განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002289182
№1/39-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 მარტი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ
ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის
ბრალდებულ - გი-- მა---–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: გი-- მა---–---–ი
მამის სახელი: არ---–-
დაბადებული: 19.11.1----–--–-
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ქ.ყვარელი, ჯავახიშვილის მე-2 შესახვევი ბინა N2
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------–----------–---–--------–----------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: გი-- მა---–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.(ორი ეპიზოდი)
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1) 2017 წლის 16 ოქტომბერს ქალაქ ყვარელში მდებარე მდინარე დურუჯის მარცხენა სანაპიროზე, ე.წ. „კაზარმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, გი-- მა---–---–მა უკანონოდ მოჭრა 2 ძირი ვერხვის ჯიშის ხე, რითაც გარემოს მიაყენა 1267 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.(პირველი ეპიზოდი)
2) 2017 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ ყვარელში მდებარე დურუჯის მარცხენა სანაპიროზე ე.წ. „კაზარმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, გი-- მა---–---–მა უკანონოდ მოჭრა ექვსი ძირი ვერხვის ჯიშის ხე, რითაც გარემოს მიაყენა 1879 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
გი-- მა---–---–ს 2017 წლის 29 დეკემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1) 2017 წლის 16 ოქტომბერს ქალაქ ყვარელში მდებარე მდინარე დურუჯის მარცხენა სანაპიროზე, ე.წ. „კაზარმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, გი-- მა---–---–მა უკანონოდ მოჭრა 2 ძირი ვერხვის ჯიშის ხე, რითაც გარემოს მიაყენა 1267 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი
2) 2017 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ ყვარელში მდებარე დურუჯის მარცხენა სანაპიროზე ე.წ. „კაზარმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, გი-- მა---–---–მა უკანონოდ მოჭრა ექვსი ძირი ვერხვის ჯიშის ხე, რითაც გარემოს მიაყენა 1879 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მომართვის წერილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურიდან DES4 77 00081232, მოწმეების გი-- მა---–---–ის, ლე--- მა----–-–---–ის, ვა------ მა--------–---–ის, ზუ---- მე--------–ის, ლე--- ბე----–-–---–ის, ლე--- კო------–---–ის, ლე--- წი----ის, კა-- მღ-----–---–ის და გი------ სუ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ლე--- წი----ის მოხსენებითი ბარათი, საველე აქტი და ფოტოსურათები, მიღება ჩაბარების აქტი, გარემოზე მიყენებული ზიანი დაანგარიშების ფურცელი გი-- მა---–---–ის და ლე--- მა----–-–---–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი-- მა---–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა.
ხე-ბუჩქნარის გაჩეხვაში იგულისხმება ისეთი მოქმედებები, როგორიცაა ხის ტანის გამოცალკევება ფესვებისაგან - მოჭრა, მოხერხვა, ასევე, ხისა და ბუჩქნარის ფესვებიანად ამოთხრა. ამასთან, აღნიშნული ქმედება უნდა იყოს უკანონო. ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა უკანონოა, როცა იგი ხდება სპეციალური ნებართვის ან ბილეთის გარეშე. მოქმედება უკანონოა მაშინაც, როდესაც გაჩეხვა ხდება ნებართვაში მითითებული ოდენობის გადამეტებით ან ტყის იმ მონაკვეთზე, რაც ნებართვაში მითითებული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გი-- მა---–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა.
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მომართვის წერილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურიდან DES4 77 00081232, მოწმეების გი-- მა---–---–ის, ლე--- მა----–-–---–ის, ვა------ მა--------–---–ის, ზუ---- მე--------–ის, ლე--- ბე----–-–---–ის, ლე--- კო------–---–ის, ლე--- წი----ის, კა-- მღ-----–---–ის და გი------ სუ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ლე--- წი----ის მოხსენებითი ბარათი, საველე აქტი და ფოტოსურათები, მიღება ჩაბარების აქტი, გარემოზე მიყენებული ზიანი დაანგარიშების ფურცელი გი-- მა---–---–ის და ლე--- მა----–-–---–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი-- მა---–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველოს მთავრობის N54-ე დადგენილების თანახმად, ტყის რესურსებზე უკანონო ქმედებით გამოწვეული გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ათასი (1000) ლარით და ზევით.
ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ გი-- მა---–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გი-- მა---–---–მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა გი-- მა---–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს გი-- მა---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გი-- მა---–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება, რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
გი-- მა---–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გი-- მა---–---–თან მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
გი-- მა---–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 დეკემბერის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო, რაც ბრალდებულის მიერ იქნა უზრუნველყოფილი ფულადი თანხით.
ხოლო ნივთიერი მტკიცებულება -
1)18 ძირი ვერხვის ჯიშის ხე, რომელიც ხელწერილით ჩაბარდა ტყისმცველ ლე--- კო------–---–ს და ლე--- ბე----–-–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში.
2)1 ცალი ბენზოხერხი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში,საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გი-- მა---–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარი (პირველი ეპიზოდი).
2.გი-- მა---–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარი (მეორე ეპიზოდი).
3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გი-- მა---–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარი.
4. გი-- მა---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გი-- მა---–---–ს (პ/ნ 4----------) დაუბრუნდეს აღკვეთის ღონისძიების -გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 2000(ორი ათასი) ლარი.
5.ნივთიერი მტკიცებულება -
1)18 ძირი ვერხვის ჯიშის ხე, რომელიც ხელწერილით ჩაბარდა ტყისმცველ ლე--- კო------–---–ს და ლე--- ბე----–-–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში.
2)1 ცალი ბენზოხერხი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში,საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში.
6.განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
7.ხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე