გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.03.2018
საქმის ნომერი
120310117001971204
კატეგორია
დავის ტიპი
უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა–არარსებობის დადგენის შესახებ
თარიღი
14.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1-0-10-1700-971-04 -3/096-17წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

0- მარტი, 20-8 წელი ქ.ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

მოსარჩელე - ს----–--------–----------------

წარმომადგენელი - ბ----------–-–---–-

 

მოპასუხე - შპს ,----------–------

მოპასუხე - შპს ,---------–-----

მოპასუხე - მ--------------–---–-

მოპასუხე - ნ-----------------–---–-

მოპასუხე - ვი-----–--------–---

წარმომადგენელი - ც------------------

 

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1. შპ------------–------------------------–-------------–----------------------------------------–---–------------------------------------------–---–-----------------------------------–--------–------------------------ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შპს ,----------–------ -ს (-------------- რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2----–-–------------–-------- დამფუძნებლები არიან მ--------------–---–- (ს/ნ 4----------- 80 %-იანი წილი და ვ------–-------–--------------------- 20%-იანი წილი, საწარმოს იურიდიული მისამართი არის ქ. ა---––---- თ------–---–-ს ქ----, ხოლო საქმიანობის სახე იყო განრიგს დაქვემდებარებულ სხვა სახის ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა.

 

შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 20-7 წლის 25 მაისის მდგომარეობით შპს ,----------–-------ს (-------------- აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 145649.76 ლარს.

 

შპს ,----------–-----’’ (-------------- მიმართ საგადასახადოდავალიანება წარმოშობილია 20-3 წლის 02 დეკემბრის აუდიტის დეპარტამენტის N----- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სრული აუდიტორული შემოწმების შედეგად.

 

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს ,----------–-------ს (ს/ნ 2--------) ქონებაზე 20-4 წლის 16 სექტემბრიდან N0------- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

20-5 წლის 07 მაისს შპს ,----------–-------ს (-------------- მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0-------რძანება.

 

2006 წლის 17 მარტს დაფუძნდა შპს ,---------–------ს (-------------) საქმიანობის სახე იყო განრიგს დაქვემდებარებულ სხვა სახის ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, ხოლო იურიდიული მისამართი არის ქ.ა---––---- თ------–---–--------

 

შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 20-7 წლის 25 მაისის მდგომარეობით შპს ,---------–------ს (-------------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 3800-.55 ლარს.

 

ინფორმაცია მა--------------–---–-----------–--------–-------------------------------------------–---–-------------------5) საკუთრებაში არსებული ქონებების და საბანკო ანგარიშების შესახებ.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მ--------------–---–-ა, ვი-----–--------–---მ, შპს ,,ტრ-----–-------------–--------------–----’’ სარჩელი არ ცნეს და ითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.შპს ,----------–-------ს (-------------- რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2007 წლის 09 ივლისიდან, დამფუძნებლები არიან მ--------------–---–- (ს/ნ 4----------- 80 %-იანი წილი და ვ------–-------–--------------------- 20%-იანი წილი, საწარმოს იურიდიული მისამართი არის ქ.ა---––---- თ------–---–-ს ქ----, ხოლო საქმიანობის სახე იყო განრიგს დაქვემდებარებულ სხვა სახის ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა. დირექტორი არის მ--------------–---–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ტ.I.სფ.3-6).

-შესაგებელი (ტ.I.სფ.--8).

- ამონაწერები მეწარმეთა რეესტრიდან (ტ.II.სფ. (სფ.55).

 

3.1.2. შ--------–------------------ ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 20-7 წლის 25 მაისის მდგომარეობით შპს ,----------–-------ს (-------------- აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 145649.76 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ტ.I.სფ.3-6).

-შესაგებელი (ტ.I.სფ.--8-139).

- შედარების აქტი(ტ.II.სფ. სფ.6).

 

3.1.3. შპს ,----------–-----’’ (-------------- მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 20-3 წლის 02 დეკემბრის აუდიტის დეპარტამენტის N----- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სრული აუდიტორული შემოწმების შედეგად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ტ.I.სფ.3-6).

-შესაგებელი (ტ.I.სფ.--8).

-20-3 წლის 02 დეკემბრის აუდიტის დეპარტამენტის N----- ბრძანება და აუდიტორული შემოწმების მასალები (ტ.II.სფ. სფ.15-51).

 

3.1.4.საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს ,----------–-------ს (ს/ნ 2--------) ქონებაზე 20-4 წლის 16 სექტემბრიდან N0------- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, 20-5 წლის 07 მაისს შპს ,----------–-------ს (-------------- მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0-------რძანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ტ.I.სფ.3-6).

-შესაგებელი (ტ.I.სფ.--8).

- შეტყობიება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის შესახებ(ტ.II.სფ. სფ7).

-შ--------–----------------ს ბრძანება N------ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (ტ.II.სფ. სფ.9).

 

3.1.5. 2006 წლის 17 მარტს დაფუძნდა შპს ,---------–------ს (-------------) საქმიანობის სახე იყო განრიგს დაქვემდებარებულ სხვა სახის ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, ხოლო იურიდიული მისამართი არის ქ.ა---––---- თ------–---–--------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ტ.I.სფ.3-6).

-შესაგებელი (ტ.I.სფ.--8-139).

- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან (II.სფ. სფ.6).

 

3.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვით დადგენილია, რომ შპს. ,---------–-------- (2009 წლის მაისიდან) საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის და არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და ან/სოლიდარული საზოგადოების პარტნიორად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ტ.I.სფ.3-6).

-შესაგებელი (ტ.I.სფ.--8-139).

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვა(ტ.II.სფ. სფ.11-1-).

 

3.1.7. უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო მონაცემებია ა---––------------------------–-----------------–----------------------------------––------------–-----–---- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი) 1981.00კვმ. შენობა-ნაგებობა: ობიექტი 1, საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს მ--------------–---–-ს საკუთრებას, უფლების დამდგენი დოკუმენტია ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმების თარიღი 10/0-/20-2წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ტ.II.სფ. სფ.58).

 

3.1.8. უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო მონაცემებია ა---––------------------------–-----------------–----------------------------------––------------–-----–---- მდინარე ფ--–------ სანაპიროზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი) 146-.00კვმ. ნაკვეთის წინა ნომერი: 6-.0-.--.0-- წარმოადგენს მ--------------–---–-ს საკუთრებას, უფლების დამდგენი დოკუმენტია ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმების თარიღი 1---------–-

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ტ.II.სფ. სფ.59).

 

3.1.9. უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო მონაცემებია ბ----------------------------------------------–---------------------------------------------------, საზაფხულო საძოვარი, რკინის ჯვარი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საძოვარი)წარმოადგენს მ--------------–---–-ს და სხვა პირთა თანასაკუთრებას, უფლების დამდგენი დოკუმენტია ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმების თარიღი 20----- წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ტ.II.სფ. სფ.66-68).

 

3.1.10. უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო მონაცემებია ა---––------------------------–-----------------–----------------------------------––------------–-----–---- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკარმიდამო) 452.00კვმ. ნაკვეთის წინა ნომერი: 6--------0--- შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი 1 (ბოსელი) წარმოადგენს მ--------------–---–-ს საკუთრებას, უფლების დამდგენი დოკუმენტია ჩუქების ხელშეკრულება დამოწმების თარიღი 04/0-/20-5წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ტ.II.სფ. სფ.68).

 

3.1.11. უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო მონაცემებია ა---––------------------------–-----------------–----------------------------------––------------–-----–---- ,,----ს ბ-----ში”, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 7000.00კვმ. ნაკვეთის წინა ნომერი: 6-.0---------- წარმოადგენს მ--------------–---–-ს საკუთრებას, უფლების დამდგენი დოკუმენტია ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 0---------წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ტ.II.სფ. სფ.69);

 

3.1.1-. უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო მონაცემებია ას------------------------------------------------–----------------------------------------------–---–-----------სოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი)მიწის ნაკვეთი 1640.00კვმ. ნაკვეთის წინა ნომერი: 6-.0--------- შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტის 1. (საცხოვრებელი სახლი) საერთო ფართობი-68.80კვმ. წარმოადგენს ვ------–-------–---- საკუთრებას საკუთრებას, უფლების დამდგენი დოკუმენტია ცნობა 87 და 87ა დამოწმების თარიღი 21/0-/2007. ,------------------–--------------–---------------------------–---------------------- არქივი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ტ.II.სფ. სფ.79)

 

3.1.--. უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო მონაცემებია ადიგენი 6------------------------------------------–--------------------------------------------------------- მიმდებარე, ტერიტორია, დასავლეთის ხ----------------- არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 100.00კვმ. ნაკვეთის წინა ნომერი: 6-.0-.0-.0--- შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტის 1. (ავტოსადგური) წარმოადგენს ვ------–-------–---- საკუთრებას საკუთრებას, უფლების დამდგენი დოკუმენტია ჩუქების ხელშეკრულება დამოწმების თარიღი 0----------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ტ.II.სფ. სფ.80).

 

3.1.14. უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო მონაცემებია ა------ 6----------------------------------------------–------------------------------------------------- სახელმწიფო მარაგის მიწები. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთი 9970-3კვმ. ნაკვეთის წინა ნომერი: 6-.--. 0-.0--; წარმოადგენს ვ------–-------–---- საკუთრებას საკუთრებას, უფლების დამდგენი დოკუმენტია მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი 1--- დამოწმების თარიღი: 2---------. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტეროტორიული ორგანო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ტ.II.სფ. სფ.82).

 

3.1.15. უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო მონაცემებია ა------ 6----------------------------------------------–-------------------------------------------------------–-–-----------------–------,ბ------------. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საძოვარი)მიწის ნაკვეთი 1000000კვმ. ნაკვეთის წინა ნომერი:6-.--. 0-.0---; წარმოადგენს ვ------–-------–---- საკუთრებას საკუთრებას, უფლების დამდგენი დოკუმენტია: მიწის ნაკვეთის გასხვისების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 25/0-/20-1; შეთანხმება მიწის ნაკვეთის გასხვისების ხელშეკრულებაში დამატების შესახებ, დამოწმების თარიღი25/02/20-1;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ტ.II.სფ. სფ.83).

 

3.1.1-- უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო მონაცემებია ნი---–------------------------------–--------------------–------------------- მდებარე ქალაქი ნ----–------- ტ----------------“, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 100.00კვმ. ნაკვეთის წინა ნომერი:6-.0-.0-.0--- შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტის 1. (ავტოსადგური), ½ წილი წარმოადგენს ვ------–-------–---- საკუთრებას, უფლების დამდგენი დოკუმენტებია: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 09/0-/20-2. პრივატიზაციის ხ--––-------–------ დამოწმების თარიღი 15/11/1999, საკუთრების უფლების მოწმობა, დამოწმების თარიღი 1----------–---------- დამოწმების თარიღი 2---------; მიღება_ჩაბარების აქტი, დამოწმების თარიღი 1----------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ტ.II.სფ. სფ.84).

 

3.1.17.უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო მონაცემებია ა-------------------------------------------–---------------------------------------------------------–--------- ,,ბ-----ი“. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი)მიწის ნაკვეთი 1504.00კვმ. ნაკვეთის წინა ნომერი: 6-.1--0-.0--- 1/2 წილი წარმოადგენს ვ------–-------–---- საკუთრებას, უფლების დამდგენი დოკუმენტია: სამკვიდრო მოწმობა, დამოწმების თარიღი 2---------- ბრძანება 3-- დამოწმების თარიღი 13--------- ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სანოტარო აქტი უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, დამოწმების თარიღი:1----------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ტ.II.სფ. სფ.86).

 

3.1.1-. მ--------------–---–- არის ნ------რ მა-----–---–-ს შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ტ.I.სფ.3-6).

-შესაგებელი (ტ.I.სფ.--8).

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 16-ე მუხლის თანახმად ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 3- -ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად

შრომა თავისუფალია. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი და გადასახადებისაგან განთავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გადასახადის სახეებია საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.

 

საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების მოვალეობაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის ,,ბ ქვეპუნქტის თანახმად აღრიცხვაზე უნდა დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში ან დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის უმთავრეს ფუნქციას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, თუ არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენებას, რათა აღსრულდეს კანონით დადგენილი ვალდებულება. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში შ--------–---------------- სარჩელით ითხოვს, შპს, ,---------–----- (--------------, შ-------------–---------------------------------------–---–-----------------------------------------–---–-----------------------------------–--------–----------------------- ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობას.

 

შ--------–----------------ს სარჩელის საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.

 

საქართველოს კანონით „მეწარმეთა შესახებ“ პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

 

ამავე კანონის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მეწარმე სუბიექტს წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს).

 

ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება შეიძლება დააფუძნოს ერთმა პირმა.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ სამეწარმეო საზოგადოებას ერთადერთი პარტნიორი ჰყავს, საერთო კრების უფლებამოსილებას ის ახორციელებს.

 

ამავე კანონის 9-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვს დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით.

 

მოსარჩელე შემოსავლების სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად ითხოვს, რომ შპს,----------–----- (--------------, შ-------------–---------------------------------------–---–-----------------------------------------–---–-----------------------------------–--------–----------------------- ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობას, ამდენად შპს,----------–----- (--------------, შ-------------–---------------------------------------–---–-----------------------------------------–---–-----------------------------------–--------–----------------------- ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე უნდა იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ, რათა თავი აერიდებინათ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:

ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს;

დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს;

ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს;

ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;

ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;

თ) პირები ნათესავები არიან;

ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

ამავე მუხლის 3-ე ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს;

 

დადგენილია, რომ შ--------–------------------ ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 20-7 წლის 25 მაისის მდგომარეობით შპს ,----------–-------ს (-------------- აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 145649.76 ლარს, მ--------------–---–- არის ნ------რ მა-----–---–-ს შვილი, შპს ,----------–------ -ს (-------------- რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2----–-–------------–-------- დამფუძნებლები არიან მ--------------–---–- (ს/ნ 4----------- 80 %-იანი წილი და ვ------–-------–--------------------- 20%-იანი წილი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად სახეზეა ურთიერთდამოკიდებული პირები, მაგრამ მხოლოდ ურთიერთ დამოკიდებულ პირად არსებობა, ავტომატურად არ იწვევს ცრუმაგიერ პირად ცნობას, რადგან შ--------–----------------ს სარჩელით დავის გადაწყვეტის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სასამართლო მითითებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება, რაც უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით, რადგან პირთა ცრუმაგიერად ცნობისათვის სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ ურთიერთ დამოკიდებული პირები, არამედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები კერძოდ: პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებული უნდა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, რაც ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2006 წლის 17 მარტს დაფუძნდა შპს ,---------–------ს (-------------), ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შპს ,----------–------ -ს არათუ დავალიანება, არამედ დაფუძვნებული და რეგისტრირებული არ იყო, შესაბამისად გადასახადის გადამხდელის შპს ,----------–------ -ს მიერ ვერ იქნება აღნიშნული კომპანია გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შპს ,---------–------ს, ვ------–-------–----, ნ------რ და მ--------------–---–-ს მიერ შპს. ,----------–------ -ს რაიმე მოძრავი/ან უძრავი ქონების შეძენა, რომლის მიზანიც შეიძლება ყოფილიყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდება შპს ,----------–------ -ს მიერ, ხოლო ის გარემოება, რომ მა-------------–---–-------------–-------–---- გატანილი აქვთ დივიდენდი, ვერ გახდება მათი ცრუმაგიერად ცნობის საფუძველი, რადგან კანონმდებლობა არ კრძალავს პარტნიორთა მიერ დივიდენდის გატანას, მითუმეტეს ვალდებულების წარმოშობამდე, თუ აღნიშნულ საფუძველს თან არ ახლავს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული ცრუმაგიერად აღიარების ორივე კრიტერიუმი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, რადგან აღნიშნული გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

 

სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ურთიერთდამოკიდებულ პირების ავტომატურად ცრუმაგიერ პირებთან გაიგივება არ არის სწორი არც სამართლებრივად და არც ფაქტობრივად, რადგან ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება: თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, რადგან „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20-7 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-16-(კ-17).

 

სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს, ამდენად აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----–--------–----------------ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხეების შპს,----------–----- (--------------, შ-------------–---------------------------------------–---–-----------------------------------------–---–-----------------------------------–--------–----------------------- ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების და შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რადგან სახეზე არ არის გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რის გამოც შემოსავლების სარჩელი შპს,----------–----- (--------------, შ-------------–---------------------------------------–---–-----------------------------------------–---–-----------------------------------–--------–-----------------------ცრუმაგირად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 16 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს და უნდა მოიხსნას ამავე განჩინებით გამოყენებული ყადაღა.

 

8. სახელმწიფო ბაჟი

 

საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შ---------------------------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-1-, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ს----–--------–----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ახალციხის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 16 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა;

 

1.მ--------------–---–-ს (პ/------------2) საკუთრებაში არსებულ ქონებას:

1.1. საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას „ M-----------------------------------------

1.2. საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას „------------------------------------------

1.3. ცეცხლსასროლი იარაღი A------------------------–-

1.4. ცეცხლსასროლი იარაღი C------------------------------------------------–-

1.5. ცეცხლსასროლი იარაღი I-------------------–-

1.6. ცეცხლსასროლი იარაღი H-----------------------

1.7. უძრავი ქონება ს/კ 3-.1-.3-.0---

1.8. უძრავი ქონება ს/კ 6--------0---

1.9. უძრავი ქონება ს/კ 6--------1---

1.10. უძრავი ქონება ს/კ 6------------

1.11. უძრავი ქონება ს/კ 6------------

1.1-. 28% –იანი წილი შპ---------------–------------------

1.--. 80% – იანი წილი შპს „ტ-------–---------–------ 22-------);

1.14. 25% – იანი წილი შპს „ ს--–----------------------------–------------------

1.15. საბანკო ანგარიში „ ს----------–--------- “ –ში (ს/ნ 2---------;

 

2. ვ------–--------–---ს (ს/ნ 4----------- საკუთრებაში არსებულ ქონებას:

2.1. ა/მ Z------- სახ. ნომრით: L------

2.2. ა/მ V-------- სახ. ნომრით:----------

2.3. A--------------------- სახ. ნომრით: N------

2.4. უძრავი ქონება ს/კ 6-----------

2.5. უძრავი ქონება ს/კ 6-----------

2.6. უძრავი ქონება ს/კ 6------------------

2.7. უძრავი ქონება ს/კ 6--------0--

2.8. უძრავი ქონება ს/კ 6--------0--

2.9. უძრავი ქონება ს/კ 6-.1-.3-.1--

2.10. უძრავი ქონება ს/კ 6-.1-.3-.0--

2.11.100 %-იანი წილი შპს ,,-------------------–-----------------

2.1-. 68 %-იანი წილი შპს ,, ბ-----–-–-----------------

2.-- 16 %-იანი წილი შპს ,,---------–----------------

2.14. 70 %-იანი წილი შპს ,,ა.ს---------–------–------------------

2.15. 20 %-იანი წილი შპს ,----------–-----–---------4------)

2.1--10,5 %-იანი წილი შპს ,,--------–-----------------

2.17. 52%-იანი წილი შპს ,,ა.ს.ს-------–-----------–----------------

2.1-. 25%-იანი წილი შპს ,, ჯ----------–----------------

 

3.ნ-----------------–---–-ს (ს/ნ 4----------)საკუთრებაში არსებულ ქონებას.

3.1. ა/მ------------------------- სახ.ნ--------------

3.2. ა/მ G------0- სახ.ნომ N------

3.3. ცეცხლსასროლი იარაღი A-----------------------

3.4. უძრავი ქონება ს.კ 6--------1--

3.5. უძრავი ქონება ს.კ 6--------1--

3.6. უძრავი ქონება ს.კ 6--------0--

3.7.28 %-იანი წილი შპს ,, მ-------–----------------

3.8.75 %-იანი წილი შპს ,-----------–-----------------

 

4. ს----–--------–---------------- სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლებულია.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.თბილისი რობაქიძის ქ.N7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ახალციხე მებაღიშვილის ქ.N6-) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე გია ბერაია