გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.02.2018
საქმის ნომერი
140310017002141087
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
23.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310017002141087

საქმე № 3/297-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 თებერვალი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი

 

მოსარჩელე: ლ--------- თ------–---–ი

 

მოპასუხეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი: გ--------- გ------–-–---–-

 

მესამე პირები: ვ------- ს-------–-–---–ი და შპს ,,ლ--------"

წარმომადგენლები: ნ----- ჯ-----–---–- და მ--- დ--------

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახლის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 6 ივლისის № 882017575526-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

1.2. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 12 ივლისის № 882017575526-05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

1.3. რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 21 ივლისის № 882017575526-07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

1.4. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის № 377914 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის დავალდებულება გორში, ც------–ის გზ. №9-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაციის შესახებ.

 

სარჩელის თანახმად, ლ--------- თ------–---–მა (პირ. № 5----------) შპს ,,ს--–-----–---------------------"-სთან (ს/კ 4--------) გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის უფლების პირობით; ხელშეკრულება წარადგინა საჯარო რეესტრში, თუმცა მას ჯერ უსაფუძვლოდ შეუჩერეს სარეგისტრაციო წარმოება, შემდეგ უარი უთხრეს რეგისტრაციაზე იმ საბაბით, რომ რეესტრის სამსახურში რამოდენიმე პირის მიერ სხვადასხვა დროს წარდგენილი იყო საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის) შესახებ განცხადებები უფლების საგანზე, და საბოლოოდ, რადგან დარეგისტრირდა ეს შეზღუდვა, ავტომატურად გამოირიცხა მოსარჩელის უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა;

 

მოსარჩელის მითითებით, სხვა პირთა მიერ საჯარო რეესტრში ყადაღის რეგისტრაციისათვის წარდგენილი იყო სასამართლოს განჩინებები არა მისი უფლების საგანზეზე, არამედ სხვა საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე. ვიდრე სხვა პირთა მიერ წარდგენილი იქნებოდა შესაბამისი დოკუმენტი მის ქონებაზე გასხვისების აკრძალვის რეგისტრაციის მოთხოვნით, მანამდე რეესტრის სამსახური ვალდებული იყო, დაერეგისტრირებინა მოსარჩელის უფლება კუთვნილ უძრავ ქონებაზე.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირთა პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ ლ--------- თ------–---–ის მიერ რეესტრის სამსახურისათვის ხელშეკრულებით მიმართვიდან 4 სამუშაო დღის ვადის გასვლამდე მათთან შევიდა განცხადებები საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის) შესახებ იმავე უძრავ ქონებაზე, რაზე უფლების რეგისტრაციასაც ითხოვდა მოსარჩელე; კანონმდებლობის შესაბამისად, ჯერ გადაწყვეტილება იქნა მიღებული ამ შეზღუდვასთან დაკავშირებით, რამაც ავტომატურად გამორიცხა მოსარჩელის უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა.

 

მესამე პირებმა სარჩელი არ სცნეს, განმარტეს, რომ საჯარო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებები სრულად კანონშესაბამისია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ლ--------- თ------–---–სა და შპს ,,ს--–-----–---------------------"-ს შორის 2017 წლის 29 ივნისს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება გორში, ც------–ის გზ. №9-ში მდებარე, № 6--4--1--3---0--5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (სართული - A/5, ბინის ნომერი - A-N51, ფართი - 53,60 მ2) საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაციის შესახებ.

 

მტკიცებულება: ხელშეკრულება (ს. ფ. 15-19).

 

3.2.2. ლ--------- თ------–---–მა ხელშეკრულება საჯარო რეესტრის სამსახურში წარადგინა და უფლების წინასწარი რეგისტრაციის წარმოშობა განცხადებით მოითხოვა 2017 წლის 30 ივნისს; ხელშეკრულება დამოწმდა საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ, მომსახურების ვადა შეადგენდა 4 სამუშაო დღეს, რაც იწურებოდა 2017 წლის 6 ივლისს;

 

მტკიცებულება: მომსახურების გადახდის ქვითრები, განცხადების მიღების ბარათი (ს. ფ. 20-23), საჯარო რეესტრის შესაგებლის დანართის გვ. 53-57.

 

3.2.3. საჯარო რეესტრის სამსახურს 2017 წლის 6 ივლისს, 12.11 საათზე, № 102017228800 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ვ------- ს-------–-–---–მა (პირ. № 5----------) და მოითხოვა შპს ,,ს--–-----–---------------------"-ის სახელზე რიცხულ, № 6--4--1--3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის - გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის რეგისტრაცია, რასაც თან არ ერთვოდა ამ აკრძალვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის შესაგებლის დანართის გვ. 13-16.

 

3.2.4. ვ------- ს-------–-–---–ის ამ განცხადების წარდგენის გამო, იმავე დღეს, 2017 წლის 6 ივლისს, ლ--------- თ------–---–ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა ვ------- ს-------–-–---–ის სარეგისტრაციო განცხადებაზე საქმის წარმოების დასრულებამდე.

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 6 ივლისის № 882017575526-03 გადაწყვეტილება.

 

3.2.5. ვ------- ს-------–-–---–მა 2017 წლის 7 ივლისს საჯარო რეესტრს წარუდგინა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა მისი განცხადება და შპს ,,ს--–-----–---------------------"-ს აეკრძალა გორში, ც------–ის გზ. № 9-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, სადაც № 6--4--1--3---0--5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (სართული - A/5, ბინის ნომერი - A-N51, ფართი - 53,60 მ2) მოხსენიებული არ არის.

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის შესაგებლის დანართის გვ. 17-22.

 

3.2.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ვ------- ს-------–-–---–ის ამ განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის № 377914 გადაწყვეტილების 2.1.5. პუნქტი (ს. ფ. 31).

 

3.2.7. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, 2017 წლის 9 ივლისს, საჯარო რეესტრს წარედგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიმართვა, რომლითაც რეესტრის სამსახურს ეცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე უახლოეს დღეებში იგეგმებოდა ყადაღის დადება მიმართვაში ჩამოთვლილ უძრავ ქონებებზე, მათ შორის № 6--4--1--3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე, და ეთხოვა საჯარო რეესტრს, ამ ქონებებზე რაიმე ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ტელეფონზე ეცნობებინათ ამის შესახებ გამომძიებლისათვის;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის შესაგებლის დანართის გვ. 26-32.

 

3.2.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით საგამოძიებო სამსახურს ამ განცხადებით მოთხოვნილი ,,აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციაზე“ უარი ეთქვა.

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 ივლისის № 102017230824/3 გადაწყვეტილება (საჯარო რეესტრის შესაგებლის დანართის გვ. 33-34).

 

3.2.9. ლ--------- თ------–---–მა 2017 წლის 10 ივლისს მიმართა განცხადებით საჯარო რეესტრს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების განახლება თავის 2017 წლის 30 ივნისის განცხადებაზე, ხოლო ვ------- ს-------–-–---–მა (მისმა წარმომადგენელმა) 2017 წლის 11 ივლისის განცხადებით მოითხოვა № 6--4--1--3-- და № 6--4--1--3---0--5-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის - გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის რეგისტრაცია, რასაც თან არ ერთვოდა ამ აკრძალვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის № 377914 გადაწყვეტილების 1.4. და 2.1.7. პუნქტები (ს. ფ. 29, 31), საჯარო რეესტრის შესაგებლის დანართის გვ. 59.

 

3.2.10. რეესტრის სამსახურის მიერ ლ--------- თ------–---–ის განცხადებაზე განახლდა სარეგისტრაციო წარმოება, რაც კვლავ შეჩერდა 2017 წლის 12 ივლისს იმ საფუძვლით, რომ საგამოძიებო სამსახურისა და ვ------- ს-------–-–---–ის მიერ წარდგენილი იყო განცხადებები საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, და ჯერ ამ განცხადებებზე უნდა ყოფილიყო მიღებული გადაწყვეტილება;

 

მტკიცებულება: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 12 ივლისის № 882017575526-05 გადაწყვეტილება (ს. ფ. 26-27), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის № 377914 გადაწყვეტილების 1.5. პუნქტი (ს. ფ. 29- 30).

 

3.2.11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ვ------- ს-------–-–---–ს 2017 წლის 11 ივლისს წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილი აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ თან არ ერთვოდა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის - გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის № 377914 გადაწყვეტილების 2.1.7. პუნქტი (ს. ფ. 31).

 

3.2.12. ვ------- ს-------–-–---–მა 2017 წლის 14 ივლისს კვლავ მიმართა ანალოგიური განცხადებით საჯარო რეესტრის სამსახურს, რასაც დაურთო გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განჩინება, რომლითაც შპს ,,ს--–-----–---------------------"-ს აეკრძალა გორში, ც------–ის გზ. №9-ში მდებარე, № 6--4--1--3-- და № 6--4--1--3---0--5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (მხარეთა განმარტებით, განჩინებაში დაშვებულია მექანიკური შეცდომა: № 6--4--1--3---0--5-- ნაცვლად, მითითებული უნდა იყოს № 6--4--1--3---0--5-- საკადასტრო კოდი);

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის შესაგებლის დანართის გვ. 35-46.

 

3.2.13. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ვ------- ს-------–-–---–ის 2017 წლის 14 ივლისის განცხადება № 6--4--1--3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციაზე დაკმაყოფილდა, ხოლო № 6--4--1--3---0--5-- საკადასტრო კოდთან მიმართებაში 2017 წლის 20 ივლისს შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმის გამო, რომ განცხადების წარდგენის მომენტისათვის მომხდარი იყო დაყოფის რეგისტრაცია და რეესტრში დაცული მონაცემები არ შეესაბამებოდა განცხადებით მოთხოვნილ მონაცემებს;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 18 ივლისის № 102017234856/3 გადაწყვეტილება (საჯარო რეესტრის შესაგებლის დანართის გვ. 47), 2017 წლის 20 ივლისის № 102017234984/5 გადაწყვეტილება.

 

3.2.14. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ლ--------- თ------–---–ს უფლების წინასწარი წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 30 ივნისის განცხადებაზე უარი ეთქვა იმის გამო, რომ უძრავ ქონებაზე უკვე იყო რეგისტრირებული ვ------- ს-------–-–---–ის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 21 ივლისის № 882017575526-07 გადაწყვეტილება (ს. ფ. 21).

 

3.2.15. საჯარო რეესტრის სამსახურს 2017 წლის 21 ივლისს განცხადებით მიმართა შპს ,,ლ--------“-მა (ს/კ 430029792) და მოითხოვა № 6--4--1--3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაცია, რასაც დაერთო გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინება; მისი განცხადება 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ასევე დაკმაყოფილდა; შპს ,,ლ--------“-მა ანალოგიური განცხადებით მიმართა რეესტრის სამსახურს 2017 წლის 5 ივლისსაც, თუმცა ამ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერდა 2017 წლის 7 ივლისს იმის გამო, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა № 6--4--1--3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე არ იყო გათვალისწინებული, ხოლო შემდგომ შეწყდა წარმოება 2017 წლის 13 ივლისს.

 

მტკიცებულება: 2017 წლის 21 ივლისის განცხადება, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინება (საქმე № 2/896-17), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 25 ივლისის № 102017253046/3 გადაწყვეტილება, შპს ,,ლ--------“-ის წარმომადგენლის 2017 წლის 5 ივლისის განცხადება, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინება (საქმე № 2/896-17), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 7 ივლისის № 102017227858/4 და 2017 წლის 13 ივლისის № 102017227858/5 გადაწყვეტილებები, საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდი https://naprlmr.reestri.gov.ge/engine/document.php?doc_id=9205681&app_id=3197225&cCode= და https://naprlmr.reestri.gov.ge/engine/document.php?doc_id=9216288&app_id=3197225&cCode=

 

3.2.16. შპს ,,ს--–-----–---------------------"-სის სახელზე რიცხულ № 6--4--1--3---0--5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას გამოეყო სხვადასხვა ფართები (დაყოფა) და მოხდა მათი ნაწილის ცალკე საკადასტრო კოდებად აღრიცხვა; ლ--------- თ------–---–თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ფართი (სართული - A/5, ბინის ნომერი - A-N51, ფართი - 53,60 მ2) სხვა პირის საკუთრებაში არ გადასულა.

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 12 იანვარს წარმოდგენილი ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (გარდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 6 ივლისის № 882017575526-03 გადაწყვეტილებისა) და საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალოს წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლების რეგისტრაცია მოსარჩელის სახელზე, რამდენადაც თუნდაც 2017 წლის 13 ივლისს აღმოფხვრილი იყო მოსარჩელის განცხადების შეჩერების საფუძველი, და შესაბამისად, უნდა მომხდარიყო მისი უფლების რეგისტრაცია.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის № 509 დადგენილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აგრეთვე იმ უფლების რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, ჯერ მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა უფლების შესახებ.

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ ლ--------- თ------–---–სა და შპს ,,ს--–-----–---------------------"-ს შორის 2017 წლის 29 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლ--------- თ------–---–ის უფლების რეგისტრაცია არ განხორციელდა იმის გამო, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში სხვადასხვა პირთა მიერ წარდგენილი იყო იმავე უფლების ობიექტზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის - გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის რეგისტრაციის შესახებ განცხადებები.

 

როგორც აღინიშნა, ლ--------- თ------–---–მა ხელშეკრულება საჯარო რეესტრის სამსახურში წარადგინა და უფლების წინასწარი რეგისტრაციის წარმოშობა განცხადებით მოითხოვა 2017 წლის 30 ივნისს; ხელშეკრულება დამოწმდა საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ, მომსახურების ვადა შეადგენდა 4 სამუშაო დღეს, რაც იწურებოდა 2017 წლის 6 ივლისს;

 

საჯარო რეესტრის სამსახურს 2017 წლის 6 ივლისს, 12.11 საათზე, განცხადებით მიმართა ვ------- ს-------–-–---–მა და მოითხოვა შპს ,,ს--–-----–---------------------"-ის სახელზე რიცხულ, № 6--4--1--3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის - გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის რეგისტრაცია, რასაც თან არ ერთვოდა ამ აკრძალვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

ვ------- ს-------–-–---–ის ამ განცხადების წარდგენის გამო, იმავე დღეს, 2017 წლის 6 ივლისს, ლ--------- თ------–---–ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა ვ------- ს-------–-–---–ის სარეგისტრაციო განცხადებაზე საქმის წარმოების დასრულებამდე.

 

დადგენილია, რომ ვ------- ს-------–-–---–მა 2017 წლის 7 ივლისს საჯარო რეესტრს წარუდგინა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განჩინება, რომლითაც შპს ,,ს--–-----–---------------------"-ს აეკრძალა გორში, ც------–ის გზ. №9-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, სადაც № 6--4--1--3---0--5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (სართული - A/5, ბინის ნომერი - A-N51, ფართი - 53,60 მ2), ანუ ლ--------- თ------–---–ის უფლების საგანი მოხსენიებული არ იყო.

 

ამ მიზეზის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ვ------- ს-------–-–---–ის ამ განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------- ს-------–-–---–ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის დღესვე, ანუ 2017 წლის 10 ივლისს უნდა მოეხდინა სარეგისტრაციო სამსახურს ლ--------- თ------–---–ის უფლების რეგისტრაცია, რამდენადაც ამ დროისათვის უკვე აღარ არსებობდა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის შესახებ მოთხოვნა. ამგვარი შეზღუდვის მოთხოვნით მარეგისტრირებელ ორგანოს ვ------- ს-------–-–---–მა ახალი განცხადებით მიმართა მეორე დღეს - 2017 წლის 11 ივლისს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხისა და მესამე პირთა არგუმენტაციას, თითქოს, 2017 წლის 9 ივლისს საჯარო რეესტრში წარდგენილი ყოფილიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება იმავე ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (რა მიზეზითაც ლ--------- თ------–---–ის განცხადებაზე საქმის წარმოების შეჩერების ვადის გაგრძელება მოხდა);

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სარეგისტრაციო სამსახურს გაუგზავნა მიმართვა, რომლითაც რეესტრის სამსახურს ეცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე უახლოეს დღეებში იგეგმებოდა ყადაღის დადება მიმართვაში ჩამოთვლილ უძრავ ქონებებზე, მათ შორის № 6--4--1--3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე, და ეთხოვა საჯარო რეესტრს, ამ ქონებებზე რაიმე ცვლილების განხორციელების შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ტელეფონზე ეცნობებინათ ამის შესახებ გამომძიებლისათვის;

 

ამ მიმართვით არ ყოფილა მოთხოვნილი უძრავ ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია.

 

აქედან გამომდინარე, უსაფუძვლო იყო ამ საბაბით საქმის წარმოების შეჩერებულად დატოვება და ჯერ კიდევ 2017 წლის 10 ივლისის მდგომარეობით, ანუ მას შემდეგ, რაც ვ------- ს-------–-–---–ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, აღარ არსებობდა ლ--------- თ------–---–ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და მისი უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არც 2017 წლის 13 ივლისის მდგომარეობით არსებობდა ლ--------- თ------–---–ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი;

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ შპს ,,ლ--------“-ის მიერ 2017 წლის 5 ივლისს და ვ------- ს-------–-–---–ის მიერ 2017 წლის 11 ივლისს № 6--4--1--3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნებზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა (ვ------- ს-------–-–---–ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე) 2017 წლის 13 ივლისს; ანალოგიური განცხადებით ვ------- ს-------–-–---–მა მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა მეორე დღეს - 2017 წლის 14 ივლისს (შპს ,,ლ--------“-მა 2017 წლის 21 ივლისს);

 

ამდენად, არც 2017 წლის 13 ივლისის მდგომარეობით, ანუ მას შემდეგ, რაც ვ------- ს-------–-–---–ს უარი ეთქვა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციზე, ხოლო შპს ,,ლ--------“-ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, აღარ არსებობდა ლ--------- თ------–---–ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და მისი უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

 

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის № 509 დადგენილების დანართის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის 4 სამუშაო დღის ვადაშ ირეგისტრაციისათვის სააგენტოს მიერ გაწეული სარეგისტრაციო მომსახურებისათვის დაწესებულია 50 ლარი;

 

როგორც აღინიშნა, ლ--------- თ------–---–მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლების წინასწარი რეგისტრაციის წარმოშობა განცხადებით მოითხოვა 2017 წლის 30 ივნისს, და, მისი მოთხოვნით, საჯარო რეესტრში მომსახურების ვადა შეადგენდა 4 სამუშაო დღეს;

 

მოპასუხის მითითებით, ლ--------- თ------–---–ის განცხადებაზე შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 4 სამუშაო დღიდან მე-4 დღეს (6 ივლისს); იმ შემთხვევაში, თუკი აღმოიფხვრებოდა შეჩერების საფუძველი, ამ აღმოფხვრის დღიდან სარეგისტრაციო სამსახურს კვლავ აქვს 4 სამუშაო დღის ვადა გადაწყვეტილების მიღებიდან, თუკი კვლავ შეჩერდება სარეგისტრაციო წარმოება, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დღიდან - კვლავ 4 დღე და ა. შ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მარეგისტრირებელი ორგანოს ამგვარ პოზიციას და მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის № 509 დადგენილების დანართის 1-ლი მუხლის მე-3 ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ამ დანართით განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

 

მარეგისტრირებელი ორგანოს პოზიციის მართებულება არც მითითებული კანონქვემდებარე აქტით და არც ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით გამყარებული არ არის; ეს აქტები არ შეიცავს რაიმე ჩანაწერს დაწესებული ვადების ხელახლა ათვლასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 62-ე მუხლის მიხედვით (საპროცესო ვადის შეჩერება), ყველა დაუმთავრებელი საპროცესო ვადა შეჩერდება საქმის წარმოების შეჩერებით. ვადების შეჩერება დაიწყება იმ გარემოებათა წარმოშობის დღიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო წარმოების შეჩერებას. წარმოების განახლების დღიდან საპროცესო ვადის დენა განახლდება.

 

მითითებულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მოპასუხის პოზიცია 4 დღიანი ვადის ხელახლა ათვლასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს;

 

დასახელებული კანონმდებლობის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოებისას ვადის შეჩერება გულისხმობს იმას, რომ, მომსახურების გაწევის 4 დღიანი ვადიდან მე-2 დღეს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შემთხვევაში, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრიდან მარეგისტრირებელ ორგანოს გააჩნია გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ 2 დარჩენილი დღე;

 

ამ დებულების სხვაგვარად განმარტებით (ანუ იმგვარი განმარტებით, რა პოზიციაც აქვს მარეგისტრირებელ ორგანოს) მიღებული იქნება მდგომარეობა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს მიენიჭებათ შესაძლებლობა, ხელოვნურად გაზარდონ კანონით დაწესებული ვადები, რაც ეწინააღმდეგება ვადების საკანონმდებლო რეგულაციის მიზანსა და შინაარსს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ--------- თ------–---–ის შემთხვევაში, რადგან მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულად ამოწურა და გამოიყენა მომსახურებისათვის დაწესებული 4 დღიანი ვადა და მე-4 დღეს მიიღო შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის მომენტისათვის მას აღარ გააჩნდა დრო, კიდევ რამდენიმე დღით გადაედო გადაწყვეტილების მიღება.

 

სწორედ ამ გარემოების გამო მიიჩნია და განმარტა სასამართლომ, რომ ვ------- ს-------–-–---–ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის დღესვე, ანუ 2017 წლის 10 ივლისს უნდა მოეხდინა სარეგისტრაციო სამსახურს ლ--------- თ------–---–ის უფლების რეგისტრაცია, და 2017 წლის 13 ივლისსაც - ანუ მას შემდეგ, რაც ვ------- ს-------–-–---–ს უარი ეთქვა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციზე, ხოლო შპს ,,ლ--------“-ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, და აღარ არსებობდა ლ--------- თ------–---–ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და მისი უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

 

მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებაც, რომ ვ------- ს-------–-–---–ის 2017 წლის 6 ივლისისა და 11 ივლისის (ხოლო შპს ,,ლ--------“-ის 2017 წლის 5 ივლისის) განცხადებებით ისე იქნა მოთხოვნილი კონკრეტულ უძრავ ქონებებზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია (რის გამოც შეჩერდა ლ--------- თ------–---–ის განცხადებაზე წარმოება), რომ შესაბამისი დოკუმენტი წარდგენილი არ იყო, ხოლო შემდგომ წარდგენილი იქნა დოკუმენტი (სასამართლოს განჩინება), რომელშიც ამ კონკრეტულ ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა დაწესებული არ იყო.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების/ვალდებულების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა (მისი შინაარსის გათვალისწინებით) არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტი სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტია.

 

დადგენილია, რომ ვ------- ს-------–-–---–ისა და შპს ,,ლ--------“-ის განცხადებების საფუძველზე, გორის რაიონული სასამართლოს განჩინებებით № 6--4--1--3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვების რეგისტრაციამდე უნდა მომხდარიყო ლ--------- თ------–---–ის უფლების რეგისტრაცია, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა მისი უფლების საგანზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს შეზღუდვები ვერ იქნება ლ--------- თ------–---–თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულ ფართზე (გორში, ც------–ის გზ. №9-ში, ადრე № 6--4--1--3---0--5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან A/5 სართულზე მდებარე, ბინის ნომერი - A-N51, 53,60 მ2 ფართზე) მისი უფლების რეგისტრაციის ხელის შემშლელი გარემოება.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარ სარეგისტრაციო დოკუმენტს, გარდა ლ--------- თ------–---–თან გაფორმებული ხელშეკრულებისა, ასევე წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ რეესტრის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაცია იძლეოდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლების რეგისტრაციის საფუძველს 2017 წლის 10 და 13 ივლისის მდგომარეობით, და მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო, მოეხდინა რეგისტრაცია; შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, დაევალოს მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი უფლების რეგისტრაცია, კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტების მიღებისას, გარდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 6 ივლისის № 882017575526-03 გადაწყვეტილებისა, დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას; ამავე დროს, მოპასუხეს უნდა დაევალოს ლ--------- თ------–---–ის უფლების რეგისტრაცია.

 

სასამართლო აღნიშნული დავალების ფარგლებს განსაზღვრავს სასამართლოში აღძრული სარჩელის მოცულობისა და ფარგლების გათვალისწინებით; ამავე დროს, საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი და ვალდებულია, იმოქმედოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით” განსაზღვრული დებულებებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიერ 2017 წლის 6 ივლისის № 882017575526-03 გადაწყვეტილებით სწორად მოხდა მოსარჩელის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება და შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდის ქვითრები.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს გაწეული ხარჯის ნახევარი - 50 ლარი;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 23-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ--------- თ------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ლ--------- თ------–---–ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2017 წლის 6 ივლისის № 882017575526-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 12 ივლისის № 882017575526-05 გადაწყვეტილება.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 21 ივლისის № 882017575526-07 გადაწყვეტილება.

 

1.4. ლ--------- თ------–---–ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ 2017 წლის 13 სექტემბრის № 377914 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

1.4.1. ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის № 377914 გადაწყვეტილება შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 12 ივლისის № 882017575526-05 და 2017 წლის 21 ივლისის № 882017575526-07 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში.

 

1.4.2. ლ--------- თ------–---–ის სარჩელი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის № 377914 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2017 წლის 6 ივლისის № 882017575526-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში.

 

1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალოს, კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვით, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ლ--------- თ------–---–სა და შპს ,,ს--–-----–---------------------"-ს შორის 2017 წლის 29 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ--------- თ------–---–ის უფლების რეგისტრაციის შესახებ გორში, ც------–ის გზ. №9-ში, ადრე № 6--4--1--3---0--5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან A/5 სართულზე მდებარე, ბინის ნომერი - A-N51, 53,60 მ2 ფართზე.

 

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს ლ--------- თ------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სასამართლო ხარჯების ნაგარიშში - 50 (ორმოცდაათი).

 

3. ლ--------- თ------–---–ის მიერ სარჩელზე 2017 წლის 11 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (რეფერენსი 5899906612) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი