გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №171856369- 3/057-17წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 მარტი, 2018 წელი ქ.ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - ს----–--------–-------------რი
წარმომადგენელი ----------------------
მოპასუხე - ი/---------------------------
მოპასუხე- ი------------------------------
მოპასუხე- შ-----------------------
მოპასუხე - თ------------------
მოპასუხე - ნ--ო ო------–---–ი
წარმომადგენელები - ზ-------------ე, ე-–----------–-–---–ი
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა.
1.1.ი/მ ,,ს-----–--ა-------------’ (პ/ნ 1----------), ი/მ ,,ჯ---–----ა ჩ-------ანის (პ/ნ 1---------6), შპს ,,დ---------------ს (ს/ნ 4-------1), თა---- ტა-----ძის (პ/ნ 1----------) და ნ--ო ო------–---–ის (პ/ნ 2---------7) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა. (იხ.2017 წლის 18 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმის Cd. დისკი).
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით ი/მ ს-----–--ა-------------’ (ს/ნ 1----------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 81 213.01 ლარს.
ი/მ ,,ს-----–--ა-------------’ ქონებაზე 2014 წლის 13 მარტს დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. 2014 წლის 18 ივლისს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა N-------რძანება ი/----------------------------ს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით ი/----------------------------ს საკუთრებაში არ გააჩნია ქონება;
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობას წინ უსწრებდა საგადასახადო დავალიანების წარმოშობა, კერძოდ ი/მ ,,ს-----–--ა ტა-----ძეს’’ მიმართ 2013 წლის 19 აგვისტოს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის N0------------------ ოქმები;
ი/----------------------------ს 2014 წლის 17 მარტს ი/მ ,,ჯ---–----ა ჩ-------ან’’-ზე ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით მიწოდებული აქვს 6615.41 ლარის სასაქონლო მატერიალური ფასეულობა. ჯ---–----ა ჩ-------ანი და ს-----–--ა ტა-----ძე არიან დები;
2013 წლის 0- ივლისს ი/მ ს-----–--ა ტა-----ძემ საკუთრებაში არსებული ქონება (ქონების ს/კ 6-.0----------------- ასყიდობის ხელშეკრულებით გადასცა შვილის თ------ ტა-----ძის მეუღლეს ნ--ო ო------–---–ს.
ი/მ ჯ---–----ა ჩ-------ან’’-ს (რომელიც არის ს-----–--ა ტა-----ძის და ) 2016 წლის 08 თეერვალს შპს ,,დ-----ი 2------ზე ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით მიწოდებული აქვს 5440.00 არის სასაქონლო მატერიალური ფასეულობა ტრანსპორტირების გარეშე;
შპს ,,დ-----ი 2----- (ს/ნ 4-------1), რომელიც სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 0- თებერვალს, რომლის დირექტორიც და დამფუძნებელიც (თ------ი ტა-----ძე პ/ნ 1----------) არის ს-----–--ა ტა-----ძის ერთერთი შვილი.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ნ--ო ო------–---–მა, ი/მ ს-----–--ა ტა-----ძემ, შპს ,,დ-----ი 2-----, ი/მ ,,ჯ---–----ა ჩ-------ანმა’’, თ------ ტა-----ძემ შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნეს და შესაგებელში მიუთითეს, რომ შ--------–----------------ს ის არგუმენტი, რომ ქონების განრიდების მიზნით მოხდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. საკუთრების უფლება აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით და საგადასახადო თუ სხვა ორგანოებთან ურთიერთობა არ უნდა წარმოადგენდეს ამ უფლების განხორციელების დამაბრკოლებელ და შემზღუდავ გარემოებას. უძრავი ქონების ნასყიდობა განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით და არანაირი ქონების განრიდების და დამალვის მიზანი არ არსებულა. ეს განზრახვა რომ არსებულიყო ამ ქონების გადამალვის სხვა უამრავი საშუალება არსებობდა, რაც არ იქნა გამოყენებული. ყველაფერი განხორცილდა გამჭირვალედ და ღიად, კანონმდელობასთან სრულ შესაბამისობაში. საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად, თუ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირება და განსხვავება სხვა პირისაგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით, ითვლება რომ აღნიშნული პირები არიან ერთმანეთის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ცრუმაგიერი პირების მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებები.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე, პირების ერთმანეთის ცრუმაგიერად აღიარებისათვის აუცილებელია ორი პირობის ერთდროულად არსებობა, კერძოდ: შემოსავლების სამსახურისთვის შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირება, სხვა პირისაგან განსხვავება და ამავდროულად ეს უკანასკნელი მის მიერ გამოყენებული უნდა იყოს გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით. ამდენად, ერთ-ერთი პირობის არარსებობა გამორიცხავს სარჩელის საფუძვლიანობას. სს----–--------–-------------რმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად ვერ უზრუნველყო სასამართლოში მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ გარემოების დადასტურება, რომ ი/მ ,,ს-----–--ა-------------’ მხრიდან ნ--ო ო------–---–ის, მისი მეუღლე თ------ი ტა-----ძე, ი------------------------------ და შპს ,,დ-----ი 2----- გამოყენებულია გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით. სსიპ შ--------–----------------ს მხრიდან მითითებული პირობების არსებობის დადასტურების მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე მითითება სრულიად არალოგიკური და უსაფუძვლოა, რამდენადაც ამ მუხლის შესაბამისად ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე და შედეგებზე, ხოლო სხვა ურთიერთდამოკიდებულების არსებობა არ ქმნის ამ პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ბს-10--96 (კ13), 0-.10.2013წ). ნათელია, რომ მათი საქმიანობის სფეროები და საქმიანობის რეჟიმები განსხვავებულია, შესაბამისად, სახეზე არ არის მათ შორის ისეთი ურთიერთკავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენდეს მის ან სხვისი, როგორც გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას.
სასამართლოს პრქატიკიდან გამომდინარე და საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის განმარტებით ურთიერთცრუმაგიერ პირებად შესაძლებელია სასამართლომ ცნოს ის პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით ქმნიან ისეთ ურთიერთკავშირს, რის შედეგადაც საგადასახადო ორგანო პრაქტიკულად ვერ ახერხებს გადასახადის გადამხდელის იდენტიფიცირებას, მოცემულ შემთხვევაში მსგავსი რამ არ არსებობს. საგადასახადო ორგანოებისათვის იდენტიფიცირებული და ცნობილია მათი როგორც ფიზიკური პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, თუ გადასახადის გადამხდელის იდენტიფიცირების პრობლემა. მარტო ის ფაქტი, რომ შესაძლებელია იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობით, თუ სხვა კუთხით და წარმოადგენენ ოჯახის წევრებს, თუ ნათესავებს არ იძლევა მათ ურთიერთცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს. სარჩელში მოყვანილი პროცესები, ის პროცესებია, რომელიც განხორციელდა მანამდე, სანამ საგადასახადო ორგანო დაასრულებდა ინდ.მეწარმე ,,ს-----–--ა-------------’ კამერალურ შემოწმებას და დადებდა საბოლოო გადაწყვეტილას აღნიშნულზე.
შ--------–---------------- საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაციით და განმარტებით და მათი ურთიერთცრუმაგიერ პირებად ცნობით ცდილობს დავალიანების გადახდევინებას იმ ქონების რეალიზაციით, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ინდ.მეწარმე ს-----–--ა ტა-----ძის საქმიანობასთან და არსებულ უკვე აღიარებულ საგადასახადო დავალიანებასთან.
შ--------–----------------ს ის არგუმენტი, რომ ქონებისა განრიდების მიზნით მოხდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ასევე გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით გასხვისდა მატერიალური ფასეულობები, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. საკუთრების უფლება აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით და საგადასახადო თუ სხვა ორგანოებთან ურთიერთობა არ უნდა წარმოადგენდეს ამ უფლების განხორცილების დამაბრკოლებელ და შემზღუდავ გარემოებას. უძრავი ქონების ნასყიდობა განხორცილდა კანონმდებლობის სრული დაცვით და არანაირი ქონების განრიდების და დამალვის მიზანი არ არსებულა. ეს განზრახვა რომ არსებულიყო ამ ქონების გადამალვის სხვა უამრავი საშუალება არსებობდა, რაც არ იქნა გამოყენებული ყველაფერი განხორციელდა გამჭირვალედ და ღიად, კანონმდებლობის სრულ შესაბამისობაში. მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ არ უნდა იქნენ სასამართლოს მიერ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებულნი, შესაბამისად არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შ--------–----------------ს სარჩელი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე.
3.1. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. ს-----–--ა ტა-----ძე რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2000 წლის 30 აგვისტოდან ინდივიდუალურ მეწარმედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (ტ.I.სფ. 63-65).
- ამონაწერები მეწარმეთა რეესტრიდან (ტ.სფ.50-51).
3.1.2 შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2017 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით ი/მ. ს-----–--ა ტა-----ძეს აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 81213.01 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაზუსტებული სარჩელი (ტ.I.სფ.63-65).
- შედარების აქტი( (ტ.I.სფ.50).
3.1.3. 2013 წლის 0- ივლისს შ--------–----------------ს ს------------------------------- დეპარტამენტის მიერ გამოიცა ბრძანება N----- ი/მ. ს-----–--ა ტა-----ძის" სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვეტარიზაციის ჩატარების შესახებ, რომელიც ჩაბარდა 2017 წლის 0- ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაზუსტებული სარჩელი (ტ.I.სფ.63).
- 2013 წლის 0- ივლისს შემოსავლების სამსახურის ს------------------------------- დეპარტამენტის ბრძანება N-----( (ტ.I.სფ.40).
3.1.4. ი/მ ,,ს-----–--ა ტა-----ძეს’’ მიმართ 2013 წლის 19 აგვისტოს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის N0------------------ ოქმები;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასახადო სამართალდარღვევის N------ (ტ.I.სფ.41).
-საგადასახადო სამართალდარღვევის N------( (ტ.I.სფ.42).
3.1.5. 2014 წლის 12 მარტს შ--------–----------------ს მიერ ს-----–--ა ტა-----ძის მიმართ გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა N-----
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასახადო მოთხოვნა(ტ.I.სფ.35).
3.1.6. ი/მ ,,ს-----–--ა ტა-----ძის’’ ქონებაზე 2014 წლის 13 მარტს დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. 2014 წლის 18 ივლისს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა N-------რძანება ი/----------------------------ს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (ტ.I.სფ.47).
-ინფორმაცია საჯარ/სამართლებრივი შეზღუდვისა და აგადასახადო გირავნობა/იპოთეკის შესახებ (ტ.I.სფ.49)
3.1.6. 2013 წლის 0- ივლისს ი/მ ს-----–--ა ტა-----ძემ საკუთრებაში არსებული ქონება (ქონების ს/კ 6-.0-----------------ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცა შვილის თ------ ტა-----ძის მეუღლეს ნ--ო ო------–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაზუსტებული სარჩელი (ტ.I.სფ.63-65).
- ნ--ო ო------–---–ის შესაგებელი(ტ.I.სფ.118-121).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან( (ტ.I.სფ.51).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმის Cd. დისკი).
3.1.7. ს-----–--ა ტა-----ძის საკუთრებაში არ გააჩნია ქონება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაზუსტებული სარჩელი (ტ.I.სფ.63-65).
-ს-----–--ა ტა-----ძის განცხადება(ტ.I.სფ.46).
3.1.8. საქართველოსიუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ თ------ ტა-----ძე და ნ--ო ო------–---–ი იმყოფებიან ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა(ტ.I.სფ.30).
3.1.8.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ თა---- და თ------ ტა-----ძის დედაა ს-----–--ა ტა-----ძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა(ტ.I.სფ.31).
3.1.9.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ ჯ---–----ა ჩ-------ანი და ს-----–--ა ტა-----ძე არიან დები;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა(ტ.I.სფ.29).
3.1.10. ჯ---–----ა ჩ-------ანი რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2014 წლის 21 იანვრიდან ინდივიდუალურ მეწარმედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (ტ.I.სფ. 63-65).
- ამონაწერები მეწარმეთა რეესტრიდან (ტ.სფ.26).
3.1.11. ი/----------------------------ს 2014 წელს ი/მ ,,ჯ---–----ა ჩ-------ან’’-ზე ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით მიწოდებული აქვს სასაქონლო მატერიალური ფასეულობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (ტ.I.სფ. 63-65).
- სასაქონლო ზედნადებები (ტ.I I.სფ.10--150).
3.1.12. შპს. ,,დ-----ი“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2016 წლის 0- თებერვალი, იურიდიული მისამართია ქ. ბ-----------------------------ირექტორია თა---- ტა-----ძე, მესაკუთრე თა---- ტა-----ძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (ტ.I.სფ. 63-65).
- ამონაწერები მეწარმეთა რეესტრიდან (ტ.I.სფ.2-).
3.1.13. უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო მონაცემებია ბ------------------------------------------------------–-------------------------------------------------------------------------- მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თანასაკუთრებას, ხოლო ფართი 61.00კვმ. წარმოადგენს თა---- ტა-----ძის საკუთრებას. უფლების დამდგენი დოკუმენტია ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული 21/11.2000წ. ქონება დატირთულია იპოთეკით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.I.სფ.19).
3.1.14. უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო მონაცემებია ბ---------- 6-, სექტორი ქ. ბ---------- 2-, კვარტალი 0-, ნაკვეთი 5--, მდებარე ქ. ბ---------- თ-----ს ქ. N--- მიწის ნაკვეთი ფართი 136კვმ. შენობა-ნაგებობა: ობიექტი 1, დამხმარე სათავსო, წარმოადგენს თა---- ტა-----ძის საკუთრებას. უფლების დამდგენი დოკუმენტია ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმებული 26/02.2---–-
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.I.სფ.53).
3.1.15.ი/მ ჯ---–----ა ჩ-------ან’’-ს (რომელიც არის ს-----–--ა ტა-----ძის და ) 2016 წელს შპს ,,დ-----ი 2------ზე ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით მიწოდებული აქვს სასაქონლო მატერიალური ფასეულობა ტრანსპორტირების გარეშე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ტ.I.სფ. 63-65).
- სასაქონლო ზედნადებები (ტ.I I.სფ.72-102).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 16-ე მუხლის თანახმად ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 30 -ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შრომა თავისუფალია. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი და გადასახადებისაგან განთავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გადასახადის სახეებია საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების მოვალეობაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის ,,ბ'' თანახმად აღრიცხვაზე უნდა დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში ან დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის უმთავრეს ფუნქციას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2-8-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, თუ არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენებას, რათა აღსრულდეს კანონით დადგენილი ვალდებულება. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური სარჩელით მოითხოვს, .ი/მ ,,ს-----–--ა-------------’ (პ/ნ 1----------), ი/მ ,,ჯ---–----ა ჩ-------ანის (პ/ნ 1---------6), შპს ,,დ---------------ს (ს/ნ 4-------1), თა---- ტა-----ძის (პ/ნ 1----------) და ნ--ო ო------–---–ის (პ/ნ 2---------7) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობას.
შ--------–----------------ს სარჩელის საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
საქართველოს კანონით „მეწარმეთა შესახებ“ პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
ამავე კანონის 2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მეწარმე სუბიექტს წარმოადგენს ინდივიდუალური მეწარმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. თუ რეგისტრაციამდე მეწარმე სუბიექტის სახელით რაიმე მოქმედება შესრულდა, ამ მოქმედების შემსრულებლები და საწარმოს დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად, როგორც სოლიდარული მოვალეები, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ, ამ მოქმედებიდან წარმოშობილი ყველა ვალდებულებისათვის. ეს პასუხისმგებლობა ძალაში რჩება მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შემდეგაც. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ამ კანონით განსაზღვრული ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი.
ამავე კანონის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მეწარმე სუბიექტს წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს).
ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება შეიძლება დააფუძნოს ერთმა პირმა.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ სამეწარმეო საზოგადოებას ერთადერთი პარტნიორი ჰყავს, საერთო კრების უფლებამოსილებას ის ახორციელებს.
ამავე კანონის 9-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვს დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით.
მოსარჩელე შემოსავლების სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად ითხოვს, რომ .ი/მ ,,ს-----–--ა-------------’ (პ/ნ 1----------), ი/მ ,,ჯ---–----ა ჩ-------ანის (პ/ნ 1---------6), შპს ,,დ---------------ს (ს/ნ 4-------1), თ------ი ტა-----ძის (პ/ნ 1----------) და ნ--ო ო------–---–ის (პ/ნ 2---------7) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა. ამდენად.ი/მ ,,ს-----–--ა-------------’ (პ/ნ 1----------), ი/მ ,,ჯ---–----ა ჩ-------ანის (პ/ნ 1---------6), შპს ,,დ---------------ს (ს/ნ 4-------1), თ------ი ტა-----ძის (პ/ნ 1----------) და ნ--ო ო------–---–ის (პ/ნ 2---------7) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე უნდა იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ, რათა თავი აერიდებინათ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:
ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს;
დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს;
ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს;
ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;
ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;
თ) პირები ნათესავები არიან;
ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.
ამავე მუხლის 3-ე ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს;
დადგენილია, რომ თ------ ტა-----ძე და ნ--ო ო------–---–ი იმყოფებიან ქორწინებაში. თა---- და თ------ ტა-----ძის დედაა ს-----–--ა ტა-----ძე. ჯ---–----ა ჩ-------ანი და ს-----–--ა ტა-----ძე არიან დები; შპს. ,,დ-----ი“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2016 წლის 0- თებერვლიდან, იურიდიული მისამართია ქ. ბ-----------------------------ირექტორია თა---- ტა-----ძე, მესაკუთრე თა---- ტა-----ძე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად სახეზეა ურთიერთდამოკიდებული პირები, მაგრამ მხოლოდ ურთიერთ დამოკიდებულ პირად არსებობა, რაც გამოწვეულია პირთა ნათესაური კავშირით ავტომატურად არ იწვევს ცრუმაგიერ პირად ცნობას, რადგან შ--------–----------------ს სარჩელით დავის გადაწყვეტის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
სასამართლო მითითებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება, რაც უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით.
ამდენად, ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირად დადგენა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ უნდა დაადგინოს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან მისი გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა პირის მიერ გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი/მ.ს-----–--ა ტა-----ძე და ნ--ო ო------–---–ი წარმოადგენენ ურთიერთ დამოკიდებულ პირებს. 2013 წლის 0- ივლისს შ--------–----------------ს ს------------------------------- დეპარტამენტის მიერ გამოიცა ბრძანება N----- ი/მ. ს-----–--ა ტა-----ძის" სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვეტარიზაციის ჩატარების შესახებ, რომელიც ჩაბარდა 2017 წლის 0- ივლისს. მას შემდეგ რაც გამოცემული იქნა ბრძანება ი/მ. ს-----–--ა ტა-----ძის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვეტარიზაციის ჩატარების შესახებ და ცნობილი გახდა მისთვის, ი/მ ს-----–--ა ტა-----ძემ საკუთრებაში არსებული ქონება (ქონების ს/კ 6-.0-----------------ნასყიდობის ხელშეკრულებით 2013 წლის 0- ივლისს გადასცა შვილის თ------ ტა-----ძის მეუღლეს ნ--ო ო------–---–ს. ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოპასუხე ნ--ო ო------–---–ს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება დასადასტურებლად იმისა, რომ მას გააჩნდა შემოსავალი და აღნიშნული შემოსავლით ნამდვილად მოხდა მის მიერ ს-----–--ა ტა-----ძისაგან უძრავი ქონების შესყიდვა, რაც კანონმდებლობით აკრძალული არ არის, ამასთან წარმოდგენილი ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით, იპოთეკარს წარმოადგენს შპს. ,,მ-----------------------------–------------- მაგრამ იპოთეკის დამოწმების თარიღია 2013 წლის 22 ნოემბერი, რეგისტრაციის თარიღია 28 ნოემბერი, მაშინ როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულება დადების თარიღია 2013 წლის 0- ივლისი, შესაბამისად ნ--ო ო------–---–ის მიერ იპოთეკით მიღებული თანხაც ვერ იქნებოდა მიმართული უძრავი ქონების შესაძენად, ამიტომ სასამართლო განმარტავს, რომ ი/მ. ს-----–--ა ტა-----ძის და ნ--ო ო------–---–ი წარმოადგენენ ერთამენეთის ცრუმაგიერ პირებს, ვინაიდან მათი გამიჯვნა ერთმანეთისაგან ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელის ი/მ. ს-----–--ა ტა-----ძის მიერ ნ--ო ო------–---–ი გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით, ამიტომ ი/მ. ს-----–--ა ტა-----ძე და ნ--ო ო------–---–ი ცნობილი უნდა იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირად.
6.2. რაც შეეხება მოპასუხე ი/მ ,,ს-----–--ა-------------’ (პ/ნ 1----------), ი/მ ,,ჯ---–----ა ჩ-------ანის (პ/ნ 1---------6), შპს ,,დ---------------ს (ს/ნ 4-------1), თა---- ტა-----ძის (პ/ნ 1----------) ცრუმაგიერ პირად აღიარებას, სასამართლო ამ ნაწილში ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მათ ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად სახეზე ურთიერთდამოკიდებული პირები, რადგან პირთა ცრუმაგიერად ცნობისათვის სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ ურთიერთ დამოკიდებული პირები, არამედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები კერძოდ: პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
- საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილია, რომ .უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო მონაცემებია ბ------------------------------------------------------–-------------------------------------------------------------------------- მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თანასაკუთრებას, ხოლო ფართი 61.00კვმ. წარმოადგენს თა---- ტა-----ძის საკუთრებას. უფლების დამდგენი დოკუმენტია ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული 21/11.2000წ. ქონება დატირთულია იპოთეკით, ასევე უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო მონაცემებია ბ---------- 6-, სექტორი ქ. ბ---------- 2-, კვარტალი 0-, ნაკვეთი 5--, მდებარე ქ. ბ---------- თ-----ს ქ. N--- მიწის ნაკვეთი ფართი 136კვმ. შენობა-ნაგებობა: ობიექტი 1, დამხმარე სათავსო, წარმოადგენს თა---- ტა-----ძის საკუთრებას. უფლების დამდგენი დოკუმენტია ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმებული 26/02.2---–- ორივე ამონაწერით ცალსახად დასტურდება, რომ ერთ შემთხვევაში თა---- ტა-----ძის მიერ ქონება შეძენილია 2000 წლის 21 ნოემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე.ი. მანამდე ვიდრე ი/მ. ს-----–--ა ტა-----ძეს წარმოეშობოდა ვალდებულება, ხოლო მეორე შემთხვევაში კი უძრავი ქონება შეძენილია ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, რაც თავისთავად გამორიცხავს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზანს.
ასევე დადგენილია, რომ ი/მ ,,ჯ---–----ა ჩ-------ანის მიერ, რომელიც არის ს-----–--ა ტა-----ძის და შპს ,,დ---------------სათვის, რომლის დამფუძვნებელი და დირექტორი არის ი/მ. ს-----–--ა ტა-----ძისათვის მიწოდებული აქვს ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარკვეული ფასეულობის საქონელი, ასევე ი/მ. ს-----–--ა ტა-----ძეს ი/მ.,,ჯ---–----ა ჩ-------ანისათვის“ მიწოდებული აქვს ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარკვეული ფასეულობის საქონელი, მაგრამ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება მათი ცრუმაგიერად ცნობის საფუძველი, რადგან მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის შეუძლებლობა გადასახადის გადამხდელის განსხვავების სხვა პირისგან და ეს პირები გამოყენებული არ არის და ვერც იქნება ი/მ. ს-----–--ა ტა-----ძის მიერ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებისათვის, რადგან სახეზეა ოფიციალური საქონელბრუნვა ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, რომელიც ისეთ სამეწარმეო კავშირში არ არის ი/მ. ს-----–--ა ტა-----ძესთან, რაც მიზნად ისახავს გადასახადისათვის თავის არიდებას, ან გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზანით ქონების გადამალვას და მხოლოდ ნათესაური კავშირი საგადასახადო ვალდებულების მქონე პირთან არ წარმოადგენს სამეწარმეო ურთიერთობის შემზღუდველ კანონისმიერ საფუძველს, თუ აღნიშნულ საფუძველს თან არ ახლავს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული ცრუმაგიერად აღიარების ორივე კრიტერიუმი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, რადგან აღნიშნული გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.
სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ურთიერთდამოკიდებულ პირების ავტომატურად ურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაიგივება არ არის სწორი, რადგან ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება: თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, რადგან „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-165(კ-17).
სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს, ამდენად აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----–--------–-------------რის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან მოპასუხეების ი/მ. ს-----–--ა ტა-----ძის და ნ--ო ო------–---–ის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების და შესაბამისად სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რადგან სახეზეა გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ამიტომ ი/მ. ს-----–--ა ტა-----ძე და ნ--ო ო------–---–ი ცნობილი უნდა იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირად. ხოლო ი/მ ,,ს-----–--ა-------------’, ი/მ ,,ჯ---–----ა ჩ-------ანის, შპს ,,დ---------------ს და თა---- ტა-----ძის ცრუმაგირად ცნობის ნაწილში შ--------–----------------ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე არათუ დასტურდება, არამედ საერთოდ ირიცხება მათი ცრუმაგიერად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ი/მ ,,ს-----–--ა-------------’ (პ/ნ 1----------), ი/მ ,,ჯ---–----ა ჩ-------ანის (პ/ნ 1---------6), შპს ,,დ---------------ს (ს/ნ 4-------1), თა---- ტა-----ძის (პ/ნ 1----------) ცრუმაგირად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 პრილის განჩინებით დაკმაყოფილდა ს----–--------–-------------რის შუამდგომლობა და ყადაღა დაედო ნ--ო ო------–---–ის (პ/ნ 2---------7) საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ.ბ---------- თ-----ს ქ---, საკადასტრო კოდი 6-.0-.------------- და ნ--ო ო------–---–ის (პ/ნ 2---------7) საკუთრებაში რეგისტრირებულ მოძრავ ქონებას ავტომანქანა VO-------- სახელმწიფო ნომრით A-------- სევე ყადაღა დაედო თა---- ტა-----ძის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებებს მდებარე ქ.ბ---------- თ-----ს ქ---, საკადასტრო კოდი 6-.----------------- მდებარე: ქ.ბ---------- ა----ს ქ.N--- საკადასტრო კოდი 6-.----------
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ახლციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ნ--ო ო------–---–ის (პ/ნ 2---------7) საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ.ბ---------- თ-----ს ქ---, საკადასტრო კოდი 6-.0-.------------- და ნ--ო ო------–---–ის (პ/ნ 2---------7) საკუთრებაში რეგისტრირებულ მოძრავ ქონებას ავტომანქანა VO-------- სახელმწიფო ნომრით A------- დარჩეს უცვლელად;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო თა---- ტა-----ძის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებებს გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას თა---- ტა-----ძის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებებს: მდებარე ქ.ბ---------- თ-----ს ქ---, საკადასტრო კოდი 6-.----------------- მდებარე: ქ.ბ---------- ა----ს ქ.N--- საკადასტრო კოდი 6-.2--------.
8. სახელმწიფო ბაჟი
საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი/მ ს-----–--ა ტა-----ძეს(პ/ნ 1----------) და ნ--ო ო------–---–ს(პ/ნ 2---------7) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით;
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 257-ე, 36--ე, 36--ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----–--------–-------------რის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ი/მ ს-----–--ა ტა-----ძე (პ/ნ 1----------) და ნ--ო ო------–---–ი (პ/ნ 2---------7) აღიარებული იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად;
3. ს----–--------–-------------რს უარი ეთქვას ი/მ ,,ს-----–--ა ტა-----ძის'', ი/მ ,,ჯ---–----ა ჩ-------ანის'', შ-------------------- და თა---- ტა-----ძის ერთიმეორის ცუმაგიერ პირებად ცნობაზე;
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ნ--ო ო------–---–ის (პ/ნ 2---------7) საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ.ბ---------- თ-----ს ქ---, საკადასტრო კოდი 6-.0-.------------- და ნ--ო ო------–---–ის (პ/ნ 2---------7) საკუთრებაში რეგისტრირებულ მოძრავ ქონებას ავტომანქანა VO-------- სახელმწიფო ნომრით A------- დარჩეს უცვლელად;
5.ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო თა---- ტა-----ძის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებებს გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას თა---- ტა-----ძის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებებს: მდებარე ქ.ბ---------- თ-----ს ქ---, საკადასტრო კოდი 6-.----------------- მდებარე: ქ.ბ---------- ა----ს ქ.N--- საკადასტრო კოდი 6-.----------
6. ი/მ ს-----–--ა ტა-----ძეს(პ/ნ 1----------) და ნ--ო ო------–---–ს(პ/ნ 2---------7) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.თბილისი რობაქიძის ქ.N7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ახალციხე მებაღიშვილის ქ---2) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე გია ბერაია