განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100118002299893
N1------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13.03.2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი მარიამ გამგებელი
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ნათია კიკალია
დაცვის მხარე
ადვოკატები - თამარ ბეჟანიშვილი, ტანია რაზმაძე
ბრალდებული - გ------ი გ------ის ძე ბ---------, დაბადებული 1--- წლის 20 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------–-----------.
კვალიფიკაცია
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით;
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ------- ბ---------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქ------–--------------–------------–ი მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, გ------- ბ---------მ დედას - მარინა პ-----------ს, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მარჯვენა მხარში ერთხელ დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც მ-----ა პ-----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გ------- ბ---------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქ------–--------------–------------–ი მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, გ------- ბ--------- დედას - მ-----ა პ-----------ს, ნაჯახის გამოყენებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც მ-----ა პ-----------ს, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გ------- ბ---------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 31 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ------–--------------–------------–ი მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, გ------- ბ--------- დედას - მ-----ა პ-----------ს, მამას - გ------ ბ---------ს და არასრულწლოვან ძმას - შ--–--ს ბ---------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და სახლის დაწვით, რის შედეგადაც მ-----ა პ-----------ს, გ------ ბ---------ს და შ--–-- ბ---------ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ გ------- ბ---------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქ------–--------------–------------–ი მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ------- ბ---------მ, არასრულწლოვანი ძმის - შ--–-- ბ--------ის თანდასწრებით, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, დედას - მ-----ა პ-----------ს ხელი ერთხელ დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც მ-----ა პ-----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო არასრულწლოვან ძმას - შ--–-- ბ---------ს თავის არეში დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც შ--–-- ბ---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის გ------- ბ--------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ------- ბ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების - შ--------------------------–---------, გ------ ბ--------ის, მ-----ა პ-----------ის, შ--–-- ბ--------ის, გ------- ბ--------ის გამოკითხვის ოქმები, ნაჯახის ამოღების ოქმი, გ------- ბ--------ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი, გ------- ბ--------ის ალკოტესტზე შემოწმების ოქმი.
გ------- ბ---------მ წარდგენილ ბრალდების ოთხივე ეპიზოდში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ------- ბ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია წარდგენილი ბრალდების ოთხივე ეპიზოდში გ------- ბ--------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც ადამიანის სხეულზე ზემოქმედებით იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას და რასაც არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რაც შეეხება მუქარას, აღნიშნული დანაშაული გამოიხატება სუბიექტის აქტიურ მოქმედებაში. ამასთან, დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს დაზარალებულის განცდა, რაც დაკავშირებულია მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშთან.
მოცემულ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ------- ბ--------ის მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.
რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. გ------- ბ---------, რომელიც ხშირად ბრუნდებოდა სახლში ნასვამ მდგომარეობაში, ოჯახის წევრებისადმი აგრესიას გამოხატავდა, აღნიშნულის მიზეზი კი მისი მეგობარი გოგონას მიმართ ოჯახის წევრების უარყოფითი დამოკიდებულება იყო.
მოწმეთა უდავო ჩვენებებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე, უტყუარად დასტურდება, რომ გ------- ბ--------ის ძალადობრივი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან (მ-----ა პ-----------მა, გ------ ბ---------მ და შ--–-- ბ---------მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი) ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------- ბ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის აღიარება და ჩადენილი დანაშაულების გულწრფელი მონანიება.
სასამართლო გ------- ბ--------ის პასუხისმგებლობის დამაძიმებელ გარემოებად მიიჩნევს დანაშაულის ჩადენას მთვრალ მდგომარეობაში.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, სიმძიმისა და ინტენსივობის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არაერთხელ ძალადობისა და მუქარის ჩადენისათვის მიზანშეწონილია გ------- ბ--------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება.
სასამართლო შეფასების გარეშე ვერ დატოვებს ბრალდებულის ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას. მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ გ------- ბ--------- ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და გაღიზიანებული ბრუნდებოდა სახლში, რასაც თან სდევდა ოჯახის წევრებთან კონფლიქტი. უთანხმოების მთავარ მიზეზს მეგობარ გოგონასთან ბრალდებულის ახლო ურთიერთობა წარმოადგენდა, რაც ოჯახის წევრებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. აღნიშნული უმნიშვნელო მიზეზით ბრალდებული ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა დედას, რამდენიმე დღეში კი ძალადობა განახორციელა როგორც მშობლების, ასევე არასრულწლოვანი ძმის მიმართ.
სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ. გ------- ბ---------მ, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა და ითხოვა პატიება. იგი სრულად დაეთანხმა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წინასასამართლო სხდომაზე ყველა მათგანი მიიჩნია უდავოდ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 4 იანვრის სანოტაროდ დამოწმებული განცხადებით დაზარალებულებმა - შ--–-- ბ---------მ, გ------ ბ---------მ და მ-----ა პ-----------მა დაადასტურეს გ------- ბ--------ის შერიგების ფაქტი და აღნიშნეს, რომ მის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნიათ. დაზარალებულებმა ითხოვეს გ------- ბ--------ის მიმართ კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათის გამოყენება.
სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ გარკვეული ვადით გ------- ბ--------ის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობას, რამდენადაც მისგან მომდინარე ახალი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რეალურია. სასამართლოს აზრით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულებისადმი მისი დამოკიდებულების, მისი ოჯახური მდგომარეობის და სხვა პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, გ------- ბ---------ს, ძალადობისა და მუქარისათვის, დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის მინიმუმი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- ბ--------ის მიმართ შერჩეული სასჯელი, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შექმნის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე. ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციონაწილი
სასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსსისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ედა 293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ------- ბ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ------- ბ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. განაჩენის გამოცხადებისთანავე, გორის რაიონული სასამართლოს მანდატურის სამსახურის მანდატურთა მიერ მსჯავრდებული გ------- ბ--------- დაპატიმრებულ იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის მიზნით უზრუნველყოფილ იქნეს მისი შესახლება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
3. მსჯავრდებულ გ------- ბ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 31 დეკემბრიდან 2018 წლის 20 თებერვლის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაპატიმრების მომენტიდან - 2018 წლის 13 მარტის 17:54 საათიდან.
4. მსჯავრდებულ გ------- ბ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. ყადაღა მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის №1------ განჩინებით ბრალდებულ გ------- ბ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ უძრავ ქონებას, კერძოდ, გავრუშ პ-----------ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ--------------------–-----------, საკადასტრო კოდი N67.01.47.200.01.0--. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება.
5. მსჯავრდებულ გ------- ბ--------ის მიმართ დაწესებული აკრძალვა იმ ადგილებთან მიახლოების შესახებ, სადაც დაზარალებულები - შ--–-- ბ---------, გ------ ბ--------- და მ-----ა პ-----------ი იმყოფებიან, გაუქმდეს.
6. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· განხორციელდეს მ-----ა პ-----------ისგან ამოღებული ნაჯახის საპროცესო კონფისკაცია, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე