გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2018
საქმის ნომერი
090210017002140985
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № (2 / 85–17) 090-1001700-140985

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 მარტი, 2018 წელი ქ. ამბროლაური

შესავალი ნაწილი

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი ქეთევან არჩვაძე

მოსარჩელე სსიპ ”ი------–--- ს---–-”

წარმომადგენელი თ--- ნ---------

მოპასუხე შპს ”მ–------–-----------------”

წარმომადგენელი მ----------------–---

დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე შპს ”მ–-- – ე-–-------- ს------ი”–ს მოსარჩელე სსიპ ”ი------–--- ს---–-ს” სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 127213.46 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და ითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე სსიპ,, ი------–--- ს---–-’’–სა და მოპასუხე შპს ,,მ–------–-----------------’’-ს შორის 2----–-–--------ვისტოს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებN------ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. ო-–- ი------–--- ს---–-- სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა (ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი ე-–--------ნული ტენდერი S------------. ხელშეკრულების ღირებულება დღგ–ს ჩათვლით, შეადგენდა 1 650000 ლარს. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 9(ცხრა ) თვე (270) დღე, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გეგმა – გრაფიკის შესაბამისად, ხოლო შესრულებული სამუშაოების შემსყიდველისათვის ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო სამშენებლო სამუშაოების დასრულებიდან – 3- კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი განისაზღვრა, ხელმოწერის თარიღიდან– 2--- წლის 3- ივლისამდე პერიოდი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2----–-–------ აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N------ ხელშეკრულება.

 

3.1.2. დადგენილია, რომ მხარეთა შორის, 2--- წლის 1- მაისს გაფორმებული N------/0- ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად, ცვლილება შევიდა N------ ხელშეკრულებაში და შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან – 3-0 კალენდარული დღე. შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების თარიღი განისაზღვრა 2--- წ-–----------სის ჩათვლით. შეთანხმებით, ასევე ცვლილება შევიდა სამუშაოების შესრულების გეგმა –გრაფიკში. მოპასუხემ შესყიდვის ობიექტის მიწოდებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში(2--- წლის 3- მაისი), ვერ შეძლო სამ–--ებლო სამუშაოების დასრულება, ასევე სამუშაოების დასრულება ვერ განხორციელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაშიც, რომელიც განსაზღვრული იყო 2----–-–----------–---თ. მხარეთა შორის 2----–-–----------–ისს გაფორმდა შეთანხმების აქტი N------/0-- რომლის საფუძველზეც, ცვლილება შევიდა შესყიდვის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2--- წლის 3- ნოემბრის ჩათვლით. ამის შემდგომ, იმავე მიზეზის გამო, მხარეთა შორის 2----–-–---------------- გაფორმებული N------/-- ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კიდევ გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა – 2--- წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

–2----–-–----------ს გაფორმებული N0- –19---- ურთიერთშეთანხმება

–20---–-–---------–--- გაფორმებული N---------- ურთიერთშეთანხმება

–2----–-–---------------- გაფორმებული N---------- ურთიერთშეთანხმება

3.1.3. 2--- წლის 26 დეკემბერს, მოპასუხემ სსიპ ი------–--- ს---–- მიმართა წერილობით, სადაც აღნიშნული იყო, რომ ორგანიზაცია ფინანსური პრობლემებისა და ო---------–----–------–- არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ ახორციელებდა ხელშეკრულებით განსაზრვრული, დარჩენილი სამუშაოების შესრულებას, მოპასუხემ მოითხოვა სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელება 2017 წლის მარტის ბოლომდე. რადგან გასული იყო სამშენებლო სამუშაოების დასრულებისათვის გეგმა –გრაფიკით განსაზღვრული ვადა, ვერ დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა, თუმცა მხარეთა შორის 2--- წლის 3- დეკემბერს გაფორმდა შეთანხმება N----------, რომლის საფუძველზეც, ცვლილება შევიდა შესყიდვის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით. ი------–--- ს---–- სურდა მაქსიმალურად შეეწყო ხელი მოპასუხისათვის, რათა მას სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შეესრულებინა ვალდებულებები. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 2017 წლის 27 მარტს, ი------–--- ს---–- მოპასუხემ კვლავ მიმართა, იგივე მიზეზებზე მოთხოვნით, რაც მითითებული ჰქონდა 2----–-–--------ეკემბრის წერილში და მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 2017 წლის აპრილის ბოლომდე. მოპასუხის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ი------–--- ს---–-ს მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,მ–------–-----------------ს’’ 2--- წლის 26 დეკემბრის წერილი

–-----–-–----- დეკემბერს გაფორმებული N------/06 ურთიერთშეთანხმება

–2----–-–-------------- შპს,,მ–------–-----------------ს წერილი

 

3.1.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს 2017 წლის 15 მარტს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და ეთხოვა დარჩენილი სამუშაოების დროულად შესრულება, ასევე უკვე შესრულებულ სამუშაოებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხემ ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე, ვერ შეძლო დაგეგმილი სამუშაოების დასრულება. ვინაიდან, მოპასუხემ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 20 თვის შემდგომაც, ვერ შეასრულა სრულად ხელშეკრულებით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოები, ამასთან, უკვე დასრულებულ სამუშაოებსაც გააჩნდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, ი------–--------–-- უარი განაცხადა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე და გავიდა ხელშეკრულებიდან, რის თაობაზეც, მოპასუხეს აცნობა 2----–-–------------–-------- წერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ ი------–--- ს---–-ს 2----–-–-------------------- და 2----–-–------------–------- წერილები.

3.1.5. ი------–--- ს---–-ს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის სამსახურის მრჩევლის მიერ,------–-–------------- და 2--------–- შედგენილი ინსპექტირების აქტების საფუძველზე დგინდება, რომ მოპასუხემ ინსპექტირების აქტებში მითითებული პერიოდისათვის არ შეასრულა გეგმა –გრაფიკით გათვალისწინებული ჭერებისა და იატაკის მოწყობის, ასევე, ალუმინის ვიტრაჟებისა და კარ – ფანჯრების მონტაჟის სამუშაოები, რის გამოც, სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების გამო, ხელშეკრულების 1-.1. პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.1% –ის ოდენობით. სამუშაოების ღირებულებიდან და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობიდან გამომდინარე,------–-–-------------ა და 2--------–- დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობამ მთლიანობაში შეადგინა 4718,31 ლარი. 2----–-–--------------ს აქტი შედგენილია მოპასუხის მიერ, 2017 წლის 31 მარტს წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა N2) და შპს,, ო-------– +’’ –ის-------------------- ინსპექტირების ანგარიშის საფუძველზე, ხოლო 25.04.2--- წ ინსპექტირების აქტი კი შედგენილია მოპასუხის მიერ, 2--- წლის 25 მარტს წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა N2) და შპს ,,ო-------– გ-----+’’–ის 22.04.2-----–-–-------------------- ინსპექტირების ანგარიშის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ი------–--- ს---–-ს ი---------------------------------------------–-----------------------------ჩეველ ლ--------- ჯ---------ს 2--- წლის 3------------ და 2--------–-- ინსპექტირების აქტები

– შპს ,,ო-------– გ-----+ ‘’–ის ინსპექტირების ანგარიშები(წარმოდგენილია CD დისკი)

3.1.6 2--- წლის 2-----–--- შედგენილი ინსპექტირების აქტის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტის დასრულებისათვის გეგმა – გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის 35 დღით გადაცილების გამო, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო 33599.03 ლარი(959975.32 ლარის შეუსრულებელი ვალდებულებისათვის).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ი------–--- ს---–-ს ი---------------------------------------------–-----------------------------ჩეველ ლ--------- ჯ---------ს 2--- წლის 21 ივლისის ინსპექტირების აქტი, მიღება – ჩაბარების აქტი და საგადასახდო ანგარიშ – ფაქტურა.

– შპს ,,ო-------– გ-----+ ‘’–ის ინსპექტირების ანგარიშები(წარმოდგენილია CD დისკი)

3.1.7 2--- წლის 0-------------- შედგენილი ინსპექტირების აქტის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტის დასრულებისათვის გეგმა – გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის 48 დღით გადაცილების გამო, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო – 43-95.12 ლარი(897810.01 ლარის შეუსრულებელი ვალდებულებისათვის).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ი------–--- ს---–-ს ი---------------------------------------------–-----------------------------ჩეველ ლ--------- ჯ---------ს 2--- წლის 07 სექტემბრის ინსპექტირების აქტი, მიღება – ჩაბარების აქტი და საგადასახდო ანგარიშ – ფაქტურა.

– შპს ,,ო-------– გ-----+ ‘’–ის ინსპექტირების ანგარიშები(წარმოდგენილია CD დისკი)

3.1.8 2--- წლის 2-------------- შედგენილი ინსპექტირების აქტის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტის დასრულებისათვის გეგმა – გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის 1- დღით გადაცილების გამო, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო – 8870.18 ლარი (806374.95 ლარის შეუსრულებელი ვალდებულებისათვის).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ი------–--- ს---–-ს ი---------------------------------------------–-----------------------------ჩეველ ლ--------- ჯ---------ს 2--- წლის 2-------------- ინსპექტირების აქტი, მიღება – ჩაბარების აქტი და საგადასახდო ანგარიშ – ფაქტურა.

– შპს ,,ო-------– გ-----+ ‘’–ის ინსპექტირების ანგარიშები(წარმოდგენილია CD დისკი)

 

3.1.9 2--- წლის 1------------რს შედგენილი ინსპექტირების აქტის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტის დასრულებისათვის გეგმა – გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის 35 დღით გადაცილების გამო, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო 12439.31 ლარი(621960.66 ლარის შეუსრულებელი ვალდებულებისათვის).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ი------–--- ს---–-ს ი---------------------------------------------–-----------------------------ჩეველ ლ--------- ჯ---------ს 2--- წლის 18 ოქტომბრის ინსპექტირების აქტი, მიღება – ჩაბარების აქტი და საგადასახდო ანგარიშ – ფაქტურა.

– შპს ,,ო-------– გ-----+ ‘’–ის ინსპექტირების ანგარიშები(წარმოდგენილია CD დისკი)

 

3.2.1 2--- წლის 0------------ შედგენილი ინსპექტირების აქტის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტის დასრულებისათვის გეგმა – გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის 14 დღით გადაცილების გამო, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო 2565.43 ლარი(183240.2 ლარის შეუსრულებელი ვალდებულებისათვის).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ი------–--- ს---–-ს ი---------------------------------------------–-----------------------------ჩეველ ლ--------- ჯ---------ს 2--- წლის 01 ნოემბრის ინსპექტირების აქტი, მიღება – ჩაბარების აქტი და საგადასახდო ანგარიშ – ფაქტურა.

– შპს ,,ო-------– გ-----+ ‘’–ის ინსპექტირების ანგარიშები(წარმოდგენილია CD დისკი)

3.2.2 2--- წლის 2------------- შედგენილი ინსპექტირების აქტის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტის დასრულებისათვის გეგმა – გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის 23 დღით გადაცილების გამო, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო 2974 ლარი(129 299.62 ლარის შეუსრულებელი ვალდებულებისათვის).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ი------–--- ს---–-ს ი---------------------------------------------–-----------------------------ჩეველ ლ--------- ჯ---------ს 2--- წლის 27 ნოემბრის ინსპექტირების აქტი, მიღება – ჩაბარების აქტი და საგადასახდო ანგარიშ – ფაქტურა.

– შპს ,,ო-------– გ-----+ ‘’–ის ინსპექტირების ანგარიშები(წარმოდგენილია CD დისკი)

 

3.2.3 მოპასუხისათვის დაკისრებულმა პირგასამტეხლომ მთლიანობაში შეადგინა – 127 213.46 ლარი. მიუხედავად ამისა, ი------–--------–-- სრულად განახორციელა მოპასუხის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება. ასევე მოპასუხე მოსარჩელის მიერ, არაერთგზის იქნა გაფრთხილებული მისთვის სამშენებლო სამუშაოების გეგმა –გრაფიკის დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და მიეცა გონივრული ვადა დაკისრებული პირგასამტეხლოს დასაფარად, თუმცა მოპასუხის მიერ, დღემდე არ განხორციელებულა პირგასამტეხლოს ჩარიცხვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

–სარჩელის დანართები N 1-----

–სსიპ ისუტიციის ს---–-ს 2017 წლის 2--------–-- N8-----------–-–-----------–---------- წერილები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება

 

წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მიერ, მიღწეული იქნა შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 04 აგვისტოს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N------ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ.ო-–- ი------–--- ს---–-- სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა (ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი ე-–--------ნული ტენდერი S------------. ხელშეკრულების ღირებულება დღგ–ს ჩათვლით, შეადგენდა 1 650000 ლარს. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადად განისაზღვრა, ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 9(ცხრა ) თვე (270) დღე, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გეგმა –გრაფიკის შესაბამისად, ხოლო შესრულებული სამუშაოების შემსყიდველისათვის ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო სამშენებლო სამუშაოების დასრულებიდან – 3- კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი განისაზღვრა, ხელმოწერის თარიღიდან – 2--- წლის 3- ივლისამდე პერიოდი. ამავე შეთანხმებით განისაზღვრა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, შპს ”მ–-- – ე-–-------- ს------ს” დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,1% ოდენობით.

 

ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის, 2--- წლის 1- მაისს გაფორმებული N------/0- ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად, ცვლილება შევიდა N------ ხელშეკრულებაში და შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან – 3-0 კალენდარული დღე. შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების თარიღი განისაზღვრა 2--- წ-–----------სის ჩათვლით. შეთანხმებით ასევე, ცვლილება შევიდა სამუშაოების შესრულების გეგმა –გრაფიკში. მოპასუხემ შესყიდვის ობიექტის მიწოდებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში (2--- წლის 3- მაისი) ვერ შეძლო სამშენებლო სამუშაოების დასრულება, ასევე სამუშაოების დასრულება ვერ განხორციელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაშიც, რომელიც განსაზღვრული იყო 2----–-–----------–---თ. მხარეთა შორის 2----–-–----------–ისს გაფორმდა შეთანხმების აქტი N------/0-- რომლის საფუძველზეც, ცვლილება შევიდა შესყიდვის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2--- წლის 3- ნოემბრის ჩათვლით. თუმცა ამის შემდგომ, იმავე მიზეზის გამო, მხარეთა შორის 2----–-–---------------- გაფორმებული N0-–1--/-- ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კიდევ გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2--- წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2--- წლის 26 დეკემბერს, მოპასუხემ სსიპ ი------–--- ს---–- კვლავ მიმართა წერილობით, სადაც აღნიშნული იყო, რომ ორგანიზაცია ფინანსური პრობლემებისა და ო---------–----–------–- არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ ახორციელებდა ხელშეკრულებით განსაზრვრული, დარჩენილი სამუშაოების შესრულებას, მოპასუხემ მოითხოვა სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელება 2017 წლის მარტის ბოლომდე. რადგან გასული იყო სამშენებლო სამუშაოების დასრულებისათვის გეგმა –გრაფიკით განსაზღვრული ვადა, ვერ დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა, თუმცა მხარეთა შორის 2--- წლის 3- დეკემბერს გაფორმდა შეთანხმება N----------, რომლის საფუძველზეც, ცვლილება შევიდა შესყიდვის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით. ი------–--- ს---–- სურდა მაქსიმალურად შეეწყო ხელი მოპასუხისათვის, რათა მას სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შეესრულებინა ვალდებულებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა, კერძოდ: მოპასუხის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა 2--- წლის 2-----–--- შედგენილი ინსპექტირების აქტის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტის დასრულებისათვის გეგმა – გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის 35 დღით გადაცილების გამო, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო 33599.03 ლარი(959975.32 ლარის შეუსრულებელი ვალდებულებისათვის).

2--- წლის 0-------------- შედგენილი ინსპექტირების აქტის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტის დასრულებისათვის გეგმა – გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის 48 დღით გადაცილების გამო, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო – 43-95.12 ლარი(897810.01 ლარის შეუსრულებელი ვალდებულებისათვის).

2--- წლის 2-------------- შედგენილი ინსპექტირების აქტის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტის დასრულებისათვის გეგმა – გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის 1- დღით გადაცილების გამო, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო – 8870.18 ლარი(806 374.95 ლარის შეუსრულებელი ვალდებულებისათვის).

2--- წლის 1------------რს შედგენილი ინსპექტირების აქტის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტის დასრულებისათვის გეგმა – გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის 35 დღით გადაცილების გამო, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო – 12439.31 ლარი(621960.66 ლარის შეუსრულებელი ვალდებულებისათვის).

2--- წლის 0------------ შედგენილი ინსპექტირების აქტის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტის დასრულებისათვის გეგმა – გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის 14 დღით გადაცილების გამო, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო – 2565.43 ლარი(183240.2 ლარის შეუსრულებელი ვალდებულებისათვის).

2--- წლის 2------------- შედგენილი ინსპექტირების აქტის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტის დასრულებისათვის გეგმა – გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის 23 დღით გადაცილების გამო, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო – 2974 ლარი(129 299.62 ლარის შეუსრულებელი ვალდებულებისათვის).

მოპასუხისათვის დაკისრებულმა პირგასამტეხლომ მთლიანობაში შეადგინა – 127 213.46 ლარი.

 

6.2. სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეზე ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომლის გადახდევინებაც ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ, რომ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.1% –ის ოდენობით. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ ვინაიდან არსებობდა მხარეებს შორის შეთანხმება ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა, შესაბამისად, არსებობს მოპასუხეზე ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს სახით, თანხის დაკისრების საფუძველი.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას, მხარეებს უფლება აქვთ შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე, იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო მოსარჩელეს მოპასუხისათვის დარიცხული აქვს 2--- წლის 2--------------- 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სულ 127213,46 ლარი. სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე, მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას, პერიოდს, განაკვეთის ოდენობას, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს დარღვევის შედეგად, რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია, ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში - უნდა შემცირდეს და უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,075%, რაც მთლიანობაში შეადგენს 95410.09 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მოსარჩელე სსიპ ,,ი------–--- ს---–-ს’’ სასარგებლოდ, დაეკისროს მოსარჩელის მიერ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება – 2862.3- ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1--1-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების, ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სსიპ ,,ი------–--- ს---–-ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სსიპ ,,ი------–--- ს---–-ს’’ სარჩელი შპს ”მ–------–-----------------ს” მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;

 

2.შპს ,,მ–-- – ე-–-------- ს------ის” დაეკისროს სსიპ ,,ი------–--- ს---–-ს’’ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს გადახდა – 95410,09 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხე შპს ,,მ–-- – ე-–-------- ს------ი”–ს მოსარჩელე სსიპ ,,ი------–--- ს---–-ს’’ სასარგებლოდ, დაეკისროს მოსარჩელის მიერ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება – 2862.3- ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან – 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს – 20 და არა უგვიანეს –3- დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან –3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე