განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/578-17 წ. (N041150317005)
განაჩენი
საქართველოს სახელით
15.12.2017 წელი ქ-------ი
ქ-------ის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი - ნანა გაბედავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------------–--ე
დაცვის მხარე:
1. ბრალდებული - ი-----–-------–-–---–-
მამის სახელი: გ-------
დაბადებული: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ი--------------------------
მცხოვრები: ქ--------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები; (02 ეპიზოდი)
2. ბრალდებული - გ------------ე
მამის სახელი: რ---------
დაბადებული: 3--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: ზ---------------------------–--------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები (02 ეპიზოდი); 236-ე მუხლის მ------ ნაწილი და 236-ე მუხლის მესამე ნაწილი.
3. ბრალდებული - თ-------------
მამის სახელი: ა---------–-
დაბადებული: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: ზ---------------------------–--–-------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები (02 ეპიზოდი); 236-ე მუხლის მ------ ნაწილი და 236-ე მუხლის მესამე ნაწილი.
4. ბრალდებული - მ-----------------ი
მამის სახელი: ზ-------
დაბადებული: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: მქონე (პირობითი მსჯავრი)
რეგისტრირებული: ქ-------------------------–---–---------
მცხოვრები: ქ--------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და 236-ე მუხლის მ------ ნაწილი.
ადვოკატი - ს--–--------------–---–ი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ი-----–- ჩ----–-–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:
- ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 01 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ქურდობისათვის ნასამართლევი მ-----------------ი, ასევე ი-----–-------–-–---–-, გ------------ე და თ------------- ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ-------ში, ს---–------------------------–------------–--------------- ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც დაეუფლნენ ფულად თანხას 6685,54 ლარის ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
- ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 15 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ი-----–-------–-–---–-, გ------------ე და თ------------- ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ-------ში, ნ----------------–------------–----------------- ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც დაეუფლნენ ფულად თანხას 13-0 ლარის ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
გ------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:
- ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 01 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ქურდობისათვის ნასამართლევი მ-----------------ი, ასევე ი-----–-------–-–---–-, გ------------ე და თ------------- ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ-------ში, ს---–------------------------–------------–--------------- ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც დაეუფლნენ ფულად თანხას 6685,54 ლარის ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
- ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 15 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ი-----–-------–-–---–-, გ------------ე და თ------------- ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ-------ში, ნ----------------–------------–----------------- ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც დაეუფლნენ ფულად თანხას 13-0 ლარის ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
- ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა:
დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გ------------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა უნომრო მაკაროვის კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღი და სამი ცალი საბრძოლო ვაზნა, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 236-ე მუხლის მ------ ნაწილით.
- ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება:
2017 წლის 16 მარტს გ------------ე თ---–--–---------–--------------------–- საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მაკაროვის კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღს სამი ცალი საბრძოლო ვაზნით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით.
თ-------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:
- ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 01 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ქურდობისათვის ნასამართლევი მ-----------------ი, ასევე ი-----–-------–-–---–-, გ------------ე და თ------------- ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ-------ში, ს---–------------------------–------------–--------------- ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც დაეუფლნენ ფულად თანხას 6685,54 ლარის ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
- ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 15 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ი-----–-------–-–---–-, გ------------ე და თ------------- ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ-------ში, ნ----------------–------------–----------------- ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც დაეუფლნენ ფულად თანხას 13-0 ლარის ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
- ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა:
დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გ------------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა უნომრო მაკაროვის კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღი და სამი ცალი საბრძოლო ვაზნა, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 236-ე მუხლის მ------ ნაწილით.
- ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება:
2017 წლის 16 მარტს გ------------ე თ---–--–---------–--------------------–- საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მაკაროვის კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღს სამი ცალი საბრძოლო ვაზნით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით.
მ-----------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:
- ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 01 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ქურდობისათვის ნასამართლევი მ-----------------ი, ასევე ი-----–-------–-–---–-, გ------------ე და თ------------- ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ-------ში, ს---–------------------------–------------–--------------- ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც დაეუფლნენ ფულად თანხას 6685,54 ლარის ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
- ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა:
მ-----------------მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი-"G-------------" N7---, W------------------- და 8 ცალი საბრძოლო ვაზნა, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 236-ე მუხლის მ------ ნაწილით.
სასამართლომ დადასტურებულად ცნო რომ:
2017 წლის 15 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით შეირაღებული გ------------ე და თ------------- ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ-------ში, ნ------------–------------–----------------- ავტოგასამართ სადგურის ოპერატორს ვ-–---------ეს და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით დაეუფლნენ ფულად თანხას 13-0 ლარის ოდენობით.
გ------------ემ და თ-------------მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს უნომრო მაკაროვის კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო ვაზნები, რომლებსაც ისინი 2017 წლის 16 მარტს ქ-------–--–---------–-------------------ში საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდნენ.
მ-----------------მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2017 წლის 17 მარტამდე უკანონოდ ინახავდა ორ ცალ ცეცხლსასროლ იარაღს -"G-------------" N7--- და W------------------- 8 ცალი საბრძოლო ვაზნით.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
1) ავტოგასამართ სადგურ „ფ---------“ ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი:
2017 წლის 2 მარტს 00:11 საათზე ქ-------ის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რა დროსაც განმცხადებელმა, ავტოგასამართ სადგურ „ფ------ს“ მენეჯერმა დ------------–--ემ მობილური ტელეფონის საშუალებით განმარტა, რომ მის ობიექტზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა, წაღებულია ფულადი თანხა და ითხოვა დახმარება(ტ.1. ს.ფ.3).
2017 წლის 02 მარტს გამოძიებელ გ-----------–---–ის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომლითაც დადგენილია შემდეგი: შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ქ-------ში ს---–-----------------------–---------------------------ში განთავსებულ შპს „ფ------ს“ ავტოგასამართ სადგურზე. ს---–--------- გამზირის მხრიდან არსებულ შემოსასვლელში, გზიდან 9 მეტრის მოცილებით ბეტონისა და ქვაღორღის საფარზე დევს შავი ფერის დაზიანებული, მეტალისკორპუსიანი სათვალე, რომელიც დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტ - კრიმინალისტებმა ამოიღეს და დალუქეს NFCI404991 პაკეტში. ს---–--------- გამზირის მხრიდან გზიდან დაახლოებით 13 მეტრის მოცილებით ბეტონისა და ქვა- ღორღის საფარზე დევს „LG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი დაზიანებულ მდგომარეობაში, ვერცხლისფერი აკუმულიატორი და ტელეფონის შავი ფერის უკანა ხუფი. დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულია მითითებული ტელეფონი აკუმულიატორითა და უკანა ხუფით და დაილუქა N F-------- პაკეტში, ს---–--------- გამზირის მხრიდან არსებული შესასვლელიდან სამხრეთ დასავლეთის მხარეს განთავასებული შპს „ფ------ს “ შენობა წარმოადგენს ერთსართულიან კაპიტალურ ნაგებობას ზომით 7X3 მეტრზე. აღნიშნულ შენობას მარჯვენა მხარეს ჩასმული აქვს ალუმინის ორფრთიანი ფანჯარა, შენობის შესასვლელში ჩასმულია ალუმინის კარები. შენობის მარცხენა ნაწილი გამოწეულია გამზირის მიმართულებით ძირითადი ნაგებობიდან 1,5 მეტრით, რომელშიც ასევე ჩასმულია ალუმინის ორფრთიანი ფანჯარა. შენობის მარჯვენა მხარეზე არსებული ალუმინის ფანჯრის წინ, კედელთან დგას ყვითელი ფერის დიზელ-გენერატორი, რომლის წინ, ბეტონის საფარზე დევს გამჭვირვალე ფერის პოლიეთილენის ბოთლი, თეთრი ფერის სახელურით, თავსახურის გარეშე. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს მითითებული ბოთლი და დალუქეს N FCI425288 პაკეტში. კედლიდან 2-3 მეტრის მოცილებით განთავსებულია ბეტონის სამი მეტრი სიმაღლის ღობე. რომლის თავში არსებულ რკინის ბოძზე დამაგრებულია სათვალთვალო კამერა. შპს „ფ------ს“ ავტოგასამართი სადგურის შენობაში შევდივართ ალუმინის კარებით. შესასვლელიდან პირდაპირ, კედელთან დგას ორფრთიანი ყავისფერი კარადა, რომლის გვერდით მარჯვენა მხარეზე დევს ვერცხლისფერი საწვავის საზომი. კარადის მარჯვენა მხარეს არსებული ღია ვიწრო შესასვლელით შევდივართ მვირე ზომის ოთახში, სადაც განთავსებულია საწოლი, წითელი ფერის გადასაფარებლით. ოთახს, ს---–--------- გამზირის მხარეს აქვს ალუმინის ორფრთიანი ფანჯარა. შესასვლელი კარებიდან პირდაპირ განთავსებული კარადის გვერდით მარცხენა მხარეზე განთავსებულია ასეთივე ფერის მაგიდა, შუაში უჯრით. აღნიშნული მაგიდის ქვევით იატაკზე დევს გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლი, წარწერით „ზედაზენი“. მაგიდის ზევით, ჭერზე, კუთხესთან ახლოს დამაგრებულია სათვალთვალო კამერა. შესასვლელი კარებიდან მარცხენა მხარეზე, ოთახის შუა ნაწილში იატაკზე დევს წებოვანი ლენტი ნაწილობრივ გაშლილ და დაკუჭულ მდგომარეობაში, ასევე - შპს „არაის“ სარეკლამო ბანერი, რაც ამოღებულია დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ და დაილუქა N FCI404986 პაკეტში, პაკეტი N4. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ასევე ამოიღეს მაგიდის ქვევით იატაკზე დაგდებული „ზედაზენის“ ბოთლი, რაც დალუქეს N FCI404987 პაკეტში, პაკეტი N5. აღნიშნული მაგიდა დამუშავდა ექსპერტების მიერ და მაგიდის ზედაპირიდან ამოღებულია ხელის ორი კვალი, რაც დაილუქა N FCD685508 პაკეტში, პაკეტი N6. მაგიდა, რომელზედაც განთავსებულია კომპიუტერული ტექნიკა დამუშავდა ექსპერტების მიერ, საიდანაც ამოღებულია ხელის ოთხი კვალი, რაც დაილუქა N FCD685509 პაკეტში, პაკეტი N7. შპს „ფ------ს“ შენობის მარცხენა ნაწილში განთავსებულ ღობის დასაწყისში არსებული ბოძზე დამაგრებული სათვალთვალო კამერიდან ამოღებულია მასზე ჩამოფარებული შავი ფერის წინდა, რაც დაილუქა N FCI404989 პაკეტში, პაკეტი N8. ამავე კედლის დასაწყისში, ბოძთან დათვალიერებაში მონაწილე კინოლოგის ი------------–----–--ის მიერ ამოღებულია სუნის კვალი, რაც დაილუქა მინის ქილაში ქ-------ის საქალაქო სამმართველოს ლუქის ბეჭდით N33/5 01 პაკეტად, პაკეტი N-(ტ.1. ს.ფ. 12-73).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შინაარსი სრულად დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ-----------–---–მა, სადგურის მენეჯერმა დ------------–--ემ და ექსპერტმა ბ-------------–--ემ(სასამართლო სხდომის ოქმი).
დაზარალებულ დ-------–-----ას მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 1 მარტს მუშაობდა ავტოგასამართ სადგურზე შ.პ.ს ,,ფ------ში’’ მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. აღნიშნულ დღეს მას და ი-----–- შ-----ს უწევდათ მორიგეობა. საღამოს, ი-----–- შ----- წავიდა მოსასვენებელ ოთახში და დაწვა, თავად კი იმყოფებოდა სამორიგეოში, კომპიუტერთან. ამ დროს ფანჯარაში დაინახა ავანგარდის მხრიდან მომავალი ორი პიროვნება ცარიელი, დაახლოებით 2 ლიტრიანი ბოთლით ხელში, როდესაც კარის გაღება დააპირა, შევარდა ორი ნიღბიანი ადამიანი, ერთმა შესვლისთანავე შუბლის არეში დაარტყა მუშტი, იგი ინერციით სკამისკენ წაიწია, რა დროსაც უსაფრთხოების ღილაკს დააჭირა ხელი, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა, ძალადობა. როდესაც ძირს წააქციეს, უკან გადაუტანეს ხელები და წებოვანი ლენტით შეუხვიეს, ზურგში და თავში სცემდნენ. მაგიდიდან აიღეს ნივთები, უჯრიდანაც ამოიღეს ქაღალდის ფული, მაგიდის ზემოდან იყო ხურდა ფულები, დახარისხებული, ცელოფანში ჩაყრილი, დაახლოებით 200 ლარამდე. კვლავ ითხოვდნენ ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ იარაღიდან გასროლით, გაიგონა თავდამსხმელის ნათქვამი: ,,ესროლე, რატომ ალაპარაკებო’’. როდესაც მ------ დაკეტილ უჯრას მიადგნენ, გასაღები ითხოვეს, მაგრამ მან აუხსნა, რომ იქ უფროსის საბუთები ინახებოდა და სწორედ ეს იყო დაკეტვის მიზეზი. მას შემდეგ რაც აიღეს თანხა, შეამოწმეს მისი ჯიბეებიც და წავიდნენ. თავდამსხმელებმა შენობაში სულ დაახლოებით 5-6 წუთი დაჰყვეს. გასვლისას დაიმუქრნენ, რომ ნახევარი საათი გარეთ არ გასულიყვნენ, თორემ კიდევ სამი ადამიანი ელოდებოდა მათ და ესროდნენ, ამის გამო გარეთ არ გასულა, ი-----–- შ----- ყველაფერს უყურებდა, მაგრამ მისი მინიშნებისა და შიშის გამო, ვერ გავიდა ოთახიდან. შ-----ს ოთახში სინათლე არ ენთო და ფიქრობს, რომ ამის გამო ვერ დაინახეს ნიღბიანმა პირებმა ის. მათ არ დაუნახავთ რა მიმართულებით წავიდნენ ნიღბიანი პირები. თავდამსხმელების წასვლიდან მხოლოდ დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გავიდნენ გარეთ, რა დროსაც გამვლელი გააჩერეს და მისი ტელეფონიდან დაურეკეს მენეჯერს. ასევე შენიშნეს პოლიციის პიკაპი, ისიც გააჩერეს და უამბეს მომხდარის შესახებ, შემდეგ კი პოლიციას დაუკავშირდნენ. ნიღბიან პირებს, ერთს ეკეთა სამედიცინო პირბადე, მ------ს შალის მუქი ფერის კაშნე ჰქონდა შემოხვეული და თავზე ქუდი ეფარა, მას ასევე მცირე ზომის იარაღი ეჭირა. მათი სახის დანახვა და შეცნობა შეუძლებელი იყო, რადგან მხოლოდ თვალები უჩანდათ. მხოლოდ პირბადიანის ღია ფერის თვალები დაამახსოვრდა. მას დაზიანებები მიყენებული ჰქონდა შუბლისა და ზურგის არეში, აღენიშნებოდა სილურჯეები. თავდამსხმელებმა ასევე წაიღეს მისი ტელეფონი LG-ის ფირმის, რაც შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აღმოაჩინეს დამტვრეულ მდგომარეობაში. თანხა დაახლოებით 6000 ლარამდე წაიღეს. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- შ-----მ(სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ზ-------–-------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ-------ის საქალაქო სამმართველოში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 01 მარტს ქალაქ ქ-------ში ს---–------------------------ში მდებარე ავტოგასამართ სადგურზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა, რაზეც ქ-------ის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება. დანაშაულის ჩადენის დღიდან აღნიშნული ფაქტის ირგვლივ ახორციელებდა სისტემატურად მუშაობას იმის შესახებ, რომ მოპოვებული ყოფილიყო ინფორმაცია დამნაშავე პირთა დადგენისა და შემდგომ მათი დაკავების მიზნით. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ყაჩაღური თავდასხმა ჩადენილი უნდა ჰქონოდა 1--------- წელს დაბადებულ მ-----------------ს, რომელსაც საკუთრებაში აქვს და სარგებლობს ტელეფონის ნომერით 5--------, გ------------ეს დაბადებულს 3--------- წელს, რომელსაც საკუთრებაში აქვს და სარგებლობს სააბონენტო ნომრით 5-------- და ასევე 0--------- წელს დაბადებულ ი-----–- ჩ----–-–---–ს, რომელიც სარგებლობს და ფლობს სააბონენტო ნომერს 5--------. ზემოაღნიშნული პირები მიღებული ინფორმაციით ყაჩაღურ თავდასხმამდე შეიარაღდნენ ჯ--------–-------ს (დაბადებული 1--------- წელს) მამის, ზ----------–-------ს სახელზე რეგისტრირებული საფანტის პისტოლეტით და ამ უკანასკნელის კუთვნილი თეთრი ფერის ,,ჰ--------------ს“ მარკის სახელმწიფო ნომრით B-------- ავტომანქანით, მივიდნენ შემთხვევის ადგილამდე. კერძოდ, მიღებული ინფორმაციით გაიარეს გ---------ს ქუჩისა და ს---–--------- გამზირის კვეთის ადგილი, სადაც აღნიშნულ ადგილზე განთავსებულია რამოდენიმე ვიდეომეთვალყუ-რეობის გარე კამერა. შემთხვევის ადგილზე ეს უკანასკნელები მიიყვანა ჯ--------–-------მ მისი მამის კუთვნილი თეთრი ფერის ავტომობილით, ხოლო ყაჩაღური თავდასხმის დასრულების შემდგომ ისინი მიიმალნენ ფეხით - თ------–---–-- ქუჩის მიმართულებით. მიღებული ინფორმაცია მოახსენა ხელმძღვანელობას (სასამართლო სხდომის ოქმი).
2017 წლის 09 მარტს ინსპექტორ ლ-–------------სა და ა---------–---------–--ასთან ერთად მოხდა ავტოგასამართ სადგურ „ფ------ს“ ვიდეო ჩანაწერის გახსნა დათვალიერება, სადაც მათ სავარაუდოდ ამოიცნეს ყაჩაღობაში მონაწილე პირები, კერძოდ:
მოწმე ა---------–---------–--ას მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 2008 წლიდან მუშაობს ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. სამოქმედო ტეროტორიას წარმოადგენს „--------------------------------–-------- მუნიციპალიტეტების დასახლებები. პოლიციის მ--- განყოფილებაში მუშაობს თითქმის 8 წელია და კრიმინალისკენ მიდრეკილ კონტიგენტს კარგად იცნობს. 2017 წლის 09 მარტს, ქ-------ის საქალაქო სამმართველოში პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძებელ ლ-–------------სთან ერთად მონაწილეობა მიიღო 2017 წლის 01 მარტს შპს „ფ------ს“ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორზე ყაჩაღური თავდასახმის ფაქტთან დაკავშირებით ამოღებული, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალერებაში. კამერის ჩანაწერზე დაფიქსირებული პიროვნება, რომელიც 22:59 საათზე გადმოდის შპს „ფ------ს“ გასამართი სადგურის მოპირდაპირე მხრიდან, მიდის ავტოგასამართი სადგურისაკენ, ადის შენობის გვერდით განთავსებულ კედელზე და ბოძზე არსებულ სათვალთვალო კამერას აფარებს წინდას, შემდეგ ჩამოდის და ბრუნდება უკან ჰგავს ნ----- ქუჩაზე, ყოფილი კულინარიული ტექნიკუმის საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ მ-----------------ს, ზედმეტსახელად „---------“. მ-----------------ის საცხოვრებელი სახლის განთავსების ადგილი წამოადგენს მის სამოქმედო ტერიტორიას, შესაბამისად მითითებულ პიროვნებას კარგად იცნობს, მას ხშირად ხედავს უბანში. ამასთან, ეს უკანასკნელი არის დანაშაულებრივი ქმედებისაკენ მიდრეკილი და 2013 წელს მიცემული იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბინის ქურდობისათვის. ორი პიროვნებიდან, რომლებიც შედიან შპს „ფ------ს“ გასამართი სადგურის შენობაში და ახორციელებენ ყაჩაღურ თავდასხმას ოპერატორზე, ერთ-ერთი, რომელსაც ტანთ აცვია ღია ფერის ქურთუკი, თავზე ახურავს კეპიანი ქუდი, აცვია ჯინსის შარვალი და თეთრი ბოტასები, აწეულ საყელოში ჩამალული აქვს სახე და ხელში უჭირავს იარაღი, სავარაუდოდ უნდა იყოს ქ-------ში ნ----- ქუჩაზე, ყოფილი კულინარიული ტექნიკუმის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები ი-----–-------–-–---–-, ზედმეტსახელად „----“, იგი ამოიცნო თავისი აღნაგობით და მოძრაობის მანერებით. აღნიშნული პიროვნებას კარგად იცნობს უბნიდან, არის მ-----------------ის, იგივე „---------“ დის ქმარი და ცხოვრობენ ერთ ბინაში (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ლ-–------------ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის მუშაობს ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------- განყოფილების უბნის ინსეპქტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 09 მარტს, მათი განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ა---------–---------–--ასთან ერთად ქ-------ის საქალაქო სამმართველოში მონაწილეობა მიიღო 2017 წლის 01 მარტს შპს „ფ------ს“ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ამოღებული სადგურის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერებაში. განმარტა, რომ აღნიშნულ ჩანაწერზე, 22:59 საათზე ფიქსირდება, რომ შპს „ფ------ს“ გასამართი სადგურის მოპირდაპირე მხრიდან გამოდის პიროვნება, რომელიც მიდის გასამართი სადგურისაკენ, უახლოვდება გასამართ სადგურს, ადის შენობის გვერდით განთავსებულ კედელზე და ბოძზე დამაგრებულ კამერას აფარებს წინდას. შემდეგ ჩამოდის და ბრუნდება უკან. მითითებული პიროვნება სიარულის მანერით უნდა ჰგავდეს მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ნ----- ქუჩაზე, ყოფილი კულინარიული ტექნიკუმის საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ მ-----------------ს, ზედმეტსახელად „---------“, რომელსაც იცნობს 10 წელია, რადგან ის მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისაკენ (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმეების კ-------------–--ის და ლ-–---–-------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებების თანახმად კ-------–--ე მუშაობს ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------- განყოფილებაში უფროსის მოადგილედ, ხოლო ლ---–-------ე ქ-------ის საქალაქო სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. საიდუმლო პატაკით მოახსენეს ხელმძღვანელობას, რომ 2017 წლის 01 მარტს ქ-------ში ს---–--------- გ-------------ში მდებარე ავტოგასამართ სადგურ „ფ---------“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი და 2017 წლის 15 მარტს ქ-------ში ნ----- ქუჩა N--ში მდებარე ავტოგასამართ სადგურ „მ-----------“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი უნდა ჩაედინათ მ-----------------ს, ი-----–- ჩ----–-–---–ს, გ------------ეს და თ-------------ს. არსებობდა ვარაუდი, რომ მ-----------------ი და ი-----–-------–-–---–- არ მისცემდნენ გამოძიებას რეალურ ჩვენებას. შესაბამისად, ვერ იქნებოდა მიღებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულიყო ოპერატიული ღონისძიება - პირის გამოკითხვა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით და ხელმძღვანელობისაგან ითხოვეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის განხორციელება. პროკურორ მ----------–--–-–---–მა გამოიტანა დადგენილებები ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის შესახებ(დადგენილება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ). 2017 წლის 17 მარტს ქ-------ში საქალაქო სამმართველოს შენობაში კ---------–--ე აღიჭურვა სამმართველოს უფროსის ლ-–-----------ის სამუშაო ოთახი, სამსუნგის ფირმის ტელეფონით. დაიწყო ფარული ვიდეო გადაღება, სადაც გასაუბრებას ახორცილებდა კ-------------–--ე მ-----------------ის მიმართ 03:3- საათიდან 03:35 საათამდე პერიოდში. ჩანაწერის მოცულობამ შეადგინა 586 მეგაბაიტი. გასაუბრებისასას მ-----------------მა აღიარა, რომ მან და მისმა ორმა მეგობარმა - ი-----–- ჩ----–-–---–მა და გ------------ემ 2017 წლის 01 მარტს დააყაჩაღეს ქ-------ში ს---–--------- გ-------------ში მდებარე „ფ------ს“ ავტოგასამართი სადგური, საიდანაც გაიტაცეს 6000 ლარამდე ფულადი თანხა. კერძოდ, მან ვიდეო-სათვალთვალო კამერას ჩამოაფარა წინდა, ხოლო ი-----–- და გ---- შევიდნენ შენობაში. ისინი გადაადგილდებოდნენ ზ----------–-------ს ავტომობილით. 2017 წლის 17 მარტს ქ-------ში საქალაქო სამმართველოს შენობაში ლ-–---–-------ე აღიჭურვა სამმართველოს სამზარეულო ოთახში და მობილური ტელეფონის მეშვეობით დაიწყო ფარული ვიდეო გადაღება, გასაუბრებას ახორცილებდა ი-----–- ჩ----–-–---–თან 04:37 საათიდან 04:44 საათამდე პერიოდში. ჩანაწერის მოცულობამ შეადგინა 799 მეგაბაიტი. საუბრისას ი. ჩ----–-–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის პირველ მარტს თანმხლებ პირებთან ერთად, პისტოლეტით და ნიღბებით განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა ავტოგასამართ სადგურ „ფ---------“, საიდანაც გაიტაცეს დაახლოებით 6000 ლარამდე თანხა და მიიმალნენ. ასევე, 2017 წლის 15 მარტს, კვლავ თანმხლებ პირებთან ერთად, ნიღბებით და პისტოლეტით შეიარაღებულნი თავს დაესხნენ ნ----- ქუჩა N--ში მდებარე ავტოგასამართ სადგურ „მ--------ს“, საიდანაც გაიტაცეს 150 ლარამდე ფულადი თანხა და მიიმალნენ. აღნიშნული ჩანაწერები დაფიქსირდა DVD-R დისკზე(ტ.3. ს.ფ. 244-271,სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მითითებული DVD დისკები, მაგრამ არანაირი ინფორმაცია მათზე არ აღმოჩნდა(სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე მ---------------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მან გამომძიებელ გ-----------–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვაში. აღნიშნა, რომ 08 მარტს გამოითხოვეს „ფ------ს“ ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახული იყო ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი, ხოლო შემდეგ სხვადასხვა ობიექტებიდან გამოითხოვეს ვიდეო ჩანაწერები, რომელთა გაანალიზებით ფიქსირდება 2017 წლის პირველ მარტს საღამოს საათებში, დანაშაულის ჩამდენი პირების გადაადგილების მარშუტი. მისი აზრით, ბრალდებულები ჩაჯდნენ ზ----------–-------ს მფლობელობაში არსებული „ჰ--------------ს“ ავტომანქანაში და ზ-------–-----ს სახელობის სასწავლებლიდან გაემართნენ ს---–--------- გამზირისკენ. იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა ის, რომ იგივე ფერის და მარკის ავტომანქანა ორ წუთში ისევ ბრუნდება უკან. მართალია, არც ავტომანქანის სახელმწიფო ნომრები და არც მასში მსხდომი პირები ჩანს, მაგრამ მოცემულ მონაკვეთში „ჰ--------------ს“ მოდელის სხვა ავტომანქანას იმ დროს არ გაუვლია (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ გამოიკვლია ყველაზე მკაფიო ხარისხის ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ თეთრი ფერის მსუბუქი ავტომობილი, გ---------ს ქუჩიდან უხვევს და მიდის ს---–--------- გამზირზე(„ფ------ს“ გასამართი სადგურისაკენ) და დაახლოებით სამ წუთში უკან ბრუნდება მსგავსი ფერის და მოდელის ავტომანქანა.
ი-----–-------–-–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ იგი მდებარეობს ქ--------------------------/3--ში. საცხოვრებელ ბინაში არსებულ, ი-----–-------–-–---–-ს საწოლზე აღმოჩენილია შავი ფერის, ტყავის მოკლე ქურთუკი კაპიუშონით. ჩხრეკის შედეგად ქურთუკის მარჯვენა, გარე ჯიბეში აღმოჩნდა დაკეცილ მდგომარეობაში მოთავსებული ყავისფერი ნაქსოვი ქუდი, რომელსაც ერთ მხარეს გამოჭრილი აქვს სამი ნახვრეტი, კერძოდ, ორი ზედა ნახვრეტი მდებარეობს ერთმანეთის პარალელურად, ხოლო მათ ქვემოთ გამოჭრილია მესამე ნახვრეტი. ქუდს მ------ მხარეს, ზედა ნაწილში აღენიშნება კიდევ ერთი ჭრილი. იმავე ტყავის ქურთუკის მარჯვენა გარე გულისჯიბეში აღმოჩენილია „ფ------ს“ დაგროვების ბარათი. ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი ტყავის ქურთუკი, ნაქსოვი ქუდი და ფ-------ბარათი დაილუქა ცალ-ცალკე, სამ პაკეტად, 33/5/1/2 ლუქის ბეჭდით. ოქმი ხელმოწერილია ჩხრეკაში მონაწილე პირების მიერ (ტ.2. ს.ფ. 162-169). ოქმში მითითებული გარემოებები დადასტურებულია გამომძიებელ დ---------------ის და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მ-----–---------ის და ნ-----–-------------ის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებებით (სასამართლო სხდომის ოქმი).
მ----------------ს(მ-----------------ის) საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბინაში არსებული ტანსაცმლის საკიდიდან ჩამოხსნეს შავი ფერის ტყავის ქურთუკი, რომლის გარეთა ქვედა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულია ყავისფერი ტყავის საფულე, მასში ჩადებული ერთი აშშ დოლარის კუპიურით და ასევე ამოღებულია მ-----------------ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ნომრით 0--------; ამავე საკიდიდან ჩამოხსნილია ხაკისფერი, დათბილული ქურთუკი კაპიუშონით, რომლის გარეთა, მარჯვენა, ზედა ჯიბიდან ამოღებულია ორი ცალი, პოლიეთილენის პარკებში შეფუთული „ფ------ს“ დაგროვების ბარათი; ბინაში მოთავსებული დიდი ზომის მუყაოს ყუთიდან ამოღებულია შავი ფერის ქსოვილის ქურთუკი, ლურჯი ფერის ჯინსის ჩანართებით და ელვაშესაკრავით, რომლის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულია ერთი ცალი ვაზნა და შავი ფერის ერთჯერადი სანთებელა; ამავე მუყაოს ყუთიდან ამოღებულია შავი ფერის დათბილული ჟილეტი; ამავე მუყაოს ყუთიდან ამოღებულია შავი ფერის ჯინსის შარვალი, რომელშიც გაყრილია ტყავის ქამარი, წინა მარჯვენა ჯიბეში მოთავსებული ცარიელი შავი ფერის ტყავის საფულით; ამავე მუყაოს ყუთიდან ამოღებულია შავი ფერის ნაქსოვი ჟაკეტი, ღილებით შესაკრავი; შავი ფერის წყალგაუმტარი ქსოვილისაგან შეკერილი მრავალგანყოფილებიანი ჩანთა ბეჭზე გადასაკიდებელი ღვედით; ამავე ბინაში მდგომი საწოლის თავის ლითონის რიკულიდან ამოღებულია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, წარწერით „K----------“; ამავე საწოლიდან ამოღებულია ლურჯი, გახეხილი ჯინსის შარვალი, წარწერით „D--------“; ლურჯი გახეხილი ჯინსის შარვალი წარწერით „J--------”. (ტ.2. ს.ფ. 71-79).
ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია გამომძიებელ კ-------------------------ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების რ--------–------ის და ბ----------–------ის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებებით (სასამართლო სხდომის ოქმი).
ავტოგასამართ სადგურ „ფ---------“ ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა არცერთი ბრალდებულის მიმართ. კერძოდ:
ლ-–------------სა და ა---------–---------–--ას ჩვენებები, რომელთა თანახმად 2017 წლის 09 მარტს ავტოგასამართ სადგურ „ფ------ს“ ვიდეო ჩანაწერის გახსნა-დათვალიერებისას, სიარულის მანერით და აღნაგობით, მათ სავარაუდოდ ამოიცნეს(მიამგვანეს) ყაჩაღობაში მონაწილე პირები - მ-----------------ი და ი-----–-------–-–---–-, ვერ აკმაყოფილებს სარწმუნოობის საჭირო სტანდარტს. სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაუდებს ვარაუდს, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მ---0 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გამამტყუნებელ განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ნებისმიერი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციელების კ---------–--ის და ლ-–---–-------ის მიერ მოწმის სახით დაბარებულ მ-----------------თან და ი-----–- ჩ----–-–---–თან ოპერატიული გასაუბრების ფარული ჩაწერისას მიღებული ინფორმაცია ასევე ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარობის სტანდარტს თუნდაც იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ფარული საუბრის ამსახველი DVD დისკები, მაგრამ არანაირი ინფორმაცია მათზე არ აღმოჩნდა. ამასთან, სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით ვერ მიიღებს სარწმუნო მტკიცებულებად მხოლოდ მოწმის სახით დაკითხულ პოლიციელთა ირიბ ჩვენებებს იმის შესახებ, რომ ოპერატიული გამოკითხვისას, მ-----------------მა და ი-----–- ჩ----–-–---–მა აღიარეს ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა, მით უფრო, რომ პოტენციურ ბრალდებულებს, რომლებსაც არასდროს არ უღიარებიათ შერაცხული ბრალდება, არანაირი მოტივაცია ან საფუძველი არ ჰქონდათ ყოფილიყვნენ გულწრფელნი პოლიციელებთან გასაუბრებისას.
ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. ბრალდების მხარის ის არგუმენტი, რომ აღნიშნული შეზღუდვა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე, ვერ გაამართლებს ასეთი ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას, ვინაიდან 247-ე მუხლის მე-2 ნაწილი ეხება ბრალდებულის ნების გარეშე მოპოვებულ ინფორმაციას, რომ სწორედ მისგან დამალულად იქნეს მოპოვებული მისი დანაშაულში მამხილებელი ინფორმაცია. შესაბამისად, პოლიციელის მიერ პოტენციური ბრალდებულის პოლიციაში მოწმედ დაბარება და გამოკითხვა და ამ გზით მიღებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობა სრულად თავსდება სსსკ-ის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საკანონმდებლო დანაწესში.
სასამართლო ვერც რელევანტურ და ვერც უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს მოწმე მ---------------ის ჩვენებას, რომელიც ეყრდნობა შემთხვევის ადგილისა და ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლის შესახვევს შორის არსებული ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ანალიზს, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ყველაზე მკაფიო ჩანაწერითაც კი შეუძლებელია როგორც ავტომანქანის, ისე მასში მსხდომი პირების იდენტიფიცირება. ასევე შეუძლებელია ავტომანქანის მოძრაობის საწყისი, დანიშნულების ადგილის და საბოლოო ადგილის ზუსტი განსაზღვრა. თუმცა, ასი პროცენტითაც რომ გავიზიაროთ მ---------------ის ჩვენება, რომ ბრალდებულთა მეზობლის ჯ--------–-------ს ავტომანქანა შემთხვევის დროს წავიდა „ფ------ს“ სადგურისაკენ და მალევე დაბრუნდა უკან, ის ვერ გამოდგება ბრალდების დასადასტურებლად, ვინაიდან ამ მანქანაში ბრალდებულთა ყოფნის ფაქტი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. მეტიც, ამ ფაქტს გამორიცხავს ავტომანქანის მფლობელი(სასამართლო სხდომის ოქმი).
ბრალდებულების მ-----------------ის და ი-----–-------–-–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ტანსაცმელში აღმოჩენილი „ფ------ს“ დაგროვებითი ბარათები ასევე არ წარმოადგენს უტყუარ სამხილს მათი ამ დანაშაულში მონაწილეობის დასამტკიცებლად, ვინაიდან ბრალდებამ ვერ დაადასტურა, რომ ჩხრეკისას ამოღებული „ფ------ს“ ბარათები გატაცებული იყო შემთხვევის ადგილიდან. ასეთ პირობებში კი ამ ბარათის ბრალდებულთა მიერ ფლობის ფაქტის დადასტურებაც(რომელიც შეიძლება უმარავ პირს ჰქონდეს) კი სრულიად არარელევანტურ მტკიცებულებას წარმოადგენს შერაცხული ბრალდებისათვის.
რაც შეეხება გ------------ეს და თ-------------ს, მათი ამ ეპიზოდში ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სასამართლოს რწმენას შპს „ფ------ს“ ეპიზოდში ბრალდებულთა უდანაშაულობის შესახებ ამყარებს ის გარემოებაც, რომ მიუხედავად შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მრავალი ნივთისა და კვლებისა და მათზე ჩატარებული საექსპერტო კვლევებისა, მათი გაიგივება არცერთ ბრალდებულთან არ მომხადარა, უშუალოდ თავდამსხმელებთან კონტაქტში მყოფმა დაზარალებულმა დ-------–-----ამ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია ბრალდებულთა ამოცნობა იმის გამო, რომ თავდამსხმელებს სახე დაფარული ჰქონდათ, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში ვერ ადასტურებენ მ-----------------ის, ი-----–-------–-–---–-ს, გ------------ის და თ-------------ს ბრალეულობას მოცემულ ეპიზოდში, რის გამოც ისინი ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ ბრალად შერაცხულ ამ ქმედებაში.
2) ავტოგასამართ სადგურ „მ-----------“ ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი:
2017 წლის 16 მარტს 01:51 საათზე პოლიციის მ------- განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად პატრულ-ინსპექტორმა გ.ი-----ემ და ი------------ემ შეატყობინეს პოლიციას, რომ ქ-------ში ნ----- ქუჩა N--ში მდებარე ავტოგასამართ სადგურ „მ--------ის“ ოპერატორს ვ-–---------ეს სამმა ნიღბიანმა პირმა, რომლებიც იყვნენ შეიარაღებულნი ცეცხლსასროლი იარაღით, გასტაცეს ფულადი თანხა და მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება სახის არეში(ტ.2.ს.ფ.2-3).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა ქ-------ი ნ----- ქუჩა N--ში მდებარე ი------------ის კუთვნილი ავტოგასამართი სადგური „მ--------ი“, რომელიც წარმოადგენს ერთსართულიან კაპიტალური შენობას, სადაც შევდივართ ცალფრთიანი რკინის მოყავისფრო ფერის კარების მეშვეობით. შენობაში შესვლისთანავე კინოლოგმა აიღო სუნის ნიმუში, რომელიც დაილუქა ერთ ქილაში ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების ლუქის N33/5/1/4 ბეჭდით. ამის შემდეგ ოთახის შესასვლელ კარების მოპირდაპირე მხარეს კედელთან იატაკზე დადებული გარკვეული რკინის კონსტრუქციიდან აღებულია თმის მაგვარი ღეროები, რომელიც ასევე დაილუქა ერთ პაკეტად (პაკეტი N2 FCI 404917), ხოლო აღნიშნული კონსტრუქციის გვერდით იატაკზე არის მოწითალო ფერის სიხლის მაგვარი ლაქა, რომლიდანაც აღებულია ნიმუში, საკონტროლო ნიმუშთან ერთად (პაკეტი N3 FCI 4049180). შენობაში შესასვლელი კარების საკეტის გარე ზედაპირიდან აღებულია ანაწმენდები, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად (პაკეტი N4FCI404919). ანაწმენდები ასევე აღებულია კარების საკეტის შიდა მხრიდან, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად(პაკეტი N5 FCI 404920). შენობის შიგნით შესასვლელი კარებიდან მარცხენა მხარეს მდგარი სამუშაო მაგიდის მარცხენა ზედა მახრეს მდებარე უჯრის სახელურიდან აღებულია ანაწმენდები, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად(პაკეტი N2FCI404921). შემთხვევის ადგილზე განთვასებული ნივთები დამუშავებული იქნა ხელის კვლებზე, რის შედეგადაც მაგიდის მარცხენა გვერდით განთავსებული პლასმასის ჯამის გარე ზედაპირიდან აღებული იქნა ხელის ერთი კვალი, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად (პაკეტი N7FCD4688643). ამავე მაგიდის ზედაპირიდან მდგარი კიდევ ერთი პლასმასის ჯამის გარე ზედაპირიდან აღებულია ხელის ერთი კვალი, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად (პაკეტი N8FCD 688642). შენობის შიგნით მდგარი მაცივრის ზედა მხარეს კარების მარცხენა მხარეს აღებულია ხელის ერთი კვალი, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად (პაკეტი N- FCD 688641). ამის შემდეგ კინოლოგიის მიერ გამოყვანილი იქნა სამსახურეობრივი ძაღლი, რომელმაც დათვალიერების მონაწილეები გაიყვანა შენობის გვერდით მარცხენა მხარეს, ხოლო შემდეგ შენობის უკანა მხარეს. შენობიდან დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით გამავალ გზაზე და შემდგომ ასევე მარცხნივ, რის შემდეგადაც დაახლოებით 10 - 15 მეტრის გავლის შემდეგ გადავიდა გზის მარცხენა მხარეს გზის კიდიდან და მიუთითებს ბუჩქებისაკენ, სადაც აღმოაჩინეს შავი ფერის ნაჭრის ქსოვილისაგან დამზადებული ქუდი, რომელსაც ამოჭრილი აქვს სამი ნახვრეტი. აღნიშნულ ქუდს რამოდენიმე ადგილზე აღენიშნება მოწითალო მორუხო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, აღნიშნული ქუდი ამოღებულია და დაილუქა ერთ პაკეტად. ამის შემდეგ ისევ ბრუნდებიან შენობაში და იღებენ იატაკზე და მაგიდაზე მიმოფანტულ ხურდა ფულს 351 ლარის ოდენობით, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად (პაკეტი N11 FCI 546961) (ტ. 2. ს.ფ. N4-10).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შინაარსი სრულად დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ბ--------–---ამ და ექსპერტმა ო-–---------ემ(სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ვ-–---------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს ის მუშაობდა ნ----- ქუჩა N--ში მდებარე ავტოგასამართ სადგურ „მ-----------“ ოპერატორად. აღნიშნული შენობა შემინულია, სადაც ერთი ოთახია, სწორედ ამ ოთახში განხორციელდა თავდასხმა, ეს ოთახი განათებული იყო. ავტოგასამართ სადგურის მენეჯერი შემთხვევის დროს იყო ი------------ე. 2017 წლის 15 მარტს ავტოგასამართ სადგურზე დაახლოებით 23 საათზე შევიდა ორი მისთვის უცხო პიროვნება, ნიღბითა და იარაღით, სთხოვდნენ ფულს. მან ჯიბეში არსებული თანხა დადო მაგიდაზე, მაგრამ ეცოტავათ. კვლავ მოსთხოვეს დამატებით თანხა და „სეიფის“ გასაღების გადაცემა, მაგრამ უთხრა, რომ არ ჰქონდა. ამის შემდეგ ის წააქციეს და თავზე დაადეს იარაღი, ეუბნებოდნენ - ტვინს გაგასხმევინებთო. ამ დროს საფეთქლის არეში რაღაც მოხვდა და გაითიშა. მას შემდეგ რაც გონზე მოვიდა, იქ აღარავინ იყო, ოთახში არეულობა დახვდა, უჯრები და მაცივარი გამოღებული, საბუთები და ხურდა ფული ეყარა ძირს. მალევე დაურეკა მენეჯერს, გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო, გადაიყვანეს კლინიკურ საავადმყოფოში, რადგან აღენიშნებოდა დაზიანებები, მათ შორის სისხლიც სდიოდა თავის არედან, კერძოდ წარბიდან, რომელიც ტანსაცმელზეც ეცხო, სისხლი წაქცევის ადგილზე, იატაკზეც იყო. თავდამსხმელები დაახლოებით 25-3- წლამდე ასაკის იქნებოდნენ, სახეზე მხოლოდ თვალები უჩანდათ, რის გამოც მათი ამოცნობა არ შეუძლია, ნიღბები შავი და ნაცრისფერი იყო. თავდამსხმელებს ორივეს ჯინსის შარვლები ეცვათ, ხოლო ერთს სპორტული ზედა. ისინი რაღაც სხვა ენაზე თუ დიალექტზე საუბრობდნენ, შეიძლება სვანურზე ან მეგრულზე. მას სხვა, მესამე პირი შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავს. შემთხვევის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 1500 ლარამდე თანხა იყო წაღებული (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ლ-–------------ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის მუშაობს ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, 2017 წლის 15 მარტს ნ----- ქუჩაზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა „მ--------ის“ ავტოგასამართ სადგურზე. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად თავდასხმა უნდა განეხორციელებია 1--- წელს დაბადებულ მ-----------------ს, 1--- წელს დაბადებულ ი-----–- ჩ----–-–---–ს, 1--- წელს დაბადებულ თ-------------ს და 1--- წელს დაბადებულ გ------------ეს, რომლებიც ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების მიზნით შეიარაღდნენ სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღით, მათ შორის თავიანთი მეგობრის ჯ--------–-------ს მამის ზ----------–-------ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით და ამავე პიროვნების კუთვნილი თეთრი ფერის "ჰ--------------ს" მარკის ავტომობილით გაემართნენ ზემოხსენებულ მისამართზე, სადაც განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა, რომლის დასრულების შემდეგ გაემართნენ ქ. ქ-------ში ნ----- ქ. N---ში მდებარე მ-----------------ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, სადაც გამოიცვალეს დანაშაულის ჩადენის დროს ტანთცმული ტანისამოსი, რომელიც ამავე სახლში დატოვეს. ამის შემდეგ გ------------ე და თ------------- მისთვის უცნობი ავტომობილით გაემართნენ ქ. თ---–--–--------–-- ქუჩაზე, ხოლო მ-----------------ი და ი-----–-------–-–---–- მიიმალნენ ქ. ქ-------ში ს---–--------- გამზირზე N-----ში მდებარე თავისი ნათესავის გ------- ჩ--------ის საცხოვრებელ სახლში(სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე მ-----------–--ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით და თ-------------ს პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 მარტს ის, უბნის ინსპექტორები შ-----------–--ე, გ----------ე, დ---------–--–--- და გამომძიებლები მ--–----------–--ე, ბ------------ე ერთად იმყოფებოდნენ ქალაქ თ---–--ში, სადაც ევალებოდათ თ-------------ს და გ------------ის მიმართ პირადი ჩხრეკის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის ჩატარება. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირებს შესაძლოა თან ჰქონოდათ ცეცხლსასროლი იარაღები, სავარაუდოდ ისინი იმყოფებოდნენ ქ. თ---–--ში, ყ-----–----------ში მდებარე ლ-–- ო--------ს საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნულ მისამართზე როდესაც მივიდნენ, ეზოში მართლაც შეამჩნიეს ზემოთხსენებული ორი პიროვნება, ისინი შეეცადნენ მიმალვას და გაიქცნენ ამავე კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზოსაკენ. მათი შეჩერება მოახერხეს ზემოხსენებული კორპუსის ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის კარებთან, სადაც მოახდინეს მათი პირადი ჩხრეკა. მან შ-----------–--ესთან და მ--–----------–--ესთნ ერთად მონაწილეობა მიიღო თ-------------ს პირად ჩხრეკაში. თ-------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად მისი ტანთცმული შარვლის სათავეში მარჯვენა მხარეს აღმოჩენილი და ამოღებულია შავი ფერის უნომრო პისტოლეტი, მასში მოთავსებული სავაზნე კოლოფითა და სავაზნეში მოთავსებული სამი ცალი ვაზნით, რომლებიც ადგილზე დაილუქა გამომძიებლის მიერ. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ თ------------- დააკავეს ბრალდებულის სახით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარებისათვის. ოქმებს ავსებდა მ--–----------–--ე(ტ.2. ს.ფ. 49-53.სასამართლო სხდომის ოქმი).
მ-----------–--ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია, ასევე დადასტურებულია მოწმეთა მ--–----------–--ის და შ-----------–--ის ჩვენებებით. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე დ---------–--–---ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით და გ------------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 მარტს იგი უბნის ინსპექტორებთან შ-----------–--ესთნ, გ----------ესთან, მ-----------–--ესთან და გამომძიებლებთან მ--–----------–--ესთან და ბ------------ესთან ერთად იმყოფებოდა თ---–--ში, სადაც ევალებოდათ თ-------------ს და გ------------ის მიმართ პირადი ჩხრეკის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის ჩატარება. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირებს შესაძლოა თან ჰქონოდათ ცეცხლსასროლი იარაღები, სავარაუდოდ ისინი იმყოფებოდნენ ქ. თ---–--ში, ყ-----–----------ში განთავსებულ ლ-–- ო--------ს საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნულ მისამართზე როდესაც მივიდნენ ეზოში, მართლაც შეამჩნიეს ზემოთხსენებული ორი პიროვნება. ისინი შეეცადნენ მიმალვას და გაიქცნენ ამავე კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზოსაკენ. მათი შეჩერება მოახერხეს ზემოხსენებული კორპუსის ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის კარებთან, სადაც მოახდინეს მათი პირადი ჩხრეკა. მან გ----------ესთან და ბ------------ესთან ერთად ჩაატარა გ------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ტანთცმული შარვლის სათავის მარჯვენა მხრიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი, რომელიც ადგილზე დაილუქა გამომძიებლის მიერ. ასევე, გ------------ისგან ამოიღეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც დაილუქა გამომძიებლის მიერ. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ გ------------ე დააკავეს ბრალდებულის სახით. ოქმს ავსებდა გამომძიებელი ბ------------ე(ტ.2.ს.ფ.32-36.სასამართლო სხდომის ოქმი).
დ---------–--–---ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია, ასევე დადასტურებულია მოწმეთა ბ------------ისა და გ----------ის ჩვენებებით(სასამართლო სხდომის ოქმი).
ი-----–-------–-–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ იგი მდებარეობს ქ--------------------------/3--ში. საცხოვრებელ ბინაში არსებულ, ი-----–-------–-–---–-ს საწოლზე აღმოჩენილია შავი ფერის, ტყავის მოკლე ქურთუკი კაპიუშონით. ჩხრეკის შედეგად ქურთუკის მარჯვენა, გარე ჯიბეში აღმოჩენილია დაკეცილ მდგომარეობაში მოთავსებული ყავისფერი ნაქსოვი ქუდი, რომელსაც ერთ მხარეს გამოჭრილი აქვს სამი ნახვრეტი, კერძოდ ორი ზედა ნახვრეტი მდებარეობს ერთმანეთის პარალელურად, ხოლო მათ ქვემოთ გამოჭრილია მესამე ნახვრეტი. ქუდს მ------ მხარეს, ზედა ნაწილში აღენიშნება კიდევ ერთი ჭრილი. იმავე ტყავის ქურთუკის მარჯვენა გარე გულისჯიბეში აღმოჩენილია „ფ------ს“ დაგროვების ბარათი. ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი ტყავის ქურთუკი, ნაქსოვი ქუდი და ფ-------ბარათი დაილუქა ცალ-ცალკე სამ პაკეტად, 33/5/1/2 ლუქის ბეჭდით. ოქმი ხელმოწერილია ჩხრეკაში მონაწილე პირების მიერ. (ტ.2. ს.ფ. 162-169). ოქმში მითითებული გარემოებები დადასტურებულია გამომძიებელ დ---------------ის და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მ-----–---------ის და ნ-----–-------------ის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებებით (სასამართლო სხდომის ოქმი).
მ----------------ს(მ-----------------ის) საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბინაში არსებული ტანსაცმლის საკიდიდან ჩამოხსნილია შავი ფერის ტყავის ქურთუკი, რომლის გარეთა ქვედა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულია ყავისფერი ტყავის საფულე, მასში ჩადებული ერთი აშშ დოლარის კუპიურით და ასევე ამოღებულია მ-----------------ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ნომრით 0--------; ამავე საკიდიდან ჩამოხსნილია ხაკისფერი, დათბილული ქურთუკი კაპიუშონით, რომლის გარეთა, მარჯვენა, ზედა ჯიბიდან ამოღებულია ორი ცალი, პოლიეთილენის პარკებში შეფუთული „ფ------ს“ დაგროვების ბარათი; ბინაში მოთავსებული დიდი ზომის მუყაოს ყუთიდან ამოღებულია შავი ფერის ქსოვილის ქურთუკი, ლურჯი ფერის ჯინსის ჩანართებით და ელვაშესაკრავით, რომლის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულია ერთი ცალი ვაზნა და შავი ფერის ერთჯერადი სანთებელა; ამავე მუყაოს ყუთიდან ამოღებულია შავი ფერის დათბილული ჟილეტი; ამავე მუყაოს ყუთიდან ამოღებულია შავი ფერის ჯინსის შარვალი, რომელშიც გაყრილია ტყავის ქამარი, წინა მარჯვენა ჯიბეში მოთავსებული ცარიელი შავი ფერის ტყავის საფულით; ამავე მუყაოს ყუთიდან ამოღებულია შავი ფერის ნაქსოვი ჟაკეტი, ღილებით შესაკრავი; შავი ფერის წყალგაუმტარი ქსოვილისაგან შეკერილი მრავალგანყოფილებიანი ჩანთა ბეჭზე გადასაკიდებელი ღვედით; ამავე ბინაში მდგომი საწოლის თავის ლითონის რიკულიდან ამოღებულია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, წარწერით „K----------“; ამავე საწოლიდან ამოღებულია ლურჯი, გახეხილი ჯინსის შარვალი, წარწერით „D--------“; ლურჯი გახეხილი ჯინსის შარვალი წარწერით „J--------”. (ტ.2. ს.ფ. 71-79).
ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია გამომძიებელ კ-------------------------ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების რ--------–------ის და ბ----------–------ის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებებით (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე გ------- ჩ--------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 მარტს იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში. საღამო ხანს, უკვე კარგა ხნის დაღამებული იყო, დაახლოებით ღამის 12-დან პირველ საათამდე მასთან სახლში მივიდა ნათესავი მ-----------------ი, რომელიც ცხოვრობს ქალაქ ქ-------ში ნ----- ქუჩაზე. იგი ბინაში ამოვიდა მარტო. შემდეგ მ--------ს ჩაჰყვა ეზოში, სადაც მას ახლდა ორი ახალგაზრდა ბიჭი. როგორც იცის, ერთს ერქვა თ-----, ხოლო მ------ს - გ----. თუმცა, გვარები არ იცის. ისინი იყვნენ მეგრელები, ვინაიდან საუბრობდნენ მეგრულ ენაზე. მ--------მა უთხრა - ჩემი ძმაკაცები გამაყვანინე ი----------ის გამზირზე ავტოსადგურზეო, რის შემდეგაც მისი სიმამრის ნ---- მარკის ავტომანქანით წავიდნენ ავტოსადგურზე, სადაც დატოვა მ--------ის ძმაკაცები, ხოლო თავად წავიდნენ ნ----- ქუჩაზე, მ--------ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მ--------მა დედამისს დაუბარა, რომ დარჩებოდა მასთან. მისმა მეუღლემ ქ----------------ემ მ--------ს საწოლი გაუშალა მცირე ზომის საძინებელ ოთახში და მ--------იც დაწვა დასაძინებლად. მ------ დღეს, დაახლოებით 22 საათისათვის ის და მ--------ი გამოვიდნენ ქალაქში მისი სიმამრის ავტომანქანით პირად საქმეზე, რის შემდეგაც ბრუნდებოდნენ სახლში, რა დროსაც ს---–--------- გამზირზე მოძრაობისას შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მ-----------------ი წაიყვანეს პოლიციაში. 2017 წლის 17 მარტს, ღამის საათებში მის საცხოვრებელ ბინაში პოლიციის თანამშრომლებს მისი მეუღლის თანდასწრებით ჩაუტარებიათ ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღიათ ორი ცალი პისტოლეტი იმ ოთახიდან, სადაც მის ბიძაშვილს მ-----------------ს ეძინა. ასევე ამოუღიათ ერთი ცალი შავი ფერის გასაშლელი დანა შესასვლელი ოთახიდან და ტანსაცმელი. საცხოვრებელ ბინაში არანაირი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და არც გასაშლელი შავი ფერის დანა არასოდეს ჰქონია. ვინმე სხვა სტუმარი ამ ბოლო პერიოდში, გარდა მ--------ისა, მის ოჯახში არ ყოფილა. შესაბამისად, ეს იარაღები ეკუთვნის მ--------ს. მოწმემ ასევე დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების შინაარსი(სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ქ----------------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის ცხოვრობს ს---–--------- გამზირზე N 2--ში, სადაც პოლიციის მუშაკების მიერ 2017 წლის 17 მარტს ღამით განხორციელდა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ის გაეცნო დადგენილებას ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით. ეძებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და ფულად თანხას, ჩხრეკა ჩატარდა მისი მონაწილეობით და მისივე თანხმობით, რა დროსაც ბავშვის საძინებელი ოთახიდან, კერძოდ საწოლის მატრასიდან ამოიღეს ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო შემოსასვლელში, კარადიდან ამოიღეს დანა. ასევე პოლიციის მუშაკებმა წაიღეს მისი მეუღლის ტანსაცმელი, რომელთა ამოღებაც განხორციელდა იმ ოთახიდან, სადაც ბოლოს ეძინა მ-----------------ს წინა ღამით. გარდა ამ დღისა, მ--------ი ადრეც სტუმრობდა მის ოჯახს, რადგან მათი ახლობელია და ხშირადაც რჩებოდა მათთან(სასამართლო სხდომის ოქმი).
გ------- ჩ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა 2017 წლის 17 მარტს 01:25 საათიდან 02:50 საათამდე ქ. ქ-------ში ს---–--------- გამზირ N---- ბინაში. შესასვლელ ოთახში განთავსებული კარადიდან ამოღებულია გასაშლელი შავი ფერის დასაკეცი დანა, მცირე ზომის საძინებელი ოთახში განთავსებული საწოლის მატრასის ქვეშ არსებული საყრდენი ფიცრიდან ამოღებულია ორი ცალი პისტოლეტის მაგვარი ნივთი. რომელშიც მოთავსებული იყო ერთში 7 ცალი, ხოლო მ------ში 5 ცალი ვაზნა. მ------ საძინებელი ოთახში განთავსებული კარადიდან ამოღებულია ერთი შავი ფერის ადიდასის სპორტული ზედა, მოსაცმელით, ერთი მოლურჯო და მოშავო ფერის კაპიუშ-----ნი ქურთუკი. ამოღებული ნივთები დაილუქა. აღნიშნულ ჩხრეკაში მონაწილება მიიღო გამოძიებელმა დ--------------ემ, უბნის ინსპექტორმა მ----–--–--ემ და ს------ მ-------–--მ, ასევე გ------- ჩ--------ის მეუღლემ ქ----------------ემ. ოქმი ხელმოწერილია ჩხრეკაში მონაწილე პირების მიერ (ტომი N2 ს.ფ. 106-114).
ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია გამომძიებელ დ--------------ის და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მ----–--–--ის და ს------ მ-------–--ს მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებებით. ასევე, ქ----------------ის ჩვენებით (სასამართლო სხდომის ოქმი).
ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ გ--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ------- ჩ--------ის ბინიდან ამოღებული პისტოლეტის ფორმის მქონე ობიექტები არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტის მოდელი "G-------------” და 9 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტის მოდელი "W------ P22”. ისინი მასში მოთავსებულ ვაზნებთან ერთად მიეკუთვნებიან ცეცხლსასროლ იარაღთა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ასევე, გ------------ის და თ-------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტის ფორმის მქონე ობიექტები არიან ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტების საშტატო ნიმუში „П-“. ისინი მათში მოთავსებულ ვაზნებთან ერთად მიეკუთვნებიან ცეცხლსასროლ იარაღთა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის(ტომი N3 ს.ფ. 56-72).
ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით და მოწმე ზ-------------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის მუშაობს ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------ განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მან მონაწილეობა მიიღო ნივთიერი მტკიცებულებების გახსნა-დათვალიერებაში და დანიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა. კერძოდ, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტების - გ------- ქ---------ისა და კ--------–---–---ის მონაწილეობით დათვალიერების მიზნით მოახდინა 2017 წლის 17 მარტს გ------- ჩ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 33/5/1/5 ლუქის ბეჭდით დალუქული პაკეტი N2-ის გახსნა. პაკეტის გახსნამდე ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო და მასზე გაკეთებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ხელმოწერები. პაკეტში მოთავსებულია ორი ცალი პისტოლეტის მსგავსი ნივთი, რომელთაგან ერთი, პირობითად პირველი იყო შავი ფერის, საშუალო ზომის, რომელზეც არსებული შავი ფერის საღებავი არის გადაცილებული, მასვე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. პისტოლეტის მსგავს ნივთს ერთი მხრიდან კორპუსზე მითითებული აქვს წარწერა „G-------------”, მასზე შეიმჩნეოდა მოწითალო ფერის ლაქები. მითითებულ იარაღში მოთავსებულია მოვერცხლისფრო ფერის მჭიდის მსგავსი საგანი, რომელშიდაც ჩაწყობილია ორი ცალი მოყვითალო ფერის და ხუთი ცალის მოვერცხლისფრო ფერის ვაზნის მსგავსი საგნები. აღნიშნული ნივთები ექსპერტების მიერ დამუშავდა სპეციალური ჩხირების მეშვეობით, მათგან აღებული იქნა ანაწმენდები. ამოღებული ანაწმენდები მოთავსდა და დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის N FCI 366383 პაკეტში ერთ პაკეტად (პაკეტი N1), ხოლო პისტოლეტის მსგავსი ნივთი „G-------------”, მჭიდისმაგვარი საგანი და ვაზნისმაგვარი საგნები დაილუქა ერთად FCI547384 პაკეტში (პაკეტი N2). აღნიშნულის შემდეგ ამავე პაკეტიდან ამოღებული იქნა პირობითად მ------ ერთი ცალი პისტოლეტის მსგავსი საგანი, შავი ფერის, პირველთან შედარებით მცირე ზომის, რომელსაც აქვს გადმოსაწევი ჩახმახი და ჩამკეტი მექანიზმი, ნივთის კორპუსზე გვერდითა მხრიდან იკითხება ნ, “W-------------------------”, ტარზე ორივე მხრიდან ასევე იკითხება წარწერა “W------”, იარაღის მსგავს საგანზე ასევე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. იარაღის მსგავს საგანში მოთავსებულია მოშავო ფერის მჭიდისმაგვარი საგანი, რომელშიც მოთავსებული სამი ცალი მოყვითალო ფერის და ორი ცალი მოვერცხლისფრო ფერის ვაზნის მსგავსი საგნები. აღნიშნული პისტოლეტის მსგავსი ნივთი და მასში მოთავსებული მჭიდისმაგვარი საგანი ექსპერტების მიერ დამუშავდა სპეციალური ჩხირების მეშვეობით, მათგან აღებულია ანაწმენდები. ამოღებული ანაწმენდები მოთავსდა და დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის NFCI 366382 პაკეტში ერთ პაკეტად (პაკეტი N3), ხოლო პისტოლეტის მსგავსი საგანი “W------”, მჭიდის მსგავსი საგანი და ვაზნის მსგავსი საგნები დაილუქა ერთად FCI547387 პაკეტში განახსნელ პაკეტთან ერთად (პაკეტი N4). ასევე, გ------- ქ---------ისა და კ--------–---–---ის მონაწილეობით დათვალიერების მიზნით განხორციელდა 2017 წლის 17 მარტს გ------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 33/5/1/5 ლუქის ბეჭდით დალუქული პაკეტი N1-ის გახსნა. პაკეტის გახსნამდე ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო და მასზე გაკეთებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ხელმოწერები. პაკეტში მოთავსებულია ერთი ცალი შავი ფერის პისტოლეტის მსგავსი საგანი, რომელშიც მოთავასებულია სავაზნე კოლოფი და კოლოფში მოთავსებულია სამი ცალი ვაზნა. აღნიშნული პისტოლეტი და მასში მოთავსებული სავაზნე კოლოფი ექსპერტების მიერ დამუშავდა სპეციალური ჩხირების მეშვეობით, მათგან აღებულია ანაწმენდები. ამოღებული ანაწმენდები მოთავსდა და დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის NFCI 366381 პაკეტში ერთ პაკეტად (პაკეტი N1), ხოლო პისტოლეტის მსგავსი საგანი და მასში მოთავსებული სავაზნე კოლოფი და სამი ცალი ვაზნა დაილუქა ერთად სხვა განახსნელ პაკეტთან ერტად FCI547388 პაკეტში (პაკეტი N2). შემდეგ განხორციელდა თ-------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 33/5/1/1 ლუქის ბეჭდით დალუქული პაკეტი N1-ის გახსნა. პაკეტის გახსნამდე ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო და მასზე გაკეთებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ხელმოწერები. პაკეტში მოთავსებულია ერთი ცალი შავი ფერის პისტოლეტი, რომელშიც მოთავსებულია სავაზნე კოლოფი და კოლოფში მოთავსებულია სამი ცალი ვაზნა. აღნიშნული პისტოლეტი და მასში მოთავსებული სავაზნე კოლოფი ექსპერტების მიერ დამუშავდა სპეციალური ჩხირების მეშვეობით, მათგან აღებულია ანაწმენდები. ამოღებული ანაწმენდები მოთავსდა და დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის NFCI366380 პაკეტში ერთ პაკეტად (პაკეტი N1), ხოლო პისტოლეტი და მასში მოთავსებული სავაზნე კოლოფი და სამი ცალი ვაზნა დაილუქა განახსნელ პაკეტთან ერთად FCI547386 პაკეტში(ტ.3.ს.ფ.40-44.სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელ დ---------------ის ჩვენებით და მის მიერ შედგენილი ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მარტს 06:20 საათზე, ქ. ქ-------ში მდებარე პოლიციის მ--- განყოფილებაში გ------------ისაგან მისივე თანხმობით ამოიღო ტანთცმული მორუხო ფერის ჯინსის შარვალი, რომლის ტოტების ორივე ბოლოში აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები, რომელიც ადგილზე დაილუქა(ტ.3.ს.ფ.2-5. სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელ მ--–----------–--ის ჩვენებით და მის მიერ შედგენილი ამოღებისა ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მარტს 06:3- საათზე, ქ. ქ-------ში მდებარე პოლიციის მ--- განყოფილებაში თ-------------საგან მისივე თანხმობით ამოიღო ტანთცმული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომლის ორივე ტოტზე აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები(ტ.3.ს.ფ.18-22. სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელ დ---------------ის ჩვენებით და ნიმუშის აღების ოქმებით დადგენილია, რომ დ---------------ემ ექსპერტების ბ-------------–--ის და გ------- ჯ---------ს მონაწილებით გ------------ისაგან და თ-------------საგან ნებაყოფლობით პირის ღრუდან აიღო ნერწყვის დნმ-ის ნიმუში, რომელიც საკონტროლო ნიმუშთან ერთად მოთავსდა შსს-ს N FCI380156 და N FCI380151 პოლიეთილენის სპეციალურ პაკეტებში და დაილუქა(ტ.3.ს.ფ. 13-14, 31-32 სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმის სახით დაკითხულ ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ ვ--------------ს ჩვენებით და მისი მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის N004569417 დასკვნით დადგენილია შემდეგი:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტზე(ობ.N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის დაზარალებულ ვ-–---------ეს;
გ------- ჩ--------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ,,F-------------–-----------------------------–------) პისტოლეტიებდან აღებულ ანაწმენდებზე ვლინდება ვ-–---------ის (ობ.N36) გენეტიკური პროფილი;
პაკეტში, წარწერით: „FCI366381, პისტოლეტის ტიპის საგნიდან ამოღებულ(გ------------ის პირადი ჩხრეკისას) ანაწმენდზე გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი გ------------ის გენეტიკური პროფილის იდენტურია;
პაკეტში, წარწერით: NFCI366380, პისტოლეტის ტიპის საგნიდან ამოღებულ(თ-------------ს პირადი ჩხრეკისას) ანაწმენდზე გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი თ-------------ს გენეტიკური პროფილის იდენტურია;
პაკეტებში, წარწერით „...თ-------------ს შარვალი...“ , „...გ------------ის შარვალი...“ და „...მ----------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის დათბილული ჟილეტი...“ მოთავსებულ შარვლებზე (ობ.N17-20) და ჟილეტზე (ობ.N22) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ-–---------ეს (ობ.N36)(ტ.4. )
ექსპერტ ლ--–--------–-–---–ის ჩვენებით და მის მიერ გაცემული მიკრონაწილაკური ექსპერტიზის N005386717 დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სპეციალურ პაკეტში შტრიხკოდით FCI404922 და წარწერით: „შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული...“ მოშავო ფერის ნაქსოვ ქუდზე; პაკეტებში წარწერით: „მ----------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული...“ მოშავო ფერის ჩანთაზე; ნაქსოვ პიჯაკზე; მოშავო ფერის ჟილეტზე; მოშავო ფერის შარვალზე; ხაკისფერ ქურთუკზე და მოშავო ფერის ქურთუკზე; გ------------ის შარვალზე; ვ-–---------ის კაპიუშ-----ნ ჟილეტზე; პაკეტებში წარწერით: ,,ი-----–-------–-–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული...“ მოყავისფრო ქუდზე და ქურთუკზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები. აღნიშნული სახის ბოჭკოები შედიან ექსპერტიზაზე წარმოდგენილ თ-------------ს ჯინსის შარვლის, პაკეტებში წარწერით: ,,მ----------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული...“ მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის (ეტიკეტზე წარწერით : ,,J-------); ჯინსის შარვლის (ღილზე წარწერით ,,K----------”); ჯინსის შარვლის (ღილზე წარწერით „D--------”) და ჟაკეტის ნართის შემადგენლობაში. ვინაიდან აღნიშნული სახის ბოჭკოები შედიან ჯინსის ქსოვილების შემადგენლობაში და არიან ფართოდ გავრცელებული, ამიტომ ზედაპირებზე არსებულ არათანაბრად შეღებილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოებს ამ კონკრეტულ შემთხევაში არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა(ტ.4).
ბრალდებულებმა პოლიციელ ლ-–---–-------ის მიერ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, უცენზურო სიტყვებით გამოხატეს აშკარა უპატივცემულება სასამართლოს მიმართ, რის გამოც ისინი სსსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს განკარგულებით გაძევდნენ. თუმცა, მხარეთა დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ დაცვის მხარის შუამდგომლობის შედეგად მათ მიეცათ სხდომაზე დაბრუნების და საბოლოო სიტყვის წარმოთქმის უფლება, რა დროსაც სასამართლოს მიაწოდეს შემდეგი ინფორმაცია:
ი-----–- ჩ----–-–---–მა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას მიუთითა, რომ საერთოდ არ ჰყავს პოლიციელი ლ-–------------ ნანახი და საიდან უნდა ამოეცნო მას?! არ ეთანხმება პროკურორის სიტყვას და არანაირი შეხება ამ საქმესთან არ აქვს.
გ------------ემ საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ ერთი დღით იყო ქ-------ში ჩამოსული შემთხვევის დღეს. დნმ საიდან დაემთხვა წარმოდგენა არ აქვს, რაც პროკურორმა ისაუბრა სინამდვილეს არ შეესაბამება. ქ. თ---–--ში დაკავების მომენტში იმყოფებოდა ბინაში, კერძოდ - საპირფარეშოში, სადაც შემოვარდნენ პოლიციელები და უთხრეს, რომ ყაჩაღობა ჰქონდა ჩადენილი, რაც არ შეესაბამება რეალობას. იმ ოჯახში მივიდა ახლობლურად და არა თავის შესაფარებლად.
თ-------------მ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ გ------------ესთან ერთად ის დააკავეს თ---–--ში, მანამდე ქ-------ში იყვნენ ბ-------თან, ვინაიდან ახლობლობენ ოჯახებით. არც ქუჩაში იყვნენ, არც რაიმეს აშავებდენ და პოლიციელებიც, რომლებმაც მათი დაკავება მოახდინეს, არ იყვნენ პოლიციის ფორმაში. მას და გ----ს იარაღები არ ჰქონიათ. დაკავებისას შეურაცხყოფას აყენებდენ, სცემდენ. ერთ-ერთი პოლიციელი დაემუქრა, თუ არ აღიარებდა ბრალს, მის მეგობრებს ნარკოტიკით აუვსებდა ჯიბეს.
მ-----------------მა საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს სვამდენ ბინის წინ, იქ მარტო ბ------ე და ჩ----–-–---–ი არ ყოფილან, იყვნენ მეზობლებიც. ბ-----ს ეძინა მასთან ბინაში. სმის დროს ბინიდან ჩამოვიდა ბ-----, რადგან მისთვის დაურეკავთ, რომ სასწრაფოდ თ---–--ში ყოფილან წასასვლელი, ისინი გააცილეს სადგურზე, ჩასვეს თ---–--ის მარშუტში ესენი(გ------------ე და თ-------------) და როცა ჩავიდნენ დაურეკეს მას. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ასეთი არ არსებობს. იმ დღეს როცა შეიყვანეს პოლიციაში, მიუტანეს სურათები ამ პიროვნებებს თუ იცნობო. მან უთხრა, რომ იცნობდა, ვინაიდან ბ-----, ჩ----–-–---–ი და ბ------ე მისი მეგობრები არიან. ჰკითხეს თუ სად იყო შემთხვევის დღეს(1 მარტს), უპასუხა რომ იმყოფებოდა ბათუმში, წავიდა მანქანით, ტაქსით. რაც შეეხება იარაღს(გ------- ჩ--------ის ბინიდან ამოღებულს) აღიარებს, რომ მისი იყო, მაგრამ სისხლი საიდან აღმოჩნდა მასზე, არ იცის. ყაჩაღობის ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ავტოგასამართ სადგურ „მ-----------“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდში და ცეცხლსასროლი იარაღების შეძენა, შენახვისა და ტარების ეპიზოდებში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში გ------------ის და თ-------------ს მიმართ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება შემდეგი ფაქტები: შემთხვევის დღეს გ------------ე და თ------------- იმყოფებოდნენ მ-----------------თან სტუმრად, რასაც არც ბრალდებულები უარყოფენ. ავტოგასამართ სადგურ „მ--------ის“ მოლარე-ოპერატორ ვ-–---------ეზე ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ(2017 წლის 15 მარტის 23 საათი) ისინი თავიანთი მეგობრის მ-----------------ის დახმარებით დაახლოებით 00 – 01 საათამდე(16 მარტის) დროის მონაკვეთში(გ. ჩ--------ის ჩვენების თანახმად) გ------- ჩ--------ის ავტომანქანით მიდიან ავტოსადგურზე და მიემგზავრებიან ქ. თ---–--ში, სადაც თავს აფარებენ ყ-----–-------------ში მცხოვრები მათივე ახლობლის ლ-–- ო--------ს ბინაში. ბრალდებულთა ადგილსამყოფელის შესახებ პოლიციის მუშაკები ოპერატიულად იღებენ ინფორმაციას და იმავე დღეს 22 საათსა და 40 წუთზე ახდენენ გ------------ისა და თ-------------ს პირად ჩხრეკას, რა დროსაც მათგან ამოიღებენ ცეცხლსასროლ იარაღს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების პოზიციას, რომ ეს იარაღები მათ არ ეკუთვნოდათ, ვინაიდან გარდა მოწმის სახით დაკითხული 6 პოლიციელის ჩვენებისა, ამოღებული იარაღების ნამდვილად მათ მიერ ფლობის ფაქტი სრულად დასტურდება საქმეზე ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითაც. კერძოდ, გ------------ისა და თ-------------ს პირადი ჩხრეკისას აღმოჩენილი პისტოლეტებიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული გენეტიკური პროფილის წილები მათივე გენეტიკური პროფილის იდენტურია.
დაკავებული და ქ. თ---–--იდან ქ-------ის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილი ბრალდებულებისაგან იმავე ღამეს 17 მარტის 06:20 საათზე ახდენენ მათზე ტანთცმული ჯინსის(თანხვედრაშია დაზარალებულის ჩვენებასთან, რომ ორივე თავდამსხმელს ეცვა ჯინსები) შარვლების ამოღებას და აგზავნიან ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულია კატეგორიული დასკვნა, რომ „...თ-------------ს შარვალი...“ , „...გ------------ის შარვალი...“ მოთავსებულ შარვლებზე (ობ.N17-20) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ-–---------ეს’’. სასამართლოს არ აქვს არანაირი საფუძველი ეჭვი შეიტანოს ამ დასკვნის ობიექტურობაში, რომლის ჩამტარებელი პირიც არის ავტორიტეტული ექსპერტი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ვ--------------.
იმ უტყუარად დადგენილ ფაქტებზე დაყრდნობით, რომ ზუგდიდის რაიონში მცხოვრები გ------------ე და თ------------- შემთხვევის დღეს 2017 წლის 15 მარტს ერთად იმყოფებოდნენ სტუმრად ქ. ქ-------ში მ-----------------თან, ავტოგასამართ სადგურ „მ--------ის“ მოლარე-ოპერატორ ვ-–---------ეზე ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ მოკლე დროში ერთად ტოვებენ ქ-------ს და სასწრაფოდ მიემგზავრებიან ქ. თ---–--ში, ლ-–- ო--------ს ბინაში, სადაც ისინი ერთად დააკავეს პოლიციის მუშაკებმა ჩასვლიდან რამდენიმე საათში თან ქონებული ცეცხლსასროლი იარაღებით, და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მათ ტანთცმულ ჯინსის შარვლების ტოტებზე აღმოჩნდა დაზარალებულ ვ-–---------ის სისხლი(დნმ-ის კვალი), რომელსაც თავდამსხმელების მიერ ფეხით მიყენებული დაზიანების შედეგად წაქცევისას წარბიდან წამოუვიდა სისხლი, დანამდვილებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ორივე აღნიშნული თავდამსხმელი იყო გ------------ე და თ-------------. საქმეზე უტყუარად დადგენილი ფაქტების ობიექტური ანალიზიდან გამომდინარე, არ არსებობს არანაირი დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ სწორედ მათ ჩაიდინეს ავტოგასამართ სადგურ „მ-----------“ ყაჩაღური თავდასხმა, რა დროსაც დაეუფლნენ ფულად თანხას 13-0 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------------ე და თ------------- ცნობილი უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებებისათვის.
ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საერთო შეფასების საფუძველზე არ არსებობს ბრალდებულ ი-----–-------–-–---–-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
საქართველოს კონსტიტუციის მ---0 მუხლის თანახმად, ბრალდების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
ვერც მ----------------ს(მ-----------------ის დედა და ი-----–-------–-–---–-ს სიდედრი) საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული დათბილულ ჟილეტი და ვერც გ------- ჩ--------ის(მ-----------------ის ნათესავი) ბინიდან ამოღებული ორი ცალი პისტოლეტი, რომლებზეც აღმოჩნდა დაზარალებულის სისხლის დნმ-ის კვლები, ასევე, ვერც ი-----–-------–-–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ქუდი-ნიღაბი ვერ გამოდგება ი-----–-------–-–---–-ს ბრალეულობის დასამტკიცებლად ამ ეპიზოდში, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა ვერც დასახელებული ნივთების წარმომავლობა და ვერც ი-----–-------–-–---–-ს მიერ მათი ფლობის ფაქტი. კერძოდ, ამ იარაღების შენახვა ბრალად ერაცხება მ-----------------ს, რომელიც გ------------ესთან და თ-------------სთან ერთად(ი-----–-------–-–---–-ს გარეშე) მივიდა გ------- ჩ--------ესთან და ალბათობა იმისა, რომ თავდასხმისას ერთ-ერთ ამ იარაღს ფლობდა ი-----–-------–-–---–-, ვარაუდის დონეს არ სცილდება. ასევე, ვარაუდის სფეროს მიეკუთვნება მ----------------ს ჩხრეკისას ამოღებული დათბილული ჟილეტის ი-----–-------–-–---–-ს მიერ შემთხვევის დროს ფლობის ფაქტიც. არანაკლები ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ნივთებს ფლობდნენ მ-----------------ი, ან თუნდაც მასთან სტუმრად მყოფი გ------------ე და თ-------------. რაც შეეხება ი-----–-------–-–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულ მოყავისფრო ქუდ-ნიღაბს, ეს კიდევ უფრო ნაკლები ძალის მქონე მტკიცებულებაა, ვინაიდან უტყუარად არ დასტურდება არც ი-----–-------–-–---–-ს მიერ მისი ფლობის ფაქტი და არც ამ ნიღბის თავდასხმის დროს გამოყენების ფაქტი, რაც შესაძლოა გამოირიცხოს კიდეც, ვინაიდან დაზარალებულის ჩვენებით, თავდამსხმელთა ნიღბები შავი და ნაცრისფერი იყო.
სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაუდებს ვარაუდს, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მ---0 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გამამტყუნებელ განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ნებისმიერი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლოს რწმენას შპს „მ--------ის“ ეპიზოდში ი-----–-------–-–---–-ს უდანაშაულობის შესახებ ამყარებს ის გარემოებაც, რომ მიუხედავად შემთხვევის ადგილიდან ამოღებული არაერთი ნივთისა და კვლებისა და მათზე ჩატარებული საექსპერტო კვლევებისა, არცერთი მათგანის გაიგივება ი-----–- ჩ----–-–---–თან არ მომხადარა, ვერც უშუალოდ თავდამსხმელებთან კონტაქტში მყოფმა დაზარალებულმა ვ-–---------ემ ამოიცნო იგი, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში ვერ ადასტურებენ ი-----–-------–-–---–-ს ბრალეულობას მოცემულ ეპიზოდში, რის გამოც ის ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს ბრალდების ამ ნაწილშიც.
რაც შეეხება მ-----------------ის მიერ გ------- ჩ--------ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ეპიზოდს, აღნიშნული ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ------- ჩ--------ის ჩვენებით, ქ----------------ის ჩვენებით, გ------- ჩ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით და მოწმის სახით დაკითხულ გამოძიებელ დ--------------ის და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მ----–--–--ის და ს------ მ-------–--ს მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებებით. ასევე - ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ გ--------------ს ჩვენებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ბრალდებას არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ-----------------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
გ------------ის და თ-------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენების მუქარით, ხოლო მ-----------------ის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 აპრილის განაჩენით ნასამართლევია მძიმე დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 05 წლის თ/ა, აქედან 02 წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 03 წელი ჩაეთვალა პირობით, 03 წლის გამოსაცდელი ვადით. დანაშაულის ჩადენის მომენტში ის იმყოფებოდა პირობით მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. შესაბამისად, ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს. ბრალდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დამნაშავის პიროვნებას და მის წარსულს. დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულებს გ------------ეს, თ-------------ს და მ-----------------ს სასჯელი უნდა დაენიშნოთ შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სამართლიანი ზომით.
ამასთან, ვინაიდან მ-----------------მა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად უნდა გაუქმდეს მის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–-------–-–---–- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (შპს ,,ფ------ს“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ი-----–-------–-–---–- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (შპს ,,მ--------ის“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ი-----–-------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს და იგი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განემარტოს ი-----–- ჩ----–-–---–ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. გ------------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (შპს ,,ფ------ს“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გ------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (შპს ,,მ--------ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით; 236-ე მუხლის მ------ ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით; 236-ე მუხლის მესამე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მ------ ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------------ეს მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
გ------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 16 მარტიდან.
გ------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს.
3. თ------------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (შპს ,,ფ------ს“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
თ------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (შპს ,,მ--------ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით; 236-ე მუხლის მ------ ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით; 236-ე მუხლის მესამე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მ------ ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, თ-------------ს მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
თ-------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 16 მარტიდან.
თ-------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს.
4. მ-----------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მ------ ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (შპს ,,ფ------ს“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
მ-----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მ------ ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს და აღსრულდეს მ-----------------ის მიმართ ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 02 (ორი) წელი თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, მ-----------------ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მ-----------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 17 მარტიდან.
მ-----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ CD-R დისკზე; ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ CD-R დისკზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ CD-R დისკზე; შპს ,,ფ------ს“ ვიდეოთვალის ჩანაწერი ერთ DVD-R დისკზე; ჟ-----ს სახელობის სკოლის ვიდეოთვალის ჩანაწერი ერთ DVD-R დისკზე; გ-------------ის ვიდეოთვალის ჩანაწერი ერთ DVD-R დისკზე; ჯ----- აფთიაქის ვიდეოთვალის ჩანაწერი ერთ DVD-R დისკზე; პ----- აფთიაქის ვიდეოთვალის ჩანაწერი ერთ DVD-R დისკზე ა------ აფთიაქის ვიდეოთვალის ჩანაწერი ერთ DVD-R დისკზე გ--–---- ბენზოგასამართი სადგურის ვიდეოთვალის ჩანაწერი ერთ DVD-R დისკზე; შპს ა---------- ვიდეოთვალის ჩანაწერი ორ DVD-R დისკზე; ს-------- ბენზოგასამართი სადგურის ვიდეოთვალის ჩანაწერი ერთ DVD-R დისკზე; ფონოგრამა ორ CD-R დისკზე - რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილების დათვალიერებისას ამოღებული: წებოვანი ლენტი და სარეკლამო ბარათი, პოლიეთილენის გამჭვირვალე ბოთლი, ხელის ორი კვალი, ხელის ოთხი კვალი, სუნის კვალი, სამედიცინო პირბადე, სუნის ნიმუში, ანაწმენდები, ხელის კვლები, შავი ფერის ქუდი, სისხლისმაგვარი ლაქები, თმისმაგვარი ღეროები; ი-----–-------–-–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი ნაქსოვი ქუდი (ნიღაბი); ზ------- კ--–-------ს კუთვნილი ავტომობილიდან (“H---------” სახ/ნომრით B--------), აღებული: ანაწმენდი საჭის ზედაპირიდან, ანაწმენდები გადაცემათა კოლოფის სახელურიდან, მიკრონაწილაკების ნიმუშები წინა მარჯვენა სავარძლიდან, მიკრონაწილაკების ნიმუშები წინა შუა სავარძლიდან, მიკრონაწილაკების ნიმუშები წინა მარცხენა სავარძლიდან, მიკრონაწილაკების ნიმუშები უკანა მარჯვენა სავარძლიდან, მიკრონაწილაკების ნიმუშები უკანა შუა სავარძლიდან, მიკრონაწილაკების ნიმუშები უკანა მაარცხენა სავარძლიდან; ვ-–---------ის ნერწყვის ნიმუში; ვ-–---------ის დაქტილობარათი; ი-------------ის ნერწყვის ნიმუში; ი-------------ის დაქტილობარათი; მ-----------------ის ნერწყვის ნიმუში; მ-----------------ის დაქტილობარათი; ი-----–-------–-–---–-ს ნერწყვის ნიმუში; ი-----–-------–-–---–-ს დაქტილობარათი; გ------------ის ნეწრყვის ნიმუში; გ------------ის დაქტილობარათი; თ-------------ს ნერწყვის ნიმუში; თ-------------ს დაქტილობარათი; ანაწმენდები ცეცხლსასროლი იარაღიდან; სამედიცინო პირბადე, გ------- ჩ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა, როლებიც ინახება ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში, განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის მზის სათვალე; “LG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი; შავი ფერის წინდა; ფულადი თანხა; ვ-–---------ის ტანისამოსი; მ----------------ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩრეკის შედეგად ამოღებული: - ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი წარწერით „K----------“, შავი ფერის ჯინსის შარვალი ქამრით და მისი ჯიბიდან ამოღებული ცარიელი ტყავის საფულე, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი წარწერით „D--------”, შავი ფერის დათბილული ჟილეტი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი წარწერით „J--------”, შავი ფერის ტყავის ქურთუკი, ხაკისფერი კაპიუშ-----ნი ქურთუკი, შავი ფერის ჯინსის ქურთუკი, შავი ფერის ნაქსოვი ჟაკეტი, შავი ფერის ჩანთა ღვედით, ფ------ს ბარათი; ი-----–-------–-–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტყავის ქურთუკი და ფ------ს ბარათი; გ------- ჩ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტანისამოსი; ავტომანქანა და რეგისტრაციის მოწმობა (“H---------” სახ/ნომრით B--------); გ------------ის შარვალი; თ-------------ს შარვალი, რაც ინახება ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში - დაუბრუნდეთ მათ მესაკუთრეებს, ან/და კანონიერ მფლობელებს.
- გ------- ჩ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი „G---------ის“ მოდეილის ცეცხლსასროლი იარაღი შვიდი ცალი ვაზნით და “W------ P22-ის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ხუთი ცალი ვაზნით; გ------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „П--ის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი სამი ცალი ვაზნით; თ-------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „П--ის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი სამი ცალი ვაზნით - შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეგზავნოს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიარაღების სამმართველოს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქ-------ი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე