განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150100117002247118
1/82-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – ეთერ მაღრაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე,დაცვის მხარე
ბრალდებული ა----------- მ-------ის ძე ა---------ი (დაბადებული 19---–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ახალქალაქის რაიონი სოფელი ო-----);
ადვოკატი: ტარიელ ბალაბანიშვილი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-1181-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ა----------- ა---------ი, რომელიც ქორწინებაში იმყოფება მ---- ა---------თან, ქორწინების პერიოდში ცემდა მის მეუღლეს მ---- ა---------ს, მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. მათ შორის:
1.1.1. 2017 წლის ივლისის თვეში, საღამოს საათებში, ა----------- ა---------მა ახალქალაქის რაიონის სოფელ ო-----ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით სცემა მისი მეუღლე მ---- ა---------ი, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.1.2. ასევე, 2017 წლის 26 ოქტომბერს, დღის საათებში, ა----------- ა---------მა ახალქალაქის რაიონის სოფელ ო-----ს საავტომობილო გზაზე გააჩერა მ---- ა---------ი, რომელმაც მისი გაუსაძლისი მდგომარეობიდან გამომდინარე დატოვა მეუღლის საცხოვრებელი სახლი და მშობლების ავტომანქანით მათთან საცხოვრებლად მიდიოდა, არასრულწლოვანი შვილებისა და ძმის თანდასწრებით, აგინა მეუღლეს მ---- ა---------ს, რის შემდეგაც ავტომანქანის ღია კარი ძლიერად მიაჯახუნა, რაც ფეხში მოხვდა მ---- ა---------ს, რომელმაც მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. ასევე, 2017 წლის 26 ოქტომბერს, დღის საათებში, ახალქალაქის რაიონის სოფელ ო-----ს საავტომობილო გზაზე მომხდარი კონფლიქტისას, ა----------- ა--------მა მის ხელთ არსებული მეტალის ნივთი დასარტყმელად მოუქნია მისი მეუღლის მამას, მ------- ბ---------ს, რომელსაც მისთვის მოქნეული ზემოაღნიშნული მეტალის ნივთი მოხვდა მარჯვენა ხელის მტევანზე და მიიღო მარჯვენა მტევნის მეხუთე თითის საფრჩხილე ფალანგის მოტეხილობა, რაც განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ფაქტების დადგენა:
2.1.1. ა----------- ა---------ი, რომელიც ქორწინებაში იმყოფება მ---- ა---------თან, ქორწინების პერიოდში ცემდა მის მეუღლეს მ---- ა---------ს, მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. მათ შორის:
- 2017 წლის ივლისის თვეში, საღამოს საათებში, ა----------- ა---------მა ახალქალაქის რაიონის სოფელ ო-----ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით სცემა მისი მეუღლე მ---- ა---------ი, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- ასევე, 2017 წლის 26 ოქტომბერს, დღის საათებში, ა----------- ა---------მა ახალქალაქის რაიონის სოფელ ო-----ს საავტომობილო გზაზე გააჩერა მ---- ა---------ი, რომელმაც მისი გაუსაძლისი მდგომარეობიდან გამომდინარე დატოვა მეუღლის საცხოვრებელი სახლი და მშობლების ავტომანქანით მათთან საცხოვრებლად მიდიოდა, არასრულწლოვანი შვილებისა და ძმის თანდასწრებით, აგინა მეუღლეს მ---- ა---------ს, რის შემდეგაც ავტომანქანის ღია კარი ძლიერად მიაჯახუნა, რაც ფეხში მოხვდა მ---- ა---------ს.
მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები; ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 02.11.2017 წ. N63/2----- წერილი, დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა.
2.1.2. ა----------- ა---------ის მიერ 2017 წლის ივლისის თვეში ჩადენილი ქმედების შედეგად მ---- ა---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ხოლო ა----------- ა---------ის მიერ 2017 წლის 26 ოქტომბერს ჩადენილი ქმედების შედეგად მ---- ა---------მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მ---- ა---------ის მიმართ.
2.1.3. ასევე, 2017 წლის 26 ოქტომბერს, დღის საათებში, ახალქალაქის რაიონის სოფელ ო-----ს საავტომობილო გზაზე მომხდარი კონფლიქტისას, ა----------- ა--------მა მის ხელთ არსებული მეტალის ნივთი დასარტყმელად მოუქნია მისი მეუღლის მამას, მ------- ბ---------ს, რომელსაც მისთვის მოქნეული ზემოაღნიშნული მეტალის ნივთი მოხვდა მარჯვენა ხელის მტევანზე.
მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები; ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება;
2.1.4. ა----------- ა---------ის მიერ 2017 წლის 26 ოქტომბერს ჩადენილი ქმედების შედეგად მ------- ბ---------მა მიიღო მარჯვენა მტევნის მეხუთე თითის საფრჩხილე ფალანგის მოტეხილობა, რაც განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს.
მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მ------- ბ---------ის მიმართ.
2.1.5. ბრალდებული ა----------- ა---------ი თავს ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ინანიებს, ითხოვა პატიებას.
2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა----------- ა---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 11-1181-ე მუხლის პირველი ნაწილით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: დაზარალებულების მ---- ა---------ის და მ------- ბ---------ის ჩვენებები, მოწმეების ო----- ბ---------ის, ა----- ბ---------ის, ჰ-------– ა---------ის, ა------- კ-----------ის, რ----–-- ი------–---ის, მ------ ბ---------ის, გ------– ჰ--------------ის, არასრულწლოვან მ------- ა---------ის ჩვენებები, ბრალდებულ ა----------- ა---------ის აღიარებითი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მ---- ა---------ის მიმართ, 02.11.2017 წლის N63/2----- მომართვის წერილი სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან, მ---- ა---------ის და ა----------- ა---------ის ქორწინების მოწმობა, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა----------- ა---------ის ბრალეულობას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა----------- ა---------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
დადგენილია, რომ ოჯახის ერთი წევრის - ა----------- ა---------ის მიერ ოჯახის სხვა წევრის - მ---- ა---------ის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, ჩადენილი მათი არასრულწლოვნის შვილების თანდასწრებით, ორ ეპიზოდით - 2017 წლის ივლისის თვეში და 2017 წლის 26 ოქტომბერს (იხ. 2.1.1.). აღნიშნულის შედეგად მ---- ა---------მა 2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდში განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო 2017 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდში მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი (იხ. 2.1.2.).
შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ ა----------- ა---------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
3.3. საქართველოს სსკ-ის 11-1181-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ?? ???????? 117-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.
დადგენილია, რომ ასევე, 2017 წლის 26 ოქტომბერს, დღის საათებში, ახალქალაქის რაიონის სოფელ ო-----ს საავტომობილო გზაზე მომხდარი კონფლიქტისას, ა----------- ა--------მა მის ხელთ არსებული მეტალის ნივთი დასარტყმელად მოუქნია მისი მეუღლის მამას, მ------- ბ---------ს, რომელსაც მისთვის მოქნეული ზემოაღნიშნული მეტალის ნივთი მოხვდა მარჯვენა ხელის მტევანზე და მიიღო მარჯვენა მტევნის მეხუთე თითის საფრჩხილე ფალანგის მოტეხილობა, რაც განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს (იხ. 2.1.3. და 2.1.4.).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს, ინანიებს და ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, არ არის ნასამართლევი, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა;
4.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ არის დადგენილი.
4.3. დაზარალებულები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ბრალდების მხარის განმარტებით დაზარალებულებმა იცოდნენ სხდომის თარიღის შესახებ და ისინი ბრალდებულთან შერიგებული არიან.
4.3.1. დაზარალებულ მ------- ბ---------ის 05.12.2017 წლის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მ------- ბ---------ი ა----------- ა---------ს შეურიგდა, მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია და საჩივარი არ გააჩნია, იგი ითხოვს, რომ ა----------- ა---------ის მიმართ გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული მსუბუქი სასჯელი (იხ. ს.ფ. 173-175).
4.3.2. დაზარალებულ მ---- ა---------ის 27.10.2017 წლის და 28.11.2017 წლის განცხადებების (ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული ნოტარიუსის მიერ) მიხედვით მ---- ა---------ს ა----------- ა---------ის მიმართ არანაირი საჩივარი და პრეტენზია არ გააჩნია, რადგან ისინი შერიგებული არიან (იხ. ს.ფ. 63; 167).
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-1181-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოს ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, თავისუფლების შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით, გარდა ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
გამომდინარე მოცემული განაჩენის მე-4 პუნქტიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაბუთებულია ბრალდებულს ა----------- ა---------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით; ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 2017 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-1181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი; ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის საფუძველზე ა----------- ა---------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდით) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა----------- ა---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი; სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელები არ არის შეკრებილი, არამედ ერთმა სასჯელმა სრულად შთანთქა დანარჩენი სასჯელები, შესაბამისად გამოსაცდელ ვადად 1 (ერთი) წლის განსაზღვრა, არ ეწინააღმდეგება კანონს (საქ. სსკ-ის 64-ე მუხლი).
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე და 59.8-ე მუხლების საფუძველზე ა----------- ა---------ს დამატებითი სასჯელი სახედ და ზომად უნდა შეეფარდოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-1181-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული დამატებითი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს რეპრესიის, პრევენციის და რესოციალიზაციის პრინციპებს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 200-ე, 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277- 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა----------- ა---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის ივლისის თვის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;
ა----------- ა---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;
ა----------- ა---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-1181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის საფუძველზე ა----------- ა---------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-1181-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდით) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა----------- ა---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის საფუძველზე ა----------- ა---------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;
2. ა----------- ა---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
3. ა----------- ა---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 13 მარტიდან; ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 2017 წლის 27 ოქტომბრიდან - 2017 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით;
4. მსჯავრდებულ ა----------- ა---------ის მიმართ დანიშნული პირობით სასჯელზე და ყოფა-ქცევაზე, ასევე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით;
5. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან