განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 0-0-00-18002311033
საქმე N 1-164/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16.03.20-8 წელი ქ . ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ლე-------------ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: სტ---------------ნი
მამის სახელი: სა----–ი
დაბადებული: 0-.06.1989 წელი
პირადი ნომერი: 6---------1
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ლე--------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით ( ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1710-0-18002
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1სასამართლომ დაადგინა:
20-8 წლის 0- იანვარს დაახლოებით 06:30 საათზე, ქ. ბათუმში, გო----–---–-ს ქუჩა N--ში მდებარე კარაოკე ბარ ,,ლ----------ის’’ უკანა შესასვლელი კარის მიმდებარედ ამავე ბარის დაცვის თანამშრომელს სა--------–--–---–ს მარჯვენა ბარძაყის არეში დანით მიაყენა ჭრილობა სტ---------------ნმა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სა--------–--–---–ისთვის მარჯვენა ბარძაყის არეში მიყენებული ჭრილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება,რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო
შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან
არამყარი დაკარგვა გამოიწვია
2.1 თავად ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ 20-8 წლის 0- იანვარს ქ. ბათუმში, გო----–---–-ს ქუჩა N--ში მდებარე კარაოკე ბარ ,,ლ----------ის’’ უკანა შესასვლელი კარის მიმდებარედ, ამავე ბარის დაცვის თანამშრომელს სა--------–--–---–ს, მარჯვენა ბარძაყის არეში დანით მიაყენა ჭრილობა.
2.2 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით №0--------, 05.0-.20-8წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებისა, სა--------–--–---–ი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას შპს უნიმედი აჭარა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 20-8 წლის 0- იანვარს. დიაგნოზი: მარჯვენა ბარძაყის ღია ჭრილობა, მარჯვენა მტევნის V თითის მოტეხილობა. ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის არეში განვითარებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის/საგნების/ ზემოქმედებით, ხოლო მარჯვენა მტევნის V ნების ძვლის მოტეხილობა განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და ერთიანობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
პირადი შემოწმების მონაცემებით /05.0-.18/10:00სთ/ სა--------–--–---–ს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. /20-8 წლის 0- იანვარს/.
2.3 მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. 20-8 წლის 28 თებერვლის წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.5 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეთა: ზუ----------–-------------------–---------------------–--------–-------–----------------------------------------------------------–------------------------------------------------------------–--–---–----------–---------------------------------------------------------------–--–---–----------------------ის, სტ---------------ნის ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა სტ---------------ნმა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა სტ---------------ნმა - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - სა--------–--–---–ზე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებით, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი სასჯელის სახედ დაზომად ითვალისწინებს ისჯება ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოებს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სტ---------------ნი წარსულში ნასამართლევი არ არის; ის აღიარებს და ინანიებს ინანიებს ჩადენილ ქმედებას; ითანამშრომლა გამოძებასტან; მისივე განმარტებით დაზარალებულთა შერიგებული და კარგი ურთიერთობა აქვს არა მარტო მას, არამედ ოჯახებს; დაზარლებულს რაიმე სახის პრეტენზია არა აქვს; ოჯახს აქვს საკრედიტო ვალდებულებები ; კრედიტის დაფარვის მიზნით პერიოდულად უწევს წასვლა საქართველოს ფარგლებს გარეთ - თავის ძმასთან საქმიანობის მიზნით;
გარდა პიროვნული მახასიათებლებისა სასამართლო, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას ყურადღებას აქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სტ---------------ნის მიერ ჩადენილი ქმდება ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით ამჟამად არ არის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის, ან შინა პატიმრობის გამოყენების საფუძველი; ბრალდებულის რესოციალიზაცია სავსებით შესაძლებელია ასევე სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენების პირობებშიც;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამდენად, ბრალდებულს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
სტ---------------ნის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, ჯარიმის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: ერთი ცალი DVD დისკი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს და სა--------–--–---–ისგან ამოღებული მაისური და შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში;
ნივთიერი მტკიცებულებების გაბნკარგვა უნდა მოხდეს საპროცესო კანონმდებლობით დაგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული სტ---------------ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ სტ---------------ნის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი DVD დისკი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაერთოს ამავე საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - სა--------–--–---–ისგან ამოღებული მაისური და შარვალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე