გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-1423-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.02.2018 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე: ვ------- გ--–-–---–ი
წარმომადგენელი: ბ--–- ბ-----ე, ლ-------------ი
მოპასუხე: მ---- ლ-----ე, ე------ი ლ-----ე, ლ--–- ლ-----ე, ბ----ი ლ-----ე, ბ--ა ლ-----ე, ლ---ი ზ-----ე, ს-----–-----ე, დ-----– ზ-----ე
წარმომადგენელი - ნ--ა ქ------–---–ი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელის ვ------- გ--–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. რუსთავი თ---–---------ა 3---, ს/კ 0------------------ გამოასახლებულ იქნენ მოპასუხეები: მ---- ლ-----ე, ე------ი ლ-----ე, ლ--–- ლ-----ე, ბ----ი ლ-----ე, ბ--ა ლ-----ე, ლ---ი ზ-----ე, ს-----–-----ე და დ-----– ზ-----ე და აუკრძალოთ მათ მოსარჩელის სასარგებლოდ საკუთრების უფლების განხორცილებაში ხელშეშლა.
1.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოსა და სასამართლოს გარეშე ხარჯების გადახდა, რაც მოიცავს სახელმწიფო ბაჟსა და ადვოკატის მომსახურების საფასურს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს განხილვაშია სამოქალაქო საქმე №2/1423-16 მოსარჩელე ვ------- გ--–-–---–ის (წარმომადგენელი ბ--–- ბ-----ე, ლ-------------ი) სარჩელისა გამო მოპასუხეების: მ---- ლ-----ის, ე------ი ლ-----ის, ლ--–- ლ-----ის, ბ----ი ლ-----ის, ბ--ა ლ-----ის, ლ---ი ზ-----ის, ს-----–-----ისა და დ-----– ზ-----ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასევე მოსარჩელის ახსნა-განმარტების მიხედვით, მოსარჩელე ვ------- გ--–-–---–ის საკუთრებაშია უძრავი ქონება, კერძოდ საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. რუსთავი, თ---–---------ა 3---, ს/კ 0------------------.
მოსარჩელის განმარტებით ვ------- გ--–-–---–ის საკუთრებაში არსებულ ქონებას უკანონოდ არიან დაუფლებულნი მოპასუხეები: მ---- ლ-----ე, ე------ი ლ-----ე, ლ--–- ლ-----ე, ბ----ი ლ-----ე, ბ--ა ლ-----ე, ლ---ი ზ-----ე, ს-----–-----ე და დ-----– ზ-----ე, რითიც ხელს უშლიან მოსარჩელეს საკუთრების უფლების განხორციელებასა და ქონების დაუფლებაში, აღნიშნული კი მოსარჩელეს აყენებს ზიანს.
მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ მოპასუხეებიდან ორი მათგანი: საბა და დ-----– ლ-----ეები არიან მცირეწლოვანი ბავშვები, მაგრამ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე მათი მითითებაც აუცილებელია, რათა შემდგომში არ დადგეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. 2016 წლის 27 ოქტომბერს მოპასუხეებმა: მ---- ლ-----ემ, ე------ი ლ-----ემ, ლ--–- ლ-----ემ, ბ----ი ლ-----ემ, ბ--ა ლ-----ემ და ელ---ავეტა ზ-----ემ რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს შესაგებელი, რომელში არ დაეთანხმნენ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტეს, რომ ისინი თანახმანი არიან მოსარჩელესთან მორიგდნენ, თუ კი იქნება შესაძლებლობა რომ მოხდეს ბინის განვადებით გამოსყიდვა.
3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ვ------- გ--–-–---–ის საკუთრებაშია უძრავი ქონება, კერძოდ საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. რუსთავი, თ---–---------ა #3---, ს/კ 0------------------. ვ------- გ--–-–---–ის საკუთრებაში არსებულ ქონებას უკანონოდ არიან დაუფლებულები მოპასუხეები და ხელს უშლიან მოსარჩელეს საკუთრების უფლების განხორციელებასა და ქონების დაუფლებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 11)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------- გ--–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთი გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. რუსთავი, თ---–---------ა #--, საკუთრების უფლებით ეკუთვნის ვ------- გ--–-–---–ს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. დამოწმების თარიღია 07.08.2015წელი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის უძრავი ქონების მესაკუთრე, მოპასუხეები კი უძრავი ქონების ფლობას ახორციელებენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ვ------- გ--–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეების: მ---- ლ-----ის, ე------ი ლ-----ის, ლ--–- ლ-----ის, ბ----ი ლ-----ის, ბ--ა ლ-----ის, ლ---ი ზ-----ის, ს-----–-----ისა და დ-----– ზ-----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ქონება მდებარე: ქ. რუსთავი, თ---–---------ა 3---, ს/კ 0------------------.და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - ვ------- გ--–-–---–ს.
7. საპროცესო ხარჯები
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოპასუხეებს: მ---- ლ-----ეს, ე------ი ლ-----ეს, ლ--–- ლ-----ეს, ბ----ი ლ-----ეს, ბ--ა ლ-----ეს, ლ---ი ზ-----ეს, ს-----–-----ესა და დ-----– ზ-----ეს მოსარჩელე ვ------- გ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ 120 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ამასთან, მოპასუხეებს: მ---- ლ-----ეს, ე------ი ლ-----ეს, ლ--–- ლ-----ეს, ბ----ი ლ-----ეს, ბ--ა ლ-----ეს, ლ---ი ზ-----ეს, ს-----–-----ესა და დ-----– ზ-----ეს მოსარჩელე ვ------- გ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ 500 ლარის გადახდა მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე ვ------- გ--–-–---–ის (წარმომადგენელი - ბ--–- ბ-----ე, ლ-------------ი) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეების: მ---- ლ-----ის, ე------ი ლ-----ის, ლ--–- ლ-----ის, ბ----ი ლ-----ის, ბ--ა ლ-----ის, ლ---ი ზ-----ის, ს-----–-----ისა და დ-----– ზ-----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ქონება მდებარე: ქ. რუსთავი, თ---–---------ა 3---, ს/კ 0------------------.და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - ვ------- გ--–-–---–ს.
3. მოპასუხეებს: მ---- ლ-----ეს, ე------ი ლ-----ეს, ლ--–- ლ-----ეს, ბ----ი ლ-----ეს, ბ--ა ლ-----ეს, ლ---ი ზ-----ეს, ს-----–-----ესა და დ-----– ზ-----ეს მოსარჩელე ვ------- გ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ 120 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. მოპასუხეებს: მ---- ლ-----ეს, ე------ი ლ-----ეს, ლ--–- ლ-----ეს, ბ----ი ლ-----ეს, ბ--ა ლ-----ეს, ლ---ი ზ-----ეს, ს-----–-----ესა და დ-----– ზ-----ეს მოსარჩელე ვ------- გ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ 500 ლარის გადახდა მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნინო ონიანი