განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160100118002263839
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/12-18 27 თებერვალი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N024161217001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: ნათია მიქელაძე, დიანა ქოჩორაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნინო პაპაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ზურაბ დალაქიშვილი
ბრალდებული: ა-------------------
მამის სახელი: ისმაილ
დაბადებული: 0----------–--–-
პირადი ნომერი: 1----------
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლეობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ-------------------------–-----------–--
თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, დმანისის რაიონის სოფელ იაღუფლოს ცენტრში ნ----- ო-------ზე განაწყენებულმა ა--------- გ-------მა ჯერ თავი ჩაარტყა, ხოლო შემდეგ კი სამჯერ მუშტი დაარტყა სახეში ნ----- ო-------ს, რითაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2017 წლის 18 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №007391517 დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვის მონაცემებით (17.12.2017წ) ნ----- ო-------ს აღენიშნება: ზედა ყბაზე მარცხნივ პირველი კბილის ამოვარდნილობა მიმდებარედ სისხლჩაქცევით, მარჯვნივ პირველი კბილის მორყევა მიმდებარედ სისხლჩაქცევით; ზედა და ქვედა ტუჩის ლორწოვანზე სისხლჩაქცევები, მარცხნივ ქვედა ტუჩის ლორწოვანზე ნასკდომი; ცხვირზე მარცხნივ ნაჭდევი. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით 2017 წლის 16 დეკემბრის ამოღების ოქმით, 2017 წლის 16 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 17 დეკემბრის ამოღების ოქმით, მოწმეების: ხაგანი სელიმოვის, რაგიფ კოჯაევის, რაგიფ სამედოვის და რამილ კოჯაევის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ აღნიშნული დაზიანებები ნ----- ო-------ს მიაყენა ა--------- გ-------მა.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ა--------- გ-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ა-------------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ნ----------------ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეების: მოწმეების: ხაგანი სელიმოვის, რაგიფ კოჯაევის, რაგიფ სამედოვის და რამილ კოჯაევის გამოკითხვის ოქმები, 2017 წლის 18 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №007391517 დასკვნა, 2017 წლის 16 დეკემბრის ამოღების ოქმი, 2017 წლის 16 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და 2017 წლის 17 დეკემბრის ამოღების ოქმი.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ა-------------------ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 . სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ა-------------------ს მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა--------- გ-------მა ნ----------------ს მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ა-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას (ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან). სასამართლომ ასევე გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი, მის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება.
5.4. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიაჩნია, რომ ა--------- გ-------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
5.5. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი(2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცი) სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოებს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე) ა------------------- წარსულში არ არის ნასამართლევი, შესაბამისად არ არსებობს საფუძველი მის მიმართ სასჯელის დამძიმებისა. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ა--------- გ-------ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ მისი ოჯახი არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მიიჩნევს, რომ ჯარიმა 600(ექვსასი) ლარის ოდენობით სრულად უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების საკითხი:
6.1. საქმეზე ნივთმტკიცების სახით დართულია ნ----------------ს და ა-------------------ს ტანისამოსი, ასევე სისხლის ნიმუში და სისხლისმაგვარი ლაქები. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არ აქვს, იგი ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. შესაბამისად, ნ----- ო-------ს და ა--------- გ-------ს უნდა დაუბრუნდეთ მათი კუთვნილი ტანისამოსი, ხოლო სისხლის ნიმუში და სისხლისმაგვარი ლაქები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 600(ექვსასი) ლარის ოდენობით.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ა-------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
სისხლის ნიმუში, სისხლისმაგვარი ლაქები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნ----------------ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს - ნ----- ო-------ს.
ა-------------------ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს - ა--------- გ-------ს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე