განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2018
საქმის ნომერი
150100118002308095
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 2 ბ , 126 1
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №150100118002308095

1/15-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე – არარატ ესოიან

სხდომის მდივანი – ეთერ მაღრაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე,დაცვის მხარე

ბრალდებული ს------ ლ-----ის ძე ნ---------ი (დაბადებული 19---–-–----------------–ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ახალქალაქის რაიონი სოფელი ა------);

ადვოკატი: ტარიელ ბალაბანიშვილი;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2017 წლის 20-21 დეკემბერს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ახალქალაქის რაიონის სოფელ ა------ში , ს------ ნ---------სა და მის მეუღლეს მ--------–--ეს შორის მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს------ ნ---------მა თავის არეში ხელი დაარტყა მ--------–--ეს მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რის შედეგადაც მ--------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2018 წლის 05 იანვარს, საღამოს საათებში, ახალქალაქის რაიონის სოფელ ა------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს------ ნ---------მა, მის საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე რკინის ჯამი ჩაარტყა თავში მის მეუღლეს მ--------–--ეს, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რის შედეგადაც მ--------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. ფაქტების დადგენა:

2.1.1. ს------ ნ---------ი და მ--------–--ეს მეუღლეები არიან და ცხოვრობენ ახალქალაქის რაიონის სოფელ ა------ში, ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი ლ----ი ნ---------ი;

მტკიცებულებები: მხარეთა განმარტებები; მ--------–--ის და ს------ ნ---------ის ქორწინების მოწმობა, ლ----ი ნ---------ის დაბადების მოწმობა.

2.1.2. 2017 წლის 20-21 დეკემბერს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ახალქალაქის რაიონის სოფელ ა------ში, ს------ ნ---------სა და მის მეუღლეს მ--------–--ეს შორის მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს------ ნ---------მა თავის არეში ხელი დაარტყა მ--------–--ეს მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

ასევე 2018 წლის 05 იანვარს, საღამოს საათებში, ახალქალაქის რაიონის სოფელ ა------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს------ ნ---------მა, მის საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე რკინის ჯამი ჩაარტყა თავში მის მეუღლეს მ--------–--ეს, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები; ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, ალკოტესტით შემოწმების ოქმი, ლ----ი ნ---------ის დაბადების მოწმობა.

2.1.3. აღნიშნული ძალადობის (ორივე ეპიზოდში) შედეგად მ--------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება.

2.1.4. ბრალდებული ს------ ნ---------ი თავს ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ინანიებს, ითხოვა პატიებას.

2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს------ ნ---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: მ--------–--ის, ლ----- ნ---------ის ჩვენებები, ქორწინების მოწმობა N3-----, ლ----- ნ---------ის დაბადების მოწმობა, 30.01.2015 წლის შემაკავებელი ორდერი N000646, შემთხვევის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცებები, ალკოტესტით შემოწმების ოქმი მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ს------ ნ---------ის ბრალეულობას.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.

შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------ ნ---------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

დადგენილია, რომ 2017 წლის 20-21 დეკემბერს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ახალქალაქის რაიონის სოფელ ა------ში, ს------ ნ---------სა და მის მეუღლეს მ--------–--ეს შორის მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს------ ნ---------მა თავის არეში ხელი დაარტყა მ--------–--ეს მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რის შედეგადაც მ--------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 05 იანვარს, საღამოს საათებში, ახალქალაქის რაიონის სოფელ ა------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს------ ნ---------მა, მის საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე რკინის ჯამი ჩაარტყა თავში მის მეუღლეს მ--------–--ეს, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რის შედეგადაც მ--------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ ს------ ნ---------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. ბრალდებული აღიარებს, ინანიებს და ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, არ არის ნასამართლევი, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა;

4.2. ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული ნასვამ მდგომარეობაში, რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა;

4.3. დაზარალებული სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, ბრალდების მხარის განმარტებით დაზარალებულმა იცოდა სხდომის თარიღის შესახებ. ამასთან 06.01.2018 წლის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, დაზარალებულმა ბრალდებულს აპატია ჩადენილი ქმედებები, არ სურს ოჯახის დანგრევა და ითხოვს საქმის წარმოებისას მისი პოზიციის გათვალისწინებას (იხ. ს.ფ. 49-51).

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად.

გამომდინარე მოცემული განაჩენის მე-4 პუნქტიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაბუთებულია ბრალდებულს შეეფარდოს პირველი ეპიზოდით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათით; ხოლო მეორე ეპიზოდით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

აქედან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათით უნდა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით და დანაშაულთა ერთობლიობით ს------ ნ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათით;

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს რეპრესიის, პრევენციის და რესოციალიზაციის პრინციპებს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 200-ე, 258-260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს------ ნ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (პირველი ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათით;

ს------ ნ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მეორე ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით და დანაშაულთა ერთობლიობით ს------ ნ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათით;

2. ს------ ნ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

3. ს------ ნ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 13 მარტიდან; ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 2018 წლის 05 იანვრიდან - 2018 წლის 08 იანვრის ჩათვლით;

4. მსჯავრდებულ ს------ ნ---------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით;

5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

- ერთი ცალი ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი (პაკეტის ნომერი FCI 633366) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მეპატრონეს მ--------–--ეს;

- ამოღებული რკინის ჯამი (პაკეტის ნომერი FCI 595824), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

6. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე არარატ ესოიან