გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2212288-2/742-17წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
მოსარჩელე - შპს „თ--------“
წარმომადგენელი - კ--------------–---–-, გ-------------–---–-, ე-------------–---–-
მოპასუხე - ზ------------------
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ზ------------------ს მოსარჩელე შპს ,,თ--------ს" სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელეზე მიყენებული ზარალის 4900 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 0------------ მოქალაქე გ-------------–---–-ს მართვის ქვეშ მყოფი შპს „თ--------ს“ საკუთრებაში არსებული ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტი“, რომლის სახ. ნომერია N-------, საგზაო მოძრაობის წესების სრული დაცვით მოძრაობდა დაბა ა------–- ა. ბ--–---–---–-ს ქუჩაზე, ა--------ა---––---ს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, რა დროსაც სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით სხვა მიმართულებით მოძრავი „ტოიოტა პრიუს“-ის მარკის ავტომანქანა, რომლის სახ ნომერია M-------- და რომელსაც მართავდა მოპასუხე ზ------------------, ცდილობდა ა/ მანქანის მოტრიალებას, იმავდროულად გადავიდა საპირისპირო ზოლში და მოხდა შეჯახება, რამაც გამოიწვია მოქალაქე გ-------------–---–-ს მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტის“ წინა ნაწილის მთლიანი დაზიანება, რითაც შპს „თ--------მ“ განიცადა მატერიალური ზიანი 4900 (ოთხიათასცხრაასი) ლარის ოდენობით.
აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება და საქმე შეწყდა დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის გამო, მასალები კი ზ------------------ს მიმართ ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომების მისაღებად გადაიგზავნა საპატრულო-პოლიციაში. 2017 წლის 0------------ ზ------------------მ იკისრა ვალდებულება სიტყვიერად, რომ მომდევნო სამი კვირის განმავლობაში 25 აგვისტომდე აუცილებლად მიიღებდა შესაბამის ზომებს და დაზიანებულ ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტს“ შეაკეთებდა კეთილსინდისიერად, თუმცა ამაოდ. ეს იყო მხოლოდ ცარიელი სიტყვები და დაზარალებული მხარის შეცდომაში შეყვანა.
შესაბამისად, მოსარჩელე შპს „თ--------“ ითხოვს მოპასუხე ზ------------------ს მის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზარალის 4900 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ზ------------------მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ ასანაზღაურებელი თანხის 2000 ლარის ფარგლებში;
მოპასუხე ზ------------------ს განმარტებით, სასაქონლო-ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება ის მნიშვნელოვანი გარემოება, თუ 2017 წლის 0------------ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კონკრეტულად რა დაზიანება მიადგა ა/მანქანა ფორდ ტრანზიტს, ამ დასკვნით დგინდება მხოლოდ ა/მანქანა “ფორდ ტრანზიტი“-ს ექსპერტიზაზე წარდგენის თარიღისათვის მისი საბაზრო ღირებულება. პოლიციის მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის Nბა0-------- დანართში აღნიშნულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანები, სადაც ვკითხულობთ - პირველი სატრანსპორტო საშუალება ფორდ ტრანზიტი შპს „თ--------“ ა/მანქანას დაზიანებული აქვს წინა მხარე მთლიანად, წინა მარცხენ ფრთა, ძრავის სახურავი. სასაქონლო-ექპერტიზის დასკვნაში კი მითითებულია მანქანის ის დაზიანებული ნაწილები და ადგილები, რომლებიც პოლიციის მიერ საერთოდ არა არის ნახსენები შესაბამისი ოქმებში. გარდა ამისა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია შენიშვნა, სადაც ვკითხულობთ: ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერების შედეგად ასევე დგინდება, რომ ავტომობილზე აღინიშნება წარსულში ჩატარებული სათუნუქე და სამღებრო სამუშაოების კვალი. ძარის თითქმის მთელ პერიმეტრზე აღინიშნება ასევე გამჭოლი კოროზიის კვალი, რაც შესაბამისად აისახა ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზარალის გამოთვლისას. ამ შენიშვნიდანაც კარგად ჩანს, რომ დასკვნაში ასახულია მანქანის საბაზრო ღირებულება მისი ექსპლოატაციაში ყოფნის მთელ პერიოდში მიღებული დაზიანებების და ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე შპს „თ--------“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 2--------) რეგისტრირებულია 19-- წლის 1---------- იურიდიული მისამართია საქართველო, ა-------ს რაიონი, ა-----------, ფ--–--–---–-ს ქ.N1-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ( (იხ. სფ. 48-49);
3.1.2. მოსარჩელე შპს „თ--------“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 2--------) საკუთრებაშია ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტს“, რომლის სახ. ნომერია N-------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა(იხ. სფ. 46-47);
3.1.3. 2017 წლის 0------------ მოქალაქე გ-------------–---–-ს მართვის ქვეშ მყოფი შპს „თ--------ს“ საკუთრებაში არსებული ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტს“, რომლის სახ. ნომერია N-------, დაბა ა------–- ა. ბ--–---–---–-ს ქუჩაზე, ა--------ა---––---ს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, შეეჯახა „ტოიოტა პრიუს“-ის მარკის ავტომანქანა, რომლის სახ ნომერია M--------, რომელსაც მართავდა მოპასუხე ზ------------------.
აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება და საქმე შეწყდა დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის გამო, მასალები კი ზ------------------ს მიმართ ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომების მისაღებად გადაიგზავნა საპატრულო-პოლიციაში, რაზედაც შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შსს საპატრულო პოლიციის მიმართვა (იხ. სფ. 35);
-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0-------- (იხ. სფ. 37);
-საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (იხ. სფ. 38-39);
-გასაუბრების ოქმები (იხ. სფ. 40-45);
-ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა(იხ. სფ. 46-47);
3.1.4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი N0---------ის თანახმად, 2017 წლის 0------------, ზ------------------ ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით - ამ მუხლის მე-6, 62, მე-7-8-ე ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობების, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შსს საპატრულო პოლიციის მიმართვა (იხ. სფ. 35);
-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0-------- (იხ. სფ. 37);
-საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (იხ. სფ. 38-39);
-გასაუბრების ოქმები (იხ. სფ. 40-45);
3.1.5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი N0-------- შედგენილი 2017 წლის 0------------, ზ------------------ს არ გაუსაჩივრებია და შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სას. სხდომ. ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 3--------- წლის N5--------- დასკვნის თანახმად 19-- წელს დამზადებულ, სატვირთო ფურგონ „FORD TRANSIT“-ზე, სახელმწიფო ნომრით N------, საიდენტიფიკაციო ნომრით W----------------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 4900 ლარს.
3.2.2. მოპასუხე ზ------------------ს მიერ წარმოდგენილი 0--------- წლის N2-------1 ინვოისის მიხედვით, 19-- წლის მოდელის ფორდ ტრანზიტის ნაწილების (მარცხენა ფრთა, წინა მაშუქები, ძრავის სახურავი, წყლის რადიატორი, წინა ბამპერი, აკუმლატორი, ეკრანი, მოხვევის მაჩვენებელი, მარცხენა კარები, საყვირი, ძრავის წინა პლასტმასის ხუფი, ძრავის შკივი) ღირებულებაა 925 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ექსპერტიზის დასკვნა (იხ. სფ. 25-33);
-0---------წ N2-------1 ინვოისი (იხ. სფ. 109);
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მხრიდან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 4900 ლარს, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის (3---------წ. N5---------) თანახმად ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა საორიენტაციოდ, შეადგენს მის საბაზრო ღირებულებას დაზიანებამდე გამოკლებული მისივე ნარჩენი ღირებულება. ანუ აღნიშნული დასკვნის მიხედვით ავტომობილზე მიყენებული ზარალი მითითებულია საორიენტაციოდ და გამომდინარეობს ზოგადი გაანგარიშებით საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში კატეგორიულად არ არის მითითებული „ტოიოტა პრიუს“-ის მარკის ავტომანქანის, რომლის სახ ნომერია M--------, შეჯახების შედეგად კონკრეტულად მიღებული და გამოთვლილი ზარალის ზუსტი ოდენობა.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხე ზ------------------ს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი ინვოსის მიხედვით 19-- წლის მოდელის ფორდ ტრანზიტის ნაწილების (მარცხენა ფრთა, წინა მაშუქები, ძრავის სახურავი, წყლის რადიატორი, წინა ბამპერი, აკუმლატორი, ეკრანი, მოხვევის მაჩვენებელი, მარცხენა კარები, საყვირი, ძრავის წინა პლასტმასის ხუფი, ძრავის შკვი) ღირებულებაა 925 ლარი, ვინაიდან ინვოისში საერთოდ არ არის მითითებული: მარცხენა გვერდის შუა ნაწილის, უკანა მარცხენა ფრთის ქვედა ნაწილის, წინა მარცხენა ლანჟერონის გვერდულით, წინა პანელის და წინა საქარე მინის ღირებულება, ამასთან მან ზარალი ცნო 2000 ლარის ოდენობის ფარგლებში
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2017 წლის 0------------ ავტომანქანების შეჯახების შედეგად შპს „თ--------მ“ განიცადა მატერიალური ზიანი 4900 (ოთხიათასცხრაასი) ლარის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის ბრალით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის ღირებულების ანაზღაურებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დელიქტური ვალდებულება წარმოიშობა დაზარალებულის სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიმართულია მიყენებული ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურებისაკენ.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს ,,სამართალდარღვევის’’ შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელისა და მოპასუხეთა ახსნა-განმარტებებით, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა მოპასუხე ზ------------------ს მხრიდან მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი იმ ოდენობით, რაც სასარჩელო მოთხოვნაშია მითითებული - 4900 (ოთხიათასცხრაასი) ლარი.
დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 4900 ლარის გადახდის დაკისრება მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა ფაქტების იმის მტკიცება, რომ მოქმედებები, რის შედეგადაც ქონება დაზიანდა სრულად მოპასუხემ განახორციელა; ზიანი, რომელიც დადგა, მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხის მიერ განხორციელებულ მოქმედებებთან.
სასამართლო ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 3---------წ. N5--------- დასკვნაში ექსპერტმა მიუთითა: აღნიშნული დასკვნა არის საორიენტაციო, მასში მხოლოდ ერთ კითხვაზეა პასუხი გაცემული, თუ რამდენს შეადგენს ავტომობილ ფორდ ტრანზიტზე მიყენებული ზიანის ოდენობა. დასკვნაში არაფერია ნათქვამი უშუალოდ ვისი ბრალეული ქმედების შედეგად დადგა აღნიშნული ზიანი, შესაბამისად სასამართლო აღნიშნულ დასკვნას ვერ გაიზიარებს. ამასთან ექსპერტიზის დასკვნაში ავტომობილზე მიყენებული ზარალი მითითებულია საორიენტაციოდ და გამომდინარეობს ზოგადი გაანგარიშებით საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში კატეგორიულად არ არის მითითებული „ტოიოტა პრიუს“-ის მარკის ავტომანქანის, რომლის სახ ნომერია M--------, შეჯახების შედეგად კონკრეტულად მიღებული და გამოთვლილი ზარალის ზუსტი ოდენობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა.
მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა ის ფაქტი, რომ 2017 წლის 0------------ მომხადრი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შპს „თ--------ს“ საკუთრებაში არსებული ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტს“, რომლის სახ. ნომერია N-------, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 4900 ლარი და მითითებული ზიანის ოდენობა გამოწვეულია ზ------------------ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე შპს ,,თ--------ს“ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ზ------------------- სარჩელი ცნო 2000 ლარის ოდენობის ფარგლებში და სწორედ აღნიშნული თანხის ფარგლებში უნდა მოხდეს ზიანის ოდენობის განსაზღვრა, ვინაიდან მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ მიუთითებდა, რომ ზ------------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ განხორციელებული მოქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგა 4900 ლარის ოდენობის ზარალი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 147 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებისთვის ბაჟი 50 ლარის ოდენობით; ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ- 2000 ლარის ოდენობით, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, ხოლო მოპასუხეს კი უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის სანაცვლოდ. ასევე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ექსპერტიზის ჩასატარებლად გაწეული ხარჯის 294 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 2000 ლარის ფარგლებში, მოპასუხე ზ------------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის 80 ლარის გადახდა.
8.სასამართლომ განიხილა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი და გადაწყვიტა შემდეგნაირად:
8.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1------------- №2----------------– განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე ზ------------------ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე დაბა ა-------, თ-----------ს ქ. N2, ს/კ 6-.0-.0-.0-8.0-.5-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით „სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან."
იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
1. შპს ,,თ--------“-ს(ს/ნ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.დაეკისროს მოპასუხე ზ------------------ს(პ/ნ0----------) მოსარჩელე ,,თ--------“-ს (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ - 2000 ლარის გადახდა;
3. დაეკისროს მოპასუხე ზ------------------ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ,,თ--------“-ს (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის გადახდა;
4. დაეკისროს მოპასუხე ზ-------------------ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ,,თ--------“-ს 9ს/ნ 2--------) სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ხარჯის სახით გადახდილი 80 ლარის, ექსპერტიზის ჩატარებისთვის გადახდილი 294 ლარის გადახდა;
5. მოსარჩელე შპს ,,თ--------“-ს(ს/ნ 2--------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით.
6.ძალაში დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1------------- №2----------------–. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62).
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი