განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2018
საქმის ნომერი
120100118002267538
დავის ტიპი
177 2 ა
თარიღი
05.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/029-18w

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

22 თებერვალი 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ო---------------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ---–-------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–-------------, მცხოვრები - ქ.---------------------------------------

 

ადვოკატი - კ----------------

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით;

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ლ---–--------- მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

1.1.შუამდგომლობის მიხედვით, ლ---–--------- ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

ლ---–--------მ 2017 წლის 05 დეკემბერს ქ-----------–------------------------ში მდებარე სასტუმრო ,,ბ--------------–--–-’’ სადაც მუშაობს დამლაგებლად, სასტუმროს N--- ოთახში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სასტუმროში სტუმრად მყოფ გ--–----------------- კუთვნილ ხელჩანთიდან ფულად თანხას 5000 რუსულ რუბლს და 50 ლარს. რითაც დაზარალებულს მიაყენა 270 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.2.ამდენად, ლ---–--------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1.ლ---–--------- მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეების ზ--------------–---------------–-–---–-------–-------------------------------------------------------------, დაზარალებულ გ--–------------------ ჩვენებები, ბრალდებულ ლ---–--------- აღიარებითი ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმები საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1.ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, პროკურორ ო---------------ს და ბრალდებულ ლ---–---------- შორის.

 

3.2.პროკურორმა ო---------------მ ახალციხის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ლ---–--------- მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

3.3.სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ო---------------მ, ბრალდებულმა ლ---–--------მ და მისმა ადვოკატმა კ----------------მ.

 

3.4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის; ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

3.5. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ლ---–-------- სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.

 

3.6. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულებისა, დაშინებისა ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1.საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული ლ---–--------- მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის, ამასთან სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------- შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილის, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2.დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ ლ---–--------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

3.ლ---–-------- (პირადი №-----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით;

4.ლ---–--------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ ს---–---------------–---–-- (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ბ---------------------------, საკადასტრო კოდი 6------------------- საერთო ფართით 50 კვ.მ - 2 000 ლარის ფარგელბში;

 

5.სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ფულადი თანხა 220 ლარი, რომლიც ინახება შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს;

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ 1 ცალი 50 ლარიანი კუპიურა და 5 000 რუბლიანი კუპიურა დაუბრუნდა მის კანონიერ მფლობელს გ--–------------------;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

7. მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

8. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე