გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/506-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.02.2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი - ბორენა იობიძე
განმცხადებელი - ნ---------------
დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის
სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი - ე-------------–---
მოთხოვნა - შვილად აყვანა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 310-ე, 312-ე, 349-351-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ---------------- განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. განმცხადებელს - ნ---------------ს ნება დაერთოს შვილად აიყვანოს 2017 წლის 12 დეკემბერს დაბადებული გ--------------.
3. შვილად აყვანის შემდეგ შვილად ასაყვანის - გ--------------- (პ/ნ 6----------) დაბადების სააქტო ჩანაწერში შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის მიზნით შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
სახელი - ა-------;
დაბადების თარიღი - 2017 წლის 13 დეკემბერი;
დედა - ნ--------------- (დაბ. 05.07.1971 წ. პ/ნ 3----------)
მამის მონაცემები დარჩეს უცვლელი.
ახალი დაბადების მოწმობის გაცემისას ბავშვს შეეცვალოს პირადი ნომერი.
4. შვილად აყვანა ნამდვილია სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.
5. გადაწყვეტილება ექვემდებარება რეგისტრაციას სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის სამსახურში;
6. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ხუთი დღის ვადაში გადაეგზავნოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის სამსახურს.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
მოსამართლე ციცინო მოსიძე
შენიშვნა:
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები ეთანხმებიან გადაწყვეტილებას, უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, რაც დაადასტურეს ხელისმოწერით და ითხოვენ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის თანახმად, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის კანონიერ ძალაში.
მოსამართლე ციცინო მოსიძე