განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2018
საქმის ნომერი
120100118002300501
დავის ტიპი
182 3 ბ
თარიღი
05.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №18002300501-1/056-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

01 მარტი 2018 წელი ქ------––---

ა---––---ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - კ---------–---–---–-

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – ლ-–--–--–--------------, დაბადებული 1----–-–----------------–-, პირადი #-----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ქ.----––---, გ-----------–-- ქუჩა, კორპუსი 3-----------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------––--- კ---------------, სახლი N---;

 

ადვოკატი - კ-------------

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ქ------––---ში თ------–---–-- ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ შპს ,,რ------------–------------–---’’ მენეჯერ ლ-–---------- კომპეტენციაში შედიოდა აღნიშნული კომპანიის მიერ საწვავის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის ინკასაცია, მიუხედავად ამისა 2017 წლის 12 და 13 აგვისტოს რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან ლ-–---------- მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს ,,რ------------–------------–---’’ ანგარიშზე ჩასარიცხი 16 304 ლარის ოდენობის თანხა, რაც გამოიყენა პირადი დანიშნულებისამებრ.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.ქმედების სამართლებრივი აღწერა;

 

ლ-–----------- ჩაიდინა სხვისი ნივთის დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ;

 

ი----------–---- ჩვენება რომლის თანახმად მუშაობს შპს რ------------–------------–--- აღმოსავლეთ საქართველოს კოორდინატორად, მის მოვალეობაში შედის აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე ყველა ბენზინ გასამართ რ------------–-- სადგურების ზედამხედველობა და კონტროლი. მათი სამსახურის ერთი-ერთი ბენზინ გასამართი სადგური მდებარეობს ქ------––---ში თ------–---–-- ქუჩა N--ში, რომლის მენეჯერიც არის ლ-–---------. 2017 წლის აგვისტოს თვეში მას დაუკავშირდა სათავო ოფისის ბუღალტერი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ ა---––---ს ბენზინ გასამართ სადგურ რ------------–-- მენეჯერს ლ-–---------ს არ ჰქონდა გადაგზავნილი ინკასაციის აქტის ასლი. იგი ამის შემდეგ პირადად დაუკავშირდა ლ-–---------ს, რომელმაც უთხრა, რომ ინკასაციის აქტს ვერ პოულობდა ნახავდა და გადააგზავნიდა. იგი 2017 წლის 25 აგვისტოს სიტუვაციის შესამოწმებლად მივიდა ქ.----––---ში რ------------–-- ბენზინგასამართ სადგურზე იქ დახვდა ლ-–----------, რომელმაც უთხრა რომ თანხა აღებული ჰქონდა ოჯახური პრობლემების გამო, დოკუმენტალურად შემოწმებული იქნა და აღმოჩნდა რომ ბენზინ გასამართ სადგურიდან აღებული იყო ლ-–----------- მიერ თანხა.

 

ტომი 1; ს.ფ 5-7;

 

ლ-–----------- ჩვენება, რომლის თანახმად 2015 წლიდან მუშაობს შპს ბენზინ გასამართ სადგურ ,,რ------------–---’’ ქ.----––---ში მენეჯერის თანამდებობაზე, მის მოვალეობაში შედის საწვავის მიღება ოპერატორების კონტროლი, ოპერატორებისაგან გასული დღის ნავაჭრი თანხის მიღება, შემდეგ მისი ინკასაცია და აქტის გადაგზავნა ბუღალტერთან სათაო ოფისში. მიმდინარე წლის 12 და 13 აგვისტოს სეიფიდან მისი პირადი ინტერესებისათვის პირადი გამოყენებისათვის აიღო ორი დღის ნავაჭრი ფულადი თანხა, რის გამოც ვერ გააკეთა 14 აგვისტოს ორი დღის ინკასაცია, ვინაიდან სეიფში აღარ იყო სრულად ფულადი თანხა, ხოლო რაც იყო დარჩენილი იგი დაემატა 14 აგვისტოს ნავაჭრს და ინკასაცია გაკეთდა უკვე 15 აგვისტოს. იგი სეიფიდან 12 და 13 აგვისტოს თანხას იღებდა დღის საათებში პერიოდულად, მაგრამ სეიფიდან სრულ თანხას არ იღებდა გარკვეულ ნაწილს ტოვებდა, რადგან იგი დაემატებინა მეორე დღის ნავაჭრისათვის და გაესწორებინა მომდევნო დღის ინკასაცია. მას ჰქონდა იმის საშუალება რომ სეიფში არსებული თანხა განეკარგა, თანხა აიღო და იყენებდა პირადი ინტერესებისათვის.

 

ტომი 1; ს.ფ 26-273;

 

შპს ,,--------------–-------------–---’’ 2017 წლის 29 სექტემბრის წერილის თანახმად, ლ-–----------- მიერ მითვისებული თანხის ოდენობა შეადგენს 16 304 ლარს;

ტომი 1; ს.ფ 71;

 

ლ-–---------- მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული, ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ქ.----––---ში თ------–---–-- ქუჩაზე მდებარე ,,რ------------–------------–---’’ ბენზინგასამართ სადგურზე ჩატარებული ამოღების ოქმით, კ--------------------, კ----------------------, მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმებით, ლ-–---------- შრომითი ხელშეკრულებით და N----- ბრძანებით გათავისუფლების შესახებ, დადგენილებით შპს ,,რ------------–------------–---’’ დაზარალებულად ცნობის შესახებ და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ლ-–----------- ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ-–---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ლ-–---------ს უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამცირონ ლ-–---------- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ-–---------- (პ/ნ 4----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 წლის ვადით;

 

მასვე ჩამოერთვას მატერიალურად პასუხსაგები თანამდებობის დაკავების უფლება სამი წლის ვადით;

 

2.ლ-–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;

 

3. ლ-–---------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ა---––---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე