გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001816955
საქმე №2-519/17წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე სს ”ს----------–--------ი”
წარმომადგენელი დ----------------
მოპასუხე ხ--------------–--ე
წარმომადგენელი: გ--------------------ძე
მოპასუხე ჯ----–----------ე
წარმომადგენელი: გ--------------------ძე
მოპასუხე ზ---------------ე
დავის საგანი -თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ხ--------------–--ეს და ზ---------------ეს სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ №2343205, №4033688 და №2355701 საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების 88 715.57 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი დავალიანებაა 79991,50 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 4554,01 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 4170,06 აშშ დოლარი.
1.2. მოპასუხეებზე ხ--------------–--ეზე და ზ---------------ეზე სოლიდარულად დაკისრებული თანხის ამოღება მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით: 1) ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის №94ა /ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქN94-ში მდებარე ბინა №2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.26.04.060.01.512, მესაკუთრე ხ--------------–--ე; 2) ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის №94ა /ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქN94-ში მდებარე ბინა №2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.26.04.060.01.513. მესაკუთრე ხ--------------–--ე, 3) ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. №8-ში მდებარე ბინა №56, (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ 05.25.05.041.01.056. მესაკუთრე ხ--------------–--ე) 4) ქ. ბათუმი, ქუჩა ხულო/ქუთაისი №4/30-ში მდებარე ბინა №5, (მიწის(უძრავი ქონების ს/კ 05.01.35.005.01.005), მესაკუთრე ჯ----–----------ე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი თანხის ამოღება ვერ მოხერხდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად, აღსრულება გაგრძელდეს ხ--------------–--ისა და ჯ----–----------ის ნებისმიერი ქონების ხარჯზე.
1.3. მოპოსუხეებს ხ--------------–--ეს, ჯ----–----------ეს და ზ---------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხებმა ხ--------------–--ემ და ჯ----–----------ემ სარჩელი არ ცნეს, ხოლო ზ---------------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 15 დეკემბერს სს ,,ს----------–--------სა“ და ხ--------------–--ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №GCL000081730-2355701 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარი, ევრო) მოცულობით, 20 წლის ვადით, საპროცენტო სარგებლის წლიური დარიცხვით 0.5%-დან 48%-მდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №GCL000081730-2355701 ხელშეკრულება.
3.2.2. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად დაიდო იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა: 1) ხ--------------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის №94ა ბინა №2-ში. მიწის(უძრავი ქონების ს/კ 05.26.04.060.01.512 / 05.26.04.060.01.513), 2) ხ--------------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ტაბიძის ქ. №8 ბინა №56 (მიწის(უძრავი ქონების ს/კ 05.25.05.041.01.056) და 3) ჯ----–----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბათუმი, ქუჩა ხულო / ქუთაისი №4/30 ბინა №5 (მიწის(უძრავი ქონების) ს/კ 05.01.35.005.01.005).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- იპოთეკის №CAH000081737 / №CAH000117074 /№CAH000081739 ხელშეკრულებები
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
3.2.3. 2014 წლის 15 დეკემბერს დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე და მოქმედი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირმა - ზ---------------ემ იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად (ხ--------------–--ე).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- №GAS000081735 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
3.2.4. 2014 წლის 19 დეკემბერს სს ,,ს----------–--------სა“ და ხ--------------–--ეს შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხაზის №2343205 ხელშეკრულება, რომლითაც ხ--------------–--ეზე გაიცა კრედიტი 70 000 აშშ დოლარის ოდენობით, 84 თვის განმავლობაში, წლიური 9%-ი სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 0.5%. 2) 2016 წლის 07 აპრილს სს ,,ს----------–--------სა“ და ხ--------------–--ეს შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად დაიდო შემადგენელი საკრედიტო №4033688 ხელშეკრულება, რომლითაც ხ--------------–--ეზე გაიცა კრედიტი 23 000 აშშ დოლარის ოდენობით, 48 თვის განმავლობაში, წლიური 11%-ი სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 0.5%.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- შემადგენელი საკრედიტო ხაზის №2343205 ხელშეკრულება.
- შემადგენელი საკრედიტო №4033688 ხელშეკრულება.
3.2.5. სს ,,ს----------–--------სა“ და ხ--------------–--ეს შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დანართით №2355701 (დამატებითი შეთანხმება) იპოთეკით დაიტვირთული ქონების დაზღვევის მიზნით ხ--------------–--ეზე გაიცა კრედიტი 607.5 აშშ დოლარის ოდენობით, 240 თვის ვადით, წლიური 18%-ი სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: ვადაგადაცილებული თნხის ყოველდღიური 0.5%.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- დაზღვევის ხელშეკრულება
3.2.6. ხ--------------–--ეს სესხების დაფარვა უნდა ეწარმეობინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, თანდართული გრაფიკების შესაბამისად. კრედიტებით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ დაირღვა გრაფიკები და წარმოიქმნა დავალიანება რომელიც 2018 წლის 29 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 88 715.57აშშ დოლარს. საიდანაც №2343205 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 63 766.20 აშშ დოლარს (ძირი თანხაა 57 892.36 აშშ დოლარი, პროცენტი 3 026.91 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2 846.93 აშშ დოლარი), №4033688 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 24 608.09 აშშ დოლარს (ძირი თანხაა 21 829.57 აშშ დოლარი, პროცენტი 1 512.70 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1 265.82 აშშ დოლარი), ხოლო დაზღვევის კრედიტზე №2355701 დავალინება შეადგენს 341.28 აშშ დოლარს (ძირი თანხაა 269.57 აშშ დოლარი, პროცენტი 14.40 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 57.31 აშშ დოლარი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ცნობა დავალიენების შესახებ.
3.2.5. ბანკმა წერილობით მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებს და განუმარტა მათ, რომ ნებაყოფლობით უზრუნველყოთ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხებისა და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ წერილს არც მსესხებლის და არც თავდებების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- გაფრთხილების წერილები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეებს ხ--------------–--ეს და ზ---------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ შემდეგი დავალიანების გადახდა: 1) 2014 წლის 19 დეკემბრის საკრედიტო №2343205 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროთ ძირი დავალიანების 57,892,36 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებლის - 3026,91 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 284,69 აშშ დოლარის გადახდა; 2) 2016 წლის 07 აპრილის საკრედიტო №3461930 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროთ ძირი დავალიანების 21 829,57 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებლის - 1512,70 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 126,58 აშშ დოლარის გადახდა; 3) 2014 წლის 19 დეკემბრის საკრედიტო №2343206 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროთ ძირი დავალიანების 269,57 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებლის 14,40 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 5,73 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხეებზე ხ--------------–--ეზე და ზ---------------ეზე სოლიდარულად დაკისრებული თანხის ამოღება მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებების: 1) ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის №94ა /ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქN94-ში მდებარე ბინა №2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.26.04.060.01.512, მესაკუთრე ხ--------------–--ე; 2) ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის №94ა /ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქN94-ში მდებარე ბინა №2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.26.04.060.01.513. მესაკუთრე ხ--------------–--ე, 3) ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. №8-ში მდებარე ბინა №56, (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ 05.25.05.041.01.056. მესაკუთრე ხ--------------–--ე) 4) ქ. ბათუმი, ქუჩა ხულო/ქუთაისი №4/30-ში მდებარე ბინა №5, (მიწის(უძრავი ქონების ს/კ 05.01.35.005.01.005), მესაკუთრე ჯ----–----------ე, იძულებითი რეალიზაციის გზით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი თანხის ამოღება ვერ მოხერხდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად, აღსრულება გაგრძელდეს ხ--------------–--ისა და ჯ----–----------ის ნებისმიერი ქონების ხარჯზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე, 867-ე, 623-ე, 361-ე, 463-ე, 465-ე, 873-ე, 403-ე, 404-ე, 411-ე, 286-ე, 301-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება საკრედიტო ხელშეკრულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
როგორც დადგენილია, სს ,,ს----------–--------სა’’ და ხ--------------–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მსესხებელზე 2014 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად გაიცა სესხი 70 000 აშშ დოლარის ოდენობით 84 თვის ვადით. წლიური 9%-ის დარიცხვით.
დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. ასევე დადგენილია, რომ ამჟამად მსესხებლის დავალიანება შეადგენს 63 766.20 აშშ დოლარს.
დადგენილია, 2014 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2343206, რომლითაც სს ,,ს----------–--------მა’’ გასცა კრედიტი 607.5 აშშ დოლარის ოდენობით 240 თვის ვადით. წლიური 18%-ის დარიცხვით.
დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. ასევე დადგენილია, რომ ამჟამად მსესხებლის დავალიანება შეადგენს 341.28 აშშ დოლარს.
ასევე დადგენილია, სს ,,ს----------–--------სა’’ და ხ--------------–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მსესხებელზე 2016 წლის 07 აპრილის ხელშეკრულების თანახმად გაიცა სესხი 23 000 აშშ დოლარის ოდენობით 48 თვის ვადით. წლიური 11%-ის დარიცხვით.
დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. ასევე დადგენილია, რომ ამჟამად მსესხებლის დავალიანება შეადგენს 24 608.09 აშშ დოლარს.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა თანხის გადახდის გრაფიკი, რაც აძლევდა საფუძველს მოსარჩელეს მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა;
ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებელზე სესხის დავალიანების თანხის ჯამში 88 715.57 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404 მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.
ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე სესხის ძირი თანხის, საკომისიოსა და საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებელი პირგასამტეხლო სამივე სესხზე შეადგენს 4170.06 აშშ დოლარს, რომელიც არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონლად მიაჩნია მისი შემცირება 10-ჯერ. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხისა უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 417 აშშ დოლარის ოდენობით.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მსესხებლის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხეების ხ--------------–--ის და ჯ----–----------ის საკუთრებაში რიცხული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაცია.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 მუხლის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები სს ,,ს----------–--------ი’’ და მსესხებელი შეთანხმდნენ სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შეუძლებლობის ან რეალიზაციით მიღებული თანხიდან დავალიანების სრულად დაუფარაობის შემთხვევაში დავალიანების თანხის გადახდევინების მიქცევა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამდენად მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს სს ”ს----------–--------ის” სარჩელი ხ--------------–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
1.1. მოპასუხეებს ხ--------------–--ეს და ზ---------------ეს სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ №2343205, №4033688 და №2355701 საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების 84 962.51აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი დავალიანებაა 79 931,50 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 4554,01 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 417 აშშ დოლარი.
1.2. მოპასუხეებზე ხ--------------–--ეზე და ზ---------------ეზე სოლიდარულად დაკისრებული თანხის ამოღება მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებების: 1) ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის №94ა /ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქN94-ში მდებარე ბინა №2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.26.04.060.01.512, მესაკუთრე ხ--------------–--ე; 2) ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის №94ა /ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქN94-ში მდებარე ბინა №2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 05.26.04.060.01.513. მესაკუთრე ხ--------------–--ე, 3) ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. №8-ში მდებარე ბინა №56, (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ 05.25.05.041.01.056. მესაკუთრე ხ--------------–--ე;) 4) ქ. ბათუმი, ქუჩა ხულო/ქუთაისი №4/30-ში მდებარე ბინა №5, (მიწის(უძრავი ქონების ს/კ 05.01.35.005.01.005), მესაკუთრე ჯ----–----------ე, იძულებით რეალიზაციის გზით:
1.3. იმ შემთხვევაში, თუკი თანხის ამოღება ვერ მოხერხდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად, აღსრულება გაგრძელდეს ხ--------------–--ისა და ჯ----–----------ის ნებისმიერი ქონების ხარჯზე.
1.4. სოლიდარულად დაეკისროთ მოპასუხეებს ხ--------------–--ეს, ჯ----–----------ეს და ზ---------------ეს სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე