გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2018
საქმის ნომერი
130210117002173321
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-801-17

(130210117002173321)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 თებერვალი, 2018 წელი ქ. ხ-–----ი

შესავალი ნაწილი

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი

სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი

მოსარჩელე - ქ------------–--–--ლი,მოსარჩელის წარმომადგენელი - ზ-----------ძე, მ-----------–--ლი.

მოპასუხე - ი-–---------ძე

მოპასუხის წარმომადგენელი -კუკური კოჟორიძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი-–---------ძეს მოსარჩელის ქ------------–--–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს 15 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე ი-–---------ძეს მოსარჩელე ქ------------–--–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 1 194.21 ლარი და იურიდიული მომსახურების საფასური - 1200 ლარი.

მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნებს ამყარებს შემდეგ გარემოებებზე: ქ------------–--–--ლმა მოპასუხე ი-–---------ძეს გადაუხადა ფულადი თანხა 15 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი. მითითებული თანხის სანაცვლოდ ი-–---------ძემ აიღო ვალდებულება თავის საკუთრებაში არსებული ბინა, რომელიც მდებარეობს ქალაქ ხ-–----ში, ბორჯომის ქუჩა N60-ში გადაეფორმებინა ქ------------–--–--ლისათვის 2017 წლის 25 ოქტომბრამდე. ი-–---------ძემ მიითვისა მოსარჩელის ფულადი თანხა და მას ბინა არ გადაუფორმა. ბინა ი-–---------ძემ გადაუფორმა "ს----------–--------ს".

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით ქ------------–--–--ლს სურდა ბინის შეძენა ქალაქ ხ-–----ში, თავისი მეგობრის ნ----–----ას დახმარებით, ნ----–----ამ 2016 წლის სექტემბერში ი-–---------ძეს მოურიგდა ბინის ფასზე და ბეს სახით გადაუხადა 3000 ამერიკული დოლარი, ნ----–----ა და ქ------------–--–--ლი სამუშაოდ იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, საიდანაც ქ------------–--–--ლი ი-–---------ძეს ბანკის მეშვეობით უგზავნიდა თანხებს, სულ გამოუგზავნა 10 000 ამერიკული დოლარი, მათ შორის 2000 დოლარი სხვა პირის სახელით, რადგან თვითონ არ ჰქონდა პასპორტი და შეზღუდული ჰქონდა ფულადი გზავნილების გაგზავნის უფლება. 2000 დოლარი 2017 წლის აგვისტოს თვეში ხელზე მისცა მისმა წარმომადგენელმა ა----------–---ძემ ი-–---------ძეს, რითაც სულ ნ----–----ას მიერ გადახდილი ბეს - 3000 დოლართან ერთად შესრულდა 15 000 ამერიკული დოლარი, კ-----ძემ დაწერა ხელწერილი, რომ 25 ოქტომბრამდე გადაუფორმებდა ბინას, მაგრამ კ-----ძემ ბინა არ გადაუფორმა, რის გამოც ითხოვს მოპასუხეზე 15 000 ამერიკული დოლარის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ი-–---------ძემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მან მიუთითა, რომ ქ------------–--–--ლის სარჩელი არის აგებული სიცრუეზე, არ შეესაბამება სინამდვილეს, არის მოგონილი და შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე ასევე უთითებს, რომ 2015 წლის 11 მარტს ბინა დატვირთული იქნა იპოთეკით სს "ს----------–--------ში" შექმნილი გართულებული საფინანსო პირობების გამო. 2016 წლის 26 სექტემბერს, დ-----------ში მცხოვრებმა ნ----–----ამ 15 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარად იყიდა მისგან (მოპასუხისგან) ბინა. ნ----–----ას ბინის საყიდლად თანხა სრულად არ ჰქონდა, იგი მიდიოდა საზღვარგარეთ სამუშაოდ და იმედი ჰქონდა, რომ გარკვეულ ვადაში გადაიხდიდა ბინის საფასურს. მან "ბეს" სახით 2016 წლის 26 სექტემბერს გადაუხადა მოპასუხეს 3 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი, შეთანხმდნენ, რომ დარჩენილ თანხას 12 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარს გადაუხდიდა სამუშაოს დაწყებიდან ერთი წლის მანძილზე. ნ----–----ა მოპასუხეს ყოველთვიურად უგზავნიდა 1000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარს ქ------------–--–--ლის სახელით 2017 წლის აგვისტოსათვის ა----------–---ძის მიერ გადაცემული 2000 დოლარის ჩათვლით მას გადახდილი ჰქონდა 12 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი ბეს ჩათვლით, გადასახდელი დარჩა 3 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი. მან სატელეფონო საუბრისას უთხრა ი-–---------ძეს, რომ დარჩენილ 3 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარს გამოუგზავნიდა 2017 წლის ოქტომბრის თვეში, ი-–---------ძისათვის დარჩენილი თანხა უნდა გადაეცა ნ----–----ას მეგობარს ქ------------–--–--ლს და ასევე უნდა შეედგინათ ხელწერილი, თითქოსდა სახლის ღირებულაბაში 15 000 ამერიკული დოლარი ი-–---------ძეს მიღებული ჰქონდა, ვინაიდან ბეს ხელშეკრულების ვადა 2017 წლის 26 სექტემბერს გადიოდა და ნ----–----ამ სთხოვა ბეს თანხა რომ არ დაკარგოდა შეედგინათ ასეთი ხელწერილი.

ი-–---------ძემ დაწერა ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი, ორჯერ 2017 წლის 16 აგვისტოს, როდესაც მიიღო ა----------–---ძისაგან ხელშეკრულების ნაწილში 2000 ამერიკული დოლარი და დაწერა, რომ მიიღო 15000 ამერიკული დოლარი და ბინას გადაუფორმებდა ა----------–---ძეს 2017 წლის 26 სექტემბრამდე, და მეორე ხელწერილი დაწერა 2017 წლის 10 ოქტომბერს, იგივე შინაარსის , რომ მიიღო სრულად 15 000 ამერიკული დოლარი და ბინას გადაუფორმებდა ქ------------–--–--ლს 2017 წლის 25 ოქტომბრამდე, ნ----–----ამ ი-–---------ძეს აღარ გადაუხადა დარჩენილი თანხა - 3 000 აშშ დოლარი. მოპასუხე განმარტავს , რომ მისი ბინა, რომ იპოთეკით იყო დატვირთული ცნობილი იყო ნ----–----ასათვის. დღეის მდგომარეობით ი-–---------ძის დავალიანება სს "ს----------–--------ის" წინაშე შეადგენს 5 000 აშშ დოლარს. იმ შემთხვევაში თუ ნ----–----ა გადაიხდის 3 000 აშშ დოლარს, თვითონ კ-----ძე დაამატებს 2 000 აშშ დოლარს ბინას დაიბრუნებს ი-–---------ძე და გადასცემს ნ----–----ას.

მანვე განმარტა, რომ წარმოდგენილი საბანკო დოკუმენტების მიხედვით დასტურდება, რომ ქ------------–--–--ლმა მას გადმოურიცხა 6000 ამერიკული დოლარი, ასევე - 2017 წლის 16 აგვისტოს ბინის ღირებულების ნაწილში მიიღო ა----------–---ძისაგან 2000 ამერიკული დოლარი, სულ ბეს ჩათვლით მიღებული აქვს 12 000 ამერიკული დოლარი.

ი-–---------ძემ უცნობი პირისგან მიიღო 2000 ამერიკული დოლარი, რომლის მიღებასაც კ-----ძე არ უარყოფს

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 12 სექტემბერს სს "ს----------–--------სა" და ი-–---------ძეს შორის გაფორმდა შეთანხმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 12 სექტემბრის შეთანხმება (ს.ფ. 15-19);

 

3.1.2 2016 წლის 26 სექტემბერს ი-–---------ძესა და ნ----–----ს შორის გაფორმდა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება 15000 ამერიკულ დოლარზე, რომელის უნდა გადახდილიყო 1 წლის ვადაში და ბეს სახით ი-–---------ძემ მიიღო 3000 ამერიკული დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2016 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხისათვის გადახდილი აქვს 15000 ამერიკული დოლარი, მოპასუხე აღიარებს ბეს ჩათვლით 12000 ამერიკული დოლარის მიღებას. (იხ. ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 341-ე, 361-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვლისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტავს, რომ ვალის აღიარება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, აბსტრაქტული (კონსტიტუციური) ან კაუზალური (დეკლარაციული). აბსტრაქტული, ანუ დამოუკიდებელი ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი საბანკო ქვითრებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-–---------ძეს მოსარჩელისაგან მიღებული აქვს 8000 ამერიკული დოლარი - უცნობი პირის გზავნილებთან ერთად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვითრების მიხედვით 10000 დოლარის გამოგზავნას, რადგანაც 2000 დოლარის გზავნილები ორჯერაა წარმოდგენილი, გაგზავნის თარიღები და გზავნილის ნომრები იდენტურია, რის გამოც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-–---------ძემ საბანკო გზავნილებით მიიღო 8000 ამერიკული დოლარი - უცნობი პირის გზავნილების ჩათვლით,( რის მიღებასაც არ უარყოფს თვით ი-–---------ძეც, თუმცა სადაოდ ხდის ქ------------–--–--ლის მიერ მის გამოგზავნის ფაქტს.)

თვით ი-–---------ძის მიერ სასამართლო სხდომაზე დადასტურებულ იქნა, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს ქ------------–--–--ლისათვის ბინის მიყიდვის ნაწილში ა----------–---ძისაგან მიიღო 2000 ამერიკული დოლარი. (იხ. ხელწერილი, ოქმი)

საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოპასუხის ნაწილობრივი აღიარებით სასამართლოს უდაოდ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ქ------------–--–--ლმა ი-–---------ძეს გადაუხადა 10 000 ამერიკული დოლარი, ხოლო ნ----–----ამ 3000 ამერიკული დოლარი.

მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ მის მიერ გადახდილი თანხა და ნ----–----ას მიერ გადახდილი ბეს თანხის მოთხოვნის უფლება მას არა აქვს.

 

3.2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებას ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება მტკიცებულებათა გამოკვლევა არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში კი იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მან სრულად გადაუხადა მოპასუხეს 15000 ამერიკული დოლარი, რადგან 2017 წლის 16 აგვისტოს ი-–---------ძის ბინა ჯერ კიდევ არ იყო ბანკზე გადაცემული და არ არსებობდა ბინის გადაფორმების დამაბრკოლებელი გარემოება, და, რომ თუ არ იყო დამატებით გადასახდელი გარკვეული თანხა - ბინის გაფორმება მყიდველზე მოხდებოდა.

ამდენად სასამართლო იზიარებს ი-–---------ძის განმარტებას, რომ მას არ ჰქონდა სრულად მიღებული სახლის ღირებულების თანხა და ელოდა თანხის სრულ გადახდას, როდესაც დაწერა ხელწერილი 2017 წლის 16 აგვისტოს და 2017 წლის 10 ოქტომბერს, თითქოს-და სრულად მიიღო 15000 ამერიკული დოლარი.

გასაზიარებელია მოპასუხის განმარტება, იმ ნაწილში, რომ ასეთი შინაარსის ხელწერილები დაწერა ნ-----–----ას თხოვნით, რომ არ დაკარგულიყო ბეს სახით გადახდილი 3000 ამერიკული დოლარი, რადგან 2017 წლის 26 სექტემბერს იწურებოდა სრული თანხის გადახდის 12 თვიანი ვადა

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს მტკიცების მაღალი სტანდარტით ევალება დაადასტუროს სადავო გარემოება.

მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა მხოლოდ მის მიერ 10000 ამერიკული დოლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებები, რის გამოც, მხოლოდ იმაზე მითითება, რომ ხელწერილის თანახმად მან ი-–---------ძეს გადაუხადა 15000 ამერიკული დოლარი - ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მოპასუხის მიერ განმარტებულ იქნა თუ რა მიზნით იქნა დაწერილი აღნიშნული შინაარსის ხელწერილები.

სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ თუ 2017 წლის 16 აგვისტოსათვის თანხა სრულად იყო გადახდილი არ არსებობდა ხელწერილის ჩამორთმევის საჭიროება და შეიძლებოდა ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ ძულიაშვილი დაკმაყოფილდა მხოლოდ ხელწერილით, მაშინ როდესაც მისთვის ცნობილი იყო ბინის გაფორმების კანონით დადგენილი წესი.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო უტყუარ მტკიცებულებად ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ ხელწერილებს 15000 ამერიკული დოლარის გადახდის თაობაზე .

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეს სრულად გადაუხადა ბინის ღირებულება. მოსარჩელე სადავო ფაქტთან დაკავშირებით და მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აქედან გამომდინარე მოპასუხე ი-–---------ძეს მოსარჩელე ქ------------–--–--ლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 150 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარის გადახდა, ხოლო ქეთვან ძულიაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდესმოპასუხის მიერ აღიარებული თანხის 80000 ამერიკული დოლარის - ე. ი მოქმედი კურს 20000 ლარის 3% - სახელმწიფო ბაჟის თანხა 600 ლარის ოდენობით.

სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლიდან გამომდინარე თვლის, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სადაო თანხის (15000 აშშ დ ოლარი . 2.50 -( მოქმედი კურსი) = 37 500 ლარი) 4% ფარგლებში წარმოდგენილი ქვითრით გადახდილი იურიდიული მომსახურების - 1200 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

2017 წლის 15 ნოემბერს ხ-–----ის რაიონული სასამართლოს განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ი-–---------ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ხ-–----ის რაიონის სოფელ დიდ ფლევში, საკადასტრო კოდით: 69.05.55.006. დადებული ყადაღა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ქ------------–--–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ი-–---------ძეს ქ------------–--–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს 10 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის ან შესაბამისი ლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის მოქმედი კურსით.

 

3. მოპასუხე ი-–---------ძეს ქ------------–--–--ლის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟის თანხა 150 ლარი, ასევე 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

4. ქ------------–--–--ლს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 600 ლარი.

5. ი-–---------ძეს ქ------------–--–--ლის სასარგებლოდ გადახდეს 1 200 ლარი იურიდიული მომსახურების ხარჯების სანაცვლოდ.

6. 2017 წლის 15 ნოემბერს ხ-–----ის რაიონული სასამართლოს განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ი-–---------ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რომელიც მდებარეობს ხ-–----ის რაიონის სოფელ დიდ ფლევში, საკადასტრო კოდით: 69.05.55.006 - დარჩეს უცვლელი.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი