განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2018
საქმის ნომერი
010100118002307655
დავის ტიპი
260 1
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#01010011800--07655

საქმეN1-154/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13.03.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - პა-----–-–--–-ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული - ბე-------–-ძე

მამის სახელი - თე------

დაბადებული - 2--10.1991 წელი

პირადი ნომერი - 6---------2

მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე

განათლება -ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებელი

ნასამართლობა - არ მქონე

მისამართი - ქ.ქობულეთი, რუ-------–--------–----------

 

ადვოკატი - და-------------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 172180118003

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ბე-------–-ძემ, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს წონით 0,004578 გრამს, რაც 2018 წლის 18 იანვარს ამოღებული იქნა, ქალაქ ქობულეთში, თა--------–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა

 

2.1 . მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 28 თებერვლის წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით №ქ---, 18.01.2018 წ დადგენილია, რომ ქიმიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი: 2018 წლის 18 იანვარს ბე-------–-ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მოთეთრო ფერის 0,1526 გრამი ფხვნილი, შეიცავს - 0,004578 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს’’ (იხ დასკვნა ს.ფ. 28-30);

 

2.4 საქართველოს კანონი "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს.

 

ამ კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა – ბუნებრივი, ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე, ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, მათზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალი პოტენციალის, მათი გავრცელების, ზემოქმედების ხანგრძლივობის, სოციალური მნიშვნელობისა და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საშიშროების მიხედვით, შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I, II, III და IV სიაში:

 

I სია მოიცავს − ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები − უმაღლესი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე ნარკოტიკული საშუალებებს, აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებებს, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე მკაცრად არის შეზღუდული;

 

მოცემულ კონკრეტული შემთხვევის მიხედვით ბრალდებულ ბე-------–-ძეს სხეულის დათვალიერების დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი" შეტანილია ზ/მითითებული კანონის მიხედვით N2 სიაში; ( №10)

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის №2 დანართით და მისი განუყოფელი ნაწილია.

 

დანართი №2-ის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 18 იანვარს ბე-------–-ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მოთეთრო ფერის 0,1526 გრამი ფხვნილი, რომელიც შეიცავს - 0,004578 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს’’, არ წარმოადგენს დიდ ოდენობას და შესაბამისად ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

2.5 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა (ჯო-----------–--–---–----------------------------------------ის, ბე-------–-ძის ჩვენებები, ჩხრეკის ოქმი და ფოტოცხრილი, ბე-------–-ძის დაკავების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის №ქ--- დასკვნა) ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბე-------–-ძემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბე-------–-ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ნარკოტიკული საშუალებების "ბუპრენორფინის" უკანონო შეძენა, შენახვით, რაც მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დ---–------ ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება მძიმე კატეგორიათა დანაშაულს, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება; დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დ---–------ ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას: ის წარსულში არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; ხასიათდება დადებითად. კმაყოფაზე ყავს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და მძიმე ავადმყოფი დედა (ბრალდებულის დედა გადის მკურნალობას დიაგნოზით: გენერალიზებული მიასთენია ; ავადმყოფობის მიმდინარეობა - პროგრესირებადი; (ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა იხ საქმეში;))

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბე-------–-ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა;

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden განავითარა დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ბე-------–-ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, ბე-------–-ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, - ბრალდებულის ოჯახური, მატერიალური და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთით - მინიმალური ვადით, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

ბე-------–-ძეს ასევე ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დადგენილი ვადით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

ნივთიერი მტკიცებულებას წარმოადგენს - ბე-------–-ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მოთეთრო ფერის 0,1526 გრამი ფხვნილი, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს - 0,004578 გრამს, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში;

აღნიშნული - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ასევე აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით დაყადაღებულია ეთ--------–--ის კუთვნილი უძრავი ქონება;

 

საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით ეთ--------–--ის (პ/ნ: 6---------7) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქობულეთი, რუ-------–-------------–-ში (ზონა - ქობულეთი 20, სექტორი - ქ. ქობულეთი 42, კვარტალი - 05, ნაკვეთი - 259, კოდი - 01/0--; საკადასტრო კოდი №20.42.05.259.01.0--) – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და საქართველოს კანონით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ბე-------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

ბე-------–-ძეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 წლის ვადით ჩამოერთვას სატნასპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

 

მსჯავრდებულ ბე-------–-ძის მიმართ უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ;

 

მსჯავრდებულ ბე-------–-ძეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 18 იანვრიდან 2018 წლის 24 იანვრის ჩათვლით და ბე-------–-ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 მარტიდან.

 

მსჯავრდებულ ბე-------–-ძე დაკავებული იქნეს სასამართლოს სხდომის დარბაზში და შესახლებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

მსჯავრდებულ ბე-------–-ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით ეთ--------–--ის (პ/ნ: 6---------7) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქობულეთი, რუ-------–-------------–-ში (ზონა - ქობულეთი 20, სექტორი - ქ. ქობულეთი 42, კვარტალი - 05, ნაკვეთი - 259, კოდი - 01/0--; საკადასტრო კოდი №20.42.05.259.01.0--) – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2018 წლის 18 იანვარს ბე-------–-ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მოთეთრო ფერის 0,1526 გრამი ფხვნილი, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს - 0,004578 გრამს, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს, საქართველოს შსს ქობულეთის რაიონულ სამმართველოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე