განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/109-18 (N069061217002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
28.02.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი ირინე მჟავია
დაცვის მხარე
ბრალდებული შ--–-- ნ-----–--–---–ი
მამის სახელი: ნ---------
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლეობა: არმქონე
მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი სოფელი ო--–------
სხდომის სახე ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
შ--–-- ნ-----–--–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის ოქტომბერში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში მდებარე მ-----–- კ--–--ის საცხოვრებელ სახლში სტუმრობისას შ--–-- ნ-----–--–---–ი, მასზე დარიცხული თანხის მოხსნის მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----–- კ--–--ის სახელზე არსებულ სს ,,ლიბერთი ბანკის“ საპენსიო პლასტიკურ ბარათს, საიდანაც 2017 წლის 30 ოქტომბერს მოახდინა 150 ლარის განაღდება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 15 თებერვალს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ შ--–-- ნ-----–--–---–ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს შ--–-- ნ-----–--–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, შ--–-- ნ-----–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, მოწმეთა: პაატა ნ-----–--–---–ის, დ----- გ--------ის გამოკითხვის ოქმებით; დაზარალებულ მ-----–- კ--–--ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულ შ--–-- ნ-----–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ფოტოცხრილთან ერთად; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; საჯარო სამსახურის ვებ-გვერდის დათვალიერების ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ განჩინებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალის დისკის დათვალიერების ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით; ნასამართლობის ცნობით; შეტყობინებით; განცხადებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
შ--–-- ნ-----–--–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შ--–-- ნ-----–--–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: შ--–-- ნ-----–--–---–მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; ითანამშრომლა და ხელი შეუწყო გამოძიებას დანაშაულის სწრაფ გახსნაში; არ არის ნასამართლევი ან/და შემჩნეული სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენაში; მოპარული ნივთის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი ანაზღაურებულია.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, საზოგადოებრივი საშიშროებიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - ჯარიმის გამოყენებით, სამართლიანი ზომით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ სასჯელის უფრო მკაცრ სახეებთან შედარებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ--–-- ნ-----–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
შ--–-- ნ-----–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულ შ--–-- ნ-----–--–---–ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 1500 (ათას ხუთასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალის დისკი და სს ,,ლიბერთი ბანკის“ ბანკომატის კამერის ვიდეო ჩანაწერის და ფოტომასალის დისკი - რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე