განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 100100118002281639
№1/10-2018 წელი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06.03.2018 წელი ჭიათურა
საჩხერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი - თამარ წერეთელი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ილია გელბახიანი
დაცვის მხარე:
ბრალდებული დ---------–--ე
მამის სახელი: ვ-------ი;
დაბადებული: 06.06.1985 წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
განათლება: საშუალო;
პირადი ნომერი: 5-----------
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრაციის მისამართი: წ---–--------------–----–----------------–-----------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------–---------------------------------
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 05 იანვარს, დაახლოებით 01 საათიდან 02 საათამდე პერიოდში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანში, საცხოვრებელი სახლის ეზოს გარეთ, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა დ---------–--ემ, რომელიც თითქოსდა გაღიზიანებული იყო მეუღლის მშობლების ქცევით, რომლებიც მათ თავისუფლად სადმე გამგზავრების საშუალებას არ აძლევდნენ და ყოველთვის აკონტროლებდნენ, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - ს--–--------–----ეს, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება, სახის არეში ორჯერ გაარტყა ხელი, რის შედეგადაც ს--–--------–----ემ ფიზიკური ტკივილი განიცადა, ცუდად გახდა და მიწაზე დაეცა; დაცემის შედეგად მან შუბლის არეში, მარცხენა ხელისგულზე, მარჯვენა ხელის თითებზე და ორივე მუხლის არეში მიიღო დაზიანებები;
2. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 05 იანვარს, დაახლოებით 01 საათიდან 02 საათამდე პერიოდში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანში, საცხოვრებელი სახლის ეზოს გარეთ, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა დ---------–--ემ, რომელიც თითქოსდა გაღიზიანებული იყო მეუღლის მშობლების ქცევით, რომლებიც მათ თავისუფლად სადმე გამგზავრების საშუალებას არ აძლევდნენ და ყოველთვის აკონტროლებდნენ, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - ს--–--------–----ეს, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება, სახის არეში ორჯერ გაარტყა ხელი, რის შედეგადაც ს--–--------–----ემ ფიზიკური ტკივილი განიცადა, ცუდად გახდა და მიწაზე დაეცა; დაცემის შედეგად მან შუბლის არეში, მარცხენა ხელისგულზე, მარჯვენა ხელის თითებზე და ორივე მუხლის არეში მიიღო დაზიანებები;
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებული დ---------–--ე და დაზარალებული ს--–--------–----ე არიან ოჯახის წევრები.
ამასთან, "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყობით ან/და ფიზიკური, ფსიგოლოგიური, ეკონომიური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით;
ამავე კანონის მე-4 მუხლის "თ" პუნქტის თანახმად, მოძალადეა ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ;
ამავე კანონის მე-3 თავის მე-2 მუხლის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს;
4. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
ბრალდებულმა დ---------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და აჩვენა, რომ დაზარალებული ს--–--------–----ე მეუღლეა; იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში; 2018 წლის 05 იანვარს დილის საათებში, თბილისში, სამედიცინო კლინიკაში მათთვის ცნობილი გახდა, რომ მეუღლე ფეხმძიმედაა; იმავე დღეს დაბრუნდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანში, სადაც მოუვიდათ შელაპარაკება; გავიდნენ სახლის გვერდზე, სადაც ს--–--------–----ეს ხელი გაარტყა სახის არეში და მიატოვა; მოგვიანებით გაიგო, რომ ჩასულან მეუღლის მშობლები და წაუყვანიათ ქუთაისში; ინანიებს ჩადენილს, ორივეს სურვილი აქვთ ერთად ცხოვრებისა;
იხ.სასამართლო სხდომის ოქმი
დაზარალებულმა ს--–--------–----ემ აჩვენა, რომ დ---------–--ე მეუღლეა; ოთხი თვის ფეხმძიმეა; 2018 წლის 04 იანვარს მეუღლემ წაიყვანა დედულეთში საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანში, ისე რომ მშობლებისთვის არ უთქვამთ; მეორე დღეს, 05 იანვარს ღამის საათებში სახლის ეზოში მეუღლემ ხელი გაარტყა სახის არეში, შედეგად წაიქცა, შუბლზე, ხელზე და ფეხზე მიიღო დაზიანებები, დაკარგა გონება; დილით დაურეკა მამას და უთხრა, რომ მეუღლემ სცემა და ჩასულიყვნენ; მშობლები ჩავიდნენ და წაიყვანეს სახლში; მამას 112-ში დაურეკავს და უთხოვია დახმარება; მეუღლის დასჯით დაინტერესებული არაა, აპირებენ ერთად ცხოვრებას, ითხოვს ბრალდებულის გათავისუფლებას;
იხ.სასამართლო სხდომის ოქმი
მოწმე მამუკა ძოწენიძემ აჩვენა, რომ ბრალდებული დ---------–--ე არის სიძე, ერთადერთი შვილის, ს--–--------–----ის მეუღლე; 2018 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 16 საათი იქნებოდა ქალაქ თბილისიდან დ---------–--ემ წაიყვანა მისი შვილი ს--–--------–----ე საჩხერის რაიონის სოფელ ჭალოვანში; 05 იანვარს დაახლოებით 01 საათიდან 02 საათამდე პერიოდი, მეუღლესთან ერთად ჩავიდა საჩხერის რაიონის სოფელ ჭალოვანში სიძის დედისეულ სახლში; ადგილზე არავინ დახვდათ, სახლში ანთებული იყო შუქი. ეზოს და სახლის კარები ღია იყო. დაახლოებით ორი საათის ლოდინის შემდეგ ის და მისი მეუღლე წავიდნენ ქალაქ ქუთაისში. დილით დაახლოებით 11 საათზე უცნობი ნომრიდან დაურეკა სალომემ, რომელიც ტიროდა, უთხრა, რომ იდგა სოფელ ჭალოვანის გადასახვევთან, იყო მეუღლისგან ნაცემი და სთხოვა მიშველებოდა. მან დარეკა 112-ზე და ითხოვა მის მისვლამდე დახმარება აღმოეჩინათ შვილისთვის. რამოდენიმე საათში ჩავიდა საჩხერეში და ნახა შვილი, წავიდნენ ქუთაისში, სალომემ უამბო, რომ ღამით მეუღლეს უცემია, მისთვის სახეში ორჯერ დაურტყამს ხელი, ძლიერი ტკივილის გამო, მას გონება დაუკარგავს და დაბლა წაქცეულა, რის შედეგადაც მუხლებზე, შუბლზე და ორივე ხელზე მიუღია დაზიანება. დ---------–--ეს იგი ასეთ მდგომარეობაში მიუტოვებია ტყეში; მისი შვილი ფეხმძიმედაა, რის შესახებაც დ---------–--ემ იცოდა; ბრალდებულის მკაცრად დასჯით დაინტერესებული არაა; გამოძიებაში მიცემული ჩვენება სწორია და ეთანხმება;
იხ.სასამართლო სხდომის ოქმი
ანალოგიური ჩვენება მისვა მოწმე ინდირა გიორგიძემ; (დაზარალებულ ს--–--------–----ის დედა); გამოქვეყნდა ჩვენება მიცემული გამოძიებაში, მისი სისწორე დაადასტურა;
იხ.სასამართლო სხდომის ოქმი
მოწმე ვლადიმერ კაპანაძემ აჩვენა, რომ მუშაობს საჩხერის შს რაიონული სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე; მისთვის ცნობილი იყო, რომ საჩხერის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანში დ---------–--ის მიერ ს--–--------–----ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. 2018 წლის 07 იანვარს, მოძრაობდა რა მეწყვილესთან სიმონ გოგიტაძესთან ერთად საჩხერის რაიონის სოფელ ჭალოვანის ტერიტორიაზე სამსახურებრივი ავტომანქანით, რა დროსაც დაახლოებით 22 საათზე დაინახეს საავტომობილო გზაზე ფეხით მიმავალი დავითი ხელაძე, მათ მიერ იგი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით; დაკავებისას განემარტა მისი უფლებები და დაკავების საფუძველი, დავითი ხელაძეს დაკავების დროს რაიმე წინააღმდეგობა არ გაუწევია, მას დაკავებისას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და ხურდა ფული; რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი დავითი ხელაძის პირადი ჩხრეკის დროს აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. დავითი ხელაძე მათ მიერ წარმდგენილი იქნა საჩხერის შს რაიონულ სამმართველოში;
იხ.სასამართლო სხდომის ოქმი
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე სიმონ გოგიტიძემ;
იხ.სასამართლო სხდომის ოქმი
მოწმე მალხაზი ფანჩვიძემ აჩვენა, რომ ცხოვრობს საჩხერის რაიონის სოფელ ჭალოვანში ოჯახთან ერთად; ბრალდებული დ---------–--ე ნათესავია; 2018 წლის 05 იანვარს, ღამით სახლში მივიდა უცნობი ქალბატონი და ბრალდებული იკითხა, თან უთხრა, რომ მისი მეუღლე იყო; ჩასულა თბილისიდან და სახლში არ დახვედრია; მეორე დილით იგივე ქალბატონი შეხვდა გზაზე ფეხით მიმავალი; მშობლებმა დამირეკეს და სახლში მივდივარო;
იხ.სასამართლო სხდომის ოქმი
მოწმე მამუკა ნოსელიძემ (ექსპერტი) აჩვენა, რომ 2018 წლის 10 იანვარს გასცა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ს--–--------–----ის მიმართ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე; შემოწმდა დაზარალებული, მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები; დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნით, ეს შეიძლება ყოფილიყო ხელი, თავი და სხვა; დაზარალებულის გადმოცემით დაზიანებები მიაყენა მეუღლემ, ხელის ორჯერ გარტყმით სახის არეში, რის შემდეგაც წაიქცა;
იხ.სასამართლო სხდომის ოქმი
მოწმე ტარას წერეთელმა (გამომძიებელი) აჩვენა, რომ აღნიშნულ საქმეზე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ დ---------–--ემ იძალადა მასზე; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დაზარალებულმა აჩვენა, რომ ბრალდებულმა სახლიდან 200 მეტრში ხელი დაარტყა სახის არეში და მიაყენა სხეულის დაზიანება;
იხ.სასამართლო სხდომის ოქმი
მოწმე გიორგი აბრამიშვილმა (გამომძიებელი) აჩვენა, რომ ბრალდებული დააკავა სხვა თანამშრომლებთან ერთად; შეადგინა დაკავების ოქმი;
იხ.სასამართლო სხდომის ოქმი
მოწმე ჟანა თოდაძემ (გამომძიებელი) აჩვენა, რომ 2018 წლის 05 იანვარს დაზარალებულ ს--–--------–----ეს ჩაუტარდა სხეულის გარეგნული დათვალიერება, აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები; დაზარალებულის განმარტებით, მეუღლემ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგად წაიქცა და მიიღო დაზიანებები; დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა; დასკვნის თანახმად დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად;
ზემოთ ჩამოთვლილმა მოწმეებმა წინასწარ გამოძიებაში გამოკითხვისას მსგავსი ინფორმაცია მიაწოდეს, რაც მათი ჩვენებების უტყუარობის კიდევ ერთი ფაქტორია ( იხ. სისხლის სამართლის საქმე);
საქმეში არსებული 2018 წლის 05 იანვრის გამოძიების დაწყების აღრიცხვის და შეტყობინების რეგისტრაციის ბარათით დასტურდება, რომ შს ჭიათურის რაიონული სამმართველოში 2018 წლის 05 იანვარს სისხლის სამართლის საქმეზე N062050118001 დაწყებულია გამოძიება;
იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 1-2;
საქმეში არსებული 2018 წლის 05 იანვრის დათვალიერების ოქმით და ფოტოტაბულით დასტურდება, რომ საჩხერის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ჟანა თოდაძის მიერ, მოწმე ს--–--------–----ეს ჩაუტარდა გარეგნული დათვალიერება, დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ს--–--------–----ეს შუბლის მარჯვენა მხარეს ამობურცულ მხარეს აღენიშნება სიწითლე, მარცხენა ხელისგულის მიდამოში აღენიშნება დაზიანება ნაკაწრის სახით, ასევე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები მარჯვენა ხელის შუა და არათითზე და დაზიანებები ნაკაწრების სახით მარჯვენა ფეხის მუხლის მიდამოში; ს--–--------–----ის განმარტებით, მან დაზიანებები მიიღო 2018 წლის 05 იანვარს სოფელ ჭალოვანში მეუღლის დ---------–--ის ცემის შედეგად;
იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 6-11;
საქმეში არსებული 2018 წლის 05 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოტაბულით დასტურდება, რომ საჩხერის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის ტარას წერეთლის მიერ, ექსპერტ ბათუ დეკანოიძის და მოწმე ს--–--------–----ის თანდასწრებით ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანში, რა დროსაც მოწმე ს--–--------–----ემ დეტალურად აღწერა 2018 წლის 05 იანვარს მომხდარი ცემის ფაქტის შესახებ; კერძოდ, 2018 წლის 04 იანვარს მეუღლემ წაიყვანა დედულეთში საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანში, ისე რომ მისი მშობლებისთვის არ უთქვამთ; სახლში რომ მივიდნენ გვიან ღამით შეამჩნიეს მანქანის შუქები, მეუღლემ უთხრა რომ მისი მშობლები იქნებოდნენ და გასულიყვნენ სახლიდან, გავიდნენ 200 მეტრის მოშორებით, სახლის უკან ხეხილის ბაღში; თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ გარეთ, როცა წავიდა მანქანა და მისი მეუღლე დარწმუნდა, რომ იქ აღარავინ იყო, სახის არეში გაარტყა გაშლილი ხელი, ისე, რომ არაფერი უთქვამს, შემდეგ მეორედ გაარტყა ხელი ისევ სახის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი, გახდა ცუდად, გონება დაკარგა და წაიქცა ძირს; დაცემის შედეგად მან შუბლის არეში, მარცხენა ხელისგულზე, მარჯვენა ხელის თითებზე და ორივე მუხლის არეში მიიღო დაზიანებები; გონებაზე რომ მოვიდა მისი მეუღლე წასული დახვდა შემთხვევის ადგილიდან;
იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 19-26;
საქმეში არსებული 2018 წლის 05 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს დეტექტივის - გამომძიებლის ტარას წერეთლის და ექსპერტ ბათუ დეკანოიძის მიერ 2018 წლის 05 იანვარს დათვალიერებული იქნა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანში დ---------–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოს უკანა მხარე (სადაც ს--–--------–----ე და დ---------–--ე იმყოფებოდნენ დანაშაულის ჩადენის დროს) და მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტო გადაღება;
იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 28-36;
საქმეში არსებული შს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის მიერ გაცემული ცნობებით ნასამართლობისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, დასტურდება რომ ბრალდებული დ---------–--ე ნასამართლევია; ადმინისტრაციულად სახდელდადებული არაა;
იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 37-40;
საქმეში არსებული 2018 წლის 08 იანვრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ საჩხერის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივი-გამომძიებლის ტარას წერეთლის მიერ, დათვალიერებული იქნა მოწმე ს--–--------–----ის მიერ წარმოდგენილი ცნობა, გაცემული ჩაჩავას სახელობის კლინიკიდან, რომლითაც დასტურდება რომ ს--–--------–----ე არის 10 კვირის ორსული; დათვალიერების შემდეგ აღნიშნული ცნობა დაერთო საქმეს;
იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 78-80
საქმეში არსებული 2018 წლის 07 იანვრის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ შს საჩხერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების - ვლადიმერ კაპანაძის და სიმონ გოგიტიძის მიერ 2018 წლის 07 იანვარს 22:15 საათზე სისხლის სამართლის საქმეზე N062050118001 დაკავებული იქნა დ---------–--ე, პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა " N-TOUCH"-ის ფირმის ორ სიმბარათიანი მობილური ტელეფონი და ხურდა ფული; რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი დ---------–--ის პირადი ჩხრეკის დროს აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა.
იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 41-46;
საქმეში არსებული საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 09 ივლისის განაჩენით N1/30-14წ. დასტურდება, რომ დ---------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 87-103;
საქმეში არსებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით N1/ბ-439-14წ. დასტურდება, რომ დ---------–--ის მიმართ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 09 ივლისის განაჩენი N1/30-14წ. დარჩა უცვლელი;
იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 107-117;
საქმეში არსებული 2013 წლის 14 თებერვლის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცნობით N0697751 დასტურდება, რომ დ---------–--ე 2007 წლის 20 ნოემბრიდან 2013 წლის 14 თებერვლამდე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, საიდანაც გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის საფუძველზე;
იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 147;
საქმეში არსებული 2018 წლის 10 იანვრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N000160518 დასტურდება, რომ ს--–--------–----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, რაც გამოწვეულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რაც ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად; ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს;
იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 148-150;
5. სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა დ---------–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
ამდენად, ერთმანეთთან შეჯერებულ, ეჭვის გამომრიცხავ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, როგორც აღინიშნა, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი სტანდარტებით ადასტურებს, ბრალდებულ დ---------–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას სსკ-ს 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი ითვალისწინებს ძალადობის არა ყველა ამ შემთხვევას, არამედ მხოლოდ ფიზიკურს. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური ცემა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულის ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ცემის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია ბრალდებულის მხრიდან სსკ-ს 1261 მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა;
სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სსკ-ს 1261 მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიმართებაში სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია უდაოდ მიჩნეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია ორი ან მეტი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს დ---------–--ის მხრიდან ოჯახური ძალადობის განზრახ ჩადენის ფაქტს წინასწარი შეცნობით ორსულის ქალის მიმართ; სსკ-ს 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი -განზრახ ჩადენილი დანაშაულია;
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მნიშვნელოვანია მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მთავარ სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეჯერებულ, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დ---------–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ---------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: უმუშევარია, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება;
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ბრალდებულის ადრე ნასამართლობა;
7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ დ---------–--ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით (თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე ვადით) სასჯელის შუა ზღვარის ზომით- თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს დ---------–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
გასათვალისწინებელია, გარემოება მასზედ, რომ სახეზეა დანაშაულის რეციდივი ( სსკ-ს 17-ე მუხლი: დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას); სსკ-ს 58-ე მუხლის თანახმად დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას;
ამ მხრივ საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ”საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განვითარებული მოსაზრება მასზედ, რომ ”დანაშაულის ჩამდენის მიმართ სახელმწიფოს პასუხი პირველ რიგში, მოტივირებულია თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით, მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით, საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით, მინიმალიზაციით,” ”არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ სხვა პირების დაშინება”, ”ადამიანი არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტი და დანაშაულთან ბრძოლის საშუალება, ადამიანი არის მიზანი, რომელზე ორიენტირებითაც მოქმედებს ხელისუფლება”, ”სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სანქციის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი(კონკრეტული დაზარალებულისთვისაც და საზოგადოებისათვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისათვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისათვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით, მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს.
მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;
ამდენად სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 199-ე, 200-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული დ---------–--ე (პ/ნ 5----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
3. დ---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4. დ---------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 07 იანვრის 22 საათისა და 15 წუთიდან;
5. მსჯავრდებული დ---------–--ე მოთავსებული იქნას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში;
განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით ( საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქუჩა N41)
მოსამართლე დავით კეკენაძე