარტებები.

 

3.3. მ------ ბ----–--- და ნ----- ბ------–-–---–- 2017 წლის ივნისიდან ერთად აღარ ცხოვრობენ და მათი შვილები - ლ---- და ნ--- ბ----–---ები ცხოვრობენ დედასთან ნ----- ბ------–-–---–----, დედის მშობლების სახლში - თერჯოლის რაიონის ს------– ქ----- ს--------–-.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

3.4. მ------ ბ----–---ს 2017 წლის ივნისიდან ნ----- ბ------–-–---–- არ აძლევს საშუალებას თავისთან წაიყვანოს თავისი შვილები : ნ--- და ლ---- ბ----–---ები ღამით მასთან დარჩენით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახსნა- განმარტება;

 

3.5. სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, მ------ ბ----–---- ოჯახში არის კარგი საყოფაცხოვრებო პირობები. ყველანაირი საშუალებაა იმისათვის, რომ ბავშვებმა კომფორტულად და კარგად იგრძნონ თავი. მ------ ბ----–---ს ოჯახში ჰყავს პენსიონერი მშობლები. საზღვარგარეთ ჰყავს და, რომელიც მატერიალურად ეხმარება ოჯახს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა.

- მოსარჩელის ახსნა- განმარტება.

- მესამე პირის განმარტება

 

3.6. მ------ ბ----–---ს შეზღუდული აქვს შვილებთან ურთიერთობა. თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 0- ო----------- დროებითი განკარგულების საფუძველზე ნება დაერთო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კვირაში ორი დღით - შაბათსა და კვირას დილის 12:00 საათიდან 15:00 საათამდე მოინახულოს ბავშვები დედის საცხოვრებელი ადგილის, ან ბავშვებისა და დედის ადგილსამყოფელის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა განმარტება;

-თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 0- ო----------- დროებითი განკარგულება

 

3.7. მამისა და ბავშვების დამოკიდებულების და ურთიერთობის გარემოებების შესწავლისას, სოციალური მუშაკის დაკვირვებით მამასა და ბავშვებს შორის არ არის გაუცხოება, მათ შორის დამოკიდებულება ნორმალურია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის სოციალური

მუშაკის დასკვნა.

-მესამე პირის განმარტება

-თანამოპასუხეთა პოზიცია

 

3.8. მ------ ბ----–--- ამჟამად უმუშევარია. მისი შემოსავლების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის განმარტებას;

-საქმის მთლიან მასალებს.

 

3.9. მ------ ბ----–---- ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და წარმოადენს სოციალური დახმარების თანხის მიმღებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებას;

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, შეგებებული სარჩელი, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ როგორც მ------ ბ----–---- სარჩელი, ასევე ნ----- ბ------–-–---–-- შეგებებული სარჩელი, რაც გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან და შეესაბამება მშობელთა და შვილის ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა:

- “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1201-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლები;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 46-ე, 102-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

მშობლებისა და შვილების ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათაA განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ პრინციპებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 1197-ე მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

6.2. ”ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ”ჭეშმარიტი ინტერესი” მოცემულ შემთხვევაში არის ის ფაქტი, რომ არასრულწლოვან ლ---- და ნ--- ბ----–---ებს ორივე მშობელთან ერთნაირი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს და ამასთან მათთან ურთიერთობის დროს არ უნდა იქნეს დარღვეული მათი, უფლებები. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ორივე მშობელი მ------ ბ----–--- და ნ----- ბ------–-–---–- თანაბარწილად არიან ვალდებული შვილის აღზრდა-განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების გასაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსითა და აღნიშნული კონვენციით დამკვიდრებულია ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, რაც გულისხმობს ბავშვისათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც მშობლებთან, ისე სხვა ნათესავებთან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილით შვილებთან ურთიერთობა მშობლის არა მარტო უფლებაა, არამედ კანონი მას ავალდებულებს ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან, იზრუნოს მასზე როგორც ქორწინების დროს, ისე განქორწინების შემდეგ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად მშობლების უფლება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების ან სხვა მიზეზის გამო მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილები. ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო შვილის ინტერესების გათვალისწინებით.

 

ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არ აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბავშვთან ურთიერთობა და მის აღზრდაში მონაწილეობის მიღება მშობლის არა მარტო უფლება არამედ მოვალეობაცაა, სასამართლო განმარტავს, რომ შვილების აღზრდაში მონაწილეობის უფლება-მოვალეობა ორივე მშობელს ერთნაირად გააჩნია, შესაბამისად, ცალკე მცხოვრებ მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა ჰქონდეს ყოფილ მეუღლესთან მცხოვრებ შვილთან და ვალდებულიცაა მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში. მეორე მშობელს უფლება არა აქვს შეზღუდოს და ხელი შეუშალოს მას ამ უფლება-მოვალეობათა განხორციელებაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის აღზრდის ინტერესებს. ბავშვის აღზრდის ინტერესებში იგულისხმება არა მარტო მატერიალური, არამედ მორალური, ფსიქოლოგიური პირობების შექმნა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მ------ ბ----–--- და მოპასუხე ნ----- ბ------–-–---–- ერთად აღარ ცხოვრობენ. მათი არასრულწლოვანი შვილები ლ---- და ნ--- ბ----–---ები ცხოვრობენ დედასთან ერთად და მამას მ------ ბ----–---ს შეზღუდული აქვს მათთან ურთიერთობა. თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 0- ო----------- დროებითი განკარგულების საფუძველზე ნება დაერთო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კვირაში ორი დღით - შაბათსა და კვირას დილის 12:00 საათიდან 15:00 საათამდე მოინახულოს ბავშვები დედის საცხოვრებელი ადგილის, ან ბავშვებისა და დედის ადგილსამყოფელის მიხედვით.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების თანახმად, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს. მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვან ბავშვებს ნორმალური განვითარებისათვის მიზანშეწონილია ურთიერთობა ჰქონდეთ როგორც ბიოლოგიურ დედასთან, ასევე ბიოლოგიურ მამასთან და რაც შეიძლება მეტი ინტენსივობით.

 

6.4. ამდენად, როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ნ----- ბუიღლიშვლის პოზიციას ბავშვებთან ურთიერთობის წესის იმგვარად განსაზღვრასთან დაკავშირებით, რომ მ------ ბ----–---მ თავისთან არ წაიყვანოს შვილები ღამე მასთან დარჩენით. დადგენილია სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების მიერ მოკვლეული მასალებით და წარმომადგენლის განმარტებით, რომ მ------ ბ----–---- ოჯახში არის კარგი საყოფაცხოვრებო პირობები. ყველანაირი საშუალებაა იმისათვის, რომ ბავშვებმა კომფორტულად და კარგად იგრძნონ თავი. საქმეში თანამოპასუხეებად ჩართული არასრულწლოვნები ლ---- და ნ--- ბ----–---ები წინააღმდეგი არ არიან მამასთან ურთიერთობის და სურთ მასთან ურთიერთობა. მოპასუხე ნ----- ბ------–-–---–-ს მიერ კი აღნიშნულის საწინააღმდეგო დადასტურებული ვერ იქნა.

 

ამდენად, მოპასუხე ნ----- ბ------–-–---–-ს პოზიცია, რომ ბავშვები მამასთან არ უნდა იმყოფებოდნენ ღამით მის საცხოვრებელ სახლში დარჩენით, ვინაიდან მას არ სურს ბავშვებთან ურთიერთობა ჰქონდეს მოსარჩელის დედას, რომელსაც ბრალი მიუძღვის მისი ოჯახის დანგრევაში, დაუსაბუთებელია და სასამართლო ვერ გაიზიარებს. თუმცა მოპასუხე წინააღმდეგი არ არის მ------ ბ----–---ს ურთიერთობა ჰქონდეს შვილებთან შეუზღუდავად, მხოლოდ მის საცხოვრებელ ადგილას. უპირველეს ყოვლისა, საქმის განხილვისას არ დადგინდა და მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ საშიში და შეუძლებელია მამის ოჯახში შვილების ყოფნა ღამის გათევით, უფრო მეტიც ეს არის ნორმალური და სრულფასოვანი ურთიერთობა, რაც ზემოთ მოყვანილი ქართული თუ საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმებით არის დაცული და რაც აუცილებელია ბავშვის აღზრდისა და მისი პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის. მ------ ბ----–--- მშობელი მამაა, იმისათვის რომ ბავშვები ნორმალურ, ჯანსაღ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ, ამისათვის აუცილებელია რომ მათ მამასთან ჰქონდეთ სრულფასოვანი ურთიერთობა და არა მარტო მამასთან, არამედ მამის მშობლებთან და მამის ნათესავებთან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მამა მ------ ბ----–--- თავად, უზრუნველყოფს შვილების მოვლას. გარდა ამისა, მ. ბ------–-–---–- ოჯახში ჰყავს შრომისუნარიანი მშობლები, რომლებიც ასევე იზრუნებენ ბავშვებზე. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ ბ----–---ს არასრულწლოვან შვილებთან ლ---- ბ----–---სა და ნ--- ბ----–---სთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს ყოველი თვის პირველი და მესამე შაბათ - კვირა: შაბათი დღის 10:00 საათიდან კვირა დღის 17:00 სააათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და მის საცხოვრებელ ადგილას ღამე დარჩენის უფლებით სასწავლო პროგრამის და ბავშვების სურვილის გათვალისწინებით მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. ასევე არასრულწლოვან შვილებთან ლ---- ბ----–---სა და ნ--- ბ----–---სთან ურთიერთობისათვის შესაბამისი სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებისათვის დადგენილი ზამთრისა და საზაფხულო არდადეგების პერიოდის პირველი ნახევარი თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით ბავშვების სურვილის გათვალისწინებით მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

6.5. “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ’’ კონვეციის 27-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე და 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ვალდებული არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

სკ-ის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის ეს დებულებები თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მშობლების მოვალეობას თავისი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილების მიმართ. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც. სასამართლო განმარტავს, რომ შვილის რჩენის მოვალეობა აკისრია ორივე მშობელს, მათ თანაბრად უნდა მიიღონ მონაწილეობა შვილის აღზრდა-განვითარებაში, მათ ასევე თანაბრად აკისრიათ შვილის რჩენის მოვალეობა, რაც უნდა განხორციელდეს ნებაყოფლობით, წინააღმდეგ შემთხევაში სარჩო ბავშვის სასარგებლოდ მშობლებს ეკისრებათ სასამართლო წესით, ალიმენტის სახით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მ------ ბ----–--- ნაწილობრივ ცნობს სარჩელს ალიმენტის დაკისრების ნაწილში და თანახმაა შვილების რჩენა აღზრდისათვის გადაიხადოს ალიმენტის სახით 50-50 ლარი, ვინაიდან არ მუშაობს და ამჟამად არა აქვს მატერიალური შემოსავალი, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დასამტკიცებად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამასთან სასამართლოს მიერ დანიშნული ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, ანუ - საარსებო მინიმუმს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური შემოსავალი ყოველთვიურად.

 

საქმის განხილვისას, მოპასუხე მ------ ბ----–---- შემოსავლების დამადასტურებელი მტკიცებულები მხარეების მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.

 

ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

6.7. ზემოთ მითითებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება - არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებულ იქნას მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის მოვალეობისაგან.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას ალიმენტის თანხის თითოეულ ბავშვზე 50-50 ლარის ოდენობით განსაზღვრის თაობაზე, თანხის სიმცირის გამო, უმუშევრობა კი ამის საფუძველს არ წარმოადგენს. შვილის რჩენა მშობლებს ყველა შემთხვევაში ეკისრებათ, ვინაიდან ეს მათი კანონით იმპერატიულად დადგენილი ვალდებულებაა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობელს, რომელთანაც შვილი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობს ბავშვის აღზრდა-განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობით თანხის გადახდა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდის და განვითარებისთვის აუცილებელი ხარჯის მინიმუმს. ამავდროულად, სასამართლო მხედველობაში იღებს მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს საარსებო მინიმუმის შესახებ.

 

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით, ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმმა 175 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხის ნახევარი 87.50 ლარი არის ის მინიმუმი რაც უნდა გაიღოს თუნდაც უმუშევარმა მშობელმა შვილის რჩენისათვის.

 

ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა – თითოეულ ბავშვზე- 150 ლარი შეუსაბამოდ მაღალია, ვინაიდან საქმის გარემოებები ამ ოდენობით მოთხოვნის საფუძვლიანობას ვერ ასაბუთებს და მოსარჩელემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ოდენობით ალიმენტის დაკისრების საფუძვლიანობის დადასტურება. ამდენად, შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სარჩელის საფუძვლად მოყვანილი გარემოება, რომ მოპასუხეს საკმაო სახსრები და რაიმე შემოსავლები გააჩნია, რაც მისთვის თვეში თითოეული 150-150 ლარის დაკისრების ერთ-ერთი საფუძველი იქნებოდა.

 

საქმის გარემოებებითა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის თანხა თვეში უნდა განისაზღვროს თითოეულ ბავშვზე 100-100 ლარით.

 

6.8. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ნ----- ბ------–-–---–-ს მოთხოვნა სოციალური დახმარების თანხის 400 ლარის ანაზღაურების შესახებ მოპასუხე მ------ ბ----–---მ ცნო და თანახმაა აუნაზღაუროს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა სოციალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში, რაც დაკმაყოფილების საფუძველია და მოპასუხე მ------ ბ----–---ს უნდა დაეკისროს მოსარჩელე ნ----- ბ------–-–---–-ს სასარგებლოდ მიღებული სოციალური დახმარების თანხის 400 (ოთხასი) ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ------ ბ----–--- და ნ----- ბ------–-–---–- რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და წარმოადგენენ სოციალური დახმარების თანხის მიმღებს, გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ნ----- ბ------–-–---–- უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8-ე, 38-ე,39-ე, 46-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ------ ბ----–---- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: მ------ ბ----–---ს (პ/ნ 6----------) შვილებთან - 2--- წლის 3 ა-----–- დაბადებულ ლ---- ბ----–---სა (პ/ნ 6----------) და 2--- წლის 28 ა--------- დაბადებულ ნ--- ბ----–---სთან (პ/ნ 6----------) ურთიერთობის წესი განესაზღვროს შემდეგი სახით:

 

1.1. მ------ ბ----–---ს არასრულწლოვან შვილებთან ლ---- ბ----–---სა და ნ--- ბ----–---სთან ურთიერთობისათვის განესაზღვროს ყოველი თვის პირველი და მესამე შაბათ - კვირა: შაბათი დღის 10:00 საათიდან კვირა დღის 17:00 სააათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და მის ოჯახში ღამე დარჩენის უფლებით სასწავლო პროგრამის და ბავშვების სურვილის გათვალისწინებით, მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

1.2. განესაზღვროს მოსარჩელე მ------ ბ----–---ს არასრულწლოვან შვილებთან ლ---- ბ----–---სა და ნ--- ბ----–---სთან ურთიერთობისათვის შესაბამისი სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებისათვის დადგენილი ზამთრისა და საზაფხულო არდადეგების პერიოდის პირველი ნახევარი თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით ბავშვების სურვილის გათვალისწინებით მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

1.3. სასამართლოს მიერ დანიშნულ დღეებში გადაწყვეტილებით განსაზღვრული საათების დაცვით არასრულწლოვანი ლ---- ბ----–----ა და ნ--- ბ----–---- წაყვანა დედის ნ----- ბ------–-–---–-ს საცხოვრებელი ადგილიდან და ასევე უკან, დედის ნ----- ბ------–-–---–-ს საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება უზრუნველყოს მოსარჩელე მ------ ბ----–---მ.

 

2. არასრულწლოვან შვილებთან მოსარჩელის მ------ ბ----–---- ურთიერთობაზე კონტროლი და მეთვალყურეობა დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონულ განყოფილებას.

 

3. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შეგებებული სარჩელი:

3.1. მოპასუხე მ------ ბ----–---ს (პ/ნ 6----------) დაეკისროს მოსარჩელე ნ----- ბ------–-–---–-ს (პ/ნ 2----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა 2--- წლის 3 ა-----–- დაბადებულ ლ---- ბ----–---სა (პ/ნ 6----------) და 2--- წლის 28 ა--------- დაბადებულ ნ--- ბ----–---- (პ/ნ 6----------) რჩენა - აღზრდისათვის ყოველთვიურად 200(ორასი) ლარის, თითოეული ბავშვზე 100 - 100 (ას-ასი) ლარის ოდენობით მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

3.2. ალიმენტის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2017 წლის 20 ოქტომბრიდან.

 

3.3. მოპასუხე მ------ ბ----–---ს (პ/ნ 6----------) დაეკისროს მოსარჩელე ნ----- ბ------–-–---–-ს (პ/ნ 2----------) სასარგებლოდ მიღებული სოციალური დახმარების თანხის 400 (ოთხასი) ლარის ანაზღაურება.

 

4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4.1. მოსარჩელე ნ----- ბ------–-–---–- (პ/ნ 2----------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50(ორმოცდაათი) ლარი. ბაჟის გადახდის თარიღია 20 ოქტომბერი, 2017 წელი, ბანკის კოდი LBRTGE22, სახაზინო კოდი 300203150.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელენე ოსაძე