განაჩენი

სისხლის სამართლის 14.03.2018
საქმის ნომერი
010100115001122363
დავის ტიპი
338 1
თარიღი
14.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 01010011-00112-363

საქმე N1-1299/1-

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - დ--------------

ადვოკატი - პ----------–-----

 

ბრალდებული: მ--–---------–-----

მამის სახელი: ხ-------

დაბადებული: 1-.0-.1-----–--–-

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: ს----------–----------–---

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-

მისამართი: შ--------------–----–----------------–-------–-–---–---

ნასამართლობა: ნ----------–---------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

1.1 მ--–---------–-----ს ბრალად ედება მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მიღება თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, აგრეთვე განახორციელოს სამსახურეობრივი მფარველობა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2----–-–-------------------------------- ბრძანებით, მ--–---------–----- საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის და აჭარის ა/რ მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის სატყეო სააგენტოს დებულების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, დაინიშნა აჭარის სატყეო სააგენტოს შუახევის სატყეო ადმინისტრაციაში ჭვანის სატყეოს უფროსის თანამდებობაზე და ითვლებოდა საჯარო მოხელედ.

 

201- წლის 7 სექტემბერს, ჭვანის სატყეოს უფროსი, მ--–---------–----- შეხვდა თავის ნაცნობებს, გ------–-----------------------–---–---–-- საუბარში მ--–---------–-----მ აუხსნა მათ, რომ იგი არის შუახევის სატყეო ადმინისტრაციის ჭვანის სატყეო უბნის უფროსი და დაკავებული თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მის სამსახურებრივ ფუნქციას წარმოადგენს შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭვანის ხეობის ტერიტორიაზე არსებული ხე-ტყის ფონდის დაცვა და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირების განხორციელება. მიუხედავად აღნიშნულისა, მან გამოთქვა მზადყოფნა მასზედ, რომ ქრთამის სახით ფულის გადახდის შემთხვევაში, ნდობით აღჭურვილ პირებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე (შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭვანის ხეობაში) დაამზადებინებდა დიდი რაოდენობით ხე-ტყის მასალას და აღნიშნული სამართალდარღვევისათვის არ მიიღებდა სათანადო ზომებს, ხოლო უკანონოდ გაჩეხილ ხე-ტყის მასალას გადაამუშავებდა და დახერხილ ხე-ტყის ფიცარს გადასცემდა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე გ------–-----------------------–---–---–-- ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვისა და ტრანსპორტირებისას, გზაზე მფარველობისათვის მ--–---------–-----მ დახერხილი ხე-ტყის ფიცრის ღირებულების გარდა, ქრთამის სახით დამატებით მოითხოვა ყოველ კუბურ მეტრზე 20 ლარის მისთვის გადაცემა.

 

201- წლის 9 სექტემბერს, ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წინასწარ შეთანხმებისამებრ, მ--–---------–----- შეხვდა გ------–-----------------------–---–---–-- სადაც წინასწარი მოთხოვნის თანახმად, მ--–---------–-----მ ქრთამის სახით უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყის მასალის, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების სანაცვლოდ გ---------–---–---–- გამოართვა 500 ლარი.

 

მ--–---------–-----ს წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

1.2 მ--–---------–-----მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

2. სასამართლო სხდომაზე სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლეული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

 

2.1 2----–-–-------------------------------- ბრძანებით, მ--–---------–----- საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის და აჭარის ა/რ მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის სატყეო სააგენტოს დებულების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, დაინიშნა აჭარის სატყეო სააგენტოს შუახევის სატყეო ადმინისტრაციაში ჭვანის სატყეოს უფროსის თანამდებობაზე და ითვლებოდა საჯარო მოხელედ.

 

2.2 მოწმე გ------–------- ჩვენების თანახმად, 201- წლის სექტემბრის თვეში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლად. სექტემბრის თვის დასაწყისში შეხვდა ნაცნობს - ფ------------------ რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მ--–---------–-----, რომელიც მუშაობდა შუახევის რაიონში შედიოდა კორუფციულ გარიგებებში. ფ----------------- სურდა, რომ მის მიერ ინფორმაციის მიწოდების ფაქტი არ ყოფილიყო გამჟღავნებული. ამის შემდეგ, ფ------------ ერთად შეხვდა მ--–---------–-----ს. დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენის მიზნით, მ--–----- რამდენიმე საქმიანი წინადადება შესთავაზა, რაზეც მან განუცხადა რომ ახლა უფრო მეტად გართულებული იყო სიტუაცია, მაგრამ გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეიძლებოდა საქმის გაკეთება. მ--–----- უთხრა, რომ ჰყავდა პარტნიორი, რომელთან შეთანხმებითაც უნდა გაკეთებულიყო ეს საქმე. შემდეგი შეხვედრა შედგა შუახევში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ფ---------------------------------–---–---–-- მოილაპარაკეს ხე-ტყის მასალის სავარაუდო ფასებზე, რომლის მიწოდება უნდა მომხდარიყო პერიოდულად, მთლიანობაში 30 კუბურ მეტრამდე უნდა ყოფილიყო ჩამოტანილი ქალაქ ბათუმში. 9 სექტემბერს პატაკით მოახსენა არსებული ვითარების შესახებ და ამავე პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. იმავე დღეს, მ--–------ დაურეკა ტელეფონზე, სთხოვა შეხვედრა და ასევე შეთანხმებული თანხის მიტანაც. ამის შემდეგ ჩატარდა ოპერატიული მოქმედებები.

 

2.3 მოწმე გ---------–---–---–-- ჩვენების თანახმად, 201- წლის სექტემბრის თვეში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 201- წლის 7 სექტემბერს, ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------–------- უთხრა, რომ შუახევის რაიონის ჭვანის სატყეო უბნის უფროსი ცალკეულ მოქალაქეებთან შედიოდა კორუფციულ გარიგებებში და მათ ქრთამის სანაცვლოდ უმზადებდა სამასალე მერქანს. აღნიშნულის გადამოწმების მიზნით, იმავე დღეს შეხვდნენ მ--–---------–-----ს შუახევის ტერიტორიაზე. მათ მოილაპარაკეს, რომ მ--–---------–----- თავის სანდო ხალხს დაამზადებინებდა მერქანს, დაახერხინებდა და თავისი ავტორიტეტის გამოყენებით მოახდენდა ბათუმამდე მის ტრანსპორტირებას. თითო კუბურ მეტრზე 20 ლარის ქრთამის სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო ყველაფერი. ეს 20 ლარი არ შედიოდა მასალის მოპოვების, დამუშავებისა და ტრანსპორტირების ხარჯებში. პირველად უნდა მიწოდებულიყო 30 კუბური მეტრი, ხოლო ყოველ კუბურ მეტრზე 20 ლარი ქრთამი კი მთლიანობაში შეადგენდა 600 ლარს. 9 სექტემბერს დაიწყო გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, რამდენიმე საათში მ--–---------–----- დაუკავშირდა ტელეფონით გ------–------- და მოთხოვა შეხვედრა ბათუმის ტერიტორიაზე, რა დროსაც მოხდა აღჭურვა ფარული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობით და ჩატარდა ოპერატიული ღონისძიება. მ--–---------–-----მ ამ შეხვედრისას უთხრა, რომ ყველაფერი მოგვარებული იყო და კვირის ბოლომდე მოხდებოდა მასალის მოწოდება. მ--–---------–-----ს შეთანხმების მიხედვით, მიაწოდა 600 ლარი, რაზეც მან უთხრა, რომ 500 ლარი საკმარისი იყო და 100 თავისთვის დაეტოვებინა. აღნიშნული 500 ლარი ამოღებულ იქნა მა-–---------–------ პირადი ჩხრეკის დროს.

 

2.4 მოწმე ფ----------------- ჩვენების თანახმად, დიდი ხანია იცნობს გ------–-------, რომელიც მის უბანში პოლიციელად მუშაობდა. გ------–------ ტელეფონით 2-3-ჯერ დაუკავშირდა და სთხოვა მასთან შეხვედრა. გ----- უთხრა, რომ ჰყავდა ახლობელი, რომელსაც სურდა ხე-ტყის მასალის შეძენა და ვინაიდან ზემო აჭარიდან იყო შეიძლება სცოდნოდა ვინმეს ხომ არ ქონდა გასაყიდი ასეთი მასალა. შუახევში ცხოვრობდა მისი ძმა. მან მიასწავლა მ--–---------–-----, რომელიც შუახევის სატყეოში მუშაობდა. გ------–------- და მა-–---------–------ შეხვედრა შედგა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე. მ--–------ უთხრა, რომ ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული მასალა გასაყიდი და მხოლოდ ამ მასალის გაყიდვა შეეძლო. სხვა რაიმე მასალის შოვნა მას არც შეეძლო, რადგან ამას საბუთები სჭირდებოდა და ის საბუთის გარეშე ვერანაირ უკანონო მასალას ვერ გაყიდდა. მეორე შეხვედრა შედგა შუახევის ტერიტორიაზე, სადაც გ---------------------------–------ გარდა იმყოფებოდა კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც გ----- მათ მყიდველად წარუდგინა. ეს პირი სთავაზობდა მ--–---------–-----ს, რომ თავისი ტექნიკით და ხალხით შესულიყო ტყეში და დაემზადებინა მასალა, რაზეც მ--–------ მტკიცე უარი განუცხადა. მ--–------ უთხრა, რომ ტყეში როგორ შეუშვებდა როცა თვითონ იყო საჯარო მოხელე და ტყის მცველად მუშაობდა. მას მხოლოდ მის კანონიერ საკუთრებაში არსებული საბუთიანი ხე-ტყის მასალის მიყიდვა შეეძლო. თუ სხვა ვინმეს ექნებოდა საბუთიანი მასალა, მოიკითხავდა და იმის ყიდვა თუ მოხერხდებოდა. მ--–----- მათ არანაირ უკანონო მასალის შეძენას არ დაპირებია. მ--–---------–-----ს მათ შესთავაზეს, რომ თუ გაგვიკეთებ მასალის შეძენას ზედმეტ თანხას გადაგიხდითო. ამის შემდეგ დალიეს თითო კათხა ლუდი შუახევის ცენტრში და დაშორდნენ ერთმანეთს. მეორე დღეს დაუკავშირდა გ------–------- და უთხრა, რომ მის ახლობელს ქონდა მასალა გასაყიდი ბათუმში და თუ სურდათ მისი შეძენა. 1 საათში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, თუმცა გ----- ტელეფონი გაუთიშა და აღარ უპასუხა. ამ საუბრიდან რამდენიმე საათში გაიგო, რომ მ--–----- დააკავეს ქრთამის აღების ბრალდებით. ამ გარიგებაში იმიტომ ჩაერია, რომ გ----- მას უთხრა, რომ გარკვეულ სარგებელს მათთან ერთად ისიც ნახავდა. მ--–---------–-----სთან გ------–------ მან დააკავშირა და მათ შეხვედრებს თავადაც ესწრებოდა. ამ შეხვედრების დროს არ ყოფილა საუბარი რაიმე უკანონო გარიგების დადებაზე ქრთამის სანაცვლოდ.

 

2.5 მოწმე თ---------------- ჩვენების თანახმად, საკუთრებაში აქვს ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქრო და ახორციელებს მასალის დამუშავებასა და ტრანსპორტირებას. საამქრო რეგისტრირებულია. ყოველთვიურად ავსებს დეკლარაციას, სადაც უთითებს შესრულებული სამუშაოების დეტალებს და ამის მიხედვით იხდის გადასახადს. 201- წლის სექტემბრის დასაწყისში, ტელეფონით დაუკავშირდა მ--–---------–----- და უთხრა, რომ სჭირდებოდა დახმარება ხე-ტყის მასალის დახერხვაში, შემდეგ კი დამუშავებული მასალა მისი ძმის კუთვნილი მანქანით უნდა ჩაეტანათ ბათუმში. საიდან უნდა მოეტანა მ--–---------–-----ს ზემოაღნიშნული მასალა, მისთვის უცნობია, ვინაიდან ამ თემაზე კონკრეტული დეტალების შეთანხმება ვერ მოასწრეს. სამუშაოს შესრულებამდე მ--–---------–-----სთან უნდა გაერკვია კონკრეტული დეტალები. ამიტომ უნდა შეხვედროდა მას, მაგრამ შეხვედრის დღეს მ--–----- დააკავეს და ეს შეხვედრა არ შედგა.

 

2.6. მოწე ნ------------------- ჩვენების თანახმად, 201- წლის სექტემბრის დასაწყისში ტელეფონით დაუკავშირდა მ--–---------–----- და უთხრა, რომ იყო პიროვნება, რომელსაც სურდა ხე-ტყის მასალის შეძენა და თუ ქონდა მას ასეთი მასალა. მ--–---------–-----ს უთხრა, რომ ხე-ტყის რეალიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით ახალი რეგულაციები იქნა მიღებული, ამიტომ მას არ შეეძლო არანაირი მასალის მოპოვება. თუ ვინმე მიუტანდა საბუთიან მასალას, დაუმუშავებდა და მიაწვდიდა. მ--–---------–-----სთან სხვა საუბარი არ ქონია და არანაირ მასალის მოპოვებასა თუ დამუშავებაზე მას არ შეთანხმებია.

 

2.7 ბრალდებულ მა-–---------–------ ჩვენების თანახმად, მას დაუკავშირდა ტელეფონით ფ---------------- და სთხოვა მასალის შეძენაში დახმარება. ბათუმში შეხვდა ფ----------------- და გ------–-------, რომელსაც მანამდე არ იცნობდა. გ------–------- სთხოვა დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალის შეძენაში დახმარება, რაზეც კატეგორიული უარი განუცხადა, რადგან გამკაცრებული კონტროლი იყო ხე-ტყის ჭრასა და ტრანსპორტირებაზე. ამის შემდეგ დაუკავშირდა ქ------------ რომლებსაც სოფელში კანონიერად გაფორმებული სახერხი აქვთ და ახდენენ დამზადებული მასალის ტრანსპორტირებას. მას თავადაც ქონდა კანონიერად 10 კუბური მეტრი ხის მასალა, რომლის გაყიდვაც გადაწყვიტა და პლიუს დაჰპირდა 20 კუბური მეტრი საბუთიანი მასალის მოძიებას. საბუთიან, კანონიერ მასალაში ბრალდებულის განმარტებით იგულისხმება სოციალური ჭრებისთვის განკუთვნილი მასალა, რაზეც ადგილობრივ მაცხოვრებლებზე გაიცემა საბუთები.

 

2.8 სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ვიდეოჩანაწერი, სადაც მა-–---------–------ა (N2) და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების საუბარი და ფულადი თანხის გადაცემა არის ასახული (საუბარი მიმდინარეობს ქუჩის ხმაურის ფონზე) 1 - ხო მშვიდობა გაქ ტო? 2 - მშვიდობა, სამსახურზე ვიყავი. 3 - რავა ხარ აბა? 1- რა ქენი? 2- დავასველე. 1- კარგია. 2 - ხვალ ავდივარ სოფელში და იქიდან. 1 - ნახე ბიჭები, შენები? 2 - კი. 1- პრობლემა არ გექნება? 2 -პრობლემა არ გექნება კი არა პირიქით. 1- მე კაროჩე შენი ავტორიტეტის იმედი მაქვს და როდიდან დაიწყებ იმას? 2- ამ კვირაში ეგება პირველი ორი რეისი შემოიტანონ, ერთი-ორი რეისი. 1- მაშინ როგორც შევთანხმდით. 2- მე ჯერ რათ მინდა? 1 - რავი, როგორც გინდა რა ისა. 2 - რაა, ანდა იყოს. 1 - ერთი, ორი, სამი. 2 - ბევრი არ მინდა. 1- აგერ ერთი, ორი, სამი, ოთხი. 2- ხუთი დატიე თუ გინდა. 1 - ხუთი? ა ძმა. 2- ო, არ დაჭირდება მეტი. 1 - რავი, როგორც შენ გინდა. კაროჩე შენი ავტორიტეტის იმედი მაქ, პრობლემა არ მექმნება, შეფერხება მექნება? 2 - არ გექნება. 1- არც იმაზე. 2-საწყისიდან, ოციდან დავიწყებთ, ეხლა მომისმინე ერთი, სკოლას ოთხმოცდაათს გადაუხდი? ისინი ათ-ათ მანეთს მე მაძლევენ. 1- ხო. ა შენ კიდე იმათთან წილში ხარ, ნუ ეგ ჩემი საქმე არ არი. 2- ხო, ორას ოთხმოცდაათს მიცემ სამ მეტრიანებს. 1- ხო. 2- ორას ორმოცდაათს მიცემ ხუთ მეტრიანებს. 1- ორას ორმოცდაათს? 2- სამას ორმოცდაათს. 1- სამას ორმოცდაათს. 2- და ორას ოთხმოცს მიცემ იმას, იქ ათი შენი იქნება, თუ შენ და დავაკლებიე ოცი ლარი.

1 - ხო. 2 - იქედან ოთხმოცდაათი ჩათვალე გასწორდება ჩვენ ურთიერთობაში. 1- ხო. ხო. 1- კი ბატონო. შენ მომისმინე ჩვენ იმას. 3 - ყველა კვირის ბოლოს ხომ იქნება? 1 - ურეკავ შენ იმას, სანამ მომიტან ფულის მიცემამდე, რომ მითხარი დამირეკეო? 2- როგორ? 1 - რო მომიტანენ ფულის 3 - ყველა კვირის ბოლოს...

 

2.9 ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მა-–---------–------ პირადი ჩხრეკის შედეგად, პერანგის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა 500 ლარი - 5 ცალი 100 ლარიანი კუპიურის სახით.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღებაში ან მოთხოვნაში, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღებაში თავისი ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრვი მფარველობა.

 

ამდენად, ქრთამის საფუძველზე შესასრულებელი მოქმედებები შეიძლება რამდენიმე სახის იყოს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ქრთამის აღებით შეიძლება შესრულდეს როგორც კანონიერი, ისე უკანონო მოქმედება. პირველ შემთხვევაში მოხელე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც კანონიერ ხასიათს ატარებს და მის სამუშაო ფუნქციაში შედის, ხოლო მეორე შემთხვევაში, მოხელე ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ახორციელებს ქმედებას, რომელიც კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ სრულდება.

 

3.2 საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და დაცვის მხარესაც არ გაუხდია სადავოდ ის ფაქტი, რომ 201- წლის 9 სექტემბერს, ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელმა მ--–---------–-----ს ნამდვილად გადასცა თანხა - 500 ლარი, მაგრამ იმავე მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ეს თანხა მ--–---------–-----მ მიიღო ქრთამის სახით.

 

მოწმე გ------–------- ჩვენების თანახმად, მ--–---------–-----მ დაურეკა ტელეფონზე და სთხოვა შეხვედრა და შეთანხმებული თანხის მიტანაც. მოწმის ეს განცხადება ეწინააღმდეგება ფარულ ვიდეო ჩანაწერს, სადაც თანხის მიწოდების მომენტში მიმდინარეობს შემდეგი საუბარი: - მაშინ როგორც შევთანხმდით. - მე ჯერ რათ მინდა? - რავი, როგორც გინდა რა ისა. - რაა, ანდა იყოს. - ერთი, ორი, სამი. - ბევრი არ მინდა. - აგერ ერთი, ორი, სამი, ოთხი. - ხუთი დატიე თუ გინდა. - ხუთი? ა ძმა.

 

ამ შემთხვევაში, მა-–---------–------ათვის ფულის გადაცემა აშკარად მოულოდნელი იყო.

 

მა-–---------–------ მიერ ქრთამის მოთხოვნისა და მიღების თაობაზე მიუთითებენ მხოლოდ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ჩვენებები, რაც წინააღმდეგობაში მოდის მოწმე ფ----------------- ჩვენებასთან, რომელმაც უშუალოდ დააკავშირა მ--–---------–----- მათთან და ესწრებოდა მათ შორის გამართულ საუბრებს.

 

სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული შეუსაბამობები აჩენს ეჭვებს იმის თაობაზე, თუ რამდენად შეესაბამება საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ჩვენებებში აღწერილი ვითარება რეალურ სურათს, ხოლო ეჭვი კი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - in dubio pro reo - ს თანახმად, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას მა-–---------–------ დამნაშავედ ცნობის თაობაზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ჩვენებები არაა შევსებული სხვა ისეთი ნეიტრალური, ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებით, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ეცნო მ--–---------–----- წარდგენილ ბრალდებაში.

 

3.3 სასამართლო განმარტავს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 333-ე მუხლით კრიმინალიზებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, მისთვის ნორმატიული აქტით მინიჭებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლების გადამეტებას. მოხელის უფლებამოსილების დადგენა ხორციელდება დებულების, წესდების, ბრძანების ან სხვა ნორმატიული აქტის საფუძველზე. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა - ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებები, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს დარღვევის არსებითობა, რომელიც არ არის ერთმნიშვნელოვანი, წინასწარ ჩამოყალიბებული ან კანონმდებლობით განსაზღვრული და დამოკიდებულია კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

3.4 სასამართლოს მტკიცებულებების შეფასების შედეგად, დადგენილად მიაჩნია, რომ მ--–---------–-----მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დანაშაული - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: მ--–---------–----- დანიშნული იყო აჭარის სატყეო სააგენტოს შუახევის სატყეო ადმინისტრაციაში ჭვანის სატყეო უფროსის თანამდებობაზე. აჭარის სატყეო სააგენტოს დაყოფილია ტერიტორიულ ადმინისტრაციებად, მათ შორის, არის შუახევის ადმინისტრაცია, რომელშიც შედის ჭვანის სატყეო. თითოეული სატყეო ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია „აჭარის სატყეო სააგენტოს დებულების“ დანართი №2-ით. მ--–---------–-----ს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში შეეძლო ეკონტროლებინა ხე-ტყის ჭრა და ამ მიზნისათვის განკუთვნილი საბუთების კანონიერების შემოწმება. მან გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და შეუთანხმდა გ------–-----------------------–---–---–-- რომ მოახდენდა სოციალური ჭრებისათვის მოსახლეობაზე გაცემული საბუთიანი ხე-ტყის მასალის მოძიებას და მისსავე სამოქმედო ტერიტორიაზე (ჭვანის სატყეო) დაახლოებით 30 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალის დამზადებას, რაშიც დამზადებული მასალის საფასურთან ერთად, მოსახლეობაში ხე-ტყის მასალის მოძიებისათვის, დამატებით მიიღებდა 20 ლარს თითო კუბურ მეტრზე.

 

ამდენად, ჭვანის სატყეოს უფროსის, მა-–---------–------ ქმედება (სოციალური ჭრებისათვის მოსახლეობაზე გაცემული საბუთიანი ხე-ტყის მასალის მოძიება, მისსავე სამოქმედო ტერიტორიაზე (ჭვანის სატყეო) დაახლოებით 30 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალის დამზადება და დამზადებული მასალის საფასურთან ერთად, მოსახლეობაში ხე-ტყის მასალის მოძიებისათვის, დამატებით 20 ლარის მიიღება თითო კუბურ მეტრზე) აშკარად სცილდება სატყეოს უფროსის უფლებამოსილებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მა-–---------–------ათვის გადაცემული 500 ლარი იყო არა ქრთამი, არამედ მასთან დადებული გარიგების ღირებულების ნაწილი (მოსახლეობაში საბუთიანი ხე-ტყის მასალის მოძიების სანაცვლოდ მიღებული დამატებითი ფულადი ანაზღაურება).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოხელისათვის შეუფერებელი აღნიშნული საქციელით მ--–---------–-----მ შელახა საჯარო მოხელის პრესტიჟი და ავტორიტეტი, რითიც არსებითად დააზიანა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

4.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

4.2 მა-–---------–------ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებელს (არ არის ნასამართლევი) და თვლის, რომ მ--–---------–-----ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის 333-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მა-–---------–------ ქმედება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

2. მ--–---------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მ--–---------–-----ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. მ--–---------–-----ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის განჩინებით, მა-–---------–------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის განჩინებით დაყადაღებულ ლ-----–----–---------------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების, მდებარე: ხ--–----------------------------–--–-----–----------------–---------------------------------------–----------------------- საკადასტრო კოდი N2-.2-.0--0--- – 1- 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი