განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002287094
საქმე N1-115/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27.02.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ად--–----–--------ა
დაცვის მხარე
ბრალდებული: ჯე-----------ლ
მამის სახელი: ე----მ
დაბადებული: 2--06.1993 წელს
პირადი ნომერი: 1---------2
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არ-------–----–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრაციის მისამართი: თურქეთის რესპუბლიკა, ქ.კუ------–------------–----------------–---რ
ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ოძ--–-–---–------------
ბრალდებულის ადვოკატი - ნუ-------------–-ძე
თარჯიმანი - ირ---–--------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი ( ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება); (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №171021217005
1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 02 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათის მერე ქ. ბათუმში, აერ-----------------ში მდებარე დისკო კლუბ ,,პ-----ში’’ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჯე-----------ლმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გა--–-------------ია, მე------------------------–უ და მე--------------------აია უკანონოდ აიძულა შეესრულებინათ მოქმედება, რომლის განხორციელებისაგან თავის შეკავება მათ უფლებას წარმოადგენდა. ასევე საკუთარ თავზე განაცდევინა თავიანთი ნება სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, კერძოდ - მან ისინი აიძულა გადაეხადათ თითქოსდა შეკვეთილი მენიუს ღირებულება 2900 თურქული ლირა და 400 ლარი, რაც გამოხატებოდა შემდეგში - ჯე-----------ლი მათ აშინებდა, რომ თითქოსდა შეკვეთილი მენიუს ღირებულების არ გადახდის შემთხვევაში, მათ მიაყენებდნენ ფიზიკურ შეურაწყოფას და ცოცხალი ვერ გააღწევდნენ დისკო კლუბიდან ის მათ არ უშვებდა დისკო კლუბიდან გარეთ, მანამ სანამ არ იქნა მთლიანი თითქოსდა შეკვეთილი ღირებულების თანხა გადახდილი, რითაც ჯე-----------ლმა მათზე მოახდინა ფსიქიკური ზემოქმედება, რის შემდეგაც შეშინებულმა გა--–-------------იამ, მე------------------------–უმ და მე--------------------აიამ გადაიხადა თითქოსდა შეკვეთილი მენიუს ღირებულება 2 900 თურქული ლირა და 400 ლარი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება
2.1 არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 27 თებერვლის არსებითი სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3 თავად ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, სრულად ეთანხმება მტკიცებულებებში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი);
2.9 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით ( გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, მოწმეების: გა--–-------------იას, მე------------------------–უს, მე--------------------აიას, მა---------------–---–-----------–--------------------ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, პირის ამოცნობის ოქმები სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯე-----------ლმა ჩაიდინა ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯე-----------ლმა, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2017 წლის 02 დეკემბერს, ქ. ბათუმში, აერ-----------------ში მდებარე დისკო კლუბ ,,პ-----ში’’ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გა--–-------------იას, მე------------------------–უს და მე--------------------აიას უკანონოდ იძულებით, მათზე ფსიქიკური ზემოქმედების მოხდენით რათა გადაეხადათ თითქოსდა შეკვეთილი მენიუს ღირებულება 2900 თურქული ლირა და 400 ლარი, ხოლო არ გადახდის შემთხვევაში, მათ მიაყენებდნენ ფიზიკურ შეურაწყოფას და ცოცხალი ვერ გააღწევდნენ დისკო კლუბიდან, რის შემდეგაც შეშინებულმა გა--–-------------იამ, მე------------------------–უმ და მე--------------------აიამ გადაიხადა თითქოსდა შეკვეთილი მენიუს ღირებულება 2 900 თურქული ლირა და 400 ლარი - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული აღიარებს და იანანიებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1 სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
ჯე-----------ლს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით), ვინაიდან
განხორციელებული ცვლილების თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 150-ე მუხლში ცვლილება შევიდა სასჯელის ნაწილში, კერძოდ 150-ე მუხლის პირველი ნაწილი 2018 წლის 01 იანვრამდე სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით,ხოლო 2018 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქციით - ქმედება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით.
ჯე-----------ლს დანაშაული ჩადენილი აქვს 2017 წლის 02 დეკემბერს ;
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. შესაბამისად ჯე-----------ლს სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით - ადრე (2018 წლის 01 იანვრამდე) მოქმედი რედაქციით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ბრალდებულ ჯე-----------ლს წარსულში ნასამართლობა არა აქვს; ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილს;
გარდა ზემოთაღნიშნული გარემოებებისა, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯე-----------ლის მიერ ჩადენილი ქმედება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების და არც პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებშიც; გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებული ამ პერიოდის განმავლობაში რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში მხილებული არ არის; ყავს კმაყოფაზე მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ცხოვრობს ქირით
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ზემოთაღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ჯე-----------ლს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, ჯე-----------ლს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა ზ/მითითებული გარემოებების და ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით არ არის გამართლებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - ჯარიმის სახით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს:
ნივთიერი მტკიცებულება - შეთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩამწერი მოწყობილობა ,, დივიერი’’,, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - შეთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული გადახდის ქვითარი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - შეთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მენიუს ჩამონაწერი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - დისკო კლუბ ,,პ-----ის’’ ვიდეოთვალის ჩანაწერი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში, ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ჯე-----------ლ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ჯე-----------ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - შეთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩამწერი მოწყობილობა ,, დივიერი’’,, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - შეთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული გადახდის ქვითარი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - შეთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მენიუს ჩამონაწერი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - დისკო კლუბ ,,პ-----ის’’ ვიდეოთვალის ჩანაწერი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში, ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე