განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2018
საქმის ნომერი
080100117001997879
დავის ტიპი
126 1
თარიღი
05.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/540-17 წ. (N041020517004)

განაჩენი

საქართველოს სახელით

15.01.2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი - ნანა გაბედავა

პროკურორი: გ-------- ტ---–--ე

ბრალდებული: ე-----–- ლ--–--–---–ი

მამის სახელი: მ----------

დაბადებული: 0--------- წელი

დაბადების ადგილი: ქუთაისი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ი-–-----------ის გამზირი N 1ბ/52

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

- ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სხდომის ტიპი: ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ე-----–- ლ--–--–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 02 მაისს, ნ----- ქ. N21-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინამდებარე ტერიტორიაზე ე-----–- ლ--–--–---–მა ურთიერთშელაპარაკების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პ----- გ--------ს. ე-----–- ლ--–--–---–ის ქმედების შედეგად პ----- გ--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, წაიქცა და უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთის სახით მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, რითაც ე-----–- ლ--–--–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულ პ----- გ--------ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 2 მაისს იმყოფებოდა ბიძასთან და მამიდასთან, გ------ პ-----სა და ს-----–--- გ--------სთან, რა დროსაც ბიჭებმა დაუძახეს, რომ მისული იყო ე-----–- ლ--–--–---–ი და უნდა გასაუბრებოდნენ. მას თან გაჰყვა გ------ პ----- და ს-----–--- გ--------, ხოლო სადარბაზოსთან შეუერთდა ასევე მ-------- ბ----–--. ისინი ერთად წავიდნენ ე-----–- ლ--–--–---–თან შესახვედრად, ნ----- N21-ში, პირველი სადარბაზოს წინ. ლ--–--–---–ი პირველად არ დახვდათ ადგილზე, დაელოდნენ და მალე მოვიდა. „მე ვარ ე-----–- ლ--–--–---–იო“ - განუცხადა მათ. თავადაც უპასუხა, რომ ის იყო პ----- გ--------, იმ ტერიტორიაზე მცხოვრები და სურდა ესაუბრა 98 ოჯახის სახელით, რომელთა აზრი მან იცოდა. ლ--–--–---–ი დაინტერესდა რა თემაზე სურდათ საუბარი პირებს, თუმცა, როდესაც ბ----–--ს ხელში ფურცლები შეამჩნია, რომელიც ე-----–- ლ--–--–---–ის მამის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ნახაზი იყო, მან თქვა: „მე არ მაინტერესებს ნახაზი, კითხვა არ ვიციო“. საპასუხოდ უთხრეს: „კარგი, რაკი კითხვა არ იცი, მაშინ ისეთი ხალხი მოიყვანე ვინც კითხვა იცისო“. ლ--–--–---–მა უპასუხა, რომ ეს მისი პრობლემა არ იყო: „თქვენი პრობლემაა და თქვენ გაარკვიეთო“. მათ განუმარტეს, რომ მისულები იყვნენ ტერიტორიის დასასუფთავებლად და სურდათ გაერკვიათ რომელი იყო მისი ტერიტორია, რათა გაემიჯნათ რა უნდა დაესუფთავებია ლ--–--–---–ს და რა მათ. ასევე თანახმანი იყვნენ დახმარებაც გაეწიათ ე-----–- ლ--–--–---–ისათვის კუთვნილი ტერიტორიის დასუფთავებაში. ამის შემდეგ გაღიზიანდა ე-----–- ლ--–--–---–ი, ხმამაღალი საუბარი დაიწყო, რა დროსაც სრულიად მოულოდნელად დაარტყა მას. მან ტკივილი იგრძნო სახის არეში, ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა და წაიქცა, რა დროსაც ლ--–--–---–მა ფეხიც დაარტყა, მაგრამ სახეში ფეხი არ მოხვედრია. როდესაც ასადგომად წამოიწია, გაიგონა ბიჭების ყვირილი „დანაო“ და დაინახა ლ--–--–---–ს დანა ეჭირა ხელში. ის შეეცადა დანის წართმევას, რა მნიზნითაც წვრილი ხრეში მიაყარა სახეზე. მას ასევე უნდოდა საპასუხოდ დაერტყა ლ--–--–---–ისათვის, მაგრამ ამ დროს თანმხლებმა პირებმა დააკავეს. ამის შემდეგ აირია ხალხი და ვეღარ არჩევდა რა ხდებოდა. ლ--–--–---–ს ქალები დაედევნენ, მათ შორის იყვნენ ხმაურზე მისული ს-----–--- გ-------- და რ--------- ჯ------. ე-----–- ლ--–--–---–ი ქალების მიმართულებითაც იქნევდა დანას, რის შედეგადაც რ--------- ჯ------ს ზედაპირული ნაკაწრი ჰქონდა ხელზე. ე-----–- ლ--–--–---–ის კითხვაზე განმარტავს, რომ მისთვის არაფერი არ დაურტყამს, არც ხელი და არც სხვა რაიმე საგანი. მან მოიქნია ხელი, მაგრამ შორს იდგა და ვერ მისწვდა, თან აკავებდნენ (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე მ-------- ბ----–--ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების თანახმად 2017 წლის 02 მაისს ის იმყოფებოდა სახლში, ნ----- N21-ში, სადაც ლტოლვილები არიან ჩასახლებული, მან ეზოში დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც არ იცნობდა და რომელიც შემდგომ აღმოჩნდა მ--------- ლ--–--–---–ის ვაჟი. მას და მის კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას უნდოდათ მ--------- ლ--–--–---–ის ნახვა და მასთან კორპუსის ეზოს საკითხის გარკვევა. ვინაიდან მ--------- ლ--–--–---–ს ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს და გადაადგილება უჭირდა, მისი ნახვა ვერ მოახერხეს. იმ დღეს, 2017 წლის 02 მაისს, მან ეზოში მყოფ ბავშვებს სთხოვა პ----- გ--------სათვის დაეძახათ, თვითონ კი აიღო რეესტრიდან ამონაწერი, სადაც მითითებული იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მ--------- ლ--–--–---–ის წილის ნახაზი და ეზოში გამოვიდა, სადაც იცდიდა. 15 წუთის შემდეგ გამოვიდნენ პ----- გ--------, რომელსაც ბიძამისი გ------ პ----- და მამიდა ს-----–--- გ-------- მოჰყვა. პირველ სადარბაზოსთან შეიკრიბნენ მ-------- ბ----–--, გ------ი პ----- და პ----- გ--------, მათ სთხოვეს ბავშვებს დაეძახათ ე-----–- ლ--–--–---–ისათვის, მაგრამ კონკრეტულად ვინ დაუძახა, არ ახსოვს. ისინი შეხვდნენ ე-----–- ლ--–--–---–ს. პ----- გ--------მ დაიწყო, რომ 98 ოჯახის სახელით ესაუბრებოდა, რომ ჰქონდა საბუთი, სადაც მითითებული იყო ის მიწის ნაკვეთი, რომელიც ლ--–--–---–ების სახელზე იყო რეგისტრირებული, ხოლო ეზოს დანარჩენი ნაწილი კი სახელმწიფოს საკუთრებაა და ბინას ეკუთვნოდა, მოითხოვეს სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის დაბინძურებული ადგილის გაწმენდა და იქედან ნაგვის გატანა. ე-----–- ლ--–--–---–მა უთხრა, რომ ნახაზს არ ენდობოდა, ნახაზის არ ესმოდა და საბუთს ითხოვდა, რომლითაც ისინი დაამტკიცებდნენ, რომ მიწა მათ ეკუთვნოდათ. მათ უთხრეს, რომ საბუთი ხელზე ჰქონდათ და სხვა საბუთი არ იყო საჭირო. კერძოდ, მ-------- ბ----–--ს ჰქონდა რეესტრიდან ამონაწერი, სადაც მითითებული იყო ის მიწის ნაკვეთი, 243 კვ. მეტრი რომელიც მ--------- ლ--–--–---–ის სახელზე იყო რეგისტრირებული. დანარჩენი მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობილში იყო, წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და იყო ბინის. ე-----–- ლ--–--–---–მა უთხრა, რომ ეს მიწის ნაკვეთიც მისი ოჯახის იყო, რამდენიმე წელი მამამისის კუთვნილი იყო, ამაზე დაიწყეს დავა. პ----- გ--------მ ამონაწერი აჩვენა საჯარო რეესტრიდან, შემდეგ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა მათ შორის, რა დროსაც პ----- გ--------ს ხელი მოხვდა სახეში ე-----–- ლ--–--–---–ისაგან, რის შედეგად პ----- დაეცა ძირს და სისხლი წამოუვიდა. შემდეგ პ----- წამოდგა და ე-----–- ლ--–--–---–ისაკენ გაიწია საჩხუბრად, მაგრამ ამ დროს ყველა გამოვიდა ქალები, მამაკაცები, ბავშვები და ჩხუბის შესაძლებლობა არ მისცეს. ე-----–- ლ--–--–---–ს არავინ არ ახლდა, მარტო იყო, მისთვის ხელი არავის დაურტყამს. პირიქით, მის დამშვიდებას ცდილობდნენ, შემდეგ ს-----–--- გ--------მ დაურეკა პოლიციას და ისინიც მალე მოვიდნენ მეოთხე განყოფილებიდან. ამის შემდეგ რა მოხდა, არ იცის, რადგან ეჩქარებოდა სამსახურში და მალევე წავიდა (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე გ------ პ-----ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 2 მაისს, მასთან იმყოფებოდა პ----- გ--------. პ-----ს და სხვა ბიჭებს ე-----–- ლ--–--–---–ი დაბარებული ჰყავდათ მიწის ნაკვეთის საკითხზე, ბიჭებმა პ-----ს დაუძახეს, რომ სადარბაზოსთან ჩასულიყო, წავიდა პ----- და მას თავადაც გაჰყვა უკან. მიწის ნაკვეთზე საუბრობდნენ ე-----–- ლ--–--–---–ი და პ----- გ--------, როცა მოშორებით, დაახლოებით 2-3 მეტრში მდგომმა დაინახა როგორ ეგდო ძირს პ----- გ--------, რომელსაც ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა. კერძოდ, ე-----–- ლ--–--–---–მა სახეში დაარტყა ხელი პ-----ს, რომელიც წაიქცა და ლ--–--–---–მა ფეხიც მიაყოლა. ე-----–-სათვის ხელი არავის უხლია, არც უგინებია, არც ცუდი სიტყვა უკადრებია ვინმეს. ჯიბეში დანა ჰქონია ლ--–--–---–ს და იქნევდა, ქალს, ბავშვს, კაცს არავის არ ზოგავდა. თუმცა, დანის ჯიბიდან ამოღების მომენტი არ დაუნახავს. მან სთხოვა ე-----–- ლ--–--–---–ს დანა მიეცა, მაგრამ უშედეგოდ. მას არ დაუნახავს თუ დაარტყა ვინმემ ლ--–--–---–ს. კონფლიქტის მიზეზი იყო მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნოდა ნ----- N21 ში მდებარე ბინას და შემოკავებული ჰქონდა ე-----–- ლ--–--–---–ს. აღნიშნულ ნაკვეთზე სამშენებლო მასალები ეყარა, გველები დაინახეს და გასუფთავების საკითხზე იყო საუბარი. ე-----–- ლ--–--–---–მა დანის მოქნევის შედეგად ასევე დაზიანება მიაყენა ხელზე რ--------- ჯ------ს, მაგრამ უმნიშვნელო. მოწმემ განმარტა, რომ თავდაპირველად ე-----–- ლ--–--–---–ს მხოლოდ პ----- გ-------- ესაუბრებოდა. მან რაღაც საბუთები მიაწოდა ე-----–- ლ--–--–---–ს, რომელმაც განუცხადა, რომ კითხვა არ იცოდა და ვერ წაიკითხავდა, თან უცენზურო სიტყვები დაუმატა : „ეს საბუთები შეიკვეხე ტ-შიო“. მათთან სხვა არავინ იდგა, მოშორებით კი 5-6 ბიჭიც იყო. დარტყმის შემდეგ, როცა ბიჭები შემოიკრიბნენ, ე-----–- ლ--–--–---–ს ეგონა დაარტყამდნენ და სავარაუდოდ ამიტომ ამოიღო დანა. მალე პოლიციაც იქნა გამოძახებული, რომელთაც წაიყვანეს ე-----–- ლ--–--–---–ი. შემდეგ განვითარებული მოვლენები აღარ იცის (სასამართლო სხდომის ოქმი).

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დადასტურებულია ს-----–--- გ--------სა და რ--------- ჯ------ს მიერ, სასამართლოსათვის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ინფორმაციით (სასამართლო სხდომის ოქმი).

სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №002493617 და №002488117 დასკვნებით და მოწმის სახით დაკითხული ე-------- - გ------- გ-------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იმავე დღეს ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე პ----- გ--------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს(ს.ფ. 10-11.). ე-----–- ლ--–--–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაკაწრების და ნაჭდევების სახით. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებული უნდა იყოს ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. სხვა დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს(ს.ფ. 49-51.).

მოწმის სახით დაკითხულ ბრალდებულ ე-----–- ლ--–--–---–ის ჩვენების მიხედვით 2 მაისს მამამ სთხოვა მისულიყო ნ----- ქუჩა N21-ში, ოჯახის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე „გარაჟში“ , რათა იქედან გამოეტანა რკინის მილები და დაახლოებით 50 მეტრ მანძილზე არსებულ რკინის საამქროში მიეტანა. მას ეხმარებოდა თ----- ა-–----ე. მანამდე ის დანის გამოყენებით ელექტროობას აკეთებდა და დანა მავთულების გასაწმენდად სჭირდებოდა. ა-–----ის მისვლისთანავე, მან დანა ჯიბეში ჩაიდო და წავიდნენ მილების წასაღებად. ამ დროს სამმა პიროვნებამ მიმართა მას, რომ საქმე ჰქონდათ. მან უპასუხა - „5 წუთში დავბრუნდები და დამელოდეთო“. როცა საქმე დაამთავრა, ის კვლავ „გარაჟში“ წავიდა, რა დროსაც მასთან შევიდა მამაკაცი, როგორც შემდეგ შეიტყო ზ------ გ---------- და უთხრა, რომ მასთან სასაუბრო ჰქონდა. მათ იქვე არსებულ ღობეს შემოუარეს, სადაც დახვდათ კიდევ 6-7 პიროვნება, გაეცნენ ერთმანეთს. მ-------- ბ----–--ს დანახვისას, რომელსაც ფურცლები ეჭირა ხელში, ის მიხვდა რომ საუბარი იყო მიწის ნაკვეთზე, რადგან 2-3 თვით ადრე ყოფილი საამქრო, რომელიც გადაეცა დევნილთა სამინისტროს და გადაკეთებული იყო ბინებად, დაურიგდა ლტოლვილებს. მათ წარმომადგენლებთან ადგილი ჰქონდა კონფლიქტს. კერძოდ, მის მამასთან იკამათეს. მ-------- ბ----–--მ განუცხადა, რომ შემოღობილი ტერიტორია არ ეკუთვნოდა მათ სრულად და მოსთხოვა ღობის დაშლა. მან აღნიშნულ ფურცლებს დახედა, მიუხედავად იმისა, რომ სათვალე თან არ ჰქონდა, დაინახა მასზე ნახაზები, იფიქრა აღნიშნულნი რაიმე საბუთს არ წარმოადგენდა, მხოლოდ რეესტრიდან ამოღებული ნახაზი იყო, ამიტომაც მოითხოვა ეჩვენებინათ მიწის რა ნაწილი იყო მათი და ამ შემთხვევაში აშლიდა ღობეს. ამ განმარტების შემდეგ ის გატრიალდა წასასვლელად, რა დროსაც აგრესიული ტონითა და მუქარით საუბარში ჩაერთო ერთი პირი, რომელმაც უთხრა, რომ ის იყო პ----- გ--------, ჯანმრთელობას უნდა გაფრთხილებოდა და ა. შ. ის მსგავსი ტონით საუბარმა გააღიზიანა და შესაბამისი პასუხი გასცა: „მე ე-----–- ლ--–--–---–ი ვარ, ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი და მასეთი ტონით სასაუბრო სახლში მოინახეო“. მან შემთხვევის ადგილზე მყოფი მისი მიმართულებით წაწეულ 6-7 პიროვნებისკენ გადაიტანა ყურადღება, რა დროსაც პ----- გ--------სგან მოქნეული ხელი მოხვდა მარცხენა ყვრიმალზე. მის დარტყმაზე მანაც დაუყოვნებლივ დარტყმით უპასუხა, რათა შეეჩერებინა ის ძალადობა, რაც შესაძლებელია მომხდარიყო და მისთვის დიდი ზიანი მიეყენებინათ. დარტყმის შედეგად გ-------- წაიქცა. ბრალდებული განმარტავს, რომ გ--------სთვის რომ არ დაერტყა, მას დაასახიჩრებდნენ, რადგან 7 პირი იყო ერთის წინააღმდეგ. როცა იქ მყოფი პირები მისკენ გაიწიენ, ჯიბიდან დანა ამოიღო. პ----- გ--------ს წამოდგომის შემდეგ, იქ მყოფი პირების ნაწილი პ-----ს აკავებდნენ, ნაწილი კი მას მოუწოდებდნენ დანა დაეგდო. ამ დროს ქალბატონი გაეკიდა, რომელიც პ----- გ--------ს მამიდა, ს-----–--- გ-------- იყო. იგი ლანძღვა-გინებით ითხოვდა, რომ მისთვის დანა მიმეცა. მან უთხრა ქალბატონს, რომ დანა ჯიბეში ედო, სახლში მიდიოდა თავისთვის და დაენებებია თავი. საუბრის დასრულების შემდეგ გზა განაგრძო, როცა მას ორი ხანშიშესული პიროვნება წამოეწია, ერთ-ერთი მათგანი იყო ს-----–--- გ--------ს ქმარი პ-----, რომელთაც დაიწყეს საუბარი თუ როგორც ცუდად მოიქცა ე-----–- ლ--–--–---–ი და მას დანა არ უნდა ამოეღო. მათაც განუმარტა, რომ საღამოს შეეძლოთ წყნარად ესაუბრათ. ერთმანეთს დაშორდნენ. ამ დროსაც იქვე ახალგაზრდა ბიჭები ქვებს ისროდნენ, იგინებოდნენ და მისდევდნენ. ის 50 მეტრი მანძილზე გავიდა, რა დროსაც მას წამოეწია ზ------ გ----------, რომელმაც ლანძღვით საუბარი დაუწყო, მასაც იგივე პასუხი გასცა და საღამოს საუბარი შესთავაზა. ზ------ გ---------- შეტრიალდა წასასვლელად, როცა 3-4 პიროვნება მიუახლოვდა, გ---------- კვლავ მიტრიალდა ე-----–- ლ--–--–---–თან და უთხრა: „რაის მომსვლელი ხარ, ბოზი ხარო“ და გინებით ხელი გაუქნია. მან ხელი დაუკავა და დაარტყა, გ---------- წაიქცა, 3-4 პიროვნება კი მისკენ წაიწია. მან ისევ დანა ამოიღო და ყველაფერი ამით დამთავრდა. მან იცოდა, რომ პოლიცია იყო გამოძახებული, ამიტომ წავიდა გასასვლელისკენ, რათა პოლიციას დალოდებოდა. გასასვლელისკენ მიმავალს კვლავ შეხვდნენ ს-----–--- გ-------- და რ--------- ჯ------, რომელთაც ფაქტობრივად ხელახალი კონფლიქტი წამოიწყეს. მათთან ასევე მივიდა პ----- გ-------- და ზ------ გ----------, რომლებმაც დაარტყეს და ზიანი მიაყენეს. ზ------ გ----------ს კვლავ მოხვდა მისი ხელი და წაიქცა. მის „გარაჟს“ ქვებს ესროდნენ, ზოგიც - ნაგვით სავსე ტომრებს. მალე მოვიდა პოლიცია და დანა მიაწოდა მათ. ის და სხვა მოწმეები დაკითხა გამომძიებელმა ბ----- ე-–----მ და მ------ წ-–--–-–---–მა. 1 თვის შემდეგ, მან შეიტყო, რომ პ----- გ-------- ცნეს დაზარალებულად. მისთვის ეს მოულოდნელობა იყო, რადგან 1 თვის განმავლობაში ფაქტობრივად დავიწყებული ჰქონდა მომხდარი. მიაჩნია, რომ გამოძიება სრულყოფილად არ ჩატარებულა, არ ამოღებულა შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეო ჩანაწერები, რითაც მას რჩება გამოძიების არაობიექტურად ჩატარების განცდა. 2 ივნისს მან მიმართა პროკურატურას განცხადებით, რათა მოწმის სახით დაეკითხათ ნ-------- ლ--–--–---–ი, მ----- კ-–--, თ----- ა-–----ე და სხვები, მაგრამ პროკურატურამ არც ისინი დაკითხა. ბრალდებულის განმარტებით, პირველი დარტყმის შემდეგ აპირებდა თუ არა პ----- გ-------- კიდევ დარტყმას, ზუსტად არ შეუძლია ამის თქმა, რადგან მან მალევე უპასუხა დარტყმითვე. მიიჩნევს, რომ პ----- გ--------ზე დარტყმით მან დაიცვა მისი ღირსება და, ამასთან, ადამიანთა ჯგუფიდან მომდინარე აგრესია შეამცირა, ვინაიდან თუკი იგი არ უპასუხებდა დარტყმაზე დარტყმით, შესაძლებელი იყო წაექციათ და დაესახიჩრებინათ (სასამართლო სხდომის ოქმი).

დაცვის მხარის მოწმე კ------- კ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ არის ე-----–- ლ--–--–---–ის მამის ნაცნობი, კონფლიქტის მეორე მხარესთან შეხება არ აქვს. შემთხვევის დღეს, საამქროდან გამოსულს, რომელიც საერთო საცხოვრებლის სადარბაზოდან დაახლოებით 70-100 მეტრ მანძილზეა, მოესმა „წივილ-კივილი“, გამოვიდა გარეთ და დაინახა თუ როგორ მისდევდა 4-5 მამაკაცი და 4-5 ქალბატონი ე-----–- ლ--–--–---–ს, ასევე იყო ქვების სროლა, რამაც იქვე მდგომი ერთ-ერთი მანქანაც დააზიანა, გაიგონა დედის მიმართულებით შეგინებაც, რაზეც ე-----–- ლ--–--–---–ი შემოტრიალდა და დაარტყა ხელი ერთ-ერთს, აღნიშნული პირი წაიქცა და ამით დამთავრდა ყველაფერი. ლ--–--–---–ი დაცილდა მათ და წავიდა. ე-----–- ლ--–--–---–ისთვის არავის დაურტყამს, და არც დაზიანებები არ შეუმჩნევია (სასამართლო სხდომის ოქმი).

დაცვის მხარის მოწმე თ----- ა-–----ის ჩვენების თანახმად იგი არის ე-----–- ლ--–--–---–ის მამის ნაცნობი, 2 მაისს მ--------- ლ--–--–---–მა დაურეკა და სთხოვა მის შვილს, ე-----–- ლ--–--–---–ს დახმარებოდა რკინის მილების საამქროში გადატანაზე. როცა ადგილზე მივიდა, ე-----–- ‘’გარაჟში’’ დახვდა, ელექტროობას აკეთებდა, მავთულებს თლიდა დანით. როდესაც გამოიტანეს მილები, იქვე შემოხვდათ 3 ბიჭი, რომლებმაც უთხრეს ე-----–- ლ--–--–---–ს, რომ საქმე ჰქონდათ მასთან. ე-----–-მ უპასუხა, ცოტახანს დალოდებოდა, მილებს მიიტანდა და დაბრუნდებოდა გასასაუბრებლად. საამქროდან წამოსვლის შემდეგ, ჰკითხა ე-----–- ლ--–--–---–ს, ხომ არ სურდა დახმარება, რაზეც ე-----–-მ უპასუხა „არა, ვნახავ და გავიგებ რა უნდათო“. ამის შემდეგ სამსახურში დაბრუნდა. იგი ჩხუბის ფაქტს არ შესწრებია (სასამართლო სხდომის ოქმი).

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სასამართლოს შეფასებით, არადამაჯერებელია და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან წინააღმდეგობაში მოდის დაცვის მხარის პოზიცია წარდგენილ ბრალდებაში ე-----–- ლ--–--–---–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული, ურთიერთთავსებადი და სარწმუნო მტკიცებულებების ანალიზი სრულიად გამორიცხავს ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას.

ცემა:

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.

ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების გაანალიზებით და ურთიერთშეჯერებით სასამართლოს უდავოდ დადგენილ ფაქტად მიაჩნია ე-----–- ლ--–--–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, დაზარალებული პ----- გ-------- დამაჯერებლად მიუთითებს, რომ ბრალდებულმა მას ხელი გაარტყა სახის არეში. დარტყმა იმდენად ძლიერი და მოულოდნელი იყო, რომ საკუთარი მასიური აღნაგობის მიუხედავად ძირს წაიქცა და ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა. დაზარალებულის ჩვენების სარწმუნოობაზე მიუთითებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ პირადი შემოწმებისას პ----- გ--------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთის სახით, რაც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აგრეთვე, ეს ფაქტი დასტურდება შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების: გ------ პ-----ს, მ-------- ბ----–--ს, ს-----–--- გ--------ს, რ--------- ჯ------ს და თვით ბრალდებულ ე-----–- ლ--–--–---–ის ჩვენებებით.

იმის გამო, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა უმეტესობა დაზარალებულის საახლობლო წრეს წარმოადგენენ, სასამართლომ კრიტიკულად შეაფასა მათი ჩვენებები, შეაჯერა ბრალდებულისა და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებთან, ასევე საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან და მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის ობიექტური საფუძველი. დადგენილი ფაქტები საფუძველია ლოგიკური დასკვნისა, რომ ინსცენირებას, პროვოცირებას ან რაიმე წინასწარ განზრახულ ჯგუფურ თავდასხმას ბრალდებულზე ადგილი არ ჰქონია. ამდენად, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და სარწმუნოა და რაიმე არსებითი სახის წინააღმდეგობა მათ შორის არ შეინიშნება. დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ბრალდების მხარემ შეგნებულად არ ამოიღო გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რითაც გამოხატა მიკერძოება დაზარალებულისადმი, უარყოფილია ბრალდების მხარის პასუხით, რომ სსსკ-ის 136-ე მუხლი ბრალდების მხარეს არ აძლევს უფლებას მოცემულ დანაშაულზე გამოითხოვოს მსგავსი სახის ინფორმაცია.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ ის უნდა გამართლდეს შერაცხულ ბრალდებაში, რადგან მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობისას სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური.

ბრალდებულის არგუმენტი, რომ მის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული დარტყმა თავდაცვითი ხასიათის იყო, არ დასტურდება არც ბრალდების და არც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით. მხოლოდ ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანებები მოცემული ფაქტის დასადასტურებლად საკმარისი ვერ იქნება, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებულის დარტყმას მოჰყვა ურთიერთ შეხლა-შემოხლა მასა და პ----- გ--------ს მეზობლებს შორის, რა დროსაც შესაძლებელია მიეღო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებები. ამასთან, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სამართლებრივი შეფასება მისცეს ამ დაზიანებებს, ვინაიდან სასამართლო საქმეს იხილავს მხოლოდ შერაცხული ბრალდების ფარგლებში, მით უმეტეს, სამართლებრივი შეფასება ვერ მიეცემა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის შემდეგ განვითარებულ ფაქტებს.

ამასთან, ბრალდებულის პოზიციას არ შეესაბამება მისივე ჩვენება, რომლის თანახმად „პ----- გ--------ს დარტყმას მანაც დაუყოვნებლივ დარტყმითვე უპასუხა, რათა შეეჩერებინა ის ძალადობა, რაც შესაძლებელია მომხდარიყო და მისთვის დიდი ზიანი მიეყენებინათ. პ----- გ--------ზე დარტყმით მან დაიცვა მისი ღირსება და, ამასთან, ადამიანთა ჯგუფიდან მომდინარე აგრესია შეამცირა, ვინაიდან თუკი იგი არ უპასუხებდა დარტყმაზე დარტყმით, შესაძლებელი იყო წაექციათ და დაესახიჩრებინათ“. როგორც ვხედავთ ბრალდებულის ჩვენებიდან იკვეთება მის მიერ განხორციელებული დარტყმის განმაპირობებელი ორი გარემოება: პირადი ღირსების დაცვა და სავარაუდო თავდასხმის აღსაკვეთად პრევენციული ზომების მიღება. არცერთ აღნიშნულ ნიშანს სსკ-ის 28-ე მუხლი არ ითვალისწინებს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის რეალური თავდასხმის აღკვეთის მიზანი.

ამდენად, ბრალდებული მოქმედება, იმ შემთხვევაშიც კი თუ დადგენილად მივიჩნევთ მისი ჩვენების იმ ნაწილს, რომ იყო საპასუხო რეაქცია პ----- გ--------ს დარტყმაზე, წარმოადგენს რიგით ანგარიშსწორებას და ის სამართლებრივი სიკეთის (მოცემულ შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობა) დაცვის მიზანს არ ემსახურება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ე-----–- ლ--–--–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ე-----–- ლ--–--–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დამნაშავის პიროვნებას და მის წარსულს. დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული ფაქტობრივად აღიარებს დანაშაულს, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, წარსულში ნასამართლევი არ არის, კონფლიქტის შედეგად მას ასევე მიადგა დაზიანებები, დანაშაულის განმაპირობებებლი გარკვეული ხარისხით იყო დაზარალებულის არაეთიკური მიმართვა ბრალდებულისადმი, დაზარალებული არ მოითხოვს მის მკაცრ დასჯას.

ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე-----–- ლ--–--–---–ს უნდა შეერჩეს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების შეზღუდვასთან და თავის მხრივ, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნით მინიმალური ზომით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 191-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე-----–- ლ--–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

ე-----–- ლ--–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობასა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

მსჯავრდებულ ე-----–- ლ--–--–---–ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 500 (ხუთასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

ე-----–- ლ--–--–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი დანა - რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - განადგურდეს

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე