განაჩენი

სისხლის სამართლის 12.01.2018
საქმის ნომერი
060100117002287605
დავის ტიპი
126
თარიღი
12.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/162-17

№050260717001

 

12 იანვარი, 2018 წელი ქ.სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დავით სვანაძე

სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ-–-----------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ----------------–--------–-------- დ----------–--------–-–----------–-----------------------–-----------------–--–-------------------------------–-------------------------------------------------------

 

ადვოკატი- ავ--------–-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მა----------სმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ამავე დადგენილების მიხედვით მა----------სმა აგრეთვე ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ვანის რაიონის სოფელ ტო-------ში მცხოვრებ დედის- ნ----------–--იძის სახლში ყოფნისას, ურთიერთშორის წარმოშობილი კამათის და ჩხუბის დროს განაწყენების ნიადაგზე, მა----------სმა თავის დის ნ-----------–----ის მიმართ ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილის ლა----–-----ის თანდასწრებით განახორციელა ძალადობა, რა დროსაც კარის საკეტი ხის ურდულის არაერთხელ დარტყმით, თმებში მოქაჩვით და მარჯვენა წიმანხრის არეში დაკაწვრით, ჯანმრთელობის მოუშლელად, მსუბუქი დაზიანება მიაყენა ნ-----------–----ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ვანის რაიონის სოფელ ტო-------ში მცხოვრებ დედის- ნ----------–--იძის სახლში ყოფნისას, ურთიერთშორის წარმოშობილი კამათის და ჩხუბის დროს, მა----------სმა თავისი დის ნ-----------–----ის მიმართ ძალადობის განხორციელების შემდეგ განაწყენების ნიადაგზე, ხელის თავის არეში არაერთხელ დარტყმით ცემა და თმებში მოქაჩვით სხვაგვარი ძალადობა განახორციელა ნ-----------–----ის არასრულწლოვანი შვილის ლა----–-----ის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მა----------სის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა მა----------სმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამაშავედ და გამოიყენა დუმილის უფლება.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ მა----------სის ახლო ნათესავებმა, კერძოდ, დედამ -მოწმე ნ----------–--იძემ, დამ-დაზარალებულმა ნ-----------–----ემ, დამ -მოწმე ლ---–-------–---ძემ, ბრალდებულის არასრულწლოვანმა შვილებმა- მოწმეებმა: ნა-----------------------------–----------- ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საოპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ბრალდებულ მა----------სის წინააღმდეგ. მისთვის საპროოცესო კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა ასევე არასრულწლოვანმა, 14 წლის ასაკს მიუღწეველმა, დაზარალებულმა ლა----–-----ემ, რომელმაც საქმის სასამართლო განხილვისას ასევე არ მისცა ჩვენება ბრალდებულ მა----------სის წინააღმდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გრ-----–------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მას 2016 წლის 26 ივლისს ქვემდებარეობით დაეწერა ბათუმის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებაში შესული ნ-----------–----ის მიერ გაკეთებული შეტყობინება, იმის თაობაზედ რომ, მასსა და მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობა განახორციელა მისმა ნახევარდამ მა----------სმა. მის მიერ დაკითხული იქნა მოწმეები, მათ შორის დაზარალებული ნ-----------–----ეც, რომელმაც მასთან საუბარში განმარტა, რომ ის მის დებთან მა----------სთან და ლე--–--------–----ესთან, ასევე მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შ------აში დედის ოჯახში, ბებიის ან----------–----ის გარდაცვალების გამო, დაკრძალვის ღამით ისინი დარჩნენ დედისეულ ოჯახში, რა დროსაც დაახლოებით 21-დან 22 საათამდე, საწოლების გადანაწილებასთან დაკავშირებით მოუხდათ კონფლიქტი, კერძოდ კონფლიქტის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ მა----------სი მის 3 არასრულწლოვან შვილთან ერთად განთავსებული იყო სახლის ყველაზე დიდ საძინებელ ოთახში არსებულ 2 საწოლზე, მათთან ერთად ეძინა ნ-----------–----ის არასრულწლოვან შვილს, ლა----–-----ეს, მა----------სის მოწოდება, რათა ლა----–-----ე წასულიყო დასაძინებლად დედასთან, ნ-----------–----ესთან, გაიგონა ნ-----------–----ემ, რასაც შემდგომში მოჰყვა ურთიერთშელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, კერძოდ საძინებელ ოთახში შესულ ნ-----------–----ეს მა----------სმა თმებში მოქაჩა ძლიერად, შემდეგ ხელზე ჩამოკაწრა და იქვე არსებული ჯოხი, რომელიც ურდულის მაგივრობას წევდა, რამდენჯერმე მოარტყა ფეხში, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე საპროცესო წარმომადგენელთან ერთად მის მიერ გამოიკითხა არასრულწლოვანი დაზარალებული ლა----–-----ეც, რომელმაც ასევე დაადასტურა მისი დეიდის მა----------სის მხრიდან მისი და მისი დედის ნ-----------–----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის, კერძოდ, ცემის ფაქტი. ისინი გადაყვანილ იქნენ საექსპერტო დაწესებულებაში, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა. ასევე მის მიერ დაკითხულ იქნენ ბრალდებულისა და დაზარალებულის დედა ნ----------–--იძე და მათი და ლ---–-------–---ძე, რომლებმაც ნაწილობრივ დაადასტურეს ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი. მის მიერ ასევე დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, დათვალიერებაში ასევე მონაწილეობდნენ ნ---- და ნ-----------–----ეებიც, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. დათვალიერების დროს ასევე ნ----------–--იძის მითითებით ამოღებულ იქნა ჯოხი, ე. წ ,,ურდული’’, რომელიც დაილუქა კანონის შესაბამისად. არაერთი მცდელობის მიუხედავად სატელეფონო გასაუბრება ვერ მოხერხდა, ვინაიდან ტელეფონი გამორთული ჰქონდა, რის შემდეგაც მოძიებული იქნა ახალი ნომერი. დაკავშირების შემდგომ მა----------სმა განაცხადა, რომ მას იმ დღეებში ჰქონდა დაბადების დღე და ვერ გამოცხადდებოდა, ასევე იგი გადამოწმებული იქნა პრობაციის ბიუროს მიერ მითითებულ მისამართზეც თუმცა იგი ადგილზე არ იმყოფებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნული გახდა შემდგომში სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი, რის შემდეგაც გაიცა განჩინება დაკავების შესახებ. აღნიშნულის შემდგომ მა----------სი შსს ვანის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა ბრალის აღიარებით, რა დროსაც დაადასტურა მისი დისა და დისშვილის მიმართ ძალადობის, კერძოდ თმებში მოქაჩვის ფაქტი, რის შემდეგაც მას განემარტა უფლებები და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად შედგა დაკავების ოქმი, ასევე მის მიერ მოხდა მა----------სის ბრალდებულის სახით დაკითხვა და მისთვის ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობაც.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლა–-------–-----მ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ გამომძიებლის თანამდებობაზე, მან, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით სერთიფიცირებულმა გამომძიებელმა, მოცემულ საქმეზე განახორციელა მცირეწლოვანი ა-----–------------------ების გამოკითხვა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვების ოჯახის წევრები, რომლებიც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მცირეწლოვანთა კანონიერი წარმომადგენლები, საქმეში იყვნენ ბრალდებული და დაზარალებული და შესაბამისად საქმის შედეგით დაინტერესებული პირები, საჭირო გახდა მათთვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნა და შესაბამისი რწმუნებით აღჭურვილი პირის საპროცესო წარმომადგენლის, ლე-–----------–--ის მონაწილეობით მოხდა მათი გამოკითხვა, რა დროსაც მათ განმარტეს, რომ მა----------სსა და ნ-----------–----ეს შორის კონფლიქტი მოხდა 2017 წლის 26 ივლისს, ბებიის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ დიდი ბებიის გარდაცვალების გამო. კონფლიქტი მოხდა საწოლი ოთახების გადანაწილებასთან დაკავშირებით, თუმცა იმის გათვალიწინებით, რომ ფიზიკური დაპირისპირება უშუალოდ საძინებელ ოთახში არ მომხდარა, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ისინი ვერ ხედავდნენ თუ ვინ ვის დაარტყა ხელი, მხოლოდ ლა--------ი ადასტურებდა, რომ მისმა დედამ მა----------სმა ხელი დაარტყა ლა----–-----ეს.

 

2017 წლის 28 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის # 504256217 დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნ-----------–----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევის სახით, კერძოდ, მარჯვენა მხარის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში და შიგნითა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა მრავლობითი სხვადასხვა ზომისა და ფორმის მოლურჯო ფერის, პერიფერიაზე მომწვანო ელფერით, არამკვეთრი -კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლნაჟღენთები მაქსიმალური ზომით 5,0X2,0 სმ და მინიმალური ზომით 2,0x1,5 სმ . აღნიშნული სისხლნაჟღენთის ფონზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოყავისფრო ფერის, მშრალი, სქელი ფუფხით დაფარული, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევები მაქსიმალური ზომით: 5,2X0,3 და მინიმალური ზომით: 2,0X0,2 სმ. გულმკერდის უკანა ზედაპრზე მარცხნივ შუა მესამედში აღენიშნებოდა გასწვრივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 3,0X1,0სმ. მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხნაჟღენთი ზომით 2,5X1,0 სმ. გულმკერდის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით;1,0X0,5 სმ. მუცლის წინა ზედაპირზე მარჯვნივ აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით:2,0X0,8 სმ. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2017 წლის 14 აგვისტოს #5004570317 დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ლა----–-----ეს (არასრულწლოვან დაზარალებულს) სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

ზემოაღნიშნულ დასკვნებში მოყვანილი საკითხების თაობაზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა მა------------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დადგენილია, რომ მა----------სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 6 (ექვსი) წელი.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა მა----------სმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოუწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; აგრეთვე ცემა და სხვაგვარი ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი.

 

სასამართლო იზიარებს ბრალდებულ მა----------სის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

 

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულის დედამ -მოწმე ნ----------–--იძემ, დამ-დაზარალებულმა ნ-----------–----ემ, დამ -მოწმე ლ---–-------–---ძემ, ბრალდებულის არასრულწლოვანმა შვილებმა- მოწმეებმა: ნა-----------------------------–-----------, ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - მა----------სის მიმართ. ასევე არასრულწლოვანმა, 14 წლის ასაკს მიუღწეველმა, დაზარალებულმა ლა----–-----ემ, საქმის სასამართლო განხილვისას ასევე არ მისცა ჩვენება ბრალდებულ მა----------სის წინააღმდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, მა----------სის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ნ-----------–----ისა და ლა----–-----ის, აგრეთვე, მოწმეების ნ----------–--იძის, ლ---–-------–---ძის, ნა--------ის, ა--------ის და ლა--------ის ჩვენებები, ამ უკანასკნელებმა კი, სასამართლო სხდომაზე არ მისცეს ჩვენება ბრალდებულ მა----------სის წინააღმდეგ. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება, ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, იგი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული, აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად მა----------სი უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ მა----------სმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოუწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; აგრეთვე ცემა და სხვაგვარი ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი, უფრო მეტიც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, მა----------სის მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული მა----------სი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მა----------სი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მა----------სის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მსჯავრდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს და---------–----ეს (პ/ნ 0----------, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) 2000 ( ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გამართლებულ მა----------სს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

ნივთიერი მტკიცებულება შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხის ურდული, რაც ინახება შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით სვანაძე