გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2018
საქმის ნომერი
020224017002190813
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
28.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020224017002190813 (2/2140-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.02.2018 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

განმცხადებელი ემ--------------------ა

მხარდაჭერის მიმღები თე--------------------ია

წარმომადგენელი ას-----------ა, იზ--–----ა, თე-----------–------ა

დაინტერესებული პირი მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სა-------–-----------------------–---–---------------------------------–------ი

წარმომადგენელი უტა მიქაძე

დაინტერესებული პირი ცი--–-----------ი

მოთხოვნა: პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, მხარამჭერის დანიშვნა

აღწერილობითი ნაწილი

განმცხადებლის მოთხოვნა

თე--------------------იას ცნობა მხარდაჭერის მიმღებ პირად და მისთვის მხარდამჭერის დანიშვნა.

მხარდაჭერის მიმღების პოზიცია

მხარდაჭერის მიმღები ვერ საუბრობს. კომუნიცია, აზრის გამოხატვა და სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია.

მისი ადვოკატები აღნიშნავენ, რომ თე--------------------იას სჭირდება მხარდაჭერა და ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მისი ინტერესების გათვალისწინებით.

მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

სოციალური მომსახურების შესაბამისი სამხარეო ცენტრი თანახმაა თე--------------------იას მხარდამჭერად დაინიშნოს ცი--–-----------ი სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ყველა სფეროში, თუმცა მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ უძრავი ქონების მართვა–განკარგვის სფეროში თე--------------------იას მხარდაჭერაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ამავე დროს სოციალური მომსახურების სააგენტომ.

დაინტერესებული ფიზიკური პირის პოზიცია

ცი--–-----------ი თანახმაა დაინიშნოს თე--------------------იას მხარდამჭერად.

ფაქტობრივი გარემოებები

თე--------------------ია ძმასთან სერიოჟა ოთხოზორიასთან ერთად ცხოვრობდა ზუგდიდის რაიონის სოფ. დარჩელში და რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

სერიოჟა ოთხოზორია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 14.05.2016 წლის განჩინებით დანიშნული იყო თე--------------------იას დროებით მხარდამჭერად.

სერიოჟა ოთხოზორია გარდაიცვალა და ამის შემდეგ მხარდაჭერის მიმღებზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზრუნავდნენ ძმისშვილები, მათ შორის ემ--------------------ა.

ემ--------------------ა თე--------------------იას ძმისშვილია. იგი თანხმობას აცხადებდა მამიდას მხარდაჭერაზე და ამ მიზნით ახორციელებდა კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 04.12.2017 წ განჩინებით ის დაინიშნა თე--------------------იას დროებით მხარდამჭერად ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიცვალა ვითარება. თე--------------------იაზე ზრუნვა თავის თავზე აიღეს მისმა დამ ცი--–-----------მა და მისმა შვილებმა, რაც ცნობილია სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის.

ემ--------------------ას და ცი--–-----------ს შორის გაჩდა გარკვეული უთანხმოება, რასაც საფუძვლად უდევს გაუგებრობა თე--------------------იას მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის ფლობა-მართვასთან დაკავშირებით. ემ--------------------ა აცხადებდა, რომ თე--------------------იას საცხოვრებელი გარემოს შეცვლა მოხდა მისი ნების საწინააღმდეგოდ, რაც საქმის განხილვით არ დადასტურდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20.02.2018 წ განჩინებით გაუქმდა თე--------------------იასთვის 04.12.2017 წ. განჩინებით დანიშნული დროებითი მხარდაჭერა.

საქმეზე ამბულატორიული სასამართლო ფსიქოსოციალური ექსპერტიზა ჩატარებულია 03.06.2016 წ.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით თე--------------------იას აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.

თე--------------------იას ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი, შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, უძრავი ქონების მართვა-განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, საპენსიო საქმისწარმოების, პენსიის/დახმარების მიღების სფეროებში მკვეთრადაა გამოხატული.

თე--------------------იას მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად.

თე--------------------იას სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრად არის დაქვეითებული.

დასკვნის მიხედვით თე--------------------იას ესაჭიროება მხარდამჭერი - შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, უძრავი ქონების მართვა-განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, საპენსიო საქმის წარმოების, პენსიის/დახმარების მიღების და სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ყველა სფეროში.

თე--------------------იას მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი.

თე--------------------იას არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში.

ექსპერტების დასკვნით მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს 5 წლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-ექსპერტთა განმარტებები, სხდომის ოქმი

–სოციალური მუშაკის მოხსენებითი ბარათები

–მეურვის/მზრუნველის/მხარდაჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობის ფორმა

- მხარდამჭერის ანგარიშის ფორმა

–სოციალური მუშაკის მიერ ფსიქო სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე შესაფასებელი პირის შეფასების ფორმა

-ფსიქოსოციალური ექსპერტიზის დასკვნა #0031844316 03.06.2016

სამოტივაციო ნაწილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის მე-3 ნაწილით პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

მოცემულ შემთხვევაში თე--------------------იას მდგომარეობის ინდივიდუალური შეფასების რეალურ სურათს შეიცავს ფსიქოსოციალური ექსპერტიზის დასკვნა.

,,ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა არის დისციპლინათაშორისი საქმიანობა, რომელიც მოიცავს სამედიცინო-ფსიქიატრიული, ფუნქციური, ფსიქოლოგიური, სოციალური ადაპტაციის და სხვა ასპექტების შეფასებას. ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების ძირითადი ამოცანაა პირის გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხის დადგენა, მისი სოციალური ადაპტაციის შეფასება და, აქედან გამომდინარე, პირის მხარდაჭერის თავისებურებების განსაზღვრა.

ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თუ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდება, რომ აუცილებელია პირის მხარდაჭერა სხვა სფეროში, გარდა განცხადებაში აღნიშნულისა, მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი ვალდებულია მიუთითოს შესაბამისი სფერო.

კანონის ამ დათქმის მიზანია, პირმა მხარდაჭერა მიიღოს ყველა იმ სფეროში, სადაც ასეთი მხარდაჭერა ჭირდება.

შესაბამისად, სასამართლომ თე--------------------იას მხარდაჭერა უნდა დაუწესოს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ყველა სფეროში და მის მხარდამჭერად მისი ინტერესების გათვალისწინებით უნდა დაინიშნოს მისი და ცი--–-----------ი, თუმცა იმის გამო, რომ თე--------------------იას აქვს უძრავი ქონება, მიზანშეწონილია ამ ქონების მართვა–განკარგვის სფეროში თე--------------------იას მხარდაჭერაში ცი--–-----------თან ერთად მონაწილეობას იღებდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე განმცხადებელი გათავისუფლებულია საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 36321-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.განცხადება თე--------------------იას მხარდაჭერის დანიშვნის შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

2. თე--------------------ია (პ/ნ 19001097808) ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებად.

 

3.თე--------------------იას მხარდამჭერად დაინიშნოს ცი--–-----------ი (პ/ნ 19001045369) შრომითი საქმიანობის, გარიგების დადების, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, საპენსიო საქმის წარმოების, პენსიის, დახმარების მიღების, ელექტრონული საბანკო პლასტიკური ბარათების დამზადების, მიღების, გამოყენების, სასამართლოსადმი, ადმინისტრაციული ორგანოებისადმი და სხვა დაწესებულებებისადმი მიმართვის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების და სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ყველა სხვა სფეროში.

 

მხარდამჭერი, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს გადაწყვეტილებაში მითითებულ ყველა სფეროში (გარდა უძრავი ქონების მართვა–განკარგვისა), ყველა შესაბამის ორგანოში, ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირთან, მ/შორის ნებისმიერ ბანკში წარმოადგენს/იცავს დამოუკიდებლად, ხოლო უძრავი ქონების მართვა–განკარგვის სფეროში ცი--–-----------ი მხარდაჭერის მიმღებს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს/ სამეგრელო ზემო სვანეთის მეურვეობა–მზრუნველობის რეგიონულ საბჭოს უფლებამოსილ პირთან ერთად.

 

3. მხარდამჭერს განესაზღვროს და განემარტოს მისი უფლება-მოვალეობები:

3.1. მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

3.2. მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.

3.3. მხარდამჭერს უფლება აქვს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.

 

4. მხარდაჭერის გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვროს 3 წლით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა